სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ" - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის უმძიმესი ინტერვიუ და მიმართვა მშობლებს
"მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ" - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის უმძიმესი ინტერვიუ და მიმართვა მშობლებს

პრო­დი­უ­სერ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძემ მისი 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლად "მთა­ვარ არხზე" ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა. გვარ­ჯა­ლა­ძე მშობ­ლებს მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბით მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ა­ტა­რონ მათ­თან:

"მე ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ჩემს თავს, მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე მე ვარ. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი არ მქო­ნია ჩემს შვილ­თან, თუმ­ცა, ესეც არ ყო­ფი­ლა საკ­მა­რი­სი... ჩვენ რომ გვგო­ნია მშობ­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით და ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ გვაქვს - სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ფე­რი არ ვი­ცით. უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად და უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ჩვენს შვი­ლებს.

...მე მუ­შა­თა კლასს გან­ვე­კუთ­ვნე­ბი. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ჩვე­ნი შრო­მა და რა­ღა­ცე­ე­ბი, რაც გვჭირ­დე­ბა ენერ­გი­ის­თვის, მთელ ჩვენს დროს მო­ი­თხოვს და ბავ­შვე­ბის­თვის გვგო­ნია, რომ ძი­ლის წინ, ვახ­შამ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­რი­სია. სა­ერ­თოდ არ არის საკ­მა­რი­სი! უნდა იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი - შენ ამ­დენ დროს მთლი­ა­ნად უთ­მობ ბავ­შვს, მის ჭკუ­ა­ზე და­დი­ხარ, მისი ძმა­კა­ცი ხარ...

მუ­სი­კა გვა­ერ­თი­ა­ნებ­და და ერთი სიმ­ღე­რაც არ მაქვს ლე­ნო­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­წე­რი­ლი, არა­და ყვე­ლა­ზე დიდი სტუ­დია მაქვს კავ­კა­სი­ა­ში... ჩემი შვი­ლი ვერ ჩავ­წე­რე...

ყვე­ლა ბედ­ნი­ერ მშო­ბელს მივ­მარ­თავ: გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად არ აი­ღოთ, რომ ამის­თვის მერე დროს გა­მო­ნა­ხავთ, ახლა არის დრო, რომ მთე­ლი შენი ენერ­გია და ფული და­ხარ­ჯო ბავ­შვზე. ახლა უნდა გა­ა­კე­თო ეს!

ლენო არას­დროს არ ყო­ფი­ლა ჩა­კე­ტი­ლი. თუმ­ცა, მე არას­დროს ვიჭ­რე­ბო­დი მის პი­რად სივ­რცე­ში და ახლა ვთვლი, რომ შევ­ცვდი. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მე მის ტე­ლე­ფონ­ში ჩა­მე­ხე­და, ან გახ­სნილ "ჩატ­ში" მე­ნა­ხა რამე... ეს რომ მექ­ნა, ახლა 100%-ით ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და! იმი­ტომ რომ და­წე­რა ბავ­შვმა მე­მუ­ა­რი - "28 დღე სიკ­ვდი­ლამ­დე", რაც მის კომ­პი­უ­ტერ­შია და ამას არ ვე­ხე­ბო­დი, რად­გან მისი პი­რა­დი ნივ­თია... რომ გა­მეხ­სნა, ერთი წა­მით არ დავ­ტო­ვებ­დი მარ­ტო...

იქ პირ­და­პირ წე­რია: დღე 28, აქე­დან პირ­ველ დღემ­დე რომ ჩა­ვალ, მო­ვიკ­ლავ თავს, გა­დავ­ხტე­ბი აივ­ნი­დან... მე გა­მო­ვი­ცა­ნი, ვუ­თხა­რი - ხომ აპი­რებ გა­დახ­ტო­მას, გა­დახ­ტით­ქო და გა­დახ­ტა 3 სა­ათ­ში... თვი­თონ არ უთ­ქვამს გა­დავ­ხტე­ბიო. გავ­შიფ­რე მე, ად­რინ­დე­ლი, სუ­ი­ცი­დუ­რი ხე­ლის დაჭ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე...

უბ­რა­ლოდ ჩავ­თვა­ლე, რომ ამას გა­და­ა­გო­რებს. მეც მქონ­და მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი და რომ გა­და­ვა­გო­რე, ჩავ­თვა­ლე ჩემი შვი­ლია და ისიც გა­და­ა­გო­რებ­და... ჩემს თავს შე­ვა­და­რე ჩემი შვი­ლი, რომ ისიც იწ­ვა­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ ვერ გა­ა­კე­თებს...

იყო ასე­თი მო­მენ­ტი: ვი­ჩხუ­ბეთ, სი­ტყვი­ე­რად, ხე­ლი­თაც შე­ვე­ხე, იმი­ტომ რომ ისე­თი რა­ღა­ცის და­კა­ნო­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რაც არ იყო მი­სა­ღე­ბი - ღამე ქუ­ჩა­ში არას­რულ­წლოვ­ნის ყოფ­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­მე­ხე­და და ხელი გა­და­მე­წია, მაგ­რამ არ მერ­ჩივ­ნა ეწან­წა­ლა, სა­დაც უნ­დო­და, ვიდ­რე ეს?...

შვილ­ზე მა­გა­რი არა­ფე­რი არ არის... ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ინერ­ცი­აა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ტყვე­ო­ბა­ში ვარ... იმი­ტომ რომ, შვი­ლე­ბი მყავს, თო­რემ სა­ერ­თოდ აღარ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი.

გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი ყვე­ლას, რომ ბავ­შვებ­თან იყა­ვით! არ და­პირ­დეთ რომ წა­იყ­ვანთ და არ "გა­და­აგ­დოთ", ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს თქვე­ნი იმე­დი...

მე ვარ დამ­ნა­შა­ვე და უბე­დუ­რიც ვარ, თქვენ იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი და ნუ იქ­ნე­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თქვენს შვი­ლებ­თან. არ იყოთ იმის იმედ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო რო­დის გან­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ თვი­თონ ავა­შე­ნოთ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს ოჯა­ხებ­ში და ჩვენს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით", - ისა­უბ­რა გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძემ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 14 წლის ლენო გვარ­ჯა­ლა­ძე ემსხვერ­პლა თბი­ლის­ში ივ­ნის­ში მოხ­და. მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ლენო (ელე­ნე) გვარ­ჯა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის და პრო­დი­უ­სე­რი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის შვი­ლი იყო.

14 წლის ლენო აპ­რილ­ში თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ი­ს დროს და­ღუ­პულ ნიკა ჯორ­ჯა­ძეს­თან და ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლთან (ეს უკა­ნას­კნე­ლი ავა­რი­ი­დან ერთ თვე­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა) მე­გობ­რობ­და. ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ლე­ნო გვარ­ჯა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ეძღვნე­ბო­და:

"ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ" - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის უმძიმესი ინტერვიუ და მიმართვა მშობლებს

"მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ" - გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის უმძიმესი ინტერვიუ და მიმართვა მშობლებს

პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიორგი გვარჯალაძემ მისი 14 წლის ქალიშვილის გარდაცვალებაზე პირველად "მთავარ არხზე" ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა. გვარჯალაძე მშობლებს მიმართავს და ურჩევს, შვილების ცხოვრებით მეტად დაინტერესდნენ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მათთან:

"მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია ჩემს შვილთან, თუმცა, ესეც არ ყოფილა საკმარისი... ჩვენ რომ გვგონია მშობლებს, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვაქვს - სინამდვილეში, არაფერი არ ვიცით. უნდა ვიყოთ ფრთხილად და უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს.

...მე მუშათა კლასს განვეკუთვნები. ჩვენი სამსახური, ჩვენი შრომა და რაღაცეები, რაც გვჭირდება ენერგიისთვის, მთელ ჩვენს დროს მოითხოვს და ბავშვებისთვის გვგონია, რომ ძილის წინ, ვახშამზე ურთიერთობა საკმარისია. საერთოდ არ არის საკმარისი! უნდა იყოს აუცილებელი - შენ ამდენ დროს მთლიანად უთმობ ბავშვს, მის ჭკუაზე დადიხარ, მისი ძმაკაცი ხარ...

მუსიკა გვაერთიანებდა და ერთი სიმღერაც არ მაქვს ლენოსი, პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა ყველაზე დიდი სტუდია მაქვს კავკასიაში... ჩემი შვილი ვერ ჩავწერე...

ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ: გარანტირებულად არ აიღოთ, რომ ამისთვის მერე დროს გამონახავთ, ახლა არის დრო, რომ მთელი შენი ენერგია და ფული დახარჯო ბავშვზე. ახლა უნდა გააკეთო ეს!

ლენო არასდროს არ ყოფილა ჩაკეტილი. თუმცა, მე არასდროს ვიჭრებოდი მის პირად სივრცეში და ახლა ვთვლი, რომ შევცვდი. შეუძლებელი იყო, მე მის ტელეფონში ჩამეხედა, ან გახსნილ "ჩატში" მენახა რამე... ეს რომ მექნა, ახლა 100%-ით ცოცხალი იქნებოდა! იმიტომ რომ დაწერა ბავშვმა მემუარი - "28 დღე სიკვდილამდე", რაც მის კომპიუტერშია და ამას არ ვეხებოდი, რადგან მისი პირადი ნივთია... რომ გამეხსნა, ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო...

იქ პირდაპირ წერია: დღე 28, აქედან პირველ დღემდე რომ ჩავალ, მოვიკლავ თავს, გადავხტები აივნიდან... მე გამოვიცანი, ვუთხარი - ხომ აპირებ გადახტომას, გადახტითქო და გადახტა 3 საათში... თვითონ არ უთქვამს გადავხტებიო. გავშიფრე მე, ადრინდელი, სუიციდური ხელის დაჭრებიდან გამომდინარე...

უბრალოდ ჩავთვალე, რომ ამას გადააგორებს. მეც მქონდა მსგავსი მიდრეკილებები და რომ გადავაგორე, ჩავთვალე ჩემი შვილია და ისიც გადააგორებდა... ჩემს თავს შევადარე ჩემი შვილი, რომ ისიც იწვალებს და საბოლოოდ ვერ გააკეთებს...

იყო ასეთი მომენტი: ვიჩხუბეთ, სიტყვიერად, ხელითაც შევეხე, იმიტომ რომ ისეთი რაღაცის დაკანონებას ცდილობდა, რაც არ იყო მისაღები - ღამე ქუჩაში არასრულწლოვნის ყოფნა. იძულებული ვიყავი მიმეხედა და ხელი გადამეწია, მაგრამ არ მერჩივნა ეწანწალა, სადაც უნდოდა, ვიდრე ეს?...

შვილზე მაგარი არაფერი არ არის... ახლა რასაც ვაკეთებ, ინერციაა და პასუხისმგებლობა, ტყვეობაში ვარ... იმიტომ რომ, შვილები მყავს, თორემ საერთოდ აღარ არის ჩემთვის საინტერესო არაფერი.

გავუზიარებდი ყველას, რომ ბავშვებთან იყავით! არ დაპირდეთ რომ წაიყვანთ და არ "გადააგდოთ", ბავშვს უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი...

მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ, თქვენ იყავით ბედნიერები და ნუ იქნებით დამნაშავეები თქვენს შვილებთან. არ იყოთ იმის იმედზე, საქართველო როდის განვითარდება. ჩვენ თვითონ ავაშენოთ ჩვენი საქართველო ჩვენს ოჯახებში და ჩვენს შვილებთან ურთიერთობით", - ისაუბრა გიორგი გვარჯალაძემ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში.

ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც 14 წლის ლენო გვარჯალაძე ემსხვერპლა თბილისში ივნისში მოხდა. მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ლენო (ელენე) გვარჯალაძე ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და პროდიუსერისა და კომპოზიტორის გიორგი გვარჯალაძის შვილი იყო.

14 წლის ლენო აპრილში თბილისში მომხდარი ავარიის დროს დაღუპულ ნიკა ჯორჯაძესთან და ბექა (ბიკი) ჭიღიტაშვილთან (ეს უკანასკნელი ავარიიდან ერთ თვეში, საავადმყოფოში გარდაიცვალა) მეგობრობდა. ბოლო პოსტი, რომელიც ლენო გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გარდაცვლილ მეგობარს ეძღვნებოდა:

"ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით. ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით. მაძუგები forever".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი