მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსები გაძვირდა, ავტობსები და მეტრო კი მგზავრების გაზრდილ ნაკადს ვეღარ იტევს - ექსპერტი რეგულაციების მოსალოდნელ შედეგებზე
ტაქსები გაძვირდა, ავტობსები და მეტრო კი მგზავრების გაზრდილ ნაკადს ვეღარ იტევს - ექსპერტი რეგულაციების მოსალოდნელ შედეგებზე

“ლი­ცენ­ზი­ით, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ას აქვს და­წე­სე­ბუ­ლი, უკე­თე­სი ტაქ­სი არ მი­ი­ღე­ბა, მი­ი­ღე­ბა უფრო ძვი­რი ტაქ­სი, თეთ­რი ფე­რით”, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით მეს­ხიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მეს­ხიშ­ვი­ლის თქმით, “ტაქ­სე­ბის ბიზ­ნე­სი გამ­სხვილ­დე­ბა და ჩა­ვარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­ში, ხოლო თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ან ამ ქოლ­გის ქვეშ მო­ექ­ცე­ვი­ან ან სა­ერ­თოდ გავ­ლენ ბაზ­რი­დან, რად­გან გა­უ­ჭირ­დე­ბათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა.

რო­გორც მეს­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის გა­და­ხედ­ვა, რად­გან ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, რის გა­მოც დატ­ვირ­თუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მგზავ­რთნა­კა­დის გაზ­რდის­თვის მზად არ არის.

“ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო 2016 წელს, რო­დე­საც და­ვით ნარ­მა­ნია იყო მერი, სა­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, კახა კა­ლა­ძემ გა­ნაგ­რძნო მა­შინ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და შე­ნიშ­ვნე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი კი­თხვა იყო: რისი მიღ­წე­ვა გსურთ რე­გუ­ლა­ცი­ით? მე ამას რე­ფორ­მას არ ვუ­წო­დებ, რე­ფორ­მა უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­ი­ცავს და უფრო ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს დებს და ეს არის უბ­რა­ლოდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. კვლე­ვა არ ჩა­ტარ­და, რა­საც ვი­თხოვ­დით, კვლე­ვის შე­დე­გად უნდა მიგ­ვე­ღო რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რო­გო­რი ტაქ­სი სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ი­გეგ­მა მით­ქმა-მოთ­ქმის მი­ხედ­ვით. ვი­ღა­ცას ტაქსში არ მოს­წონ­და ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ღა­ცას არ მოს­წონ­და მძღოლ­მა რომ ქუ­ჩე­ბი არ იცო­და და ა.შ. ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. არც ერთ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას ეს რე­გუ­ლა­ცია არ პა­სუ­ხობს. მე ის მიკ­ვირს, რო­გორც წესი, ქა­ლა­ქის მერი ეკი­თხე­ბა ხოლ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა ფე­რის ავ­ტო­ბუ­სი უნ­დათ, ქვა­ფე­ნი­ლი და­ა­გოს თუ ას­ფალ­ტი, მაგ­რამ ტაქ­სე­ბი იყო ის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არა­ვის არა­ფე­რი არ ჰკი­თხეს, არა­და დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ტაქ­სის ფერი აერ­ჩია, მაგ­რამ არ ჰკი­თხეს. ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ვი­ღებ იმას, რომ კრი­ზი­სია შექ­მნი­ლი მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა­ში და ჩვენ ვე­უბ­ნე­ბო­დით თბი­ლი­სის მე­რი­ას, რომ ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მამ არ უნდა და­ას­წროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. მოხ­და ისე, რომ ერთ დროს ია­ფი­ა­ნი ტაქ­სი გახ­და ძვი­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის და მეტ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზ­რდი­ლი მგზავ­რთნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის მორ­გე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ მსხვილ ბიზ­ნეს­ზე. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეს თეთ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, ეს არ არის ფაქ­ტე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოს­ვლას”, - გა­ნა­ცხა­და მეს­ხიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ტაქსები გაძვირდა, ავტობსები და მეტრო კი მგზავრების გაზრდილ ნაკადს ვეღარ იტევს - ექსპერტი რეგულაციების მოსალოდნელ შედეგებზე

ტაქსები გაძვირდა, ავტობსები და მეტრო კი მგზავრების გაზრდილ ნაკადს ვეღარ იტევს - ექსპერტი რეგულაციების მოსალოდნელ შედეგებზე

“ლიცენზიით, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწესებული, უკეთესი ტაქსი არ მიიღება, მიიღება უფრო ძვირი ტაქსი, თეთრი ფერით”, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, “ტაქსების ბიზნესი გამსხვილდება და ჩავარდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში, ხოლო თვითდასაქმებულები ან ამ ქოლგის ქვეშ მოექცევიან ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან, რადგან გაუჭირდებათ რეგულაციების დაძლევა.

როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის.

“ტაქსების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო 2016 წელს, როდესაც დავით ნარმანია იყო მერი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც ვიყავით ჩართული. რეალურად, კახა კალაძემ განაგრძნო მაშინ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ ბევრი მიმართულებით გვქონდა შენიშვნები, მაგრამ მთავარი კითხვა იყო: რისი მიღწევა გსურთ რეგულაციით? მე ამას რეფორმას არ ვუწოდებ, რეფორმა უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და უფრო ხელშესახებ შედეგებს დებს და ეს არის უბრალოდ რეგულაციები. კვლევა არ ჩატარდა, რასაც ვითხოვდით, კვლევის შედეგად უნდა მიგვეღო რეალური სურათი, რა არის გამოსასწორებელი, როგორი ტაქსი სურს საზოგადოებას. რეგულაციები დაიგეგმა მითქმა-მოთქმის მიხედვით. ვიღაცას ტაქსში არ მოსწონდა ჰიგიენური მდგომარეობა, ვიღაცას არ მოსწონდა მძღოლმა რომ ქუჩები არ იცოდა და ა.შ. ამის მიხედვით დაიგეგმა რეგულაციები. არც ერთ აქტუალურ პრობლემას ეს რეგულაცია არ პასუხობს. მე ის მიკვირს, როგორც წესი, ქალაქის მერი ეკითხება ხოლმე საზოგადოებას რა ფერის ავტობუსი უნდათ, ქვაფენილი დააგოს თუ ასფალტი, მაგრამ ტაქსები იყო ის შემთხვევა, როდესაც საერთოდ არავის არაფერი არ ჰკითხეს, არადა დედაქალაქის მცხოვრებელს შეიძლება ზუსტად ტაქსის ფერი აერჩია, მაგრამ არ ჰკითხეს. ამ რეგულაციებით ვიღებ იმას, რომ კრიზისია შექმნილი მგზავრთა გადაყვანაში და ჩვენ ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ ტაქსების რეფორმამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მოხდა ისე, რომ ერთ დროს იაფიანი ტაქსი გახდა ძვირი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული გარკვეულ მსხვილ ბიზნესზე. რამდენიმე კომპანია შეიძლება ფიქრობდეს თეთრი ავტომობილების შემოყვანას, ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა გაჩნდა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ მსხვილი კომპანიების შემოსვლას”, - განაცხადა მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო.

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს