სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაციური საკრედიტო ბარათი ქართულ საბანკო სივრცეში - როგორ უნდა ივაჭროთ, რომ დამატებითი სარგებელი მიიღოთ
ინოვაციური საკრედიტო ბარათი ქართულ საბანკო სივრცეში - როგორ უნდა ივაჭროთ, რომ დამატებითი სარგებელი მიიღოთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის ბა­ზა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

ქვეყ­ნის სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­ფარ­დე­ბით ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი მი­ნი­მუმ 500 ლა­რი­ა­ნი ლი­მი­ტით მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს აქვს. ზო­გა­დად, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტია. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და აშშ-ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა საკ­რე­დი­ტო ბა­რათს იყე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა სეს­ხებს, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი: ავტო, იპო­თე­კუ­რი ან ბიზ­ნეს სეს­ხი. ხოლო სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის სა­ხა­სი­ა­თო პრო­დუქ­ტია. ეს ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა იც­ვლე­ბა და საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი ხდე­ბა ისე­ვე, რო­გორც ეს და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­შია. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი სხვა საკ­რე­დი­ტო პრო­დუქ­ტებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ლი­მი­ტით (მაქ­სი­მუმ 20,000 ლარი) და მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით ხა­სი­ათ­დე­ბა (26%-30%).

საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის და სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის ჩა­ნაც­ვლე­ბის მიზ­ნით, ცოტა ხნის წინ „ვი­თი­ბი ბან­კმა“ სრუ­ლი­ად ახა­ლი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზა ბა­ზარს.

V Card-ს სხვა საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად მოქ­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი აქვს. თუ თქვენ უკვე გაქვთ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი ან აპი­რებთ მის აღე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ:

  • დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტი გა­ნაკ­ვე­თი 26-30%-ია. ამ დრომ­დე ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბა 18% იყო, თუმ­ცა ის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს ჰქონ­დათ. რე­ა­ლუ­რად ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 14-15%-ია, არა­მიზ­ნობ­რი­ვი იპო­თე­კუ­რი სეს­ხის -10-12% და მიზ­ნობ­რი­ვი იპო­თე­კუ­რის - 8-10%. „ვი­თი­ბი ბან­კმა“ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა საპ­რო­ცენ­ტი გა­ნაკ­ვე­თი და V Card-ის შემ­თხვე­ვა­ში ის 16,9%-ია (ეფექ­ტუ­რი 19,7%).
  • საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის მთა­ვა­რი არსი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა და არა მას­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს გა­ნაღ­დე­ბის მა­ღა­ლი სა­კო­მი­სიო, და­ახ­ლო­ე­ბით, 3% აქვთ. ტერ­მი­ნა­ლებ­ში გა­ტა­რე­ბა კი უფა­სოა. რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა რე­ა­ლო­ბაა და საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს ბევ­რი მფლო­ბე­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბის­თვის იყე­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ „ვი­თი­ბი ბან­კმა“ გა­ნაღ­დე­ბის სა­კო­მი­სიო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა და შე­სა­ბა­მი­სად ვი­თი­ბის და პარტნი­ო­რი ბან­კე­ბის ბან­კო­მა­ტებ­ში მხო­ლოდ 1%-ია

რო­გორც ით­ქვა, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის მაქ­სი­მა­ლუ­რი ლი­მი­ტი 20 000 ლარი იყო, V Card-ის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს ციფ­რი 30 000 ლა­რია. ბან­კის მი­ზა­ნი იყო, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის­თვის გა­ე­წია კონ­კუ­რენ­ცია და სწო­რედ ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო ლი­მი­ტი შეს­თა­ვა­ზა.

  • V Card-ის კი­დევ ერთ უპი­რა­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს, ის რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მომ­ხმა­რე­ბელს აღარ სურს საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ფლო­ბა, შე­უძ­ლია ის მარ­ტი­ვად გა­და­ა­კე­თოს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხად და ისარ­გებ­ლოს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბით.
  • ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი შე­ნა­ტა­ნი ათ­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის 5-10% შე­ად­გენს. „ვი­თი­ბი ბან­კმა“ კი ეს ციფ­რიც შე­ამ­ცი­რა, რომ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­დახ­და გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა და 2% გახ­და.
  • საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბე­ლი ისაა, რომ თან­ხის ხარ­ჯვის დროს ბო­ნუს ქუ­ლე­ბი გიგ­როვ­დე­ბათ. ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბანკსა და იმ ობი­ექ­ტზე, სა­დაც ტერ­მი­ნა­ლით იხ­დით. შემ­დეგ კი ქუ­ლე­ბის და­ხარ­ჯვა კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­სა და კონ­კრე­ტულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე შე­გიძ­ლი­ათ. ეს საკ­მა­ოდ კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბაა, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელ­ში მა­ინც იწ­ვევს გა­ურ­კვევ­ლო­ბას, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი: რამ­დე­ნი ქულა რამ­დე­ნი ლა­რია, სად შე­იძ­ლე­ბა და­ხარ­ჯვა, რო­გორ უნდა და­ხარ­ჯო... V Card-ის გა­ტა­რე­ბის დროს კი მომ­ხმა­რე­ბელს და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის 1% სა­ბო­ნუ­სე ან­გა­რიშ­ზე უბ­რუნ­დე­ბა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­უძ­ლია გა­და­ი­ხა­დოს კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და ან თუნ­დაც, გა­ა­ნაღ­დოს. თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, ვიდ­რე მისი მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზის დროს გა­მო­ყე­ნე­ბაა. თუ თქვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­და­იხ­დით ტერ­მი­ნა­ლებ­ში V Card-ით და სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის გას­ვლამ­დე მას გა­ა­ნუ­ლებთ, არც სა­კო­მო­სი­ოს გა­დახ­და მო­გი­წევთ და არც პრო­ცენ­ტის. სა­ნაც­ვლოდ და­გე­რი­ცხე­ბათ ბო­ნუს თან­ხა, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნებთ.

თუ თქვენ ჯერ კი­დევ არ გაქვთ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, ნამ­დვი­ლად დროა, ის აი­ღოთ. რად­გან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი მარ­ტი­ვად ისარ­გებ­ლეთ უკვე არ­სე­ბუ­ლი ლი­მი­ტით და აღარ მო­გი­წევთ სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა, ბა­რა­თის და­ბეჭდ­ვის ლო­დი­ნი.

V Card -ის აღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მელ­საც აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ხელ­ფა­სის, იჯა­რის, დი­ვი­დენ­დის ან გზავ­ნი­ლის სა­ხით. ამას­თან ერ­თად თუ თქვენ გაქვთ 2019 წლამ­დე აღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, მარ­ტი­ვად და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ა­ნაც­ვლოთ თქვე­ნი ძვე­ლი ბა­რა­თი ბევ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი V Card -ით, ისარ­გებ­ლოთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით, და­აგ­რო­ვოთ ბო­ნუ­სად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თან­ხა და გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ინოვაციური საკრედიტო ბარათი ქართულ საბანკო სივრცეში - როგორ უნდა ივაჭროთ, რომ დამატებითი სარგებელი მიიღოთ

ინოვაციური საკრედიტო ბარათი ქართულ საბანკო სივრცეში - როგორ უნდა ივაჭროთ, რომ დამატებითი სარგებელი მიიღოთ

საქართველოში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია.

ქვეყნის საერთო მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საკრედიტო ბარათი მინიმუმ 500 ლარიანი ლიმიტით მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. ზოგადად, საკრედიტო ბარათი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სამომხმარებლო სესხი ფაქტობრივად არ არსებობს და ყველა საკრედიტო ბარათს იყენებს. რაც შეეხება სესხებს, არსებობს კონკრეტული მიზნობრივი: ავტო, იპოთეკური ან ბიზნეს სესხი. ხოლო სამომხმარებლო სესხი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახასიათო პროდუქტია. ეს ტენდენცია საქართველოში ნელ-ნელა იცვლება და საკრედიტო ბარათი უფრო და უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება ისევე, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებშია. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკრედიტო ბარათი სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით დაბალი ლიმიტით (მაქსიმუმ 20,000 ლარი) და მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება (26%-30%).

საკრედიტო ბარათების ბაზრის განვითარების და სამომხმარებლო სესხის ჩანაცვლების მიზნით, ცოტა ხნის წინ „ვითიბი ბანკმა“ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზა ბაზარს.

V Card-ს სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით ბევრად მოქნილი პირობები აქვს. თუ თქვენ უკვე გაქვთ საკრედიტო ბარათი ან აპირებთ მის აღებას, აუცილებლად უნდა იცოდეთ:

  • დღეს ქართულ ბაზარზე არსებული საკრედიტო ბარათების საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთი 26-30%-ია. ამ დრომდე ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობა 18% იყო, თუმცა ის მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ. რეალურად ეს ძალიან მაღალი პროცენტია იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 14-15%-ია, არამიზნობრივი იპოთეკური სესხის -10-12% და მიზნობრივი იპოთეკურის - 8-10%. „ვითიბი ბანკმა“ მნიშვნელოვნად შეამცირა საპროცენტი განაკვეთი და V Card-ის შემთხვევაში ის 16,9%-ია (ეფექტური 19,7%).
  • საკრედიტო ბარათების მთავარი არსი სავაჭრო ობიექტებში გამოყენებაა და არა მასზე არსებული თანხის განაღდება. სწორედ ამიტომ საკრედიტო ბარათებს განაღდების მაღალი საკომისიო, დაახლოებით, 3% აქვთ. ტერმინალებში გატარება კი უფასოა. რეალურად, საქართველოში სულ სხვა რეალობაა და საკრედიტო ბარათებს ბევრი მფლობელი თანხის განაღდებისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ „ვითიბი ბანკმა“ განაღდების საკომისიო მნიშვნელოვნად შეამცირა და შესაბამისად ვითიბის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში მხოლოდ 1%-ია

როგორც ითქვა, ქართულ ბაზარზე საკრედიტო ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20 000 ლარი იყო, V Card-ის შემთხვევაში კი ეს ციფრი 30 000 ლარია. ბანკის მიზანი იყო, რომ სამომხმარებლო სესხისთვის გაეწია კონკურენცია და სწორედ ამიტომ მომხმარებელს მაღალი საკრედიტო ლიმიტი შესთავაზა.

  • V Card-ის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს, ის რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აღარ სურს საკრედიტო ბარათის ფლობა, შეუძლია ის მარტივად გადააკეთოს სამომხმარებლო სესხად და ისარგებლოს სამომხმარებლო სესხის სტანდარტული პირობებით.
  • ქართულ ბაზარზე საკრედიტო ბარათების ყოველთვიური შენატანი ათვისებული თანხის 5-10% შეადგენს. „ვითიბი ბანკმა“ კი ეს ციფრიც შეამცირა, რომ მომხმარებლისთვის გადახდა გაემარტივებინა და 2% გახდა.
  • საკრედიტო ბარათის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ თანხის ხარჯვის დროს ბონუს ქულები გიგროვდებათ. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია ბანკსა და იმ ობიექტზე, სადაც ტერმინალით იხდით. შემდეგ კი ქულების დახარჯვა კონკრეტულ ობიექტებსა და კონკრეტულ პროდუქციაზე შეგიძლიათ. ეს საკმაოდ კარგი შეთავაზებაა, თუმცა მომხმარებელში მაინც იწვევს გაურკვევლობას, ჩნდება კითხვები: რამდენი ქულა რამდენი ლარია, სად შეიძლება დახარჯვა, როგორ უნდა დახარჯო... V Card-ის გატარების დროს კი მომხმარებელს დახარჯული თანხის 1% საბონუსე ანგარიშზე უბრუნდება და მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებითაა შესაძლებელი. შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და ან თუნდაც, გაანაღდოს. თუ კარგად დაფიქრდებით, საკრედიტო ბარათის ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენება შეგიძლიათ, ვიდრე მისი მხოლოდ ფინანსური კრიზის დროს გამოყენებაა. თუ თქვენ რეგულარულად გადაიხდით ტერმინალებში V Card-ით და საშეღავათო პერიოდის გასვლამდე მას გაანულებთ, არც საკომოსიოს გადახდა მოგიწევთ და არც პროცენტის. სანაცვლოდ დაგერიცხებათ ბონუს თანხა, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებთ.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო ბარათი, ნამდვილად დროა, ის აიღოთ. რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაზღვეული არავინაა. ასეთ შემთხვევაში კი მარტივად ისარგებლეთ უკვე არსებული ლიმიტით და აღარ მოგიწევთ სტანდარტული პროცედურების გავლა, ბარათის დაბეჭდვის ლოდინი.

V Card -ის აღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი ხელფასის, იჯარის, დივიდენდის ან გზავნილის სახით. ამასთან ერთად თუ თქვენ გაქვთ 2019 წლამდე აღებული ნებისმიერ საკრედიტო ბარათი, მარტივად დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენი ძველი ბარათი ბევრად მომგებიანი V Card -ით, ისარგებლოთ გაუმჯობესებული პირობებით, დააგროვოთ ბონუსად დაბრუნებული თანხა და გამოიყენოთ თქვენთვის სასურველ დროს.

რა საჩუქრები ელის მომხმარებელს „გორგიას“ 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?