მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება
რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა იცით ჰო­როს­კო­პებ­ზე? იცით თუ არა, რომ გარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პი­სა, არ­სე­ბობს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ჰო­როს­კო­პიც, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის ენერ­გი­ას ახა­სი­ა­თებს და ხსნის.

ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ტი­პის აღ­წე­რი­სა და მო­მავ­ლის პროგ­ნო­ზის­თვის ას­ტრო­ლოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­სავ­ლურ და აღ­მო­სავ­ლურ სის­ტე­მებს იყე­ნებს. და­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პი დაწ­ვრი­ლე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბაა თვის მი­ხედ­ვით, ხოლო აღ­მო­სავ­ლუ­რი - წლის მი­ხედ­ვით ახა­სი­ა­თებს ადა­მი­ანს.

და რა მოხ­დე­ბა, თუ ამ ჰო­როს­კო­პებს გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ? რო­გო­რი იქ­ნე­ბა პროგ­ნო­ზი? სწო­რედ ამ შე­რე­ულ ჰო­როს­კოპს ეწო­დე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ჰო­როს­კო­პი. იმის­თვის, რომ თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი გა­არ­კვი­ოთ, მო­ძებ­ნეთ ცხრილ­ში თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით - წლის სიმ­ბო­ლო. მათ გა­დაკ­ვე­თა­ზე კი მო­ძებ­ნეთ რო­მა­უ­ლი რი­ცხვი და ქვე­მოთ მისი გან­მარ­ტე­ბა წა­ი­კი­თხეთ.

გა­შიფვ­რა:

მეფე (I)

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ბა­დე­ბი­დან ჭკვი­ა­ნე­ბი, ბრძე­ნე­ბი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი არი­ან. ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბის­კენ ის­წრაფ­ვი­ან და სა­კუ­თარ თავ­საც კი არ ინ­დო­ბენ. მათ­ში უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტი, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­სა­ხულ მი­ზანს ნე­ბის­მი­ერ ფა­სად აღ­წე­ვენ. კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბულ­ნი არი­ან და მა­ტე­რი­ა­ლურ და­ნაკ­ლისს და უსახ­სრო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვი­ან.

ამას­თან, ძა­ლი­ან მე­გობ­რულ­ნი არი­ან და მაგ­ნი­ტი­ვით იზი­და­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მას­ში მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს ხე­და­ვენ. ერთი შე­ხედ­ვით იფიქ­რებთ, რომ იღ­ბა­ლი მათი თა­ნამ­გზავ­რია, მაგ­რამ ეს ასე არაა. მათი ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და შრო­მის შე­დე­გია.

იმის­თვის, რომ პო­ტენ­ცი­ა­ლი სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უარი უნდა თქვან ფუჭ დი­დე­ბა­სა და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბის სურ­ვილ­ზე. არ აჰ­ყვეთ ისეთ გრძნო­ბებს, რო­გო­რი­ცაა შური, ვე­რა­გო­ბა, სი­ხარ­ბე, ბო­რო­ტე­ბა. წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ თქვე­ნი სიბ­რძნი­სა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მი­აღ­წევთ.

ბე­ლა­დი (II)

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თან­და­ყო­ლი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ლი­დე­რო­ბის ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მათ იცი­ან რა სჭირ­დე­ბათ გარ­შე­მომ­ყო­ფებს, შე­უძ­ლი­ათ სხვებს შთა­ა­გო­ნონ, და­ა­ინ­ტე­რე­სონ და მათი ძა­ლის­ხმე­ვა სწო­რი გზით მი­მარ­თონ. მათი ძალა არა მათი ინ­ტე­ლექ­ტი, არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბის უნა­რია. მათი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი კი-სხვებს წინ გა­უ­ძღვნენ.

იმის­თვის, რომ ჰარ­მო­ნი­ას მი­აღ­წი­ონ, ბე­ლა­დე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია. სა­სურ­ვე­ლია, ხელ­მძღვა­ნელ თან­მამ­დე­ბო­ბა­ზე. თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ მო­ად­გი­ლედ მა­ინც, ან მას­წავ­ლებ­ლად. ბო­რო­ტად ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ჭეშ­მა­რი­ტი ბე­ლა­დე­ბი არას­დროს არ იტყუ­ე­ბი­ან და თვალ­თმაქ­ცო­ბენ. ისი­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბას აფა­სე­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა იცით ჰოროსკოპებზე? იცით თუ არა, რომ გარდა ჩვეულებრივი და აღმოსავლური ჰოროსკოპისა, არსებობს სტრუქტურული ჰოროსკოპიც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ენერგიას ახასიათებს და ხსნის.

ადამიანის ფსიქოტიპის აღწერისა და მომავლის პროგნოზისთვის ასტროლოგთა უმრავლესობა დასავლურ და აღმოსავლურ სისტემებს იყენებს. დასავლური ჰოროსკოპი დაწვრილებითი დახასიათებაა თვის მიხედვით, ხოლო აღმოსავლური - წლის მიხედვით ახასიათებს ადამიანს.

და რა მოხდება, თუ ამ ჰოროსკოპებს გავაერთიანებთ? როგორი იქნება პროგნოზი? სწორედ ამ შერეულ ჰოროსკოპს ეწოდება სტრუქტურული ჰოროსკოპი. იმისთვის, რომ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი გაარკვიოთ, მოძებნეთ ცხრილში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და აღმოსავლური კალენდრის მიხედვით - წლის სიმბოლო. მათ გადაკვეთაზე კი მოძებნეთ რომაული რიცხვი და ქვემოთ მისი განმარტება წაიკითხეთ.

გაშიფვრა:

მეფე (I)

ეს ადამიანები დაბადებიდან ჭკვიანები, ბრძენები და მიზანსწრაფულები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ. მათში უზარმაზარი ინტელექტი, ფიზიკური და ფსიქიკური პოტენციალია. ეს ადამიანები დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატებულნი არიან და მატერიალურ დანაკლისს და უსახსრობას ნამდვილად არ უჩივიან.

ამასთან, ძალიან მეგობრულნი არიან და მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მასში მისაბაძ მაგალითს ხედავენ. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ იღბალი მათი თანამგზავრია, მაგრამ ეს ასე არაა. მათი ყოველი წარმატება დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგია.

იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოიყენონ, ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ფუჭ დიდებასა და გარშემომყოფებზე მბრძანებლობის სურვილზე. არ აჰყვეთ ისეთ გრძნობებს, როგორიცაა შური, ვერაგობა, სიხარბე, ბოროტება. წარმატებას მხოლოდ თქვენი სიბრძნისა და კეთილგონიერების წყალობით მიაღწევთ.

ბელადი (II)

ეს ადამიანები თანდაყოლილი ხელმძღვანელობის და ლიდერობის ნიჭით გამოირჩევიან. მათ იციან რა სჭირდებათ გარშემომყოფებს, შეუძლიათ სხვებს შთააგონონ, დააინტერესონ და მათი ძალისხმევა სწორი გზით მიმართონ. მათი ძალა არა მათი ინტელექტი, არამედ დარწმუნების უნარია. მათი ცხოვრების მიზანი კი-სხვებს წინ გაუძღვნენ.

იმისთვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ, ბელადებისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია. სასურველია, ხელმძღვანელ თანმამდებობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოადგილედ მაინც, ან მასწავლებლად. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი ბელადები არასდროს არ იტყუებიან და თვალთმაქცობენ. ისინი სამართლიანობას და სხვა ადამიანების ნებას აფასებენ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს