სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით"
ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით"

სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე, პირ­ვე­ლად, გან­მარ­ტე­ბე­ბით გა­მო­ი­ცე­მა. "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით" 15 ტომს აერ­თი­ა­ნებს და მკი­თხველს წიგ­ნის შე­ძე­ნა თვე­ში ერთხელ შე­ეძ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი ტომი 23 სექ­ტემ­ბერს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა.

ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბი და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ენით და­ი­წე­რა და მთლი­ა­ნად ეყ­რდნო­ბა ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ წმინ­და მა­მა­თა კო­მენ­ტა­რებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე არ იყო თარ­გმნი­ლი ქარ­თულ ენა­ზე. ხში­რად ან ვერ კი­თხუ­ლო­ბენ წმინ­და წე­რილს, ან ზე­და­პი­რუ­ლად კი­თხუ­ლო­ბენ და მისი ში­ნა­არ­სი არ ეს­მით. ეს ჯერ კი­დევ მო­ცი­ქულ­თა დრო­ი­დან იყო ასე - ბიბ­ლი­ის არას­წო­რად წამ­კი­თხვე­ლე­ბი ბიბ­ლი­ას არას­წო­რად გან­მარ­ტავ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად, არას­წორ გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ. ამ გა­მო­ცე­მას მკი­თხვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რად­გან ბიბ­ლი­ა­ში არა­ერ­თი ისე­თი აზ­რია ჩა­დე­ბუ­ლი, რომ­ლის გა­გე­ბაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე უჭირს. გან­მარ­ტე­ბე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი მკი­თხვე­ლი მიხ­ვდე­ბა, თუ რამ­დე­ნად დი­დია მისი გავ­ლე­ნა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა დიდი ჯგუ­ფი და ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ რე­დაქ­ცია მუ­შა­ობ­და. სა­რე­დაქ­ციო ჯგუფ­ში არი­ან: სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის დე­კა­ნი - ლონ­გი­ნოზ სუ­ა­რიშ­ვი­ლი, თე­ო­ლო­გი­ი­სა და ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი - ლე­ვან მა­თეშ­ვი­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გი, ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის დოქ­ტო­რან­ტი - გი­ორ­გი თო­დუა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი - ტა­ტი­ა­ნა ცო­მა­ია, მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი - გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი და კი­დევ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი.

დე­კა­ნო­ზი ლონ­გი­ნო­ზი (სუ­ა­რიშ­ვი­ლი), სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის დე­კა­ნი:

“ბიბ­ლია სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლით და­წე­რი­ლი წიგ­ნია და თუ ადა­მი­ანს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლად იცხოვ­როს, მისი ცხოვ­რე­ბა სწო­რე­დაც წმინ­და წე­რი­ლის სწო­რე­ბი­სა­კენ უნდა წა­რი­მარ­თოს. თუმ­ცა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წმინ­და წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი ღრმა და მრავ­ლის­მომ­ცვე­ლია, ადა­მი­ა­ნი და­ზღვე­უ­ლი რო­დია მისი არას­წო­რი გა­გე­ბი­სა­გან. ამ­გვა­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და მრა­ვა­ლი სექ­ტა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი წმინ­და წე­რილს იშ­ვე­ლი­ებს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­სა­მარ­თლებ­ლად. ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნი და­ცუ­ლი რომ იყოს ამ დაბ­ნე­უ­ლო­ბის­გან, მას წმინ­და წე­რი­ლის სწო­რი გან­მარ­ტე­ბა­ნი სჭირ­დე­ბა. წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ბიბ­ლი­ის ამ გა­მო­ცე­მა­ში შე­ვი­და, იმი­ტომ არის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, რომ ის მა­მე­ბი უპირ­ვე­ლე­სად აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ და სუ­ლიწ­მინ­დი­სა­გან ბიბ­ლი­ის სწო­რი გან­მარ­ტე­ბე­ბის მად­ლი ეძ­ლე­ო­დათ. გარ­და ამი­სა, მათ სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბაც ჰქონ­დათ. ბიბ­ლი­ის ხსე­ნე­ბულ გა­მო­ცე­მა­ში სწო­რედ ეს გან­მარ­ტე­ბე­ბია თარ­გმნი­ლი. იმი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ ამ გა­მო­ცე­მით დიდი საქ­მე გა­კეთ­და. ეს ხელს შე­უ­წყობს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წმინ­და წე­რი­ლის ში­ნა­არ­სის სწო­რად გა­გე­ბა­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­სა და იმ კი­თხვებ­ზეც პა­სუ­ხის მი­ღე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის აწუ­ხებს.

გარ­და ამი­სა, წმინ­და წე­რი­ლის გან­მარ­ტე­ბე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბაა მათ­თვის, ვინც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში თუ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში და­ე­ძებ­და მათ და ცდი­ლობ­და მათ სიღ­რმეს ჩას­წვდო­მო­და. გა­დაშ­ლი ამ ბიბ­ლი­ას და ამ სიბ­რძნეს ერ­თად თავ­მოყ­რილს ხე­დავ.“

გი­ორ­გი თო­დუა, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გი, ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის დოქ­ტო­რან­ტი:

"ვფიქ­რობ, ბიბ­ლი­ის ამ გან­მარ­ტე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა და თავ­მოყ­რა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდ სივ­რცე­სა და დრო­ში იყო გა­ფან­ტუ­ლი, მერე კი წმინ­და წე­რილ­ში კო­მენ­ტი­რე­ბა, ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია. მაგ­რამ მი­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­კუთ­ვნი­ლია არა მხო­ლოდ თე­ო­ლო­გე­ბის­თვის, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ბიბ­ლი­ის გა­გე­ბა სურთ, მაგ­რამ მას გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე სწო­რად ვერ იგე­ბენ. ბიბ­ლია ყვე­ლამ უნდა იცო­დეს. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში არც შე­სუ­ლან. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბუ­ლად, სწო­რად წა­კი­თხვას".

არ­ქი­მან­დი­ტი მა­კა­რი (აბე­სა­ძე):

"მარ­თა­ლია, წმინ­და წე­რილს სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი წერ­და, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს სუ­ლიწ­მინ­და ანი­ჭებ­და მადლს, რომ ის და­ე­წე­რათ, რაც და­წე­რეს. იმი­ტო­მაც არის მისი წა­კი­თხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბიბ­ლი­უ­რი ენი­სა და ამ ენით გად­მო­ცე­მუ­ლი აზ­რე­ბის აღ­ქმა შე­იც­ვა­ლა და ადა­მი­ა­ნებს მისი წა­კი­თხვა გა­უ­ჭირ­დათ. არა მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის, თუნ­დაც გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხა­რე­ბის თარ­გმა­ნიც კი ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­გე­ბია დღეს. არა მხო­ლოდ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის, არა­მედ ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­მოც - თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს იმას, რა­საც კი­თხუ­ლობს. ასეა ბიბ­ლი­ის შემ­თხვე­ვა­შიც. მით უფრო, რომ ადა­მი­ა­ნებს არა აქვთ იმის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბაც, რომ ზუს­ტად ჩას­წვდნენ იმ აზრს, რა­საც ბიბ­ლია გად­მოს­ცემს. ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო წმინ­და წე­რი­ლის ის გან­მარ­ტე­ბა­ნი, რაც ამ გა­მო­ცე­მას ერ­თვის. გან­მარ­ტე­ბა­ნი ბიბ­ლი­ას ყო­ველ­თვის ჰქონ­და, თვით ქრის­ტეს შო­ბამ­დეც, ქრის­ტეს შო­ბი­დან კი სა­ხა­რე­ბებს გან­მარ­ტე­ბე­ბი უკვე II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ერ­თვის. ჩვენ მსგავ­სი გან­მარ­ტე­ბე­ბით ქარ­თულ ენა­ზე მხო­ლოდ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გე­ლა­თის ბიბ­ლია გვაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც დღეს მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ამი­ტო­მაც არის სა­სი­ხა­რუ­ლო ბიბ­ლი­ის ეს გა­მო­ცე­მა, რო­მელ­ზეც უდი­დე­სი შრო­მაა გა­წე­უ­ლი და რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად, გა­სა­გე­ბი ენით არის და­წე­რი­ლი".

რო­ლანდ (რო­მი­ლე) ჩხე­ი­ძე, თე­ო­ლო­გი:

"წმინ­და წე­რი­ლის გაც­ნო­ბას ადა­მი­ა­ნის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა მარ­ტო იმი­ტომ აქვს, რომ უფალ­თან აახ­ლო­ებს, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ბიბ­ლია და სა­ერ­თოდ, რე­ლი­გია, იდე­ო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მა, ქმნის ნი­ა­დაგს, რა­ზეც ადა­მი­ა­ნი უნდა იდ­გეს. ეს სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის არ­სია - ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ნი­ა­დაგ­ზე დგას და ადა­მი­ა­ნიც უნდა იდ­გეს სუ­ლი­ე­რად მყარ ნი­ა­დაგ­ზე. ეს არის იმის გა­რან­ტია, რომ ადა­მი­ან­მა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სპონ­ტა­ნუ­რად და იმის მი­ხედ­ვით კი არ მი­ი­ღებს, თავ­ში რა აზ­რიც მო­უ­ვა, არა­მედ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ საყ­რდენს, რო­მელ­ზეც დგას. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მისი ცხოვ­რე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით.

გან­მარ­ტე­ბე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რომ გა­ი­გოს, რა ნი­ა­დაგ­ზე დგას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს კა­ცობ­რი­ო­ბის ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ა­შია გად­მო­ცე­მუ­ლი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით"

ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით"

სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ქართულ ენაზე, პირველად, განმარტებებით გამოიცემა. "ბიბლია განმარტებებით" 15 ტომს აერთიანებს და მკითხველს წიგნის შეძენა თვეში ერთხელ შეეძლება. პირველი ტომი 23 სექტემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.

ბიბლიის განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა ბიბლიის შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე. ხშირად ან ვერ კითხულობენ წმინდა წერილს, ან ზედაპირულად კითხულობენ და მისი შინაარსი არ ესმით. ეს ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იყო ასე - ბიბლიის არასწორად წამკითხველები ბიბლიას არასწორად განმარტავდნენ და შესაბამისად, არასწორ გავლენას ახდენდნენ. ამ გამოცემას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან ბიბლიაში არაერთი ისეთი აზრია ჩადებული, რომლის გაგებაც ფართო საზოგადოებას განმარტებების გარეშე უჭირს. განმარტებების გაცნობის შემდეგ კი მკითხველი მიხვდება, თუ რამდენად დიდია მისი გავლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებასა თუ ხელოვნების ყველა მიმართულებაზე.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ინფორმაციით, გამოცემის მომზადებაზე სასულიერო განათლების მქონე პირთა დიდი ჯგუფი და ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქცია მუშაობდა. სარედაქციო ჯგუფში არიან: სასულიერო აკადემიის დეკანი - ლონგინოზ სუარიშვილი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი - ლევან მათეშვილი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი - გიორგი თოდუა, ქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტი - ტატიანა ცომაია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - გიორგი ჯამდელიანი და კიდევ არაერთი ადამიანი.

დეკანოზი ლონგინოზი (სუარიშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანი:

“ბიბლია სულიწმინდის მადლით დაწერილი წიგნია და თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, ქრისტიანულად იცხოვროს, მისი ცხოვრება სწორედაც წმინდა წერილის სწორებისაკენ უნდა წარიმართოს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა წერილის შინაარსი ღრმა და მრავლისმომცველია, ადამიანი დაზღვეული როდია მისი არასწორი გაგებისაგან. ამგვარად ჩამოყალიბდა მრავალი სექტა და მიმდინარეობა და ყოველი მათგანი წმინდა წერილს იშველიებს თავისი ცხოვრების წესის გასამართლებლად. ამიტომაც ადამიანი დაცული რომ იყოს ამ დაბნეულობისგან, მას წმინდა წერილის სწორი განმარტებანი სჭირდება. წმინდა მამათა განმარტებანი, რომლებიც ბიბლიის ამ გამოცემაში შევიდა, იმიტომ არის ავტორიტეტული, რომ ის მამები უპირველესად აღმატებული საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და სულიწმინდისაგან ბიბლიის სწორი განმარტებების მადლი ეძლეოდათ. გარდა ამისა, მათ სათანადო განათლებაც ჰქონდათ. ბიბლიის ხსენებულ გამოცემაში სწორედ ეს განმარტებებია თარგმნილი. იმიტომაც მიმაჩნია, რომ ამ გამოცემით დიდი საქმე გაკეთდა. ეს ხელს შეუწყობს ქართველ საზოგადოებას წმინდა წერილის შინაარსის სწორად გაგებაში, აქედან გამომდინარე, საეკლესიო ცხოვრების სწორად გააზრებასა და იმ კითხვებზეც პასუხის მიღებაში, რომლებიც ყოველთვის აწუხებს.

გარდა ამისა, წმინდა წერილის განმარტებები ფუფუნებაა მათთვის, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ინტერნეტში თუ ბიბლიოთეკებში დაეძებდა მათ და ცდილობდა მათ სიღრმეს ჩასწვდომოდა. გადაშლი ამ ბიბლიას და ამ სიბრძნეს ერთად თავმოყრილს ხედავ.“

გიორგი თოდუა, სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი:

"ვფიქრობ, ბიბლიის ამ განმარტებების მოძიება და თავმოყრა, რომლებიც ძალიან დიდ სივრცესა და დროში იყო გაფანტული, მერე კი წმინდა წერილში კომენტირება, ძალიან გაბედული ნაბიჯია. მაგრამ მისია მნიშვნელოვანია - ეს ყველაფერი განკუთვნილია არა მხოლოდ თეოლოგებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომელთაც ბიბლიის გაგება სურთ, მაგრამ მას განმარტების გარეშე სწორად ვერ იგებენ. ბიბლია ყველამ უნდა იცოდეს. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ეკლესიაში არც შესულან. სწორედ ამ ადამიანებისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა ბიბლიის განმარტებულად, სწორად წაკითხვას".

არქიმანდიტი მაკარი (აბესაძე):

"მართალია, წმინდა წერილს სხვადასხვა ავტორი წერდა, მაგრამ თითოეულს სულიწმინდა ანიჭებდა მადლს, რომ ის დაეწერათ, რაც დაწერეს. იმიტომაც არის მისი წაკითხვა აუცილებელი. მაგრამ დროთა განმავლობაში ბიბლიური ენისა და ამ ენით გადმოცემული აზრების აღქმა შეიცვალა და ადამიანებს მისი წაკითხვა გაუჭირდათ. არა მხოლოდ ბიბლიის, თუნდაც გიორგი მთაწმინდელის განახლებული სახარების თარგმანიც კი ძალიან რთული გასაგებია დღეს. არა მხოლოდ ენობრივი ბარიერის, არამედ ადამიანური აზროვნების გამოც - თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს იმას, რასაც კითხულობს. ასეა ბიბლიის შემთხვევაშიც. მით უფრო, რომ ადამიანებს არა აქვთ იმის შესაბამისი სწავლებაც, რომ ზუსტად ჩასწვდნენ იმ აზრს, რასაც ბიბლია გადმოსცემს. ამიტომაც არის საჭირო წმინდა წერილის ის განმარტებანი, რაც ამ გამოცემას ერთვის. განმარტებანი ბიბლიას ყოველთვის ჰქონდა, თვით ქრისტეს შობამდეც, ქრისტეს შობიდან კი სახარებებს განმარტებები უკვე II-III საუკუნეებიდან ერთვის. ჩვენ მსგავსი განმარტებებით ქართულ ენაზე მხოლოდ შუა საუკუნეების გელათის ბიბლია გვაქვს გამოცემული, რომლიდანაც დღეს მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი. ამიტომაც არის სასიხარულო ბიბლიის ეს გამოცემა, რომელზეც უდიდესი შრომაა გაწეული და რომელიც მარტივად, გასაგები ენით არის დაწერილი".

როლანდ (რომილე) ჩხეიძე, თეოლოგი:

"წმინდა წერილის გაცნობას ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა არა მარტო იმიტომ აქვს, რომ უფალთან აახლოებს, არამედ იმიტომაც, რომ ბიბლია და საერთოდ, რელიგია, იდეოლოგიური პლატფორმა, ქმნის ნიადაგს, რაზეც ადამიანი უნდა იდგეს. ეს სიცოცხლის არსებობის არსია - ამქვეყნად ყველაფერი ნიადაგზე დგას და ადამიანიც უნდა იდგეს სულიერად მყარ ნიადაგზე. ეს არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოს. შესაბამისად, ადამიანი გადაწყვეტილებას სპონტანურად და იმის მიხედვით კი არ მიიღებს, თავში რა აზრიც მოუვა, არამედ აუცილებლად გაითვალისწინებს იმ საყრდენს, რომელზეც დგას. ამ შემთხვევაში კი მისი ცხოვრება და გადაწყვეტილება ჯანსაღი იქნება. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ბიბლია განმარტებებით.

განმარტებები დაეხმარება ადამიანს, რომ გაიგოს, რა ნიადაგზე დგას და გაითვალისწინოს კაცობრიობის ის გამოცდილება, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული".

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს