პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში!
ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში!

მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი Summer Set შე­მოდ­გო­მის ორ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას წარ­მო­გიდ­გენთ:

5 ოქ­ტომ­ბერს Worakls Orchestra Tour

2 ნო­ემ­ბერს Boris Brejcha

5 ოქ­ტომ­ბერს ფრან­გი არ­ტის­ტი Worakls თბი­ლისს პირ­ვე­ლი სოლო ალ­ბო­მის Orchestra მხარ­და­სა­ჭე­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა.

Worakls Orchestra Tour უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის ტურ­ნეა, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა ცო­ცხა­ლი ორ­კესტრის აკომ­პა­ნი­რე­ბით სრულ­დე­ბა. ფრან­გი არ­ტის­ტი თბი­ლისს 14 ფრანგ მუ­სი­კოს­თან ერ­თად ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე ეწ­ვე­ვა, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში მას აკომ­პა­ნი­რე­ბას “თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის” 14 წევ­რი გა­უ­წევს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჯან­სუღ კა­ხი­ძის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი” და ფრან­გი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ. ერ­თობ­ლი­ვი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ფეს­ტი­ვა­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­ი­წყე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ახალ ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა: Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ო­ნი 5600 მ2 ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც 15 000-მდე სტუ­მარს იტევს, Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ო­ნი ნა­ძა­ლა­დევ­ში, ახალ­ქა­ლა­ქის ქ. 30/32-ში მდე­ბა­რე­ობს (მეტ­რო ნა­ძა­ლა­დე­ვის უკან). ახალ ლო­კა­ცი­ა­ზე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აშენ­დე­ბა სა­ფეს­ტი­ვა­ლო ქა­ლა­ქი, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თვე­ლი სტარ­ტა­პე­რე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლის სცე­ნა კვლავ და­ეთ­მო­ბა დამ­წყებ მუ­სი­კო­სებს.

2 ნო­ემ­ბერს ამა­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი Boris Brejcha და­უკ­რავს. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბრეჟა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბი­სა და ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჰედ­ლა­ი­ნე­რია, მისი თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნის და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მოვ­ლე­ნად იქცა.

Summer Set სა­ფეს­ტი­ვა­ლო ბრენ­დად 2012 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და და 4 სე­ზო­ნურ ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­ი­ცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სე­რი­ამ 70-მდე მას­შტა­ბუ­რი ივენ­თი ჩა­ა­ტა­რა და 200-ზე მეტ არ­ტისტს უმას­პინ­ძლა ბა­თუ­მის და თბი­ლი­სის მას­შტა­ბით. Summer Set კვლავ რჩე­ბა პლატ­ფორ­მად, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად მას­პინ­ძლობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებს და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებს სა­კუ­თა­რი თავი ათა­სო­ბით სტუ­მარს წა­რუდ­გი­ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში!

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში!

მუსიკალური ფესტივალი Summer Set შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ:

5 ოქტომბერს Worakls Orchestra Tour

2 ნოემბერს Boris Brejcha

5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო ალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის ტურნეა, ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას “თბილისის სიმფონიური ორკესტრის” 14 წევრი გაუწევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯანსუღ კახიძის დაფუძნებული “თბილისის სიმფონიური ორკესტრი” და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

ღონისძიება ფესტივალის ახალ ლოკაციაზე გაიმართება: Warehouse 7/მე-7 პავილიონი 5600 მ2 ტერიტორიაა, რომელიც 15 000-მდე სტუმარს იტევს, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ნაძალადევში, ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო ნაძალადევის უკან). ახალ ლოკაციაზე, ტრადიციულად, აშენდება საფესტივალო ქალაქი, ტერიტორიაზე წარმოდგენილები იქნებიან ქართველი სტარტაპერები, ფესტივალის სცენა კვლავ დაეთმობა დამწყებ მუსიკოსებს.

2 ნოემბერს ამავე ლოკაციაზე გერმანელი არტისტი Boris Brejcha დაუკრავს. უკვე რამდენიმე წელია ბრეჟა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების ჰედლაინერია, მისი თითოეული ვიზიტი საქართველოში სეზონის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა ბათუმის და თბილისის მასშტაბით. Summer Set კვლავ რჩება პლატფორმად, რომელიც ერთდროულად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს და საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს საკუთარი თავი ათასობით სტუმარს წარუდგინონ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება