მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ
5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ

მკაც­რი დი­ე­ტე­ბით რომ არ და­ი­ტან­ჯოთ, დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ, ჯან­მრთე­ლად ვიკ­ვე­ბოთ და ვი­ვარ­ჯი­შოთ. ექ­სპერ­ტებ­მა შე­ად­გი­ნეს პრო­დუქ­ტე­ბის სი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც დი­ე­ტი­სას უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თეთ­რი პური, შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი დი­ე­ტის დროს აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე "აკ­რძა­ლუ­ლი" პრო­დუქ­ტის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არც კი იცო­დეთ.

1. ტკბი­ლი იო­გურ­ტი

დი­ე­ტუ­რი რძის პრო­დუქ­ტი ტკბი­ლი არ არის. იო­გურ­ტი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, შაქ­რი­სა და ხი­ლის და­ნა­მა­ტის გა­რე­შე მი­ვირ­თვათ. ტკბი­ლი იო­გურ­ტი მი­ირ­თვით დე­სერ­ტად და არა - დი­ე­ტურ საკ­ვე­ბად.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ, არ მი­ვი­ღოთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მა­ს­ქე­ლე­ბელ­სა და სა­ხა­მე­ბელს შე­ი­ცა­ვენ. ამის ნაც­ვლად, შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ტუ­რა­ლურ იო­გურტს თა­ვად და­უ­მა­ტოთ ახა­ლი ხილი და ვა­ნი­ლის ექ­სტრაქ­ტი.

2. ბრინ­ჯი

ბრინ­ჯი თით­ქმის ისე­ვე კა­ლო­რი­უ­ლია, რო­გორც პური. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის თქმით, თეთ­რი ბრინ­ჯი არც ისე სა­სარ­გებ­ლოა - შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მარ­ტივ ნახ­შირ­წყლებს და ხელს უწყობს წო­ნა­ში მა­ტე­ბას.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ბრინ­ჯია მარ­გე­ბე­ლი.

3. სო­უ­სე­ბი

ალ­ბათ შე­გი­ნიშ­ნავთ, რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა სახ­ლში გა­კე­თე­ბუ­ლი პო­მიდვ­რის სა­წებ­ლის გემო მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი კეტ­ჩუ­პის­გან. მა­ი­ო­ნე­ზი, მდოგ­ვი და სხვა სო­უ­სე­ბიც არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. ყვე­ლა მათ­გა­ნი შა­ქარს შე­ი­ცავს.

ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, უფრო იაფი ჯდე­ბა შაქ­რის და­მა­ტე­ბა, რომ პრო­დუქ­ტი გემ­რი­ე­ლი იყოს, ვიდ­რე - ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის.

4. ჩირი და ხი­ლის ჩიფ­სი

ხი­ლის ჩიფ­სი დი­ე­ტე­ბის მიმ­დევ­რე­ბის­თვის სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი ხდე­ბა, თუმ­ცა მწარ­მო­ებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მას იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით ამ­ზა­დებს, რო­გორც კარ­ტო­ფი­ლის ჩიფ­სებს - ხილს ზეთ­ში წვა­ვენ. ამას­თან, ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის ჩიფ­სე­ბი იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის კა­ლო­რი­ას შე­ი­ცა­ვენ, რა­საც - კარ­ტო­ფი­ლის.

ჩი­რის ყიდ­ვი­სას კი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ხომ არ აქვს ღია ფერი, არა­ბუ­ნებ­რი­ვი მბზინ­ვა­რე­ბა, შე­ა­მოწ­მეთ სირ­ბი­ლე. სწო­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩირი არ არის ღია ფე­რის და არც რბი­ლია.

5. ყუ­რძე­ნი

შე­საძ­ლოა, უჩ­ვე­უ­ლოდ მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ყუ­რძე­ნი ჯან­მრთე­ლი ხილი არ არის. ის იმ­დე­ნად ტკბი­ლი და გემ­რი­ე­ლია, რომ მთე­ლი მტევ­ნის მირ­თმე­ვა ხში­რად გვი­წევს და ორ­გა­ნიზ­მი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს იღებს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, არ უნდა ვჭა­მოთ ყუ­რძე­ნი სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად - მა­გა­ლი­თად, ცხი­მი­ან საჭ­მელ­თან, თევზთან, ახალ კიტრთან, სა­ზამ­თროს­თან, ლუდ­თან ან რძეს­თან.

წყა­რო Brightside

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
6

ყურძენმა და ბრინჯმა რა დაუშავეს? ძეხვი და სოსისი არ უხსენებიათ და თურმე ბრინჯი და ყურძენი აქცევს ქვეყანას, ვაი თქვენს პატრონს.

გიორგი
7

ყველაფერი უნდა ჭამო, ოღონდ უნდა ივარჯიშო, შაქარი+ ვარჯიში=ატფ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ

5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ

მკაცრი დიეტებით რომ არ დაიტანჯოთ, დიეტოლოგები გვთავაზობენ, ჯანმრთელად ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ. ექსპერტებმა შეადგინეს პროდუქტების სიებიც, რომლებიც დიეტისას უნდა გამოვიყენოთ. ყველამ ვიცით, რომ თეთრი პური, შემწვარი საკვები, ტკბილეული და გაზიანი სასმელი დიეტის დროს აკრძალულია, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე "აკრძალული" პროდუქტის მავნებლობის შესახებ არც კი იცოდეთ.

1. ტკბილი იოგურტი

დიეტური რძის პროდუქტი ტკბილი არ არის. იოგურტი ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა უმჯობესია, შაქრისა და ხილის დანამატის გარეშე მივირთვათ. ტკბილი იოგურტი მიირთვით დესერტად და არა - დიეტურ საკვებად.

სპეციალისტები მოგვიწოდებენ, არ მივიღოთ რძის პროდუქტები, რომლებიც შემასქელებელსა და სახამებელს შეიცავენ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, ნატურალურ იოგურტს თავად დაუმატოთ ახალი ხილი და ვანილის ექსტრაქტი.

2. ბრინჯი

ბრინჯი თითქმის ისევე კალორიულია, როგორც პური. ნუტრიციოლოგების თქმით, თეთრი ბრინჯი არც ისე სასარგებლოა - შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს და ხელს უწყობს წონაში მატებას.

სპეციალისტების თქმით, თქვენი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხის ბრინჯია მარგებელი.

3. სოუსები

ალბათ შეგინიშნავთ, როგორ განსხვავდება სახლში გაკეთებული პომიდვრის საწებლის გემო მაღაზიაში ნაყიდი კეტჩუპისგან. მაიონეზი, მდოგვი და სხვა სოუსებიც არ არის გამონაკლისი. ყველა მათგანი შაქარს შეიცავს.

ნუტრიციოლოგების განმარტებით, უფრო იაფი ჯდება შაქრის დამატება, რომ პროდუქტი გემრიელი იყოს, ვიდრე - ნატურალური პროდუქტების.

4. ჩირი და ხილის ჩიფსი

ხილის ჩიფსი დიეტების მიმდევრებისთვის სულ უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება, თუმცა მწარმოებლების უმეტესობა მას იმავე ტექნოლოგიით ამზადებს, როგორც კარტოფილის ჩიფსებს - ხილს ზეთში წვავენ. ამასთან, ბოსტნეულისა და ხილის ჩიფსები იმავე რაოდენობის კალორიას შეიცავენ, რასაც - კარტოფილის.

ჩირის ყიდვისას კი ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ აქვს ღია ფერი, არაბუნებრივი მბზინვარება, შეამოწმეთ სირბილე. სწორად დამზადებული ჩირი არ არის ღია ფერის და არც რბილია.

5. ყურძენი

შესაძლოა, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყურძენი ჯანმრთელი ხილი არ არის. ის იმდენად ტკბილი და გემრიელია, რომ მთელი მტევნის მირთმევა ხშირად გვიწევს და ორგანიზმი დიდი რაოდენობით შაქარს იღებს.

სპეციალისტების თქმით, არ უნდა ვჭამოთ ყურძენი სხვა პროდუქტებთან ერთად - მაგალითად, ცხიმიან საჭმელთან, თევზთან, ახალ კიტრთან, საზამთროსთან, ლუდთან ან რძესთან.

წყარო Brightside