სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს
"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის 13 წლის შვი­ლი ორი წლის წინ გახ­მა­უ­რე­ბულ ონ­ლა­ინ­თა­მაშს "ლურჯ ვე­შაპს" ემსხვერ­პლა, მშობ­ლებს მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

"2 წელი ელე­ნეს გა­რე­შე...

პოს­ტი იქ­ნე­ბა მძი­მე, მაგ­რამ ყვე­ლა მშობ­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხი.

ელე­ნე სამ­ჯერ მო­მიკ­ვდა, პირ­ვე­ლად როცა 29 აგ­ვის­ტოს და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს სახ­ლში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, პო­ლი­ცი­აა მო­სუ­ლი და ფან­ჯა­რა არის ღი­ა­დო, მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლის ფან­ჯა­რა, ელენს ოთა­ხის ფან­ჯა­რა... და­ლე­წი­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი შუ­ა­ღა­მი­სას მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში.... ვერ ვი­ჯე­რებ­დი როცა სკა­მებს აწყობ­დნენ, აი ისე პა­ნაშ­ვიდ­ზე რომ იცი­ან... შუ­ა­ში ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი და­ტო­ვეს, ყვე­ლა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი, ად­გი­ლი ელე­ნეს­თვის...

მე­ო­რედ ელე­ნე მო­მიკ­ვდა მა­შინ რო­დე­საც 30 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას (როცა ელე­ნე უკვე სახ­ლში იყო მოს­ვე­ნე­ბუ­ლი) წა­მი­ე­რად გა­ვი­თი­შე... მზის შუქ­მა გა­მაღ­ვი­ძა და პირ­ვე­ლი აზრი, რო­მე­ლიც მო­მი­ვი­და იყო ის, რომ ელე­ნეს ოთახ­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი დილა მშვი­დო­ბი­სა მეთ­ქვა და მე­კოც­ნა (ისე რო­გორ ყო­ველ­თვის), წა­მის მე­ა­თა­სად­ში მივ­ხვდი რომ ელე­ნე ცო­ცხა­ლი აღარ იყო... მა­შინ მე­ო­რედ მო­მიკ­ვდა...

მე­სა­მედ მა­შინ მო­მიკ­ვდა, როცა ქვა­ზე და­ხა­ტეს, და­ხა­ტეს და სა­ამ­ქრო­ში დაგ­ვი­ბა­რეს, მობ­რძან­დით და­ვას­რუ­ლე­თო... ვუ­ყუ­რებ­დი ჩემი შვი­ლის სუ­რათს მარ­მა­რი­ლოს შავ ქვა­ზე გა­მო­სა­ხულს და მივ­ხვდი რომ ეს იყო პიკი, უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ არის.... ელე­ნე და­ხა­ტეს მარ­მა­რი­ლოს ქვა­ზე, მა­შინ მე­სა­მე მა­ნი­ფეს­ტი იყო მისი სიკ­ვდი­ლის. ვი­დე­ქი და კი არ ვტი­რო­დი, ვხა­ო­დი როცა მას ამ ქვა­ზე და­ხა­ტულს ვუ­ყუ­რებ­დი... იქვე სა­ამ­ქრო­ში ვი­ღაც ქალი იდგა და კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: „ვა­ი­მე რა კარ­გად და­ხა­ტე­სო, რო­გორც ჰგავს სუ­რათ­სო“....

კი­დევ ბევ­რი რამ იყოს ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი წელი ყველ­გან აღაჟღა­ჟე­ბუ­ლი შუქი მქონ­და ჩარ­თუ­ლი, იმი­ტომ რომ ვე­ლო­დი რომ მო­ვი­დო­და, და არ მინ­დო­და გა­მომ­პარ­ვო­და მისი ლან­დის და­ნახ­ვა.... მაგ­რამ არ მო­ვი­და, უფრო სწო­რედ კი, ისე არ მო­ვი­და რო­გორც მე ვე­ლო­დი, მერე შუ­ქიც ჩა­ვაქ­რე....

რა­ტომ გი­ზი­ა­რებთ ამას - ლურ­ჯი ვერ­შა­პი მკვლე­ლია, და მათ ვი­საც გყავს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი გმარ­თებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა, ეს არ არის გა­მო­გო­ნი­ლი მითი, ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი თა­მა­ში მარ­თლა არ­სე­ბობს. თუკი თქვე­ნი შვი­ლი უცა­ბე­დად ხდე­ბა ინ­ტრო­ვერ­ტი, უცებ გა­და­დის და­ხუ­რუ­ლი ტან­საც­მლის ტა­რე­ბა­ზე, ხე­ლი­დან არ უშ­ვებს ტე­ლე­ფონს, გა­უქ­რა ინ­ტე­რე­სი ყვე­ლაფ­რის მი­მართ ნუ მი­ა­წერთ ამას მხო­ლოდ გარ­და­ტე­ხის ასაკს, შე­ა­მოწ­მეთ მისი ტე­ლე­ფო­ნი, მისი მი­მო­წე­რა და უთხა­რით რომ არაფ­რის არ უნდა ეში­ნო­დეს... აუხ­სე­ნით რომ თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­იძ­ლე­ბა, ისე რომ არც მას და არც მის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს არა­ა­ფე­რი არ და­ე­მუქ­რე­ბათ," - წერს ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის შვილი ორი წლის წინ გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა, მშობლებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"2 წელი ელენეს გარეშე...

პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.

ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამეტე სართულის ფანჯარა, ელენს ოთახის ფანჯარა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში.... ვერ ვიჯერებდი როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან... შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის...

მეორედ ელენე მომიკვდა მაშინ როდესაც 30 აგვისტოს გამთენიისას (როცა ელენე უკვე სახლში იყო მოსვენებული) წამიერად გავითიშე... მზის შუქმა გამაღვიძა და პირველი აზრი, რომელიც მომივიდა იყო ის, რომ ელენეს ოთახში უნდა შევსულიყავი დილა მშვიდობისა მეთქვა და მეკოცნა (ისე როგორ ყოველთვის), წამის მეათასადში მივხვდი რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო... მაშინ მეორედ მომიკვდა...

მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ქვაზე დახატეს, დახატეს და საამქროში დაგვიბარეს, მობრძანდით დავასრულეთო... ვუყურებდი ჩემი შვილის სურათს მარმარილოს შავ ქვაზე გამოსახულს და მივხვდი რომ ეს იყო პიკი, უკან დასახევი გზა აღარ არის.... ელენე დახატეს მარმარილოს ქვაზე, მაშინ მესამე მანიფესტი იყო მისი სიკვდილის. ვიდექი და კი არ ვტიროდი, ვხაოდი როცა მას ამ ქვაზე დახატულს ვუყურებდი... იქვე საამქროში ვიღაც ქალი იდგა და კომენტარი გააკეთა: „ვაიმე რა კარგად დახატესო, როგორც ჰგავს სურათსო“....

კიდევ ბევრი რამ იყოს ამ 2 წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა.... მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორედ კი, ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქრე....

რატომ გიზიარებთ ამას - ლურჯი ვერშაპი მკვლელია, და მათ ვისაც გყავს თინეიჯერები გმართებს დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს... აუხსენით რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არააფერი არ დაემუქრებათ," - წერს ნანა ბერძენიშვილი "ფეისბუქზე".

ამირან გამყრელიძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

ლაშა მოსეშვილმა ,,5/35 -ოქროს ბურთის’’  1 ლარიანი ბილეთით 70 659 ლარი მოიგო

"აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია" - გოლეთიანი