მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან
"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან

რა­ტომ­ღაც ხალ­ხში მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უმე­ტე­სად გა­ზა­ფხულ­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა, რად­გა­ნაც წე­ლი­წა­დის ამ დროს უამ­რა­ვი მცე­ნა­რე ყვა­ვი­ლობს. თუმ­ცა ასე არ არის, ზო­გა­დად მცე­ნა­რე­თა ყვა­ვი­ლო­ბა თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მცე­ნა­რის მტვე­რი ადა­მი­ა­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ზე­მოქ­მე­დებს.

ახ­ლაც, ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს, ბევ­რი წუხს, რომ აქვს თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, სურ­დო, გახ­ში­რე­ბუ­ლი ცე­მი­ნე­ბა, რაც სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას კი, რო­გორც ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრი გვამ­ცნობს, ამ­ბრო­ზია (მა­ღა­ლი ალერ­გე­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე) და მისი ყვა­ვი­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.

რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ მცე­ნა­რე­ზე

ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ვე­ნა­ხებ­სა და ნა­თე­სებ­ში, ლი­ან­და­გე­ბის, გზის­პი­რე­ბი­სა და ღო­ბე­ე­ბის გას­წვრივ, მი­ტო­ვე­ბულ და და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლებ­ში.

აშ­რობს და ფი­ტავს ნი­ა­დაგს, ამ­ცი­რებს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას, აფუ­ჭებს სა­ძოვ­რებს; იწ­ვევს ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს (ალერ­გი­უ­ლი რი­ნო­კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, პო­ლი­ნო­ზუ­რი ას­თმა); გვხდე­ბა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ (კა­ხე­თი), ისე და­სავ­ლეთ (გუ­რია, იმე­რე­თი) სა­ქარ­თვე­ლო­ში!

უხ­ვად წარ­მოქ­მნის ყვა­ვი­ლის მტვრის მარ­ცვლებს, რო­მე­ლიც ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­ვი­ლად გა­და­ი­ტა­ნე­ბა და ხვდე­ბა ჰა­ერ­ში ისეთ ად­გი­ლებ­შიც კი, სა­დაც ის ნაკ­ლე­ბა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი!

ავ­შან­ფოთ­ლი­ა­ნი ამ­ბრო­ზია მი­იჩ­ნე­ვა სა­კა­რან­ტი­ნო სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რედ, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას!

AMBEBI.GE-ს ამ თე­მა­ზე ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ნინო ლო­მი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ასე გან­ვსა­ზღვროთ, კი არის მიჩ­ნე­უ­ლი, რომ ალერ­გია თით­ქოს გა­ზა­ფხუ­ლის და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამას წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს უჩი­ვი­ან...

- დიახ, ალერ­გია ყვე­ლა სე­ზო­ნის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოვ­ლინ­დეს, თუმ­ცა მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის მი­მართ ალერ­გია სე­ზო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც იან­ვრის ბო­ლოს ან თე­ბერ­ვლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ადრე მოყ­ვა­ვი­ლე ხე­ე­ბი ყვა­ვი­ლო­ბას იწყე­ბენ. ხე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბა გრძელ­დე­ბა აპ­რი­ლის და­სა­წყი­სამ­დე და შემ­დეგ მათ ენაც­ვლე­ბათ ჭად­რის, ბა­ლა­ხე­ბი­სა და მარ­ცვლოვ­ნე­ბის ყვა­ვი­ლო­ბა ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე, ხოლო აგ­ვის­ტო­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­რე­ვე­ლე­ბი ყვა­ვი­ლო­ბენ, რო­მელ­თა­გან ამ­ბრო­ზია ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ალერ­გე­ნია.

"პა­ცი­ენ­ტებს მინ­და ვუ­თხრა, - ვინც ეს ეტა­პი ალერ­გი­უ­ლი შე­ტე­ვის გარ­შე გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ გვი­ა­ნი ზა­ფხუ­ლი­დან უეც­რად ცე­მი­ნე­ბამ, სურ­დომ, ცხვი­რის გა­ჭედ­ვამ, თვა­ლე­ბის ქა­ვილ­მა შე­ა­წუ­ხათ, შე­საძ­ლოა, ეს სწო­რედ ამ­ბრო­ზი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს"

- რო­გორც გა­ირ­კვა, ამ­ბრო­ზია ყვა­ვი­ლის მტვერს უხ­ვად წარ­მოქ­მნის, რაც ადა­მი­ა­ნებ­ში ალერ­გი­ის გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა...

- ამ­ბრო­ზია მა­ღა­ლი ალერ­გე­ნო­ბის სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რეა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში (ენ­დე­მუ­რი კერა - ლა­გო­დე­ხი), ასე­ვე - და­სავ­ლეთ­ში. ამი­ტომ იმ მხა­რე­ში, ბევ­რი ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტია. ამ­ბრო­ზია წარ­მოქ­მნის მტვერს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი მარ­ცვლე­ბის­გან. სწო­რედ ეს მარ­ცვა­ლი შე­იც­ვას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალერ­გი­ულ ცი­ლებს, რო­მე­ლიც ალერ­გი­ას იწ­ვევს. მისი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი­დან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ­ბრო­ზი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის მარ­ცვლე­ბი გა­და­ი­ტა­ნე­ბა ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ მან­ძილ­ზეც გავ­რცელ­დეს. ამით აიხ­სნე­ბა ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გია იმ გა­რე­მო­ში, რომ­ლე­ბიც მათ უშუ­ა­ლო სი­ახ­ლო­ვე­ში არ იზ­რდე­ბა.

- რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა?

- მრავ­ლო­ბი­თი ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სა­სის, ყუ­რის, ცხვი­რის ქა­ვი­ლი, ბრონ­ქოს­პაზ­მის პრო­ვო­ცი­რე­ბაც კი შე­უძ­ლია ამ­ბრო­ზი­ას გა­მო­იწ­ვი­ოს. რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ ვლინ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლებ­და­დო­ბის დროს, როცა ძა­ლი­ან მზი­ა­ნი დღეა, ხოლო ღამე - შე­და­რე­ბით გრი­ლი. ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ქა­რი­ა­ნი ამინ­დი ცუ­დად მოქ­მე­დებს. ამ დროს ამ­ბრო­ზი­ის მტვე­რი უფრო აგ­რე­სი­უ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჰა­ერ­ში მისი მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა და ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბიც უფრო მძაფ­რია. ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ეს მძაფ­რი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, დრო­უ­ლად უნდა მი­ვიდ­ნენ ალერ­გო­ლოგ­თან იმის­თვის, რომ მი­ი­ღონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. აქვე იმა­საც ვი­ტყვი, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე ყვა­ვის სხვა სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე­ე­ბი, ავ­შა­ნი და ნა­ცარ­ქა­თა­მა, რო­მელ­საც ასე­ვე შე­უძ­ლია ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

- რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტი ექიმ­თან დრო­უ­ლად მი­ვი­დეს, რომ სიმპტო­მე­ბი არ გა­ურ­თულ­დეს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შარ­შან უკვე ჰქონ­დათ ალერ­გია და უკვე იცი­ან, რომ ამ დროს ეწყე­ბათ სიმპტო­მე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვდნენ სე­ზონს. ამ­ბრო­ზი­ის მი­მართ ალერ­გი­ის დროს სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი ალერ­გო­ლოგ­თან მი­ვი­დეს ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე 10-14 დღით ადრე და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, რად­გან თუ მკურ­ნა­ლო­ბა ამ­ბრო­ზი­ის ყვა­ვი­ლო­ბამ­დე და­ი­წყო, ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­ივ­ლის ალერ­გი­ულ სე­ზონს, ხოლო ვი­საც პირ­ვე­ლად და­ე­წყო და არ იცის, რომ აქვს ამ მცე­ნა­რის მი­მართ ალერ­გია, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა ეს?

- ეს კეთ­დე­ბა კა­ნის სინ­ჯე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. რაც მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის ალერ­გე­ნის წვე­თის სა­ხით წინა მხარ­ზე მო­თავ­სე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გე­ნი იწ­ვე­თე­ბა წინა მხარ­ზე - პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვია. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში პა­სუ­ხი მზად არის. ად­გი­ლი, რო­მე­ლიც გა­წით­ლდე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ ამ კონ­კრე­ტუ­ლი მცე­ნა­რის მი­მართ პა­ცი­ენ­ტი ალერ­გი­უ­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ ალერ­გია უკვე და­წყე­ბუ­ლია არც მა­შინ არის გვი­ან ალერ­გო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია.

- რას ურ­ჩევ­დით ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებს?

- რჩე­ვამ­დე გე­ტყვით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ­სე­ბობს კავ­ში­რი ამ­ბრო­ზი­ა­სა და საკ­ვებს შო­რის. მცე­ნა­რე­უ­ლი ალერ­გი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ს, ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბის დროს გარ­კვე­უ­ლი ალერ­გია აქვთ. ეს გა­მოვ­ლი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს - ტუ­ჩე­ბის და­ბუ­ჟე­ბა, შე­შუ­პე­ბა, პი­რის ირ­გვლივ ჭინჭრის ნა­სუს­ხის მსგავ­სი გა­მო­ნა­ყა­რი, პი­რის ღრუ­სა და ყე­ლის ქა­ვი­ლი. მი­ზე­ზი ხი­ლი­სა და მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის ჯვა­რე­დი­ნი კავ­ში­რია. მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თნა­ი­რი ცი­ლე­ბი აქვთ. თუ ადა­მი­ა­ნი ამ­ბრო­ზი­ის მი­მართ ალერ­გი­უ­ლია, შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი სიმპტო­მე­ბი - ნეს­ვის, სა­ზამ­თროს, ბა­ნა­ნის, კიტ­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ე­წყოს. ეს ის მცე­ნა­რე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ჯვა­რე­დი­ნად რე­ა­გი­რებს. პა­ცი­ენტს აქვს - პი­რის ღრუს ქა­ვი­ლი, დის­კომ­ფორ­ტი, წვა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­შუ­პე­ბაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას...

  • მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია ფან­ჯრე­ბი აწი­ოს და ჩარ­თოს კონ­დე­ცი­ო­ნე­რი
  • როცა მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლია (დი­ლის 10 სა­ა­თი­დან შუ­ა­დღის 3-სა­ა­თამ­დე) მო­ე­რი­დოს გა­რეთ გას­ვლას. ეს გაფრ­თხი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ვარ­ჯი­ში უყ­ვარს, ამ დროს ადა­მი­ა­ნი მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ჰა­ერს ჩა­ი­სუნ­თქავს
  • გა­რეთ გას­ვლას ქა­რი­ან ამინ­დშიც უნდა მო­ვე­რი­დოთ, გა­რე­აქ­ტი­ვო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად დავ­გეგ­მოთ
  • ასე­ვე ტან­საც­მლის გა­რეთ გაშ­რო­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი, რათა ქა­რი­ა­ნი ამინ­დში ტან­საც­მელ­ზე არ მოხ­დეს მტვრის დაგ­რო­ვე­ბა და ჩაც­მის დროს სიმპტო­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა
  • რო­დე­საც სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბით, სა­ხე­ზე, ხე­ლებ­ზე და­ლე­ქი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი მტვრით ჩა­მო­ვი­რე­ცხოთ

ბევ­რი გვე­კი­თხე­ბა - ამ­ბრო­ზი­ა­ზე ალერ­გია და­მი­დას­ტურ­და და ყო­ველ წელს ასე უნდა ვიყო? მუდ­მი­ვად მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა მი­ვი­ღო, თუ არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო გზა, რომ­ლი­თაც ეს და­მეხ­მა­რე­ბა, რომ ამ ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გი­ის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე? ან ამ­ბრო­ზი­ის ალერ­გია იკურ­ნე­ბა?

პა­სუ­ხი ასე­თია - ყვე­ლას სჭირ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და ყვე­ლა­ფე­რი ალერ­გი­ის სიმ­ძი­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გან­კურ­ნე­ბა­დია.

წი­ნას­წა­რი გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, პა­ცი­ენტს ენიშ­ნე­ბა იმუ­ნო­თე­რა­პი­ის კურ­სი, რაც გუ­ლის­ხმობს ან­ტი­ა­ლერ­გი­ულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას.

პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში აც­რის სა­ხით აღ­მა­ვა­ლი დო­ზით შე­დის მის ალერ­გი­ა­ში დამ­ნა­შა­ვე ალერ­გე­ნი (მაგ: ამ­ბრო­ზი­ის მტვრის ალერ­გე­ნი), რომ­ლის მი­ზა­ნია ორ­გა­ნიზ­მის შე­გუ­ე­ბა მისი ალერ­გი­ის გა­მომ­წვევ მი­ზეზ­თან. ასე რომ, ნუ და­ტო­ვებთ ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან

"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან

რატომღაც ხალხში მიჩნეულია, რომ ალერგიული დაავადებები უმეტესად გაზაფხულზე აქტიურდება, რადგანაც წელიწადის ამ დროს უამრავი მცენარე ყვავილობს. თუმცა ასე არ არის, ზოგადად მცენარეთა ყვავილობა თებერვლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე გრძელდება და თითოეული მცენარის მტვერი ადამიანებზე სხვადასხვანაირად ზემოქმედებს.

ახლაც, ზაფხულის მიწურულს, ბევრი წუხს, რომ აქვს თვალების ქავილი, სურდო, გახშირებული ცემინება, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. დაავადების გამწვავებას კი, როგორც ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი გვამცნობს, ამბროზია (მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე) და მისი ყვავილობა განაპირობებს.

რა უნდა ვიცოდეთ ამ მცენარეზე

ის გავრცელებულია ვენახებსა და ნათესებში, ლიანდაგების, გზისპირებისა და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და დაუსახლებელ ადგილებში.

აშრობს და ფიტავს ნიადაგს, ამცირებს მოსავლიანობას, აფუჭებს საძოვრებს; იწვევს ალერგიულ დაავადებებს (ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, პოლინოზური ასთმა); გვხდება როგორც აღმოსავლეთ (კახეთი), ისე დასავლეთ (გურია, იმერეთი) საქართველოში!

უხვად წარმოქმნის ყვავილის მტვრის მარცვლებს, რომელიც ქარის საშუალებით ადვილად გადაიტანება და ხვდება ჰაერში ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ის ნაკლებადაა გავრცელებული!

ავშანფოთლიანი ამბროზია მიიჩნევა საკარანტინო სარეველა მცენარედ, რომელიც საჭიროებს სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებას!

AMBEBI.GE-ს ამ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე ესაუბრება:

- ასე განვსაზღვროთ, კი არის მიჩნეული, რომ ალერგია თითქოს გაზაფხულის დაავადებაა, მაგრამ ალერგიული ადამიანები ამას წელიწადის ნებისმიერ დროს უჩივიან...

- დიახ, ალერგია ყველა სეზონის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს, თუმცა მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია სეზონური დაავადებაა, რომელიც იანვრის ბოლოს ან თებერვლიდან იწყება, როდესაც ადრე მოყვავილე ხეები ყვავილობას იწყებენ. ხეების ყვავილობა გრძელდება აპრილის დასაწყისამდე და შემდეგ მათ ენაცვლებათ ჭადრის, ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობა ივლისის ბოლომდე, ხოლო აგვისტოდან ოქტომბრამდე სარეველები ყვავილობენ, რომელთაგან ამბროზია ყველაზე ძლიერი ალერგენია.

"პაციენტებს მინდა ვუთხრა, - ვინც ეს ეტაპი ალერგიული შეტევის გარშე გაიარეს, მაგრამ გვიანი ზაფხულიდან უეცრად ცემინებამ, სურდომ, ცხვირის გაჭედვამ, თვალების ქავილმა შეაწუხათ, შესაძლოა, ეს სწორედ ამბროზიას უკავშირდებოდეს"

- როგორც გაირკვა, ამბროზია ყვავილის მტვერს უხვად წარმოქმნის, რაც ადამიანებში ალერგიის გამწვავების მიზეზი ხდება...

- ამბროზია მაღალი ალერგენობის სარეველა მცენარეა. გავრცელებულია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში (ენდემური კერა - ლაგოდეხი), ასევე - დასავლეთში. ამიტომ იმ მხარეში, ბევრი ალერგიული პაციენტია. ამბროზია წარმოქმნის მტვერს, რომელიც შედგება ძალიან მცირე ზომის თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. სწორედ ეს მარცვალი შეიცვას დიდი რაოდენობით ალერგიულ ცილებს, რომელიც ალერგიას იწვევს. მისი ყვავილობის პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევარიდან ოქტომბრის დასაწყისამდე მიმდინარეობს.

ამბროზიის მცენარეული მტვრის მარცვლები გადაიტანება ქარის საშუალებით, ისინი შეიძლება ძალიან დიდ მანძილზეც გავრცელდეს. ამით აიხსნება ის შემთხვევები, როცა ადამიანებს აწუხებთ ამბროზიის ალერგია იმ გარემოში, რომლებიც მათ უშუალო სიახლოვეში არ იზრდება.

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- მრავლობითი ცემინება, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, თვალების ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სასის, ყურის, ცხვირის ქავილი, ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც კი შეუძლია ამბროზიას გამოიწვიოს. რაც განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება ტემპერატურული ცვალებდადობის დროს, როცა ძალიან მზიანი დღეა, ხოლო ღამე - შედარებით გრილი. ალერგიულ პაციენტებზე ქარიანი ამინდი ცუდად მოქმედებს. ამ დროს ამბროზიის მტვერი უფრო აგრესიულად გადაადგილდება და შესაბამისად ჰაერში მისი მეტი კონცენტრაციაა და ალერგიული სიმპტომებიც უფრო მძაფრია. ის პაციენტები, რომლებსაც ეს მძაფრი სიმპტომები აღენიშნებათ, დროულად უნდა მივიდნენ ალერგოლოგთან იმისთვის, რომ მიიღონ ინდივიდუალური მკურნალობის სამოქმედო გეგმა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ პერიოდში ასევე ყვავის სხვა სარეველა მცენარეები, ავშანი და ნაცარქათამა, რომელსაც ასევე შეუძლია ძლიერი ალერგიული სიმპტომების პროვოცირება.

- როგორ ხდება მცენარეული ალერგიის დიაგნოსტიკა?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ექიმთან დროულად მივიდეს, რომ სიმპტომები არ გაურთულდეს. ის ადამიანები, რომლებსაც შარშან უკვე ჰქონდათ ალერგია და უკვე იციან, რომ ამ დროს ეწყებათ სიმპტომები, აუცილებელია მომზადებულები დახვდნენ სეზონს. ამბროზიის მიმართ ალერგიის დროს სასურველია პაციენტი ალერგოლოგთან მივიდეს ამბროზიის ყვავილობამდე 10-14 დღით ადრე დანიშნულების მისაღებად, რადგან თუ მკურნალობა ამბროზიის ყვავილობამდე დაიწყო, ადამიანი გაცილებით მსუბუქად გაივლის ალერგიულ სეზონს, ხოლო ვისაც პირველად დაეწყო და არ იცის, რომ აქვს ამ მცენარის მიმართ ალერგია, მისთვის მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება.

- როგორ ხდება ეს?

- ეს კეთდება კანის სინჯების მეშვეობით. რაც მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინა მხარზე მოთავსებას გულისხმობს. ამბროზიის ალერგენი იწვეთება წინა მხარზე - პროცედურა მარტივია. ნახევარ საათში პასუხი მზად არის. ადგილი, რომელიც გაწითლდება, ადასტურებს, რომ ამ კონკრეტული მცენარის მიმართ პაციენტი ალერგიულია. იმ შემთხვევაშიც თუ ალერგია უკვე დაწყებულია არც მაშინ არის გვიან ალერგოლოგთან კონსულტაცია.

- რას ურჩევდით ალერგიულ პაციენტებს?

- რჩევამდე გეტყვით ძალიან საინტერესო ინფორმაციას, არსებობს კავშირი ამბროზიასა და საკვებს შორის. მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 15%-ს, ხილისა და ბოსტნეულის მიღების დროს გარკვეული ალერგია აქვთ. ეს გამოვლინება შეიძლება იყოს - ტუჩების დაბუჟება, შეშუპება, პირის ირგვლივ ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, პირის ღრუსა და ყელის ქავილი. მიზეზი ხილისა და მცენარეული მტვრის ჯვარედინი კავშირია. მათ შემადგენლობაში ერთნაირი ცილები აქვთ. თუ ადამიანი ამბროზიის მიმართ ალერგიულია, შეიძლება, ასეთი სიმპტომები - ნესვის, საზამთროს, ბანანის, კიტრის მიღების შემდეგ დაეწყოს. ეს ის მცენარეებია, რომლებიც ჯვარედინად რეაგირებს. პაციენტს აქვს - პირის ღრუს ქავილი, დისკომფორტი, წვა, ზოგ შემთხვევაში, შეშუპებაც შეიძლება გამოიწვიოს.

რაც შეეხება პრევენციას...

  • მაგალითად, მანქანით მგზავრობის დროს სასურველია ფანჯრები აწიოს და ჩართოს კონდეციონერი
  • როცა მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაქსიმალურად მაღალია (დილის 10 საათიდან შუადღის 3-საათამდე) მოერიდოს გარეთ გასვლას. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანს, ვისაც ვარჯიში უყვარს, ამ დროს ადამიანი მეტი რაოდენობის ჰაერს ჩაისუნთქავს
  • გარეთ გასვლას ქარიან ამინდშიც უნდა მოვერიდოთ, გარეაქტივობები ნაკლებად დავგეგმოთ
  • ასევე ტანსაცმლის გარეთ გაშრობაც არ არის სასურველი, რათა ქარიანი ამინდში ტანსაცმელზე არ მოხდეს მტვრის დაგროვება და ჩაცმის დროს სიმპტომების პროვოცირება
  • როდესაც სახლში დავბრუნდებით, სახეზე, ხელებზე დალექილი მცენარეული მტვრით ჩამოვირეცხოთ

ბევრი გვეკითხება - ამბროზიაზე ალერგია დამიდასტურდა და ყოველ წელს ასე უნდა ვიყო? მუდმივად მედიკამენტები უნდა მივიღო, თუ არსებობს სამკურნალო გზა, რომლითაც ეს დამეხმარება, რომ ამ ამბროზიის ალერგიისგან გავთავისუფლდე? ან ამბროზიის ალერგია იკურნება?

პასუხი ასეთია - ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ყველაფერი ალერგიის სიმძიმეზეა დამოკიდებული, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, განკურნებადია.

წინასწარი გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, პაციენტს ენიშნება იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს ანტიალერგიულ ვაქცინაციას.

პაციენტის ორგანიზმში აცრის სახით აღმავალი დოზით შედის მის ალერგიაში დამნაშავე ალერგენი (მაგ: ამბროზიის მტვრის ალერგენი), რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. ასე რომ, ნუ დატოვებთ ამ ყველაფერს ყურადღების მიღმა.

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა