პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი გაიმართა
”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი გაიმართა

თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი 2019”-ის ფარ­გლებ­ში ბა­თუ­მის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში კონ­სტან­ტი­ნე ვარ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

კვარ­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი: კონ­სტან­ტი­ნე ერო­ი­ა­ნი - პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო, და­ვით აკო­ფი­ა­ნი - მე­ო­რე ვი­ო­ლი­ნო, ეკა­ტე­რი­ნე კა­ზა­რი­ა­ნი - ალტი, გი­ორ­გი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი - ჩელო.

კონ­ცერ­ტზე შეს­რულ­და დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის მე-8 სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტი და ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე-6 კვარ­ტე­ტი (და­უს­რუ­ლე­ბე­ლი), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად აჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ათს ატა­რებ­და და მას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლე­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი.

კონ­ცერ­ტის სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, კომ­პო­ზი­ტო­რი ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი და ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე.

კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი:

”მას შემ­დეგ, რაც ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, აღ­მო­ვა­ჩი­ნე მისი და­წე­რი­ლი მთე­ლი რიგი ხელ­ნა­წე­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არამც თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მეც კი არ ვი­ცო­დი მათი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მა­მა­ჩე­მის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კვარ­ტე­ტის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ ისე­თი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან კონ­სტან­ტი­ნე ვარ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტის წევ­რე­ბი.

აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მათი შეს­რუ­ლე­ბით და თი­თო­ე­ულ მათ­განს დიდ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია ის ფაქ­ტი, რომ მა­მა­ჩე­მის კვარ­ტე­ტის პრე­მი­ე­რა შედ­გა ”ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, რად­გა­ნაც ლი­ა­ნა ისა­კა­ძე იყო ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ინ­ტერპრე­ტა­ტო­რი და ბრწყინ­ვა­ლე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.”

გი­ორ­გი ისა­კა­ძე ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

”უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი კონ­სტან­ტი­ნე ვარ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც ბრწყინ­ვა­ლედ გა­არ­თვეს თავი ამ ურ­თუ­ლეს მი­სი­ას. შოს­ტა­კო­ვი­ჩის მერ­ვე კვარ­ტე­ტი და ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე­ექ­ვსე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კვარ­ტე­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ას­რუ­ლეს ახალ­გაზ­რდებ­მა.

დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნავ, რომ კონ­ცერტს ჰქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თი და მას და­ეს­წრნენ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და აღ­საზ­რდე­ლე­ბი. წარ­მა­ტე­ბებს და დიდ მუ­სი­კა­ლურ წინსვლას ვუ­სურ­ვებ მათ.”

კონ­სტან­ტი­ნე ერო­ი­ა­ნი - პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო:

”ჩვენ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე დიდი პა­ტი­ვია, რომ ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი დაგ­ვთან­ხმდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მე-6 კვარ­ტე­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად შეს­რულ­და. ჩვენ ასე­ვე შე­ვას­რუ­ლეთ დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის მერ­ვე სი­მე­ბი­ა­ნი კვარ­ტე­ტი.

უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბილ ბა­თუ­მელ მსმე­ნელს.”

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნი ა– „არტ ალი­ან­სი“.

ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რია ნინა ცა­გა­რე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო;

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია – კომ­პა­ნია „არდი“.

პარტნი­ო­რე­ბი – კომ­პა­ნია „თე­ლა­სი“; ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ; ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „მარი გოლ­დი“; პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კი „ჯიმ­შე­რი“; ღვი­ნის კომ­პა­ნია „როალ ხვან­ჭკა­რა“; კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“; პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“",არო­მა­ტე­კა“, „პალ­მა აპარ­ტა­მენ­ტი“.

პრო­ექ­ტის მე­დია-მხარ­დამ­ჭე­რე­ბი – აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; ტე­ლე­ი­მე­დი; TVპირ­ვე­ლი; „არ­ტა­რეა“ – პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე; ციფ­რუ­ლი და მე­დია მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო "კლი­პარ­ტი”; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ-ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუ­ფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ცე­მა “The Messenger”; ვი­დეო-პორ­ტა­ლი “myvideo.ge”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; რა­დიო ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი გაიმართა

”ღამის სერენადების” უფასო საგანმანათლებლო კონცერტი გაიმართა

თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები 2019”-ის ფარგლებში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა.

კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა მუსიკოსები: კონსტანტინე ეროიანი - პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი - მეორე ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი - ალტი, გიორგი ნადარეიშვილი - ჩელო.

კონცერტზე შესრულდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-8 სიმებიანი კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მე-6 კვარტეტი (დაუსრულებელი), რომელიც პირველად აჟღერდა საქართველოში. კონცერტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მას ფართო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელები და პედაგოგები.

კონცერტის საპატიო სტუმრები იყვნენ მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე.

კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლო.

ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი:

”მას შემდეგ, რაც ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა, აღმოვაჩინე მისი დაწერილი მთელი რიგი ხელნაწერი ნაწარმოებები, რომლებიც არამც თუ საზოგადოებამ, მეც კი არ ვიცოდი მათი არსებობის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაუსრულებელი კვარტეტის პირველი შემსრულებლები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიც არიან კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრები.

აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და თითოეულ მათგანს დიდ მუსიკალურ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მამაჩემის კვარტეტის პრემიერა შედგა ”ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, რადგანაც ლიანა ისაკაძე იყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების პირველი ინტერპრეტატორი და ბრწყინვალე შემსრულებელი.”

გიორგი ისაკაძე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

”უდიდეს მადლობას ვუხდი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებმაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ურთულეს მისიას. შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მეექვსე დაუსრულებელი კვარტეტი არაჩვეულებრივად შეასრულეს ახალგაზრდებმა.

დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კონცერტს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი და მას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებებს და დიდ მუსიკალურ წინსვლას ვუსურვებ მათ.”

კონსტანტინე ეროიანი - პირველი ვიოლინო:

”ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასევე დიდი პატივია, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი დაგვთანხმდა შეგვესრულებინა ალექსი მაჭავარიანის მე-6 კვარტეტი, რომელიც პირველად შესრულდა. ჩვენ ასევე შევასრულეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებულად თბილ ბათუმელ მსმენელს.”

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია“",არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება