პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას
"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა მის მფლო­ბელ­ზე მარ­თლაც ბევრ რა­მეს გვიყ­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ნამ­დვი­ლად არა აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლა­ში იცხოვ­როს, თუმ­ცა, ასე­თი ვი­ლე­ბი და სახ­ლე­ბი ჩვენ­თან ყო­ველ­თვის შენ­დე­ბო­და და ახ­ლაც შენ­დე­ბა. თუ საქ­მე.ჯი-ს (ss.ge) ვებგ­ვერ­დზე შეხ­ვალთ, მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და უფრო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის პოვ­ნა ნამ­დვი­ლად არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

ნა­ხავთ 3-სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს, რო­მე­ლიც ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს - მას სა­კუ­თა­რი ავ­ტო­ფა­რე­ხი, სარ­და­ფი, ლა­მა­ზი აი­ვა­ნი აქვს და "სულ ცოტა", 5.480.550 ლარი ღირს. აქვე იპო­ვით მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ბი­ნას, რო­მე­ლიც ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ბინა მა­ღა­ლ­ჭე­რი­ა­ნია, ორი სვე­ლი წერ­ტი­ლით, აივ­ნი­თა და მოქ­მე­დი ბუხ­რით. იყი­დე­ბა კერ­ძო სახ­ლი 3 240.000 დო­ლა­რად დი­ღომ­ში. სახ­ლს სა­ცუ­რაო აუზი, ევ­რო­რე­მონ­ტი, თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯი და ძვირ­ფა­სი ტექ­ნი­კა ამ­შვე­ნებს. დი­ღომ­ში იყი­დე­ბა 4 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სახ­ლი, ხოლო ვა­კე­ში მდე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლი 4,5 მი­ლი­ონ ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მთაწ­მინ­და­ზე მდე­ბა­რე კომ­ფორ­ტუ­ლი, ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლი კი - 3 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღირს...

რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ამ სახ­ლე­ბის ფასი ან ვინ ყი­დუ­ლობს მათ, ამ სა­კი­თხზე საქ­მე.ჯი-ს დი­რექ­ტო­რი ნიკა ჯა­ფა­რი­ძე ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ბა­ტო­ნო ნიკა, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის ფასი?

- რო­გორც ყო­ველ­თვის, გა­სა­ყი­დი ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: მთა­ვა­რია მისი ფარ­თო­ბი - რამ­დე­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია სახ­ლი და ეზო. ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რია იმ უბ­ნის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა, სა­დაც ბინა მდე­ბა­რე­ობს და ხა­რის­ხი - რო­გო­რი რე­მონ­ტი აქვს და რა დო­ნის კომ­ფორ­ტს სთა­ვა­ზობს პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ველს. სხვა­თა შო­რის, ბოლო ხა­ნებ­ში ერთი რამ შე­იმ­ჩნე­ვა: თუ ადრე ძა­ლი­ან ძვი­რი და პრეს­ტი­ჟუ­ლი სახ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში იყი­დე­ბო­და, ახლა ეს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა. ალ­ბათ, იმის გამო, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კერ­ძო სახ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად შენ­დე­ბა, ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და გა­რე­უბ­ნებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი სად მდე­ბა­რე­ობს?

- საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წყნეთ­ში, დი­ღომ­ში, სა­გუ­რა­მო­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი სახ­ლი ღირ­და მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი. უკვე გი­თხა­რით, რომ ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და თბი­ლი­სის ახ­ლოს მდე­ბა­რე აგა­რა­კე­ბიც. რო­დე­საც სახ­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რია და ეზოც დიდი აქვს, ცხა­დია, ის ძვი­რი ეღი­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბინა ვა­კე­ში იყოს, მაგ­რამ გა­რე­უ­ბან­ში გა­სა­ყი­დი სახ­ლი უფრო ძვი­რი ღირ­დეს. დღეს მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კომ­ფორ­ტი და სუფ­თა ჰა­ე­რია, ამი­ტომ ბევ­რს ურ­ჩევ­ნია კერ­ძო სახ­ლი აი­შე­ნოს თბი­ლის­თან ახ­ლოს და სამ­სა­ხურ­ში გა­რე­უბ­ნი­დან ია­როს. მით უმე­ტეს, რომ გა­რე­უ­ბან­ში უფრო დიდი სახ­ლის აშე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- გა­დავ­ხე­დე და თქვენს ვებგ­ვერ­დზე ზოგი ბინა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტი­თაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, ზო­გი­ერ­თი კი - დო­ლა­რით. შე­ფა­სე­ბა რის მი­ხედ­ვით ხდე­ბა?

- ეს ბი­ნის მფლო­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: რო­გორც ურ­ჩევ­ნია, თა­ვის ქო­ნე­ბას ყვე­ლა ისე აფა­სებს.

- მი­ლი­ონ დო­ლა­რად და უფრო ძვი­რად რო­გორ ბი­ნებს ყი­დი­ან?

- ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა ან პენ­ტჰა­უ­სია, ან ძა­ლი­ან დიდი ფარ­თო­ბი აქვს. ზო­გი­ერთ ბი­ნას 400 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი და უფრო დიდი ფარ­თო­ბი აქვს, ზო­გიც - ორ-სამ სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სახ­ლებს, რო­დე­საც ასე­თი სახ­ლი თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ბუ­ნე­ბაც იქ­ვეა და სახ­ლშიც სრულ­ყო­ფი­ლი კომ­ფორ­ტია, ის არა­ნაკ­ლებ ძვი­რი ღირს, ვიდ­რე ბინა დე­და­ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში. სხვა­თა შო­რის, სიძ­ვი­რის გან­მსა­ზღვრე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა მა­ღა­ლი დო­ნის რე­მონ­ტია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას

"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას

საცხოვრებელი ბინა მის მფლობელზე მართლაც ბევრ რამეს გვიყვება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეშენებელურ ვილაში იცხოვროს, თუმცა, ასეთი ვილები და სახლები ჩვენთან ყოველთვის შენდებოდა და ახლაც შენდება. თუ საქმე.ჯი-ს (ss.ge) ვებგვერდზე შეხვალთ, მილიონიანი და უფრო ძვირად ღირებული სახლების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ნახავთ 3-სართულიან სახლს, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს - მას საკუთარი ავტოფარეხი, სარდაფი, ლამაზი აივანი აქვს და "სულ ცოტა", 5.480.550 ლარი ღირს. აქვე იპოვით მილიონ დოლარად შეფასებულ ბინას, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ბინა მაღალჭერიანია, ორი სველი წერტილით, აივნითა და მოქმედი ბუხრით. იყიდება კერძო სახლი 3 240.000 დოლარად დიღომში. სახლს საცურაო აუზი, ევრორემონტი, თანამედროვე ავეჯი და ძვირფასი ტექნიკა ამშვენებს. დიღომში იყიდება 4 მილიონ დოლარად შეფასებული, კეთილმოწყობილი სახლი, ხოლო ვაკეში მდებარე კერძო სახლი 4,5 მილიონ ლარად არის შეფასებული. მთაწმინდაზე მდებარე კომფორტული, ფეშენებელური სახლი კი - 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირს...

როგორ განისაზღვრება ამ სახლების ფასი ან ვინ ყიდულობს მათ, ამ საკითხზე საქმე.ჯი-ს დირექტორი ნიკა ჯაფარიძე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ბატონო ნიკა, როგორ განისაზღვრება ძვირად ღირებული ბინების ფასი?

- როგორც ყოველთვის, გასაყიდი ბინის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მთავარია მისი ფართობი - რამდენი კვადრატული მეტრია სახლი და ეზო. ასევე სერიოზული ფაქტორია იმ უბნის პრესტიჟულობა, სადაც ბინა მდებარეობს და ხარისხი - როგორი რემონტი აქვს და რა დონის კომფორტს სთავაზობს პოტენციურ მყიდველს. სხვათა შორის, ბოლო ხანებში ერთი რამ შეიმჩნევა: თუ ადრე ძალიან ძვირი და პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. ალბათ, იმის გამო, რომ დედაქალაქის ცენტრში კერძო სახლები იშვიათად შენდება, ძალიან გაძვირდა გარეუბნებში აშენებული სახლები.

- ყველაზე ძვირად ღირებული ბინები სად მდებარეობს?

- საკმაოდ ძვირი ღირს უძრავი ქონება წყნეთში, დიღომში, საგურამოში, სადაც ძალიან ბევრი სახლი ღირდა მილიონ დოლარზე მეტი. უკვე გითხარით, რომ ძალიან გაძვირდა თბილისის ახლოს მდებარე აგარაკებიც. როდესაც სახლი ფეშენებელურია და ეზოც დიდი აქვს, ცხადია, ის ძვირი ეღირება. შეიძლება ბინა ვაკეში იყოს, მაგრამ გარეუბანში გასაყიდი სახლი უფრო ძვირი ღირდეს. დღეს მთავარი მოთხოვნა კომფორტი და სუფთა ჰაერია, ამიტომ ბევრს ურჩევნია კერძო სახლი აიშენოს თბილისთან ახლოს და სამსახურში გარეუბნიდან იაროს. მით უმეტეს, რომ გარეუბანში უფრო დიდი სახლის აშენება შეიძლება.

- გადავხედე და თქვენს ვებგვერდზე ზოგი ბინა ეროვნული ვალუტითაა შეფასებული, ზოგიერთი კი - დოლარით. შეფასება რის მიხედვით ხდება?

- ეს ბინის მფლობელზეა დამოკიდებული: როგორც ურჩევნია, თავის ქონებას ყველა ისე აფასებს.

- მილიონ დოლარად და უფრო ძვირად როგორ ბინებს ყიდიან?

- ძვირად ღირებული ბინა ან პენტჰაუსია, ან ძალიან დიდი ფართობი აქვს. ზოგიერთ ბინას 400 კვადრატული მეტრი და უფრო დიდი ფართობი აქვს, ზოგიც - ორ-სამ სართულზეა განთავსებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, როდესაც ასეთი სახლი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ბუნებაც იქვეა და სახლშიც სრულყოფილი კომფორტია, ის არანაკლებ ძვირი ღირს, ვიდრე ბინა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში. სხვათა შორის, სიძვირის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა მაღალი დონის რემონტია....წაიკითხეთ სრულად

მოგებული ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მარინა კობახიძეს უკვე გადაეცა

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი