სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა - ადვოკატი
ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა - ადვოკატი

ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 36 წლის იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კატ­მა, ზუ­რაბ თო­დუ­ამ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ტა­ნი სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც ზუ­რაბ თო­დუა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, სა­ჩი­ვა­რი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ საქრთვე­ლოს­თან ერ­თად მო­პა­სუ­ხე უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რეც იყოს.

„ვამ­ზა­დებთ სა­ჩი­ვარს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­ტა­ნად იუ­ლია სუს­ლი­ა­კის მი­მართ დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კონ­კრე­ტუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან, რო­დე­საც ის მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო და სამი თვე იმ­ყო­ფე­ბო­და უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში. საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლის მე-3 პა­რაგ­რა­ფი­სა და მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფის უდა­ვო დარ­ღვე­ვას­თან, რაც სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დებს თო­დუა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა უკვე ერთი თვეა, სუს­ლი­ა­კის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით იძი­ებს, თუმ­ცა, ამ დრომ­დე ის არ და­კი­თხუ­ლა.

„ქალ­ბა­ტო­ნი სუს­ლი­ა­კი ამ­ჟა­მად თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად ქა­ლაქ ხმე­ლინ­სკში იმ­ყო­ფე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის, მას გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რაც ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა ექ­სპერ­ტი­ზებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს. უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ჩვენ­მა „დამ­ნა­შა­ვე“ პრო­კუ­რო­რებ­მა მო­ძებ­ნეს სა­ერ­თო ენა და ეს საქ­მე იქ ძი­ე­ბა­შია. თუმ­ცა, ამას აქვს ფორ­მა­ლუ­რი და სიმ­ბო­ლუ­რი ხა­სი­ა­თი. იმ მიზ­ნით, რომ ქარ­თველ პრო­კუ­რო­რებს თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩაფ­რინ­დნენ იქ და უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან გა­მო­ნა­ხეს სა­ერ­თო ენა. შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი სა­ჩივ­რის მო­პა­სუ­ხე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის მხა­რეც იყოს, რად­გან ისი­ნი უკა­ნო­ნოდ ჩა­ერ­თნენ ამ საქ­მე­ში. გარ­და ამი­სა, სა­სა­ცი­ლოა, რომ ასე­თი უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნა­ში საქ­მის ძი­ე­ბა და ის თა­ვი­სუ­ფა­ლია, ერთი თვეა იქ საქ­მე აღ­ძრუ­ლია და ის და­კი­თხუ­ლიც კი არ არის“, - აღ­ნიშ­ნა თო­დუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­ლია სუს­ლი­ა­კის მე­უღ­ლეს, თო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ის კვლავ აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

„მას დარ­ღვე­უ­ლი აქვს „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი და აქ რომ გად­მო­ვი­დეს ორ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, ხოლო რუ­სე­თი­დან გა­მოძ­ვე­ე­ბუ­ლია და იქ რომ ჩა­ვი­დეს და­ა­კა­ვე­ბენ. მათ ჰქონ­დათ გეგ­მა, რომ ყვე­ლა ერ­თად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ აფხა­ზეთ­ში და იქე­დან გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აშშ-ის ვიზა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ. ეს იყო რე­ა­ლუ­რი გეგ­მა, რად­გან მათი ერთ -ერთი შვი­ლი ამე­რი­კა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქეა“, - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იუ­ლია სუს­ლი­ა­კი 19 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სუს­ლი­ა­კი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს, თუმ­ცა მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტრე­ფი­კინ­გის ეჭვი გა­უ­ჩი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე 2-პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა - ადვოკატი

ექსპერტიზამ იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები დაუდგინა - ადვოკატი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესატანი სარჩელის მომზადება დაიწყო.

როგორც ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქრთველოსთან ერთად მოპასუხე უკრაინული მხარეც იყოს.

„ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად იულია სუსლიაკის მიმართ დარღვეული უფლებების თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან, როდესაც ის მისცეს პასუხისგებაში არარსებული დანაშაულის გამო და სამი თვე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფისა და მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის უდავო დარღვევასთან, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს“, - აცხადებს თოდუა.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის პროკურატურა უკვე ერთი თვეა, სუსლიაკის წინააღმდეგ საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს, თუმცა, ამ დრომდე ის არ დაკითხულა.

„ქალბატონი სუსლიაკი ამჟამად თავის შვილებთან ერთად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ფსიქიატრიულმა ექსპერტიზებმაც დაადასტურეს. უკრაინის სამართალდამცავებთან ჩვენმა „დამნაშავე“ პროკურორებმა მოძებნეს საერთო ენა და ეს საქმე იქ ძიებაშია. თუმცა, ამას აქვს ფორმალური და სიმბოლური ხასიათი. იმ მიზნით, რომ ქართველ პროკურორებს თავიდან აეცილებინათ ეს პასუხისმგებლობა, ჩაფრინდნენ იქ და უკრაინელ კოლეგებთან გამონახეს საერთო ენა. შესაძლოა, ჩვენი საჩივრის მოპასუხე საქართველოსთან ერთად უკრაინის მხარეც იყოს, რადგან ისინი უკანონოდ ჩაერთნენ ამ საქმეში. გარდა ამისა, სასაცილოა, რომ ასეთი უმძიმესი ბრალდებით მიმდინარეობს უკრაინაში საქმის ძიება და ის თავისუფალია, ერთი თვეა იქ საქმე აღძრულია და ის დაკითხულიც კი არ არის“, - აღნიშნა თოდუამ.

რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.

„მას დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი და აქ რომ გადმოვიდეს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო რუსეთიდან გამოძვეებულია და იქ რომ ჩავიდეს დააკავებენ. მათ ჰქონდათ გეგმა, რომ ყველა ერთად ჩასულიყვნენ აფხაზეთში და იქედან გადმოსულიყვნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აშშ-ის ვიზა მოეპოვებინათ. ეს იყო რეალური გეგმა, რადგან მათი ერთ -ერთი შვილი ამერიკაშია დაბადებული, იქაური მოქალაქეა“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"