სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე შიო - ხშირად გვესმის გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება
მეუფე შიო - ხშირად გვესმის გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება

ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად ეშ­მაკს ვე­მო­ნე­ბით, რო­დე­საც ვმოქ­მე­დებთ ვნე­ბე­ბით - მრის­ხა­ნე­ბით, შუ­რით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიო მუ­ჯირ­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, სა­წყი­სი ამ ვნე­ბე­ბის დე­მო­ნუ­რი სამ­ყა­როა.

მე­უ­ფე შიომ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას უფა­ლი იესო ქრის­ტეს მიერ ეშ­მა­კე­უ­ლის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც ქა­და­გე­ბი­სას მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, „ჩვენ რომ გვქონ­დეს უფრო მეტი იმე­დი, მე­ტად ვენ­დო­ბო­დეთ ღმერ­თს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევ­ძლებ­დით ღვთა­ებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას". მე­უ­ფე შიოს თქმით, ჩვენს ეპო­ქა­ში ასეთ სას­წა­უ­ლებს ვერ ვახ­დენთ.

„ასე­თი რამ უფრო ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხდე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბი ახლა არ ხდე­ბა უფრო იმი­ტომ, რომ რა­საც უფა­ლი ამ­ბობს, ჩვე­ნი ურ­წმუ­ნო­ე­ბის გამო, ჩვე­ნი თა­ო­ბა, ჩვე­ნი ეპო­ქის ქრის­ტი­ა­ნე­ბი სუს­ტი, მცი­რედ მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ. უფრო ჩვე­ნი თა­ვის იმე­დი გვაქვს. ხში­რად გვეს­მის ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რა­საც მი­ვაღ­წიე, ჩემი ძა­ლით მი­ვაღ­წიე, ჩემი ხე­ლით გა­ვა­კე­თე. ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს უფრო მი­ა­წერს წარ­მა­ტე­ბას, თა­ვის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ წინსვლას და ავი­წყდე­ბა, რომ ღმერ­თი ეხ­მა­რე­ბა მას. ჩვენ რომ გვქონ­დეს უფრო მეტი იმე­დი, მე­ტად ვენ­დო­ბო­დეთ ღმერ­თს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევ­ძლებ­დით ღვთა­ებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

გარ­და ამი­სა, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ ქა­და­გე­ბი­სას დე­მო­ნის ძა­ლა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "დე­მო­ნის ძალა მხო­ლოდ ლოც­ვით და მარ­ხვით გან­ქა­რე­ბა".

"დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ პირ­ველ რიგ­ში იმა­ზე, ჩვენ გვე­ხე­ბა თუ არა ეს სა­ხა­რე­ბა პი­რა­დად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვი­ცით, რომ ლოც­ვა უმ­თავ­რე­სია, რად­გან მხო­ლოდ ლოც­ვით ხდე­ბა ჩვე­ნი სუ­ლის გან­კურ­ნე­ბა, სუ­ლის ცხო­ნე­ბა და ლოც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მარ­ხვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი ნება გა­მო­ვა­ჩი­ნოთ. მაგ­რამ ჩვენ რაში გვე­ხე­ბა ეს სა­ხა­რე­ბა, თით­ქოს ჩვენ ხომ არ ვართ ეშ­მა­კე­უ­ლე­ბი?! ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ არ ვართ სრუ­ლი­ად ეშ­მა­კე­უ­ლე­ბი, მაგ­რამ ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად ეშ­მაკს ვე­მო­ნე­ბით, რო­დე­საც ვმოქ­მე­დებთ ვნე­ბე­ბით - მრის­ხა­ნე­ბით, შუ­რით, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ვნე­ბით. რო­დე­საც ამ ვნე­ბით ვართ შე­პყრო­ბი­ლი, ეშ­მა­კის გავ­ლე­ნაა ჩვენ­ზე. სა­წყი­სი ამ ვნე­ბე­ბის დე­მო­ნუ­რი სამ­ყა­როა. სხვა­თა­შო­რის, ეს ბავ­შვებ­საც ეტყო­ბათ.

ბავ­შვო­ბი­დან ვართ ჩვენ ასე­თე­ბი. სულ პა­ტა­რა ბავ­შვიც კი ავ­ლენს ამ ვნე­ბებს, თუ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ არის, ისე ცუ­დად იქ­ცე­ვა, რომ მო­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ეს ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბაა. მაგ­რამ ბავ­შვი არ არის სრუ­ლი­ად და­მო­ნე­ბუ­ლი. ეშ­მა­კე­ულს არ ვე­ძა­ხით არც ბავ­შვს, არც დიდს, თუ არ არის ის სრუ­ლი­ად და­მო­ნე­ბუ­ლი დე­მო­ნუ­რი ძა­ლის­გან. ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა აღვზარ­დოთ, გა­ვარ­თოთ და ასე­ვე აქვს ზრდას­რულ­საც უნა­რი, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს ამ ძა­ლას. ამი­ტომ მარ­ხვას აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს არ არის მხო­ლოდ საჭ­მლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია. ეს არის თავ­შე­კა­ვე­ბა ფიქ­რე­ბის­გან, არაწ­მინ­და გუ­ლის სი­ტყვე­ბის­გან, ქცე­ვის­გან, რაც უფალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ეს არის მარ­ხვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ლოც­ვაც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ღვთის შე­წევ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა თა­ვის თავ­ში ცოდ­ვა და ვნე­ბა და­ა­მარ­ცხოს. აზრი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა არის თავ­შე­კა­ვე­ბა იმის­თვის, რომ და­ვა­ნა­ხოთ უფალს, რომ გვინ­და გა­დარ­ჩე­ნა, სუ­ლის გან­კურ­ნე­ბა და ვე­ვედ­რე­ბით მას, შეგ­ვე­წი­ოს ამა­ში, რათა გავ­ხდეთ სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი", - ბრძა­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მეუფე შიო - ხშირად გვესმის გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება

მეუფე შიო - ხშირად გვესმის გამონათქვამი, "რასაც მივაღწიე, ჩემით მივაღწიე", ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება

ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა. როგორც ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, „ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას". მეუფე შიოს თქმით, ჩვენს ეპოქაში ასეთ სასწაულებს ვერ ვახდენთ.

„ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას",- განაცხადა მეუფე შიომ.

გარდა ამისა, პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას დემონის ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დემონის ძალა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განქარება".

"დღეს ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში იმაზე, ჩვენ გვეხება თუ არა ეს სახარება პირადად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა უმთავრესია, რადგან მხოლოდ ლოცვით ხდება ჩვენი სულის განკურნება, სულის ცხონება და ლოცვა აუცილებელია. მარხვაც აუცილებელია, რომ ადამიანური ნება გამოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენ რაში გვეხება ეს სახარება, თითქოს ჩვენ ხომ არ ვართ ეშმაკეულები?! ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სრულიად ეშმაკეულები, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით, სხვადასხვაგვარი ვნებით. როდესაც ამ ვნებით ვართ შეპყრობილი, ეშმაკის გავლენაა ჩვენზე. საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა. სხვათაშორის, ეს ბავშვებსაც ეტყობათ.

ბავშვობიდან ვართ ჩვენ ასეთები. სულ პატარა ბავშვიც კი ავლენს ამ ვნებებს, თუ ყურადღების ცენტრში არ არის, ისე ცუდად იქცევა, რომ მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენი დაცემული, დაზიანებული ბუნებაა. მაგრამ ბავშვი არ არის სრულიად დამონებული. ეშმაკეულს არ ვეძახით არც ბავშვს, არც დიდს, თუ არ არის ის სრულიად დამონებული დემონური ძალისგან. ბავშვი შეიძლება აღვზარდოთ, გავართოთ და ასევე აქვს ზრდასრულსაც უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას. ამიტომ მარხვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არ არის მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავება.

ეს მხოლოდ პირველი საფეხურია. ეს არის თავშეკავება ფიქრებისგან, არაწმინდა გულის სიტყვებისგან, ქცევისგან, რაც უფალს ეწინააღმდეგება. ეს არის მარხვის მნიშვნელობა. ლოცვაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს. აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება და ვევედრებით მას, შეგვეწიოს ამაში, რათა გავხდეთ სასუფევლის მკვიდრნი", - ბრძანა მეუფე შიომ.

თუ ქორწილს 15 ივლისამდე გადაიხდით, მხოლოდ მშობლების, მეჯვარეების და ერთი ფოტოოპერატორის დასწრების უფლება გექნებათ

"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება