მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ახალ საბურავებს იყენებენ
5 მიზეზი, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ახალ საბურავებს იყენებენ

ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბის ფასი მის სარ­გე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რია. სა­ბუ­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის ერ­თა­დერთ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც გზის სა­ფარ­თან აქვს შე­ხე­ბა. სხვა ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბი რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლა­დაც არ უნდა მუ­შა­ობ­დეს, კარ­გი სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად მგზავ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მხო­ლოდ სა­ბუ­რავს აქვს გზის სა­ფარ­თან კონ­ტაქ­ტი, მისი მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მოც­ვლა ჩვე­ნი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ბუ­რა­ვი, რომ უსაფრ­თხოდ გვა­ტა­როს?

2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად

და­უშ­ვე­ბე­ლია დის­კე­ბის და­სა­მაგ­რე­ბე­ლი თუნ­დაც ერთი ჭან­ჭი­კის ან ქან­ჩის არ­ქო­ნა ან მათი სუს­ტი მო­ჭე­რა;

და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ბუ­რა­ვის მკვე­თა­რას შეც­ვლა სახ­შო­ბით, სა­ცო­ბით ან სხვა მსგავ­სი სა­მარ­ჯვით;

და­უშ­ვე­ბე­ლია ერთ ღერძზე სხვა­დას­ხვა პრო­ტექ­ტო­რის მქო­ნე სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ყე­ნე­ბა;

სა­ბუ­რა­ვებ­ში ჰა­ე­რის წნე­ვის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა (არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) გა­მარ­თუ­ლად უნდა მუ­შა­ობ­დეს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი ახალ­მა სა­ბუ­რა­ვებ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს და ჩვე­ნი მგზავ­რო­ბა კი­დევ უფრო უსაფრ­თხო არ გა­ხა­დოს. მი­ზე­ზი, რის გა­მოც ევ­რო­პა­ში მე­ო­რად სა­ბუ­რა­ვებ­ზე მო­თხოვ­ნა თით­ქმის არ არ­სე­ბობს და მძღო­ლე­ბი ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში უსაფრ­თხო­ე­ბა, დრო­ი­სა და ხარ­ჯე­ბის ეკო­ნო­მია და ავ­ტო­მო­ბი­ლის უკე­თე­სი პერ­ფორ­მან­სია.

ახალ სა­ბუ­რა­ვებ­ზე მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც იზ­რდე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც ადას­ტუ­რებს: 2019 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ჯამ­ში, 42 650 800 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რე­ზი­ნის პნევ­მა­ტუ­რი სალ­ტე­ე­ბი­სა და სა­ბუ­რა­ვე­ბის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, როცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ 6 608 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­დგე­ნი­ლი ან ნახ­მა­რი რე­ზი­ნის პნევ­მა­ტუ­რი სალ­ტე­ე­ბი ან სა­ბუ­რა­ვე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს.

უფრო მეტი თვალ­სა­ჩი­ნე­ო­ბის­თვის, შეგ­ვიძ­ლია, გა­სუ­ლი წლებს მო­ნა­ცე­მებ­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი: 2018 წელს 80 888 400 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი რე­ზი­ნის პნევ­მა­ტუ­რი სალ­ტე­ე­ბი­სა და სა­ბუ­რა­ვე­ბის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ჯამ­ში 12 452 100 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

2017 წელს კი სულ 71 925 100 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი პრო­დუქ­ცია შე­მო­ი­ტა­ნეს, როცა მე­ო­რა­დის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 14 367 200 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ახალ სა­ბუ­რა­ვებ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდის მი­ზე­ზად ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა, უსაფრ­თხოდ მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამას­თან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ად­გა იმ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გზას, სა­დაც მე­ო­რად სა­ბუ­რა­ვებს სა­ერ­თოდ აღარ იყე­ნე­ბენ.

წარ­მოდ­გიდ­გენთ 5 მი­ზეზს, რა­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნა, ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის მხო­ლოდ ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი შე­ი­ძი­ნონ:

უსაფრ­თხო­ე­ბა

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ჩვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით ხში­რად მგზავ­რო­ბენ ბავ­შვე­ბი, მე­ქა­ნიზ­მის სწო­რად და გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ. სა­ბუ­რა­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობს. თუ ყო­ველ­დღე დიდ დის­ტან­ცი­ას ფა­რავთ, სა­ბუ­რა­ვე­ბი გა­ნიც­დის ცვე­თას და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ გემ­სა­ხუ­რე­ბათ ისე, რო­გორც მა­ნამ­დე. ამ ფაქ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით კი სა­კუ­თარ თავ­საც და მგზავ­რებ­საც საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებთ.

არას­დროს არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის წო­ნის მე­ო­თხე­დის და­წო­ლა სა­ბუ­რა­ვებ­ზე მო­დის, რაც არ ისე მცი­რეა. ამი­ტომ სა­ბუ­რა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პრო­მი­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, კარ­გად მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ შე­იც­ვა­ლოს.

უკე­თე­სი პერ­ფორ­მან­სი

მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი იზ­რდე­ბა. რამ­დე­ნად გა­მარ­თულ და მწყობ­რში მყოფ ავ­ტო­მო­ბილ­საც არ უნდა მარ­თავ­დეთ, მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ამ რის­კის ქვეშ ყო­ველ­თვის აღ­მოჩ­ნდე­ბით.

ზუს­ტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შერ­ჩე­უ­ლი სა­ბუ­რა­ვი - ეს არის ერთ-ერთი სარ­გე­ბე­ლი, რის გა­მოც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას ახალ სა­ბუ­რა­ვებს ანი­ჭებს.

სა­ბუ­რა­ვე­ბი თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და სე­ზო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა შე­არ­ჩი­ოთ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­ბუ­რა­ვის ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს ის, თუ რამ­დე­ნად ეჭი­დე­ბა გზას, რამ­დე­ნად ემორ­ჩი­ლე­ბა ის მძღო­ლის მარ­თვის მა­ნევ­რი­რე­ბას, რო­გორ ხდე­ბა და­მუხ­რუ­ჭე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­ზო­ნუ­რო­ბის სა­კითხს, ზამ­თრის სა­ბუ­რავს უფრო მა­ღა­ლი პრო­ტექ­ტო­რი და მეტი ბუ­ნებ­რი­ვი კა­უ­ჩუ­კის შემ­ცვე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე ზა­ფხუ­ლი­სას, ამი­ტომ მისი სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლი დი­დია. სა­ბუ­რა­ვის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ცვე­თის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 2-3-ჯერ მა­ღა­ლია, ვიდ­რე ზა­ფხუ­ლის, რაც ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რად ზრდის ხარ­ჯებს.

სა­ნამ სა­ბუ­რავს შე­ვარ­ჩევთ სა­ჭი­როა გა­ვარ­კვი­ოთ რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და იგი, რად­გან სა­ბუ­რა­ვი მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, პირ­და­პირ მზის სხი­ვე­ბის ქვეშ, წვი­მა­ში ან თოვლში, ყო­ველ­გვა­რი დაც­ვის გა­რე­შე არ უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი. ამ პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა მის პერ­ფორ­მანსს აქ­ვე­ი­თებს.

ავ­ტო­მო­ბი­ლის უკე­თე­სი აჩ­ქა­რე­ბა

ავ­ტო­მო­ბი­ლის ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­გის­ტრალ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის, უხა­რის­ხო სა­ბუ­რავ­მა კი შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს.

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მოქ­ნი­ლი და გა­მარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­რი­ცხავს. დრო­ის და­ზოგ­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მძღო­ლე­ბი, ახა­ლი სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რათა მგზავ­რო­ბი­სას კომ­პრო­მი­სე­ბი გა­მო­რი­ცხონ.

თან­ხის და­ზოგ­ვა

რო­გორც წესი, ახა­ლი სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ვიდ­რე მე­ო­რა­დის. შე­იძ­ლე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც იცით, რა ტი­პი­სა და ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას ყი­დუ­ლობთ, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი ნა­ხოთ.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ახა­ლი სა­ბუ­რა­ვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წე­ლია, მე­ო­რა­დის შე­ძე­ნი­სას კი არ ვი­ცით, რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და, რა და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და რო­გორ უვ­ლიდ­ნენ. ერთი შე­ხედ­ვით „ნორ­მა­ლუ­რი“ სა­ბუ­რა­ვი შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­გი­ფუჭ­დეთ, ამა­სო­ბა­ში კი თქვე­ნი და თქვე­ნი მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას რის­კის ქვეშ აყე­ნებთ. სა­ბუ­რა­ვე­ბის მოკ­ლე დრო­ში შეც­ვლა კი სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა­ზე ძვი­რი გიჯ­დე­ბათ.

ეს რის­კე­ბი მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა უკვე გა­მოს­ცა­დეს, ამი­ტომ ფი­ნან­სე­ბის უკეთ მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხი­თაც, მე­ო­რად სა­ბუ­რავს იქ თით­ქმის არა­ვინ შე­ი­ძენს.

ეკო­ლო­გია

გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის­თვის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად, ნა­ტუ­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებს იყე­ნე­ბენ. მსგავ­სი მა­სა­ლე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი უფრო გამ­ძლე და ხა­რის­ხი­ა­ნია, ნაკ­ლე­ბი ცვე­თა აქვს და ბუ­ნე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ მტვერს გა­მო­ყოფს. ამავდრო­უ­ლად, მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბა გა­რე­მოს ნაკ­ლებ ზი­ანს აყე­ნებს.

მსგავ­სი პრო­დუქ­ცი­ით სარ­გე­ბელს იღე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც. ახალ სა­ბუ­რავს ნაკ­ლე­ბი გორ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა აქვს, რაც ნიშ­ნავს რომ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას შე­და­რე­ბით მცი­რე ოდე­ნო­ბით საწ­ვა­ვის მო­იხ­მარს. ნაკ­ლე­ბი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა ნიშ­ნავს ეკო­ნო­მი­ას მძღო­ლის­თვის და ბუ­ნე­ბა­ში ნაკ­ლებ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს, რაც ორ­მა­გად მომ­გე­ბი­ა­ნია რო­გორც მღძო­ლის­თვის ასე­ვე ეკო­ლო­გი­ის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0
თუ ავტომობილი იქნება მეორადი საბურავმა რაღა დააშავა
მძღოლი
0
ახალ საბურავს თუნდაც ის იდოს უხმარად 6 წლის შემდეგ ვადა გასდის და მისი დაყენებაც არ შეიძლება,რეზინის ფაქტურა უკვე დარღვეულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გაცკდეს მოძრაობაში,ამიტომ ყველაზე მთავარია ვადები,დაიმახსოვრეთ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

5 მიზეზი, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ახალ საბურავებს იყენებენ

5 მიზეზი, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ახალ საბურავებს იყენებენ

ახალი საბურავების ფასი მის სარგებელთან შედარებით, მინიმალურია. საბურავები ავტომობილის ერთადერთ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც გზის საფართან აქვს შეხება. სხვა ავტონაწილები რამდენად გამართულადაც არ უნდა მუშაობდეს, კარგი საბურავის გარეშე უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ საბურავს აქვს გზის საფართან კონტაქტი, მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ გამოცვლა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბურავი, რომ უსაფრთხოდ გვატაროს?

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ავტომობილების სავალდებული ტექდათვალიერების ტექნიკური რეგლამენტის თანახმად

დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა;

დაუშვებელია საბურავის მკვეთარას შეცვლა სახშობით, საცობით ან სხვა მსგავსი სამარჯვით;

დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება;

საბურავებში ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა (არსებობის შემთხვევაში) გამართულად უნდა მუშაობდეს.

ფაქტობრივად, შეუძლებელია, ეს მინიმალური მოთხოვნები ახალმა საბურავებმა ვერ დააკმაყოფილოს და ჩვენი მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო არ გახადოს. მიზეზი, რის გამოც ევროპაში მეორად საბურავებზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს და მძღოლები ახალი საბურავების შეძენას ამჯობინებენ, პირველ რიგში უსაფრთხოება, დროისა და ხარჯების ეკონომია და ავტომობილის უკეთესი პერფორმანსია.

ახალ საბურავებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს: 2019 წლის მდგომარეობით, ჯამში, 42 650 800 აშშ დოლარის ღირებულების რეზინის პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტი განხორციელდა, როცა ამავე პერიოდში მხოლოდ 6 608 000 აშშ დოლარის ღირებულების აღდგენილი ან ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეები ან საბურავები შემოიტანეს.

უფრო მეტი თვალსაჩინეობისთვის, შეგვიძლია, გასული წლებს მონაცემებსაც გადავავლოთ თვალი: 2018 წელს 80 888 400 აშშ დოლარის ღირებულების ახალი რეზინის პნევმატური სალტეებისა და საბურავების იმპორტი განხორციელდა, როცა აღნიშნული ტიპის იმპორტირებული მეორადი პროდუქციის ღირებულებამ ჯამში 12 452 100 აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს კი სულ 71 925 100 აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროდუქცია შემოიტანეს, როცა მეორადის ჯამურმა ღირებულებამ 14 367 200 აშშ დოლარი შეადგინა.

ახალ საბურავებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზად ინფრასტრუქტურისა და საკანონმდებლო მოთხოვნების ცვლილება, უსაფრთხოდ მგზავრობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დაადგა იმ განვითარებული ქვეყნების გზას, სადაც მეორად საბურავებს საერთოდ აღარ იყენებენ.

წარმოდგიდგენთ 5 მიზეზს, რამაც აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა დაარწმუნა, ავტომობილისთვის მხოლოდ ახალი საბურავები შეიძინონ:

უსაფრთხოება

განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ავტომობილით ხშირად მგზავრობენ ბავშვები, მექანიზმის სწორად და გამართულად მუშაობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. საბურავები ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებაში უდიდეს როლს თამაშობს. თუ ყოველდღე დიდ დისტანციას ფარავთ, საბურავები განიცდის ცვეთას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრალოდ, ვეღარ გემსახურებათ ისე, როგორც მანამდე. ამ ფაქტის უგულებელყოფით კი საკუთარ თავსაც და მგზავრებსაც საფრთხის ქვეშ აყენებთ.

არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ავტომობილის წონის მეოთხედის დაწოლა საბურავებზე მოდის, რაც არ ისე მცირეა. ამიტომ საბურავებთან დაკავშირებით კომპრომისები არ შეიძლება და რეკომენდებულია, კარგად მოვლის შემთხვევაში ისინი 5 წელიწადში ერთხელ შეიცვალოს.

უკეთესი პერფორმანსი

მეორადი საბურავის გამოყენებისას სამუხრუჭე მანძილი იზრდება. რამდენად გამართულ და მწყობრში მყოფ ავტომობილსაც არ უნდა მართავდეთ, მეორადი საბურავის გამოყენებისას ამ რისკის ქვეშ ყოველთვის აღმოჩნდებით.

ზუსტი დანიშნულებით შერჩეული საბურავი - ეს არის ერთ-ერთი სარგებელი, რის გამოც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა უპირატესობას ახალ საბურავებს ანიჭებს.

საბურავები თქვენი ავტომობილის შესაბამისი დანიშნულებით და სეზონის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. გასათვალისწინებელია, რომ საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად ეჭიდება გზას, რამდენად ემორჩილება ის მძღოლის მართვის მანევრირებას, როგორ ხდება დამუხრუჭება.

რაც შეეხება სეზონურობის საკითხს, ზამთრის საბურავს უფრო მაღალი პროტექტორი და მეტი ბუნებრივი კაუჩუკის შემცველობა აქვს, ვიდრე ზაფხულისას, ამიტომ მისი სამუხრუჭე მანძილი დიდია. საბურავის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზამთრის საბურავის მაღალ ტემპერატურაზე ცვეთის კოეფიციენტი 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე ზაფხულის, რაც ასევე ეკონომიკურად ზრდის ხარჯებს.

სანამ საბურავს შევარჩევთ საჭიროა გავარკვიოთ როგორ და რა პირობებში ინახებოდა იგი, რადგან საბურავი მაღალ ტემპერატურაზე, პირდაპირ მზის სხივების ქვეშ, წვიმაში ან თოვლში, ყოველგვარი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს მოთავსებული. ამ პირობების დარღვევა მის პერფორმანსს აქვეითებს.

ავტომობილის უკეთესი აჩქარება

ავტომობილის ამაჩქარებელი ძალის გამოყენება მაგისტრალზე გადაადგილებას უფრო სასიამოვნოს ხდის, უხარისხო საბურავმა კი შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს.

ევროპის ქვეყნების მოქნილი და გამართული ინფრასტრუქტურა მეორადი საბურავის გამოყენებას ფაქტობრივად, გამორიცხავს. დროის დაზოგვისა და უსაფრთხოების მიზნით, მძღოლები, ახალი საბურავის შეძენას ამჯობინებენ, რათა მგზავრობისას კომპრომისები გამორიცხონ.

თანხის დაზოგვა

როგორც წესი, ახალი საბურავის შეძენა ეკონომიკურად უფრო გამართლებულია, ვიდრე მეორადის. შეიძლება, ერთი შეხედვით მეორადი საბურავი უფრო ხელმისაწვდომად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, არც იცით, რა ტიპისა და ხარისხის პროდუქციას ყიდულობთ, შესაბამისად, მარტივად შესაძლებელია, ფინანსური ზარალი ნახოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ახალი საბურავის ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით, 5 წელია, მეორადის შეძენისას კი არ ვიცით, რა პირობებში ინახებოდა, რა დაზიანება აქვს მიღებული და როგორ უვლიდნენ. ერთი შეხედვით „ნორმალური“ საბურავი შეიძლება, რამდენიმე თვეში გაგიფუჭდეთ, ამასობაში კი თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. საბურავების მოკლე დროში შეცვლა კი საბოლოო ჯამში, ახალი პროდუქციის შეძენაზე ძვირი გიჯდებათ.

ეს რისკები მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გამოსცადეს, ამიტომ ფინანსების უკეთ მენეჯმენტის კუთხითაც, მეორად საბურავს იქ თითქმის არავინ შეიძენს.

ეკოლოგია

გარემოს დაბინძურების პირობებში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები პროდუქციის წარმოებისთვის ბიოდეგრადირებად, ნატურალურ ნივთიერებებს იყენებენ. მსგავსი მასალებით წარმოებული საბურავები უფრო გამძლე და ხარისხიანია, ნაკლები ცვეთა აქვს და ბუნებისთვის ნაკლებად დამაბინძურებელ მტვერს გამოყოფს. ამავდროულად, მისი გადამუშავება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.

მსგავსი პროდუქციით სარგებელს იღებენ მომხმარებლებიც. ახალ საბურავს ნაკლები გორვის წინააღმდეგობა აქვს, რაც ნიშნავს რომ გადაადგილებისას შედარებით მცირე ოდენობით საწვავის მოიხმარს. ნაკლები საწვავის მოხმარება ნიშნავს ეკონომიას მძღოლისთვის და ბუნებაში ნაკლებ გამონაბოლქვს, რაც ორმაგად მომგებიანია როგორც მღძოლისთვის ასევე ეკოლოგიისთვის.

რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო