სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს "დედა ენის" დაბრუნება?
რას მოგვიტანს "დედა ენის" დაბრუნება?

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის დედა ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რმა სი­ტყვა "დაბ­რუ­ნე­ბის" მნიშ­ვნე­ლო­ბაც ვერ გა­ი­გო. AMBEBI.GE შე­ე­ცა­და ყვე­ლა მხა­რის პო­ზი­ცია და არ­გუ­მენ­ტი მო­ეს­მი­ნა სა­კი­თხის ირ­გვლივ და მკი­თხვე­ლის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რას მოგ­ვი­ტანს დედა-ენის დაბ­რუ­ნე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა ამ­ბობს, რომ დღეს ჩვენს სკო­ლებ­ში ისე­დაც არ­სე­ბობს გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენას“ ეყ­რდნო­ბა და რა თქმა უნდა, არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი:

"რო­გორც ვიცი, ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მელ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, ასე­ვე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია. თუ ვსა­უბ­რობთ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ის პროგ­რა­მა­ში ჩას­მა­ზე, მაგ შემ­თხვე­ვა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვე­ღარ ვი­სა­უბ­რებთ“ - გან­მარ­ტავს გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

აფხა­ზა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ თუ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში რე­ა­ლუ­რად და­აბ­რუ­ნე­ბენ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დედა ენის“ უკა­ნას­კნელ გა­მოშ­ვე­ბას, რო­მე­ლიც XIX-XX სა­უ­კუ­ნის მიჯ­ნა­ზე და­ი­წე­რა, ის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის­თვის.

"ზუს­ტად იმა­ვე ფორ­მით "დედა ენის" შე­მო­ტა­ნა სა­ერ­თოდ გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აც რა ფორ­მით არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ესეც ცალ­კე სა­კი­თხია და ექ­სპერ­ტე­ბის მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი უნდა იყოს. ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი თვი­თონ სულ იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ნახ­ლე­ბა­ზე და არა­ერ­თხელ შეც­ვა­ლა ის, სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ხვე­წდა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო თა­ვი­სი "დედა ენით".

გო­გე­ბაშ­ვი­ლი სი­ახ­ლე­ებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. დღეს რომ და­ე­წე­რა "დედა ენა", იხელ­მძღვა­ნე­ლებ­და იმ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ით, რო­მე­ლიც დღე­ის­თვის იქ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი და მო­არ­გებ­და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბებს. ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო კი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბი­თად იქ­ნე­ბო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს­გან, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­იქ­მნა.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ თა­ნა­მედ­რო­ვე და დღე­ვან­დელ მოს­წავ­ლე­ებ­ზე მორ­გე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს არ შევ­ქმნით. ეს იქ­ნე­ბა ზუს­ტად მისი ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა!" - გა­ნა­ცხა­და რე­ვაზ აფხა­ზა­ვამ.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მულ­ტი­მე­დია მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, ერთ კონ­კრე­ტულ წიგნ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა არას­წო­რია. აფხა­ზა­ვას თქმით, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი გა­მო­ცე­მა დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა მზა­ო­ბა უკვე პირ­ველ კლას­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში უფრო არის, ვიდ­რე სწავ­ლე­ბის ქმე­დი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი.

ამ მო­საზ­რე­ბას ნა­წი­ლობ­რივ იზი­ა­რებს თბი­ლი­სის 139-ე სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა წე­რე­თე­ლი.

"ის ძვე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პირ­და­პირ რომ და­ვი­დოთ, არ გა­მოგ­ვად­გე­ბა, ბევ­რი რამ არის შე­საც­ვლე­ლი, სი­ახ­ლე­ე­ბიც შე­მო­სა­ტა­ნია - სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც მა­შინ იყე­ნებ­დნენ, დღეს აღარც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მაგ­რამ მი­ვიჩ­ნევ რომ ნე­ბის­მი­ერ "დედა ენას" სა­ფუძ­ვე­ლად სწო­რედ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უნდა და­ე­დოს" - გვე­უბ­ნე­ბა წე­რე­თე­ლი.

თუმ­ცა, არი­ან ისე­თი პე­და­გო­გე­ბიც, რომ­ლებ­საც იმ­დე­ნად არ მოს­წონთ ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, რომ კვლავ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ:

"ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ქარ­თუ­ლის წიგ­ნებ­ში იმ­დე­ნად უსა­ხუ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბი იყო, არ მომ­წონ­და. ტექ­სტე­ბიც უში­ნა­არ­სო, არ იყო აღ­მზრდე­ლო­ბი­თი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი, მა­შინ როცა გო­გე­ბაშ­ვი­ლის ყო­ვე­ლი ტექ­სტი რა­ღა­ცას ას­წავ­ლი­და ბავ­შვს და ბევრ კარ­გს აძ­ლევ­და მათ. რაც არ უნდა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყოს, ჩემი აზ­რით, "დედა ენას" ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის, ამი­ტომ მას და­მა­ტე­ბით რე­სურ­სად ვხმა­რობ­დი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სას“ - გვე­უბ­ნე­ბა რუს­თა­ვის ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის მე­ო­თხე სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ნა­ნა სვა­ნი.

აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა მშობ­ლებს შო­რი­საც, მა­შინ რო­დე­საც ერ­თნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ერა­ში ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მოწ­ვე­ვებს ვერ აყ­ვე­ბა, ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ნინო გი­გა­უ­რი ამ­ბობს, რომ გა­მოწ­ვე­ვებს სწო­რე­დაც რომ ახა­ლი წიგ­ნე­ბი ვერ პა­სუ­ხობს:

"უფ­როს შვი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი ენის შეც­ნო­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი და­ი­წყეს, უმ­ცრო­სი ნაკ­ლე­ბად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სწავ­ლით, რა­საც ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ უინ­ტე­რე­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ვაბ­რა­ლებ" - გვე­უბ­ნე­ბა მშო­ბე­ლი.

რას გუ­ლის­ხმობს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენის" დაბ­რუ­ნე­ბა და რო­გო­რი სა­ხით შეს­თა­ვა­ზე­ბენ მას მოს­წავ­ლე­ებს, ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რს, გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა.

"დედა ენას", სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ პრინ­ციპს 2013-14 წლებ­ში არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში შე­ვი­და. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი იუ­ნეს­კომ აღი­ა­რა სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად და ეს ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს, და­იც­ვას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი - "დედა ენა" და უზ­რუნ­ველ­ყოს მისი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

როცა ვამ­ბობთ დაბ­რუ­ნე­ბას, ვგუ­ლის­ხმობთ იმას, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის შემ­დეგ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო "დედა ენა" აღარ გა­მო­სუ­ლა. გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენას" გა­და­ა­კე­თებ­დნენ, გა­და­ა­მუ­შა­ვებ­დნენ, შეც­ვლიდ­ნენ და ბოლო პე­რი­ოდ­ში ავ­ტო­რე­ბა­დაც კი ეწე­რე­ბოდ­ნენ ის რე­დაქ­ტორ-გა­დამ­კე­თებ­ლე­ბი.

ეს რომ აღარ მომ­ხდა­რი­ყო, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნი­ხი­ლა კა­ნო­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის შე­სა­ხებ და მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში შე­ვი­და ეს და­მა­ტე­ბა. კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ამ შემ­თხვე­ვა­ში დედა ენის გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ვერ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­მუ­შა­ოს ახა­ლი რე­დაქ­ცია, რო­მე­ლიც შევა სკო­ლა­ში. ეს კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­მი­ნის­ტროს შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ ვერ­სი­ას შექ­მნი­და და მო­მავ­ლის სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის ამ ვერ­სი­ას მი­აწ­ვდი­და სკო­ლებს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ შექ­მნა 14 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი კო­მი­სია, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლია. ამ კო­მი­სი­ა­ში არი­ან პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი და მხატ­ვა­რი, რად­გან ნა­ხა­ტებ­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წიგნ­ში. კო­მი­სი­ამ ჯერ შე­ი­მუ­შა­ვა პრინ­ცი­პე­ბი რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი დედა ენის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, და­ამ­ტკი­ცა ეს პრინ­ცი­პე­ბი.

მთა­ვა­რი ის არის, რომ ძი­რი­თად სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ რჩე­ბა ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი და ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მებ­თან. ეს არის ენობ­რი­ვი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ამი­ტომ ის რაც გო­გე­ბაშ­ვი­ლის დროს იყო ნორ­მა და დღეს აღარ არის, იც­ვლე­ბა

ცვლი­ლე­ბე­ბი არის ამ ტი­პის: ზოგი სი­ტყვა, რო­მე­ლიც დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა ამო­ვი­ღეთ წიგ­ნი­დან, სა­კი­თხა­ვი ტექ­სტე­ბი დარ­ჩა ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი წიგ­ნის მა­სა­ლი­დან, რად­გან ისი­ნი გო­გე­ბაშ­ვილს შერ­ჩე­უ­ლი ჰქონ­და ორი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პით - ეროვ­ნუ­ლით და ზნე­ობ­რი­ვით და რად­გან ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს წიგნს, გა­დავ­წყვი­ტეთ ამ ტექ­სტე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და ა.შ. ასე­თი სა­ხით კო­მი­სი­ამ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შე­ი­მუ­შა­ვა, მი­ი­ღო და გა­დას­ცა გრი­ფი­რე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ის არის, რომ წიგნს რო­გორც თა­ვის დრო­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში ეწე­რა, დღე­საც აწე­რია - "დედა ენა შედ­გე­ნი­ლია ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მიერ" და შემ­დეგ, "გა­და­ა­მუ­შა­ვა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ­მა კო­მი­სი­ამ" - გა­ნუ­მარ­ტა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულ წიგ­ნებს სკო­ლებს ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან უფა­სოდ გა­დას­ცემს, თუმ­ცა უკვე მას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვან­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბავ­შვებს ენას ამ კონ­კრე­ტუ­ლი თუ ამ დრომ­დე გრი­ფი­რე­ბუ­ლი სხვა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­ას­წავ­ლის.

ფოტო: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა (და­ვით შუღ­ლი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­კო­ლექ­ცია; გე­რონ­ტი კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლის ფო­ტო­კო­ლექ­ცია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას მოგვიტანს "დედა ენის" დაბრუნება?

რას მოგვიტანს "დედა ენის" დაბრუნება?

იაკობ გოგებაშვილის დედა ენის სასწავლო პროგრამაში დაბრუნებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრმა სიტყვა "დაბრუნების" მნიშვნელობაც ვერ გაიგო. AMBEBI.GE შეეცადა ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტი მოესმინა საკითხის ირგვლივ და მკითხველისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ რას მოგვიტანს დედა-ენის დაბრუნება.

განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ დღეს ჩვენს სკოლებში ისედაც არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას“ ეყრდნობა და რა თქმა უნდა, არის ადაპტირებული:

"როგორც ვიცი, ის სახელმძღვანელო, რომელზეც იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში, ასევე ადაპტირებულია. თუ ვსაუბრობთ ადაპტირებული ვერსიის პროგრამაში ჩასმაზე, მაგ შემთხვევაში დაბრუნებაზე ვეღარ ვისაუბრებთ“ - განმარტავს განათლების სპეციალისტი.

აფხაზავა მიიჩნევს, რომ თუ სასწავლო პროგრამაში რეალურად დააბრუნებენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ უკანასკნელ გამოშვებას, რომელიც XIX-XX საუკუნის მიჯნაზე დაიწერა, ის სრულიად შეუფერებელი და არაეფექტური იქნება დღევანდელი თაობისთვის.

"ზუსტად იმავე ფორმით "დედა ენის" შემოტანა საერთოდ გამოუყენებელი იქნება, ადაპტირებული ვერსიაც რა ფორმით არის ადაპტირებული, ესეც ცალკე საკითხია და ექსპერტების მსჯელობის საგანი უნდა იყოს. იაკობ გოგებაშვილი თვითონ სულ იყო ორიენტირებული ამ სახელმძღვანელოს განახლებაზე და არაერთხელ შეცვალა ის, სიცოცხლის განმავლობაში სულ ხვეწდა და საბოლოო ჯამში მაინც უკმაყოფილო იყო თავისი "დედა ენით".

გოგებაშვილი სიახლეებზე იყო ორიენტირებული. დღეს რომ დაეწერა "დედა ენა", იხელმძღვანელებდა იმ თანამედროვე მეთოდოლოგიით, რომელიც დღეისთვის იქნებოდა შესაბამისი და მოარგებდა ჩვენი მოსწავლეებისთვის აუცილებელ საჭიროებებს. ეს სახელმძღვანელო კი ნამდვილად არსებითად იქნებოდა განსხვავებული იმ სახელმძღვანელოსგან, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა.

იაკობ გოგებაშვილის პრინციპების უგულებელყოფა იქნება, თუ ჩვენ თანამედროვე და დღევანდელ მოსწავლეებზე მორგებულ სახელმძღვანელოებს არ შევქმნით. ეს იქნება ზუსტად მისი ხსოვნის შეურაცხყოფა!" - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც მოსწავლეების წიგნიერების ამაღლების მრავალფეროვანი, მულტიმედია მეთოდები არსებობს, ერთ კონკრეტულ წიგნზე აქცენტის გაკეთება არასწორია. აფხაზავას თქმით, იაკობ გოგებაშვილისეული გამოცემა დღევანდელი მოსწავლეებისთვის, რომელთა მზაობა უკვე პირველ კლასში ძალიან მაღალია, ხელოვნების ნიმუში უფრო არის, ვიდრე სწავლების ქმედითი ინსტრუმენტი.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ხათუნა წერეთელი.

"ის ძველი სახელმძღვანელო პირდაპირ რომ დავიდოთ, არ გამოგვადგება, ბევრი რამ არის შესაცვლელი, სიახლეებიც შემოსატანია - სიტყვები, რომლებსაც მაშინ იყენებდნენ, დღეს აღარც გამოიყენება. მაგრამ მივიჩნევ რომ ნებისმიერ "დედა ენას" საფუძველად სწორედ გოგებაშვილის სახელმძღვანელო უნდა დაედოს" - გვეუბნება წერეთელი.

თუმცა, არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებსაც იმდენად არ მოსწონთ ახალი სახელმძღვანელოების ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე, რომ კვლავ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს გამოყენება ურჩევნიათ:

"ბოლოდროინდელ ქართულის წიგნებში იმდენად უსახური ილუსტრაციები იყო, არ მომწონდა. ტექსტებიც უშინაარსო, არ იყო აღმზრდელობითი და შინაარსობრივად დატვირთული, მაშინ როცა გოგებაშვილის ყოველი ტექსტი რაღაცას ასწავლიდა ბავშვს და ბევრ კარგს აძლევდა მათ. რაც არ უნდა მოძველებული იყოს, ჩემი აზრით, "დედა ენას" ვერაფერი შეცვლის, ამიტომ მას დამატებით რესურსად ვხმარობდი საგაკვეთილო პროცესისას“ - გვეუბნება რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანანა სვანი.

აზრთა სხვადასხვაობაა მშობლებს შორისაც, მაშინ როდესაც ერთნი მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიურ ერაში იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო გამოწვევებს ვერ აყვება, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ნინო გიგაური ამბობს, რომ გამოწვევებს სწორედაც რომ ახალი წიგნები ვერ პასუხობს:

"უფროს შვილებთან შედარებით, რომლებმაც ქართული ენის შეცნობა გოგებაშვილის სახელმძღვანელოთი დაიწყეს, უმცროსი ნაკლებად არის დაინტერესებული სწავლით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ უინტერესო სახელმძღვანელოს ვაბრალებ" - გვეუბნება მშობელი.

რას გულისხმობს სასწავლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნება და როგორი სახით შესთავაზებენ მას მოსწავლეებს, ამ საკითხზე AMBEBI.GE განათლების სამინისტროს სპეციალიზებული კომისიის წევრს, გიორგი გოგოლაშვილს ესაუბრა.

"დედა ენას", სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ პრინციპს 2013-14 წლებში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ქართული ანბანის ნომინაციაში შევიდა. ქართული ანბანი იუნესკომ აღიარა საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და ეს ფაქტობრივად საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - "დედა ენა" და უზრუნველყოს მისი სიცოცხლისუნარიანობა.

როცა ვამბობთ დაბრუნებას, ვგულისხმობთ იმას, რომ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ იაკობ გოგებაშვილის საავტორო "დედა ენა" აღარ გამოსულა. გოგებაშვილის "დედა ენას" გადააკეთებდნენ, გადაამუშავებდნენ, შეცვლიდნენ და ბოლო პერიოდში ავტორებადაც კი ეწერებოდნენ ის რედაქტორ-გადამკეთებლები.

ეს რომ აღარ მომხდარიყო, საქართველოს პარლამენტმა განიხილა კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ და მიმდინარე წლის მარტში განათლების კანონში შევიდა ეს დამატება. კანონი ავალდებულებს განათლების სამინისტროს ამ შემთხვევაში დედა ენის გოგებაშვილისეული ვერსიის საფუძველზე შეიმუშაოს ახალი რედაქცია, რომელიც შევა სკოლაში. ეს კანონი ავალდებულებს სამინისტროს შეიქმნას სპეციალიზებული კომპეტენტური კომისია, რომელიც ამ ვერსიას შექმნიდა და მომავლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის ამ ვერსიას მიაწვდიდა სკოლებს.

განათლების სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შექმნა 14 ადამიანისგან შემდგარი კომისია, რომლის თავმჯდომარე მინისტრი მიხეილ ბატიაშვილია. ამ კომისიაში არიან პრაქტიკოსი პედაგოგები და მხატვარი, რადგან ნახატებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნში. კომისიამ ჯერ შეიმუშავა პრინციპები რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა გოგებაშვილისეული დედა ენის გადამუშავება, დაამტკიცა ეს პრინციპები.

მთავარი ის არის, რომ ძირითად სახელმძღვანელოდ რჩება იაკობ გოგებაშვილისეული და ის შესაბამისობაში მოდის თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებთან. ეს არის ენობრივი სახელმძღვანელო, ამიტომ ის რაც გოგებაშვილის დროს იყო ნორმა და დღეს აღარ არის, იცვლება

ცვლილებები არის ამ ტიპის: ზოგი სიტყვა, რომელიც დღეს აღარ იხმარება ამოვიღეთ წიგნიდან, საკითხავი ტექსტები დარჩა იაკობ გოგებაშვილისეული წიგნის მასალიდან, რადგან ისინი გოგებაშვილს შერჩეული ჰქონდა ორი ძირითადი პრინციპით - ეროვნულით და ზნეობრივით და რადგან ძეგლის სტატუსი აქვს წიგნს, გადავწყვიტეთ ამ ტექსტების ადაპტირება თანამედროვეობასთან, ასევე დაემატა სავარჯიშოები და ა.შ. ასეთი სახით კომისიამ ეს სახელმძღვანელო შეიმუშავა, მიიღო და გადასცა გრიფირებისთვის სამინისტროს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ის არის, რომ წიგნს როგორც თავის დროზე, გოგებაშვილის სიცოცხლეში ეწერა, დღესაც აწერია - "დედა ენა შედგენილია იაკობ გოგებაშვილის მიერ" და შემდეგ, "გადაამუშავა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალიზებულმა კომისიამ" - განუმარტა AMBEBI.GE-ს გიორგი გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტრო აღნიშნულ წიგნებს სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან უფასოდ გადასცემს, თუმცა უკვე მასწავლებლის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, ბავშვებს ენას ამ კონკრეტული თუ ამ დრომდე გრიფირებული სხვა სახელმძღვანელოების მიხედვით შეასწავლის.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია; გერონტი კუხალეიშვილის ფოტოკოლექცია)

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა