კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა
აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა

31 წლის ფლო­რის­ტი და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კო­მი­დან გა­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს პა­ცი­ენ­ტის დამ, თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"კო­მი­დან გა­მო­ვი­და, დღეს გა­აღ­ვი­ძეს" - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი რე­გი­ო­ნულ ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ის­რა­ე­ლი­დან და თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ექი­მებ­მა.

"შუბ­ლში აქვს ნას­რო­ლი, სა­ფეთ­ქე­ლის ზე­მოთ, რა­მაც და­უმ­სხვრია ძვლე­ბი, გა­მო­იწ­ვია ტვინ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­მო­ყავთ უცხო­ე­თი­დან ექი­მე­ბი, შე­იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და გა­და­წყდე­ბა, აქ ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას თუ გა­და­იყ­ვა­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. უკვე ჩა­მო­სუ­ლი არი­ან თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვე­ლო­დე­ბით ექი­მებს ის­რა­ე­ლი­დან და დღეს გა­და­წყდე­ბა, რა იქ­ნე­ბა", - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, AMBEBI.GE რე­გი­ო­ნულ ჰოს­პი­ტალს და­უ­კავ­შირ­და. იქ ამ­ჟა­მად 3 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რა­დაშ­ვი­ლის გარ­და კლი­ნი­კა­ში 23 და 46 წლის პა­ცი­ენ­ტე­ბი რჩე­ბი­ან. მათ­გან ყვე­ლა­ზე მძი­მედ ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცია.

"ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის ტრავ­მა, ამ ეტაპ­ზე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, მაგ­რამ კვი­რა დღის შემ­დეგ და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაა მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ფილ­ტვე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მოხ­სნის პრო­ცეს­შია.

სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია 46 წლის მა­მა­კა­ცი - არც გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ არ აქვს დი­ნა­მი­კა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კე­ნაც არ არის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ევექ­სის რე­გი­ო­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის დი­რექ­ტორ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა

აქციის დარბევის დროს მძიმედ დაშავებული და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი კომიდან გამოვიდა

31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პაციენტის დამ, თამარ ფარადაშვილმა განუცხადა.

"კომიდან გამოვიდა, დღეს გააღვიძეს" - აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა, რომელიც ჩვენთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

დავით ფარადაშვილი აქციის დარბევის ღამეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ფარადაშვილი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელიდან და თურქეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა.

"შუბლში აქვს ნასროლი, საფეთქელის ზემოთ, რამაც დაუმსხვრია ძვლები, გამოიწვია ტვინზე სისხლჩაქცევები და უმძიმესი მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყავთ უცხოეთიდან ექიმები, შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, აქ ჩაუტარებენ ოპერაციას თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ. უკვე ჩამოსული არიან თურქი სპეციალისტები, ველოდებით ექიმებს ისრაელიდან და დღეს გადაწყდება, რა იქნება", - ამის შესახებ თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან 20 ივნისის აქციის დარბევის ღამეს დაშავებულები, AMBEBI.GE რეგიონულ ჰოსპიტალს დაუკავშირდა. იქ ამჟამად 3 პაციენტი იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, ფარადაშვილის გარდა კლინიკაში 23 და 46 წლის პაციენტები რჩებიან. მათგან ყველაზე მძიმედ ასაკოვანი მამაკაცია.

"ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტრავმა, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა, მაგრამ კვირა დღის შემდეგ დადებითი დინამიკაა მასთან მიმართებაში და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მოხსნის პროცესშია.

სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია 46 წლის მამაკაცი - არც გაუარესებისკენ არ აქვს დინამიკა, თუმცა ჯერჯერობით გაუმჯობესებისკენაც არ არის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ევექსის რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ