კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - "ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი"
ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - "ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი"

ტაქ­სის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გა­და­ღებ­ვის, ფი­რის გა­დაკ­ვრის და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბის მი­ღე­ბა ტაქ­სის მძღო­ლებს მიმ­დი­ნა­რე წლის 10 აგ­ვის­ტომ­დე შე­ეძ­ლე­ბათ, ხოლო მისი გა­ნაღ­დე­ბა 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა მოხ­დეს. ეს ვა­დე­ბი თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ტაქ­სის მძღო­ლებს შე­ახ­სე­ნა და რე­ფორ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„მინ­და, კი­დევ ერთხელ შე­ვე­ხო რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც გა­სულ წელს და­ვი­წყეთ, ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის სა­კითხს. მე­რი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მის ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 აგ­ვის­ტოა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მსურ­ვე­ლებ­მა შე­სა­ბა­მის მი­სა­მარ­თლზე უნდა მი­მარ­თონ კომ­პა­ნი­ას. ვა­უ­ჩე­რის გა­ნაღ­დე­ბის ბოლო ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვა­უ­ჩე­რის გა­ნაღ­დე­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნის ფე­რის შეც­ვლა (შე­ღებ­ვა, ან თეთ­რი ფი­რის გა­დაკ­ვრა, ასე­ვე ქიმ­წმენ­და) უნდა მოხ­დეს პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი იწყე­ბა. ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ნაღ­დე­ბა სწო­რედ პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი. არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმის­თვის, რომ ბე­ნე­ფი­ტი მი­ი­ღოს რო­გორც ტაქ­სის მძღო­ლებ­მა, ვინც ამ სერ­ვისს ახორ­ცი­ე­ლებს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბენ. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ზო­გა­დად სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ში გვაქვს ნათ­ქვა­მი. აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და რა ნა­ბი­ჯე­ბია გა­დად­გმუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - "ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი"

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - "ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი"

ტაქსის რეფორმის ფარგლებში გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ტაქსის მძღოლებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეეძლებათ, ხოლო მისი განაღდება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ეს ვადები თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ტაქსის მძღოლებს შეახსენა და რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებმა შესაბამის მისამართლზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა, ასევე ქიმწმენდა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე. მოგეხსენებათ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ვაუჩერების განაღდება სწორედ პირველ ოქტომბრამდეა განსაზღვრული. არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება იმისთვის, რომ ბენეფიტი მიიღოს როგორც ტაქსის მძღოლებმა, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ასევე ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაში გვაქვს ნათქვამი. აღარ გავაგრძელებ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ