მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის
ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

ადა­მი­ან­მა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღეს უნდა გი­ამ­ბოთ, ბევ­რი კე­თი­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, მისი სა­ხე­ლი ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

აკა­კი ხოშ­ტა­რია ქარ­თვე­ლი ფი­ნან­სის­ტი, მრეწ­ვე­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ქველ­მოქ­მე­დი იყო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი ლალი მი­ქე­ლა­ძე უამ­ბობს. მან 30 წლის წინ პირ­ველ­მა მო­ი­პო­ვა ცნო­ბე­ბი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის შე­სა­ხებ.

- ვინ იყო აკა­კი ხოშ­ტა­რია და რა­ტომ ით­ვლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის ფი­გუ­რად?

- და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას პი­როვ­ნე­ბა­ზე, მის დიდ ეროვ­ნულ საქ­მე­ებ­ზე, პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებ­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ირ­ჩე­ო­და თვი­თონ და მისი ოჯა­ხი უდი­დე­სი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით, ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბით და მზრუნ­ვე­ლო­ბით.

იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის პი­როვ­ნე­ბა იყო - პი­რა­დად იც­ნობ­და ჩერ­ჩილს, რუზ­ველტს, ჰქო­ნია მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი თე­ი­რან­ში შა­ჰის კარ­ზე... თა­ვის დრო­ზე დიდ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ აღ­ტა­ცე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით უსახ­სოვ­რა ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი წარ­წე­რით, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ქარ­თველ­სა და საქ­მით პატ­რი­ოტს.

ხოშ­ტა­რი­ამ ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი გზა გან­ვლო. წარ­მო­შო­ბით სუ­ჯუ­ნე­ლი აზ­ნა­უ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი შტო­დან იყო. ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე ხელი მიჰ­ყო ფარ­თო სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბას. ხოშ­ტა­რი­ას მთა­ვა­რი სამ­რეწ­ვე­ლო და სა­ვაჭ­რო ას­პა­რე­ზი სპარ­სე­თი იყო. იგი მი­ღე­ბუ­ლი პირი იყო სპარ­სე­თის შა­ჰის კარ­ზე, ვი­ნა­ი­დან იყო მო­ჰა­მედ რეზა-შაჰ ფეჰლე­ვის ნათ­ლია.

ხოშ­ტა­რი­ას ირან­ში ჰქონ­და სა­კუ­თა­რი რკი­ნიგ­ზა ორ დიდ ქა­ლაქს შო­რის და მთე­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­წე­ბი მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო. ჰქონ­და მო­ნო­პო­ლია საპ­ნის წარ­მო­ე­ბა­ზე, ფლობ­და თევ­ზის სა­რე­წებს, ვაჭ­რობ­და მა­ტყლით ინ­გლი­სე­ლებ­თან და რაც მთა­ვა­რია, იყო სპარ­სე­თის ნავ­თო­ბის კონ­ცე­სი­ე­ბის მფლო­ბე­ლი. ხოშ­ტა­რი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო ბა­ქო­ში არ­სე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის სა­რე­წე­ბი, კას­პი­ის­პი­რა ქა­ლაქ ენ­ზე­ლის ელექტრო­ქ­სე­ლი, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ქარ­ხნე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი სა­წარ­მო.

მთელ მის ოპე­რა­ცი­ებს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში და სპარ­სეთ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ფირ­მა "რუ­პენ­ტო", რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც თა­ვად ხოშ­ტა­რია იყო. ეს გახ­ლდათ ყვე­ლა­ზე დიდი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფირ­მა, რაც კი ქარ­თვე­ლებს ოდეს­მე შე­უქ­მნი­ათ. "რუ­პენ­ტომ" და კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და­არ­სე­ბულ­მა თურ­ქულ-სპარ­სულ­მა "ხოშ­ტა­რი­ას ბან­კმა" ურ­თუ­ლე­სი სა­ვაჭ­რო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ვაჭ­რო წრე­ე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სეს.

- რაც შე­ე­ხე­ბა მის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას, ცნო­ბი­ლია, რომ სამ­შობ­ლოს­თვის ბევრ კე­თილ საქ­მეს აკე­თებ­და...

- ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას ქველ­მოქ­მე­დე­ბა და მე­ცე­ნა­ტო­ბა. მის­თვის სამ­შობ­ლო­ზე ზრუნ­ვა უმ­თავ­რე­სი და უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი იყო. ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ხელს არ უშ­ლი­და ის გა­რე­მო­ე­ბა, თუ სად ცხოვ­რობ­და - მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პა­სა თუ აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში.

მას სწამ­და, რომ ამ სო­ფელ­ში ყვე­ლა­ფე­რი ამა­ოა, ყო­ვე­ლი­ვე კვდე­ბა გარ­და კე­თი­ლი­სა, სიმ­შვი­დი­სა, ძმა­თა სიყ­ვა­რუ­ლის... დროს ყვე­ლა­ფე­რი მი­აქვს, არ კვდე­ბა მხო­ლოდ კე­თილ საქ­მე­თა ხსე­ნე­ბა. ხოშ­ტა­რია ნამ­დვილ მა­მობ­რივ მზრუნ­ვე­ლო­ბას უწევ­და ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა. ბერ­ლი­ნი­სა და პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მის პი­რად ხარ­ჯზე სწავ­ლობ­დნენ ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც ბევ­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი გახ­და.

ხოშ­ტა­რი­ას და­ფი­ნან­სე­ბი­თა და უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­შენ­და ბა­თუ­მის მთა­ვა­რი ზღვის­პი­რა ბულ­ვა­რი, მა­ხინ­ჯა­უ­რის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ახა­ლი ათო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი...

ქველ­მოქ­მედ­მა საფ­რან­გეთ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ და პრეს­ტი­ჟულ გა­ლე­რე­ა­ში - "გა­ლე­რი რო­ზენ­ბერ­გში", სა­დაც მხო­ლოდ ისეთ ცნო­ბილ და მო­დურ მხატ­ვრებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ე­ფი­ნათ ტი­ლო­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: პი­კა­სო, მა­ტი­სი, დე­რე­ნი, ბრა­კი და სხვე­ბი, შე­ი­ძი­ნა ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო მხატ­ვრის - ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი­სა და ან­დრე ლო­ტის სუ­რა­თე­ბი და სა­ჩუქ­რად გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს. მან­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლად შექ­მნილ სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბა­ქო­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა 8 ათა­სი მა­ნე­თი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა.

ამას­თან, ხოშ­ტა­რი­ამ ნიკო ნი­კო­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­იყ­ვა­ნა რკი­ნიგ­ზა ფოთ­სა და აბა­შას შო­რის. სამ­შობ­ლოს­თან კავ­ში­რი არც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ გა­უ­წყვე­ტია. 20-იან წლებ­ში, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას აკ­ლდა პური, ხოშ­ტა­რია თა­ვის ფუ­ლით ირან­ში ყი­დუ­ლობ­და პურს, აგ­ზავ­ნი­და ბა­ქო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პური შე­მო­დი­ო­და "ხოშ­ტა­რი­ას პუ­რის" სა­ხე­ლით.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ 1922 წლის გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ის საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მან და­ა­ფი­ნან­სა და გა­მო­ა­წყო მთლი­ან ან­ტუ­რაჟ­ში. იგი პი­რა­დად იც­ნობ­და ჩერ­ჩილს, რუზ­ველტს, ჰქო­ნია მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი თე­ი­რან­ში შა­ჰის კარ­ზე.

- ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მან შე­ი­ძი­ნა და გა­დას­ცა ქარ­თველ ხალ­ხს კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი თბი­ლის­ში...

- ოჯა­ხუ­რი გად­მო­ცე­მე­ბი­თა და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 1914 წელს თბი­ლი­სელ­მა ქარ­თვე­ლო­ბამ სპარ­სეთ­ში მყოფ აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს რომ სა­ჯა­რო აუქ­ცი­ონ­ზე უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­პი­ტა­ლის­ტი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის და­ვით ზა­ქა­რი­ას ძე სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სერ­გი­ე­ვის (ამ­ჟა­მად მა­ჩაბ­ლის) ქუ­ჩა­ზე და სთხო­ვეს შე­ე­ძი­ნა იგი.

ნიკო ნი­კო­ლა­ძე, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, აკა­კი ხოშ­ტა­რია

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა აგე­ბუ­ლია სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მიერ 1902 წელს. და­ვი­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის (1911 წ) შემ­დეგ მისი საქ­მის მწარ­მო­ებ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ მე­უღ­ლე, ეკა­ტე­რი­ნე ფო­რა­ქაშ­ვი­ლი და მისი ძმა ადამ ფო­რა­ქაშ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა და­ვი­თის ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, უსას­ყიდ­ლოდ უნდა გა­და­ცე­მო­და, ქა­ლა­ქის თვით­მარ­თვე­ლო­ბას, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ჯერ კი­დევ ეკა­ტე­რი­ნეს სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლი სა­ჯა­როდ უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თბი­ლი­სელ ქარ­თვე­ლებს სურ­დათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ის­ტო­რი­ი­თა და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით დიდ ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, არ შე­ე­ძი­ნა სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს.

მარ­თლაც, ამა­ვე წელს აკა­კი ხოშ­ტა­რია ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და შე­ის­ყი­და ეს სახ­ლი, შე­უდ­გა მის რეს­ტავ­რა­ცი­ას და ხე­ლა­ხალ გა­და­კე­თე­ბას. იტა­ლი­ი­დან და გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა მხატ­ვრე­ბი, რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი და მთე­ლი 4 წლის მან­ძილ­ზე მათ მთლი­ა­ნად მო­ხა­ტეს და გა­და­ა­კე­თეს მთე­ლი სა­სახ­ლე. აკა­კიმ მო­ა­წყო სა­სახ­ლე­ში სა­ზა­ფხუ­ლო და ზამ­თრის ბა­ღე­ბი, ვე­ნე­ცი­ი­დან ჩა­მო­ა­ტა­ნი­ნა ლო­მე­ბის და სხვა ცხო­ვე­ლე­ბის ფი­გუ­რე­ბი, სპარ­სე­თი­დან უნი­კა­ლუ­რი ხა­ლი­ჩე­ბი, მრა­ვა­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თი...

აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას ოჯა­ხი აბა­შა­ში

1919 წელს ახალ სა­სახ­ლე­ში მან გა­მარ­თა დიდი ბან­კე­ტი, სა­დაც თავი მო­უ­ყა­რა ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც დად­გა ა. ხოშ­ტა­რი­ას საფ­რან­გეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხი, მის­მა ახლო ნა­თე­სავ­მა პო­ეტ­მა დუტუ მეგ­რელ­მა (ხოშ­ტა­რია) მისი პი­რა­დი სურ­ვი­ლი­თა და თან­ხმო­ბით მი­მარ­თა მწე­რალ­თა კავ­ში­რის მა­შინ­დელ თავ­ჯდო­მა­რეს პა­ო­ლო იაშ­ვილს, გა­დას­ცა ბა­ტო­ნი აკა­კის სურ­ვი­ლი, რომ იგი თა­ვის სა­სახ­ლეს, იქ და­ცუ­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბით და ძვირ­ფა­სი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბით მთლი­ა­ნად უსას­ყიდ­ლოდ, სა­ჩუქ­რად უტო­ვებ­და ქარ­თველ მწერ­ლებს, რათა იქ მო­წყო­ბი­ლი იქ­ნეს ხე­ლო­ვან­თა სა­სახ­ლე. ეს მარ­თლაც ასე მოხ­და..."

ეს გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი 1932 წელს, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა - 59 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აკა­კი ხოშ­ტა­რია დაკ­რძა­ლუ­ლია პა­რი­ზის პერ-ლა­შე­ზის სა­საფ­ლა­ო­ზე. მისი მე­უღ­ლე, მი­ნა­დო­რა ხოშ­ტა­რია დაკ­რძა­ლუ­ლია თე­ი­რა­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რუ­სულ სა­საფ­ლა­ო­ზე. მი­ნა­დო­რას აკ­ლდა­მა, რო­მე­ლიც აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ აა­გე­ბი­ნა, ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ერ­თა­დერ­თი ნი­მუ­შია ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ფოტო: ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა "ივე­რი­ე­ლი", მფლო­ბე­ლე­ბი: ლე­ვან ურუ­შა­ძე, ქეთა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ქურ­დო­ვა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
0

ნათელში ამყიფოს უფალმა.თქვენ კი დიდი მადლობა საიტისთვის

 

კოტე ბრეგვაძე
1

ნათლობის არსი იცით? რას ნიშნავს ,,მაგათთან მიღებულია"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

ქართველი, რომელიც ირანში რკინიგზას და ბაქოში ნავთობსაბადოს ფლობდა - აკაკი ხოშტარიას გასაოცარი ქველმოქმედება საქართველოსთვის

ადამიანმა, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ, ბევრი კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო, მისი სახელი ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

აკაკი ხოშტარია ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი იყო, საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება, რომლის შესახებაც AMBEBI.GE-ს მკითხველს ისტორიკოსი, პროფესორი ლალი მიქელაძე უამბობს. მან 30 წლის წინ პირველმა მოიპოვა ცნობები ქართველი მეცენატის შესახებ.

- ვინ იყო აკაკი ხოშტარია და რატომ ითვლება საერთაშორისო მასშტაბის ფიგურად?

- დაუსრულებლად შეიძლება საუბარი აკაკი ხოშტარიას პიროვნებაზე, მის დიდ ეროვნულ საქმეებზე, პიროვნულ ღირსებებზე, თუ როგორ გამოირჩეოდა თვითონ და მისი ოჯახი უდიდესი კეთილშობილებით, სტუმართმოყვარეობით, მოყვასისადმი სიყვარულით, ახლობლებისადმი ყურადღებით და მზრუნველობით.

იგი საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება იყო - პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე... თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ აღტაცებითა და სიყვარულით უსახსოვრა ლექსების კრებული წარწერით, როგორც ჭეშმარიტ ქართველსა და საქმით პატრიოტს.

ხოშტარიამ ცხოვრების საინტერესო და რთული გზა განვლო. წარმოშობით სუჯუნელი აზნაურების ისტორიული შტოდან იყო. ყმაწვილობიდანვე ხელი მიჰყო ფართო სავაჭრო საქმიანობას. ხოშტარიას მთავარი სამრეწველო და სავაჭრო ასპარეზი სპარსეთი იყო. იგი მიღებული პირი იყო სპარსეთის შაჰის კარზე, ვინაიდან იყო მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ნათლია.

ხოშტარიას ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა ორ დიდ ქალაქს შორის და მთელი ამ ტერიტორიების მიწები მის მფლობელობაში იყო. ჰქონდა მონოპოლია საპნის წარმოებაზე, ფლობდა თევზის სარეწებს, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და რაც მთავარია, იყო სპარსეთის ნავთობის კონცესიების მფლობელი. ხოშტარიას მფლობელობაში იყო ბაქოში არსებული ნავთობის სარეწები, კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროქსელი, თბილისში არსებული მექანიკური ქარხნები და სხვა მრავალი საწარმო.

მთელ მის ოპერაციებს ამიერკავკასიაში და სპარსეთში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებული ფირმა "რუპენტო", რომლის პრეზიდენტიც თავად ხოშტარია იყო. ეს გახლდათ ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ფირმა, რაც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ. "რუპენტომ" და კონსტანტინოპოლში დაარსებულმა თურქულ-სპარსულმა "ხოშტარიას ბანკმა" ურთულესი სავაჭრო კომბინაციებით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სავაჭრო წრეები დააინტერესეს.

- რაც შეეხება მის საქველმოქმედო საქმიანობას, ცნობილია, რომ სამშობლოსთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა...

- ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ხოშტარიას ქველმოქმედება და მეცენატობა. მისთვის სამშობლოზე ზრუნვა უმთავრესი და უპირველესი მიზანი იყო. ქველმოქმედებისთვის ხელს არ უშლიდა ის გარემოება, თუ სად ცხოვრობდა - მშობლიურ საქართველოში, ევროპასა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში.

მას სწამდა, რომ ამ სოფელში ყველაფერი ამაოა, ყოველივე კვდება გარდა კეთილისა, სიმშვიდისა, ძმათა სიყვარულის... დროს ყველაფერი მიაქვს, არ კვდება მხოლოდ კეთილ საქმეთა ხსენება. ხოშტარია ნამდვილ მამობრივ მზრუნველობას უწევდა ქართველ ახალგაზრდებს, ვისაც განათლების მიღების სურვილი ჰქონდა, მაგრამ საამისოდ ეკონომიკური საშუალება არ გააჩნდა. ბერლინისა და პარიზის უნივერსიტეტებში მის პირად ხარჯზე სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები, რომელთაგანაც ბევრი მოგვიანებით ცნობილი მეცნიერი გახდა.

ხოშტარიას დაფინანსებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი, ახალი ათონის ცენტრალური პარკი...

ქველმოქმედმა საფრანგეთში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ გალერეაში - "გალერი როზენბერგში", სადაც მხოლოდ ისეთ ცნობილ და მოდურ მხატვრებს ჰქონდათ საშუალება გამოეფინათ ტილოები, როგორებიც იყვნენ: პიკასო, მატისი, დერენი, ბრაკი და სხვები, შეიძინა ჩვენი სასიქადულო მხატვრის - ლადო გუდიაშვილისა და ანდრე ლოტის სურათები და საჩუქრად გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. მანვე საქართველოში ახლად შექმნილ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან გამოუგზავნა 8 ათასი მანეთი შემოწირულობა.

ამასთან, ხოშტარიამ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით, თავისი ხარჯებით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. სამშობლოსთან კავშირი არც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაუწყვეტია. 20-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას აკლდა პური, ხოშტარია თავის ფულით ირანში ყიდულობდა პურს, აგზავნიდა ბაქოში და საქართველოში ეს პური შემოდიოდა "ხოშტარიას პურის" სახელით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1922 წლის გენუის კონფერენციის საბჭოთა დელეგაციის წარმომადგენლები მან დააფინანსა და გამოაწყო მთლიან ანტურაჟში. იგი პირადად იცნობდა ჩერჩილს, რუზველტს, ჰქონია მათთან შეხვედრები თეირანში შაჰის კარზე.

- ცნობილია ისიც, რომ მან შეიძინა და გადასცა ქართველ ხალხს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სახლი თბილისში...

- ოჯახური გადმოცემებითა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილია, რომ 1914 წელს თბილისელმა ქართველობამ სპარსეთში მყოფ აკაკი ხოშტარიას შეატყობინეს რომ საჯარო აუქციონზე უნდა გაყიდულიყო ცნობილი ქართველი კაპიტალისტისა და საზოგადო მოღვაწის დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი სერგიევის (ამჟამად მაჩაბლის) ქუჩაზე და სთხოვეს შეეძინა იგი.

ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია

აღნიშნული შენობა აგებულია სარაჯიშვილის მიერ 1902 წელს. დავითის გარდაცვალების (1911 წ) შემდეგ მისი საქმის მწარმოებლად ითვლებოდნენ მეუღლე, ეკატერინე ფორაქაშვილი და მისი ძმა ადამ ფორაქაშვილი. აღნიშნული შენობა დავითის ანდერძის მიხედვით, უსასყიდლოდ უნდა გადაცემოდა, ქალაქის თვითმართველობას, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჯერ კიდევ ეკატერინეს სიცოცხლეშივე აღნიშნული სახლი საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით თბილისელ ქართველებს სურდათ, რომ აღნიშნული შენობა, რომელიც თავისი ისტორიითა და არქიტექტურული მნიშვნელობით დიდ ფასეულობას წარმოადგენდა, არ შეეძინა სხვა ეროვნების წარმომადგენელს.

მართლაც, ამავე წელს აკაკი ხოშტარია ჩამოვიდა თბილისში და შეისყიდა ეს სახლი, შეუდგა მის რესტავრაციას და ხელახალ გადაკეთებას. იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოიყვანა მხატვრები, რესტავრატორები და მთელი 4 წლის მანძილზე მათ მთლიანად მოხატეს და გადააკეთეს მთელი სასახლე. აკაკიმ მოაწყო სასახლეში საზაფხულო და ზამთრის ბაღები, ვენეციიდან ჩამოატანინა ლომების და სხვა ცხოველების ფიგურები, სპარსეთიდან უნიკალური ხალიჩები, მრავალი ანტიკვარული ნივთი...

აკაკი ხოშტარიას ოჯახი აბაშაში

1919 წელს ახალ სასახლეში მან გამართა დიდი ბანკეტი, სადაც თავი მოუყარა ცნობილ ქართველებს. მოგვიანებით, როდესაც დადგა ა. ხოშტარიას საფრანგეთში გამგზავრების საკითხი, მისმა ახლო ნათესავმა პოეტმა დუტუ მეგრელმა (ხოშტარია) მისი პირადი სურვილითა და თანხმობით მიმართა მწერალთა კავშირის მაშინდელ თავჯდომარეს პაოლო იაშვილს, გადასცა ბატონი აკაკის სურვილი, რომ იგი თავის სასახლეს, იქ დაცული უძრავ-მოძრავი ქონებით და ძვირფასი ანტიკვარული ნივთებით მთლიანად უსასყიდლოდ, საჩუქრად უტოვებდა ქართველ მწერლებს, რათა იქ მოწყობილი იქნეს ხელოვანთა სასახლე. ეს მართლაც ასე მოხდა..."

ეს გენიალური ქართველი 1932 წელს, სრულიად ახალგაზრდა - 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. აკაკი ხოშტარია დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. მისი მეუღლე, მინადორა ხოშტარია დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. მინადორას აკლდამა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ააგებინა, ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ტერიტორიაზე.

ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", მფლობელები: ლევან ურუშაძე, ქეთა მამულაშვილი, პაატა ქურდოვანიძე