მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული
"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

ბერ­ძე­ნი მწე­რა­ლი აპო­ლონ რო­დო­სე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და: "კოლ­ხებ­ში ჯერ კი­დევ ახ­ლაც ცოდ­ვად ით­ვლე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ცე­ცხლით დაწ­ვა. არც ის არის წესი, მი­წა­ში დაფ­ლან და ზე­მო­დან ტაგ­რუ­ცი და­ა­ყა­რონ. მათ ხა­რის მო­უ­თე­ლავ ტყა­ვებ­ში ახ­ვე­ვენ და ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით ხე­ებ­ზე ჰკი­დე­ბენ". მსგავს ცნო­ბებს გვაწ­ვდი­ან ნი­კო­ლოზ და­მას­კე­ლი და კლავ­დი­ოს ელი­ა­ნუ­სი... ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი დალი გი­ორ­გა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დაკ­რძალ­ვის უძ­ვე­ლეს და უც­ნა­ურ წე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კულ­ტის ერთ-ერთ შე­მად­გე­ნელ ნა­წილს დაკ­რძალ­ვა წარ­მო­ად­გენს. კა­ცობ­რი­ო­ბა ოდით­გან­ვე დაკ­რძალ­ვის სხვა­დას­ხვა წესს იც­ნობ­და: წყალ­ში, მი­წა­ში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში, "ჰა­ერ­ზე დაკ­რძალ­ვა", მე­ო­რა­დი დაკ­რძალ­ვა და სხვ. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის სხვა­დას­ხვა წე­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობ­და ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, ასე­ვე ამა თუ იმ ხალ­ხის ეთ­ნი­კუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ცი­ის დონე და სხვა. დაკ­რძალ­ვის ფორ­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებ­ში იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ ხში­რად მათი გან­სა­ზღვრულ სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნა ძნელ­დე­ბა. დაკ­რძალ­ვის წესს ვეც­ნო­ბით რო­გორც არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის, ისე ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ­ჯე­რად ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის ხევ­სუ­რეთ­ში და­მოწ­მე­ბულ ერთ წეს­ზე შე­ვა­ჩე­რებთ. ხევ­სუ­რებს დე­და­თწე­სის მქო­ნე ან მშო­ბი­ა­რე ქალი "მი­რე­უ­ლად" ანუ უწ­მინ­დუ­რად მი­აჩ­ნდათ. ამი­ტომ ისი­ნი მშო­ბი­ა­რო­ბის ან დე­და­თწე­სის დროს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რობ­დნენ. მათ დრო­ე­ბით სად­გომს ქოხი, სამ­რე­ლო, ბო­სე­ლი, ხოლო იქ მყოფ ქალს მე­ქო­ხე, მე­ბოს­ლე, მე­სამ­რე­ლოე ეწო­დე­ბო­და. პი­რა­ქეთ ხევ­სუ­რეთ­ში სამ­რე­ლო ანუ ქოხი სახ­ლის მახ­ლობ­ლად იდგა. ეს იყო სიპი ქვით ნა­შე­ნი და­ბა­ლი, პა­ტა­რა ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი ძლივს თავ­სდე­ბო­და.

პი­რი­ქით ხევ­სუ­რეთ­ში კი, არ­ხო­ტის თემ­ში ჰქონ­დათ სა­ერ­თო სამ­რე­ლო­ე­ბი, სა­დაც ხში­რად რამ­დე­ნი­მე დე­და­თწე­სის მქო­ნე ქალი იყ­რი­და თავს. სამ­რე­ლო­დან მე­ბოს­ლე ქალი, სა­ნამ იქ ყოფ­ნის დრო არ ამო­ე­წუ­რე­ბო­და და გარ­კვე­ულ წე­სებს არ შე­ას­რუ­ლებ­და, ოჯახ­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბო­და. რაც არ უნდა დიდი გა­სა­ჭი­რი ყო­ფი­ლი­ყო, მე­ბოს­ლე ქალი წესს არ და­არ­ღვევ­და, რად­გან ღრმად სწამ­და, რომ ხევ­სუ­რე­თის ხატ-ან­გე­ლო­ზე­ბი გა­ჯავ­რდე­ბოდ­ნენ და მის ოჯახს გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ.

ირ­კვე­ვა, რომ თუ "მე­ქო­ხე დი­ა­ცი" გარ­და­იც­ვლე­ბო­და, მას საფ­ლავ-სა­მა­რე­ში ანუ სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე არ და­მარ­ხავ­დნენ. სა­სუდ­რე ტან­საც­მელს მე­სუდ­რე ქა­ლე­ბი ჩა­აც­მევ­დნენ, და­ქა­ლე­ბი­ვე ჩა­ას­ვე­ნებ­დნენ მი­წა­ში, მა­მა­კა­ცე­ბი მხო­ლოდ მი­წას გა­თხრიდ­ნენ. ჭი­რი­სუფ­ლებ­თან ხალ­ხი მი­ვი­დო­და და მი­უ­სამ­ძიმ­რებ­და. სამ­რე­ლო­ში გარ­დაც­ვლილს სახ­ლში არ გა­და­ას­ვე­ნებ­დნენ, რად­გა­ნაც ის უწ­მინ­დუ­რად ით­ვლე­ბო­და და არც მა­მა­კა­ცე­ბი მი­ე­კა­რე­ბოდ­ნენ. სამ­რე­ლო­ში გარ­დაც­ვლი­ლის­თვის ქო­ხის ახ­ლოს და­საკ­რძა­ლი ად­გი­ლი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. და­საფ­ლა­ვე­ბი­დან შვი­დი თვის ან ერთი წლის შემ­დეგ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ძვლებს ამო­თხრიდ­ნენ და ნეშტს სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ოს ახ­ლოს და­ა­საფ­ლა­ვებ­დნენ. ამ­ბობ­დნენ: შვი­დი თვის შემ­დეგ უკვე გა­იწ­მინ­დე­ბაო.

რო­დე­საც ნეშტს სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ი­ტან­დნენ, ჭი­რი­სუ­ფალს საკ­ლა­ვი უნდა და­ეკ­ლა და "გზა­ნი და საფ­ლავ­ნი უნდა და­ე­ნათ­ლა". დაკ­ლავ­დნენ ცხვარს ან ხბოს, სის­ხლს ჯა­მით შე­ი­ნა­ხავ­დნენ და რო­მე­ლი გზი­თაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ა­ტა­რეს, იმ გზა­სა და საფ­ლა­ვებს სის­ხლს მო­ას­ხუ­რებ­დნენ. ვინც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­ას­ვე­ნა, მათ "ხე­ლებ­ზე ასას­ხმელს" გა­მო­უ­ცხობ­დნენ და და­ნათ­ლავ­დნენ, რად­გან "მე­ქო­ხე" დი­აცს "შე­ე­რივ­ნენ". ქოხ­ში გარ­დაც­ვლილ დი­აცს იმა­ვე წე­სით უმ­ზა­დებ­დნენ ყო­ველ­გვარ ხარ­ჯებს, რა წე­სი­თაც სხვა მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს. თუ ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი ქოხ­ში მოკ­ვდე­ბო­და, არც ის და­ი­მარ­ხე­ბო­და სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე. მა­საც "მე­სამ­რე­ლოე" ქა­ლე­ბი ქო­ხის ახ­ლოს გა­უ­თხრიდ­ნენ საფ­ლავს და ისი­ნი­ვე და­ა­საფ­ლა­ვებ­დნენ. მო­ტი­რა­ლი მი­დი­ო­და ჭი­რი­სუფ­ლის კარ­ზე. დე­და­კა­ცე­ბი კი, სა­დაც ბავ­შვი და ბავ­შვის დედა იყო, იქ მი­დი­ოდ­ნენ და ტი­როდ­ნენ. თუ ქოხ­ში დე­დას ძა­ლი­ან ავად ჰყავ­და ბავ­შვი და მისი მორ­ჩე­ნა სა­ეჭ­ვო იყო, ბავ­შვს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ქო­ხი­დან ოჯახ­ში შე­მო­იყ­ვან­დნენ, რომ სული სახ­ლში ამოს­ვლო­და და საფ­ლავ-სა­მა­რე­ში და­მარ­ხუ­ლი­ყო.

- რო­გორც ვი­ცით, არ­სე­ბობ­და ჰა­ერ­ზე (ხეზე) დაკ­რძალ­ვის ტრა­დი­ცია...

- ჰა­ერ­ში დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა რო­გორც ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ის­ტო­რი­ულ­მა წყა­რო­ებ­მა, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მოგ­ზა­ურ­თა ჩა­ნა­წე­რებ­მა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ყო­ფა­ში, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ კუ­თხე­ში შე­მორ­ჩე­ნილ­მა ჩვე­უ­ლე­ბამ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ავ­ტორ­თა ცნო­ბე­ბი უნდა აღი­ნოშ­ნოს. კოლ­ხეთ­ში ჰა­ერ­ზე დაკ­რძალ­ვის წესს ბერ­ძე­ნი მწე­რა­ლი აპო­ლონ რო­დო­სე­ლი აღ­წერს:

"კოლ­ხებ­ში ჯერ კი­დევ ახ­ლაც ცოდ­ვად ით­ვლე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ცე­ცხლით დაწ­ვა. არც ის არის წესი, მი­წა­ში დაფ­ლან და ზე­მო­დან ტაგ­რუ­ცი და­ა­ყა­რონ. მათ ხა­რის მო­უ­თე­ლავ ტყა­ვებ­ში ახ­ვე­ვენ­და ქა­ლა­ქი­დან მო­შო­რე­ბით ხე­ებ­ზე ჰკი­დე­ბენ. მსგავს ცნო­ბებს გვაწ­ვდი­ან ნი­კო­ლოზ და­მას­კე­ლი­და კლავ­დი­ოს ელი­ა­ნუ­სი... და­მას­კე­ლი წერს: კოლ­ხე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს კი არ მარ­ხა­ვენ მი­წა­ში, არა­მედ ჰკი­დე­ბენ ხე­ებ­ზე. ელი­ა­ნუ­სის ცნო­ბი­თაც "კოლ­ხე­ბი გვა­მებს ტყა­ვებ­ში მარ­ხა­ვენ, გა­მოხ­ვე­ვენ მათ­ში და ხე­ებ­ზე ჰკი­დე­ბენ".

რო­გორც ჩანს, ძველ კოლ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წესი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ამ სა­ხით "დაკ­რძალ­ვი­სა" არ­სე­ბო­ბას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობ­და. ამა­ზე შემ­დე­გი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცნო­ბე­ბიც მი­უ­თი­თებს. კერ­ძოდ, მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აფხა­ზებ­ში ჰა­ერ­ზე დაკ­რძალ­ვის ჩვე­უ­ლე­ბას აგ­ვიღ­წერს ჯო­ვა­ნი ლუკა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რომ აფხა­ზე­ბი ტყე­ში ოთხ მა­ღალ ფი­ცარ­ნაგ­ზე დად­გამ­დნენ ხის­გან გა­მო­ჩორკნილ კუ­ბოს და მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს იქ ტო­ვებ­დნენ. ასე­თი­ვე წესს აგ­ვი­წერს არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი: "აფხა­ზებს აქვთ ერთი შე­სა­ნის­ნა­ვი ჩვე­უ­ლე­ბა, სა­ხელ­დობრ ის, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს როდი მარ­ხა­ვენ, არა­მედ ჰკი­დე­ბენ ხოლ­მე ხეზე. გა­მო­ღა­რა­ვენ ხის ღე­როს კუ­ბოს მსგავ­სად, შიგ ჩა­დე­ბენ მიც­ვა­ლე­ბულს და ვა­ზის­მა­გა­რი ლერ­წე­ბით ჩა­მოჰ­კი­დე­ბენ ხის წვე­რო­ზე...".

მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სის ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ცნო­ბით: "აფხა­ზე­ბი არა დაჰფ­ლა­ვენ მკუ­დარ­თა თვსთა, არა­მედ მი­სი­თა­ვე სამ­კა­ულ-ია­რა­ღით და შე­სა­მოს­ლი­თა შთას­დე­ბენ კუ­ბო­თა შინა და შეს­დგა­მენ ხეთა ზედა".

ხეზე დაკ­რძალვს ჩვე­უ­ლე­ბა მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის აფხა­ზებ­ში მხო­ლოდ გად­მო­ნაშ­თის სა­ხით შე­მო­ნა­ხუ­ლა და მე­ხის და­ცე­მით და­ღუ­პულ­თა მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ჩვენს დრომ­დე აფხა­ზე­ბი მეხ­და­ცე­მუ­ლებს დებ­დნენ მაღ­ლა ხის ბო­ძებ­ზე გა­დე­ბულ ფი­ცარ­ნაგ­ზე იმ დრომ­დე, ვიდ­რე კუ­ბო­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ძვლე­ბი არ დარ­ჩე­ბო­და და მერე მარ­ხავ­დნენ.

მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა გუ­რი­ი­დან. სო­ფელ ქვე­მო კინ­ჩხში, აკ­ლდა­მის თავ­ზე ძველ­თაძ­ვე­ლი ეკ­ლე­სია იდგა. ამ ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თხე­ლის ხე­ე­ბი იდგა. კაცი რომ მოკ­ვდე­ბო­და ხა­რის ნედლ ტყავ­ში გა­ახ­ვევ­დნენ, რომ წვი­მას არ გა­ე­ტა­ნა და ამ ხეზე ჩა­მო­კი­დებ­დნენ. ხორ­ცი რომ გა­მოდ­ნე­ბო­და, ძვლე­ბი დარ­ჩე­ბო­და და მერე ამ ძვლებს სა­ძუ­ა­ლე­ში და­ა­წყობ­დნენ. ერთ აკ­ლდა­მა­ში 10-15 საგ­ვა­რე­უ­ლოა.

ჰა­ერ­ზე დაკ­რძალ­ვის ერთ-ერთ სა­ხედ გ. ნი­ო­რა­ძეს ხევ­სუ­რე­თი მი­აჩ­ნდა. იგი გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას, რომ ამ წე­სის წარ­მო­შო­ბა უნდა მი­ე­წე­როს იმ დროს, რო­დე­საც გვა­მის მი­წის­თვის მი­ბა­რე­ბა ცოდ­ვად ით­ვლე­ბო­და.

მთა­ვა­რი ფოტო: აკ­ლდა­მი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი, რო­მელ­ზე­დაც ტა­ნი­სა­მო­სი ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია

ხევ­სუ­რე­თი - 1930-იანი წლე­ბი

წყა­რო: გი­ორ­გი თე­დო­რა­ძის წიგ­ნი "ხუთი წელი ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

"მიცვალებულებს ხარის ტყავში ახვევდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ..." - დაკრძალვის უცნაური წესები, რომელიც საქართველოში ძველად იყო გავრცელებული

ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღნიშნავდა: "კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ". მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელი და კლავდიოს ელიანუსი... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დალი გიორგაძე საქართველოში გავრცელებული დაკრძალვის უძველეს და უცნაურ წესებზე გვესაუბრება:

- მიცვალებულის კულტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს დაკრძალვა წარმოადგენს. კაცობრიობა ოდითგანვე დაკრძალვის სხვადასხვა წესს იცნობდა: წყალში, მიწაში, გამოქვაბულში, "ჰაერზე დაკრძალვა", მეორადი დაკრძალვა და სხვ. მიცვალებულის დაკრძალვის სხვადასხვა წესის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობდა ისტორიულ-გეოგრაფიული პირობები, ასევე ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური თავისებურებანი. შრომითი საქმიანობის სპეციფიკა, სოციალური სერტიფიკაციის დონე და სხვა. დაკრძალვის ფორმები მსოფლიოს ხალხებში იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად მათი განსაზღვრულ სისტემაში მოყვანა ძნელდება. დაკრძალვის წესს ვეცნობით როგორც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ისე ისტორიული წყაროებისა და სხვადასხვა ხალხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული მონაცემების საშუალებით. ამჯერად ჩვენ ყურადღებას მიცვალებულის დაკრძალვის ხევსურეთში დამოწმებულ ერთ წესზე შევაჩერებთ. ხევსურებს დედათწესის მქონე ან მშობიარე ქალი "მირეულად" ანუ უწმინდურად მიაჩნდათ. ამიტომ ისინი მშობიარობის ან დედათწესის დროს გარკვეული პერიოდი განცალკევებით ცხოვრობდნენ. მათ დროებით სადგომს ქოხი, სამრელო, ბოსელი, ხოლო იქ მყოფ ქალს მექოხე, მებოსლე, მესამრელოე ეწოდებოდა. პირაქეთ ხევსურეთში სამრელო ანუ ქოხი სახლის მახლობლად იდგა. ეს იყო სიპი ქვით ნაშენი დაბალი, პატარა ნაგებობა, სადაც ორი ადამიანი ძლივს თავსდებოდა.

პირიქით ხევსურეთში კი, არხოტის თემში ჰქონდათ საერთო სამრელოები, სადაც ხშირად რამდენიმე დედათწესის მქონე ქალი იყრიდა თავს. სამრელოდან მებოსლე ქალი, სანამ იქ ყოფნის დრო არ ამოეწურებოდა და გარკვეულ წესებს არ შეასრულებდა, ოჯახში ვერ დაბრუნდებოდა. რაც არ უნდა დიდი გასაჭირი ყოფილიყო, მებოსლე ქალი წესს არ დაარღვევდა, რადგან ღრმად სწამდა, რომ ხევსურეთის ხატ-ანგელოზები გაჯავრდებოდნენ და მის ოჯახს გაანადგურებდნენ.

ირკვევა, რომ თუ "მექოხე დიაცი" გარდაიცვლებოდა, მას საფლავ-სამარეში ანუ საერთო სასაფლაოზე არ დამარხავდნენ. სასუდრე ტანსაცმელს მესუდრე ქალები ჩააცმევდნენ, დაქალებივე ჩაასვენებდნენ მიწაში, მამაკაცები მხოლოდ მიწას გათხრიდნენ. ჭირისუფლებთან ხალხი მივიდოდა და მიუსამძიმრებდა. სამრელოში გარდაცვლილს სახლში არ გადაასვენებდნენ, რადგანაც ის უწმინდურად ითვლებოდა და არც მამაკაცები მიეკარებოდნენ. სამრელოში გარდაცვლილისთვის ქოხის ახლოს დასაკრძალი ადგილი იყო გამოყოფილი. დასაფლავებიდან შვიდი თვის ან ერთი წლის შემდეგ მიცვალებულის ძვლებს ამოთხრიდნენ და ნეშტს საერთო სასაფლაოს ახლოს დაასაფლავებდნენ. ამბობდნენ: შვიდი თვის შემდეგ უკვე გაიწმინდებაო.

როდესაც ნეშტს სასაფლაოზე გადაიტანდნენ, ჭირისუფალს საკლავი უნდა დაეკლა და "გზანი და საფლავნი უნდა დაენათლა". დაკლავდნენ ცხვარს ან ხბოს, სისხლს ჯამით შეინახავდნენ და რომელი გზითაც მიცვალებული სასაფლაოზე გაატარეს, იმ გზასა და საფლავებს სისხლს მოასხურებდნენ. ვინც მიცვალებული წაასვენა, მათ "ხელებზე ასასხმელს" გამოუცხობდნენ და დანათლავდნენ, რადგან "მექოხე" დიაცს "შეერივნენ". ქოხში გარდაცვლილ დიაცს იმავე წესით უმზადებდნენ ყოველგვარ ხარჯებს, რა წესითაც სხვა მიცვალებულებს. თუ ახალდაბადებული ბავშვი ქოხში მოკვდებოდა, არც ის დაიმარხებოდა საერთო სასაფლაოზე. მასაც "მესამრელოე" ქალები ქოხის ახლოს გაუთხრიდნენ საფლავს და ისინივე დაასაფლავებდნენ. მოტირალი მიდიოდა ჭირისუფლის კარზე. დედაკაცები კი, სადაც ბავშვი და ბავშვის დედა იყო, იქ მიდიოდნენ და ტიროდნენ. თუ ქოხში დედას ძალიან ავად ჰყავდა ბავშვი და მისი მორჩენა საეჭვო იყო, ბავშვს გარდაცვალებამდე ქოხიდან ოჯახში შემოიყვანდნენ, რომ სული სახლში ამოსვლოდა და საფლავ-სამარეში დამარხულიყო.

- როგორც ვიცით, არსებობდა ჰაერზე (ხეზე) დაკრძალვის ტრადიცია...

- ჰაერში დაკრძალვის შესახებ ცნობები შემოგვინახა როგორც ანტიკური ხანის ისტორიულმა წყაროებმა, ასევე სხვადასხვა მოგზაურთა ჩანაწერებმა და ეთნოგრაფიულ ყოფაში, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს ზოგიერთ კუთხეში შემორჩენილმა ჩვეულებამ. უპირველეს ყოვლისა ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები უნდა აღინოშნოს. კოლხეთში ჰაერზე დაკრძალვის წესს ბერძენი მწერალი აპოლონ როდოსელი აღწერს:

"კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცის ცეცხლით დაწვა. არც ის არის წესი, მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. მათ ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენდა ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მსგავს ცნობებს გვაწვდიან ნიკოლოზ დამასკელიდა კლავდიოს ელიანუსი... დამასკელი წერს: კოლხები მიცვალებულებს კი არ მარხავენ მიწაში, არამედ ჰკიდებენ ხეებზე. ელიანუსის ცნობითაც "კოლხები გვამებს ტყავებში მარხავენ, გამოხვევენ მათში და ხეებზე ჰკიდებენ".

როგორც ჩანს, ძველ კოლხეთში არსებული წესი მიცვალებულის ამ სახით "დაკრძალვისა" არსებობას დიდი ხნის განმავლობაში განაგრძობდა. ამაზე შემდეგი საუკუნეების ცნობებიც მიუთითებს. კერძოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში აფხაზებში ჰაერზე დაკრძალვის ჩვეულებას აგვიღწერს ჯოვანი ლუკა, რომელიც მიუთითებს, რომ აფხაზები ტყეში ოთხ მაღალ ფიცარნაგზე დადგამდნენ ხისგან გამოჩორკნილ კუბოს და მიცვალებულებს იქ ტოვებდნენ. ასეთივე წესს აგვიწერს არქანჯელო ლამბერტი: "აფხაზებს აქვთ ერთი შესანისნავი ჩვეულება, სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე. გამოღარავენ ხის ღეროს კუბოს მსგავსად, შიგ ჩადებენ მიცვალებულს და ვაზისმაგარი ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვეროზე...".

მეთვრამეტე საუკუნის ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: "აფხაზები არა დაჰფლავენ მკუდართა თვსთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღით და შესამოსლითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა".

ხეზე დაკრძალვს ჩვეულება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის აფხაზებში მხოლოდ გადმონაშთის სახით შემონახულა და მეხის დაცემით დაღუპულთა მიმართ გამოიყენებოდა. ჩვენს დრომდე აფხაზები მეხდაცემულებს დებდნენ მაღლა ხის ბოძებზე გადებულ ფიცარნაგზე იმ დრომდე, ვიდრე კუბოში მიცვალებულის ძვლები არ დარჩებოდა და მერე მარხავდნენ.

მეტად მნიშვნელოვანია მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა გურიიდან. სოფელ ქვემო კინჩხში, აკლდამის თავზე ძველთაძველი ეკლესია იდგა. ამ ეკლესიასთან ურთხელის ხეები იდგა. კაცი რომ მოკვდებოდა ხარის ნედლ ტყავში გაახვევდნენ, რომ წვიმას არ გაეტანა და ამ ხეზე ჩამოკიდებდნენ. ხორცი რომ გამოდნებოდა, ძვლები დარჩებოდა და მერე ამ ძვლებს საძუალეში დააწყობდნენ. ერთ აკლდამაში 10-15 საგვარეულოა.

ჰაერზე დაკრძალვის ერთ-ერთ სახედ გ. ნიორაძეს ხევსურეთი მიაჩნდა. იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ წესის წარმოშობა უნდა მიეწეროს იმ დროს, როდესაც გვამის მიწისთვის მიბარება ცოდვად ითვლებოდა.

მთავარი ფოტო: აკლდამიდან გამოტანილი ადამიანის ჩონჩხი, რომელზედაც ტანისამოსი ჯერ კიდევ შემორჩენილია

ხევსურეთი - 1930-იანი წლები

წყარო: გიორგი თედორაძის წიგნი "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში"