პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა, კომპანიის ადვოკატი პასუხობს
ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა, კომპანიის ადვოკატი პასუხობს

ამ ეტაპ­ზე ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, სუ­რა­თის სრუ­ლად აღ­დგე­ნა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ყაზ­ბეგ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ვერ­ტმფრე­ნის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ავი­ა­ტორ +“-ის ად­ვო­კატ­მა კახა წე­რე­თელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გუ­შინ მცხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ი­კი­თხნენ.

„გა­მო­ი­კი­თხნენ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის, კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლიც. თუ გა­მო­ძი­ე­ბა ჩათ­ვლის და­მა­ტე­ბით სა­ჭი­როდ მათ გა­მო­კი­თხვას, გა­მო­ი­კი­თხე­ბი­ან.

გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ ვერ­ტმფრე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან, შე­ძე­ნას­თან, კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს. ამ ეტაპ­ზე ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, სუ­რა­თის სრუ­ლად აღ­დგე­ნა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვერ­ტმფრე­ნი შე­მოწ­მე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად გა­დი­ო­და და უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვერ­ტმფრე­ნი უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და და სწო­რედ, მის და­ტესტვას ცდი­ლობ­და მფრი­ნა­ვი.

„ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მსგავს რა­მეს გა­მო­რი­ცხა­ვენ.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გად რაც იკ­ვე­თე­ბა, არის ის, რომ ეს ვერ­ტმფრე­ნი იყო ახა­ლი - ერთი წლის ტექ­ნი­კა. ის პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ო­და, რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ, ვი­ნა­ი­დან ეს ვერ­ტმფრე­ნი სა­გა­რან­ტიო პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ბოლო ტეს­ტი­რე­ბა 22 მა­ისს გა­ი­ა­რა“, - აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ვერ­ტმფრენ­ში მფრი­ნავ­თან და მის დამ­ხმა­რეს­თან ერ­თად მე­სა­მე პი­რიც, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

„ეს ადა­მი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობ­და. ვერ­ტმფრე­ნი 5 ადა­მი­ან­ზე იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მათ შო­რის, მფრი­ნა­ვიც შე­დის. შე­სა­ბა­მი­სად, 3 ადა­მი­ა­ნის იქ ყოფ­ნა პრობ­ლე­მა არ იყო. ეს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, ვერ­ტმფრე­ნი ორად­გი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს კომ­პა­ნი­ა­საც, რომ კა­ტას­ტრო­ფის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დად­გინ­დეს. ფაქ­ტია, რომ ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და. თა­ვა­დაც აწარ­მო­ე­ბენ მოკ­ვლე­ვას და გა­მო­ძი­ე­ბას­თან სრუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. რა თქმა უნდა, კი­თხვე­ბი მა­თაც აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ავი­ა­ტორ +“-ის კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი ყაზ­ბე­ში 6 ივ­ნისს ჩა­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვას ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი სამი პი­რის სი­ცო­ცხლე ესმხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა, კომპანიის ადვოკატი პასუხობს

ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა, კომპანიის ადვოკატი პასუხობს

ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორ +“-ის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც წერეთელი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლები და ხელმძღვანელები გუშინ მცხეთის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხნენ.

„გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის, კომპანიის ხელმძღვანელიც. თუ გამოძიება ჩათვლის დამატებით საჭიროდ მათ გამოკითხვას, გამოიკითხებიან.

გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ ვერტმფრენის მომსახურებასთან, შეძენასთან, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, გამოძიებას აინტერესებს. ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ვერტმფრენი შემოწმებას პერიოდულად გადიოდა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში, ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და სწორედ, მის დატესტვას ცდილობდა მფრინავი.

„ჩემი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები მსგავს რამეს გამორიცხავენ.

დოკუმენტების მიხედვით და გამოკითხვების შედეგად რაც იკვეთება, არის ის, რომ ეს ვერტმფრენი იყო ახალი - ერთი წლის ტექნიკა. ის პერიოდულად ყველა აუცილებელ შემოწმებას გადიოდა, როგორც შესაბამისი ქართული სამსახურების მიერ, ასევე მწარმოებლის მიერ, ვინაიდან ეს ვერტმფრენი საგარანტიო პერიოდში იმყოფებოდა. ბოლო ტესტირება 22 მაისს გაიარა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვერტმფრენში მფრინავთან და მის დამხმარესთან ერთად მესამე პირიც, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.

„ეს ადამიანი კომპანიის თანამშრომელი იყო და ამასთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. ვერტმფრენი 5 ადამიანზე იყო განკუთვნილი, მათ შორის, მფრინავიც შედის. შესაბამისად, 3 ადამიანის იქ ყოფნა პრობლემა არ იყო. ეს პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, ვერტმფრენი ორადგილიანი იქნებოდა.

ძალიან დიდი ინტერესი აქვს კომპანიასაც, რომ კატასტროფის რეალური მიზეზი დადგინდეს. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა მოხდა. თავადაც აწარმოებენ მოკვლევას და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, კითხვები მათაც აქვთ“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, „ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ყაზბეში 6 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევას ვერტმფრენში მყოფი სამი პირის სიცოცხლე ესმხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"