პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია - გიორგი აბრამიშვილი
ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია - გიორგი აბრამიშვილი

„ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ტოლ­ფა­სია“, - ამ სა­თა­უ­რით ჟურ­ნალ Forbes Georgia-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა და­ი­ბეჭ­და, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30–ე წლის­თავ­ზე ჩვენ ისევ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ვცდი­ლობთ, რაც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბევ­რი ემო­ცი­ი­სა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. არც მე­თო­დე­ბი შეც­ვლი­ლა ამ ხნის მან­ძილ­ზე, არც მი­ზე­ზე­ბი – ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში, აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­დის ხელ­შე­წყო­ბით, ხალ­ხში ჰე­სე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა ჩა­ი­ნერ­გა, რაც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი სხვა­დას­ხვა ფო­ბი­ით იყო გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ვის აძ­ლევ­და ხელს მსგავ­სი პრო­პა­გან­და? ფაქ­ტია, რომ კი­დევ ერთი მსხვი­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გარ­შე­მო მე­ზობ­ლებს, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბულს გახ­დი­და. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა კი არც ერთ ჩვენს მე­ზო­ბელს არ აწყობ­და. იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი თუ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ არ­სე­ბობ­და და ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა მწვა­ნე ენერ­გი­ის ერ­თა­დერ­თი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო წყა­რო იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის წა­ქე­ზე­ბით, მა­ინც ჩნდე­ბო­და მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ არ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კა და რა­ტომ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ მო­ნო­ბა­ში.

პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა და იმა­ვე სცე­ნა­რით, მაგ­რამ... რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ახი­რე­ბებ­ზე, სა­დაც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, სა­დაც არ მუ­შა­ობს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბი?! თუ ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვინ­და, მა­შინ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა­ზე, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა­ზე, ტუ­რიზ­მი­სა და აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა­ზე და ა.შ. ეს რე­ა­ლუ­რია და შე­საძ­ლე­ბე­ლი ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ენერ­გე­ტი­კის დარ­გს გან­ვა­ვი­თა­რებთ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძი­რი­თად ბუ­ნებ­რივ რე­სურსს – წყალს – ეფექ­ტი­ა­ნად და გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვე­ცა­დე, სამი ძი­რი­თა­დი კი­თხვის­თვის გა­მე­ცა პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­წი­ფოს­თვის, ბიზ­ნე­სი­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ხოლო ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით, თუ რა­ტომ აყე­ნე­ბენ მცი­რე ჰე­სე­ბი გა­რე­მოს მი­ნი­მა­ლურ ზი­ანს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­საც კი შე­დარ­დეს, ამა­ზე უფრო ვრცლად შემ­დეგ­ში ვი­სა­უბ­რებთ.

რა­ტომ არის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მი­აღ­წი­ოს რე­ა­ლურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან იწყე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი ყვე­ლა­ზე მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ო­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით ინ­ტეგ­რა­ცი­ამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 5%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, ხოლო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სექ­ტო­რი სწო­რედ ტუ­რიზ­მია, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში მა­ტუ­ლობს. შარ­შან, ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს, 1920 მე­გა­ვატს მი­აღ­წია. ტუ­რიზ­მი გუ­ლის­ხმობს შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ე­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­სა და რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამას, გარ­და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე წელ­საც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი – 2019 წელს 10.9%-იანი ზრდა არის და­გეგ­მი­ლი, 2030 წლის­თვის კი ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბა თით­ქმის გა­ორ­მაგ­დე­ბა (13 მლრდ კვტ-სთ-დან 24 მლრდ-ს მი­აღ­წევს). ეს ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ახა­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე არა­თუ გა­იზ­რდე­ბა, არა­მედ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი ტექ­ნი­კუ­რა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კურ კო­ლაფ­სამ­დე მივა. სა­ქარ­თვე­ლო­დან მოხ­დე­ბა ასე­უ­ლო­ბით მლნ ლა­რის გა­დი­ნე­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კის სა­სარ­გებ­ლოდ, იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ მოხ­დეს პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა და და­ბან­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში, რაც შე­დე­გად მო­ი­ტანს ბევრ სი­კე­თეს რო­გორც ქვეყ­ნის­თვის, ისე ცალ­კე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, თე­მი­სა თუ სოფ­ლის­თვის და, ცხა­დია, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც. სწო­რედ სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შეგ­რძნე­ბაა ის ძი­რი­თა­დი სიგ­ნა­ლი ინ­ვეს­ტო­რის­თვის, რაც და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვილს აჩენს და რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან აკ­ლია ენერ­გო­სექ­ტორს.

რა­ტომ არის რე­გი­ო­ნებ­ში ენერ­გოპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის?

რე­გი­ო­ნებ­ში ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა და­საქ­მე­ბაა. რე­გი­ო­ნებ­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც, უმე­ტეს­წი­ლად მი­ვი­წყე­ბულ სოფ­ლებ­ში, თემს ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი წევ­რი ემა­ტე­ბა, რო­მელ­საც არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია. მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ენერ­გოპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არე­ალ­ში (თე­მე­ბი და სოფ­ლე­ბი) მრა­ვალ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი. შე­მიძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც მო­ვიყ­ვა­ნო: სვა­ნეთ­ში ჩვე­ნი მცი­რე, 16-მე­გა­ვა­ტი­ა­ნი დე­რი­ვა­ცი­უ­ლი ტი­პის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შე­თან­ხმე­ბით, ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ღია სა­ცუ­რაო აუზს ვა­შე­ნებთ, კა­პი­ტა­ლუ­რად ვა­წყობთ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვუ­ტა­რებთ წყალ­დი­დო­ბი­სა­გან და­ზი­ა­ნე­ბულ ხი­დებს, მთლი­ა­ნად ვა­ახ­ლებთ ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის შიდა სა­სოფ­ლო სის­ტე­მას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვუ­ტა­რებთ შიდა სა­სოფ­ლო და მთებ­ში გა­მა­ვალ გზებს, ვა­წყობთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სი­თაც იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ძი­რი­თა­დი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შიც 60-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე, სა­ერ­თო ჯამ­ში კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის 100-მდე მო­ქა­ლა­ქეა და­საქ­მე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია, რომ მათი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1000 ლარს აღე­მა­ტე­ბა.

არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ირი­ბი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნი ჯგუ­ფის კვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, და­საქ­მე­ბუ­ლებს სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, სა­ი­და­ნაც მა­სა­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა ხდე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ზრუ­ნავს – ორი ახალ­გაზ­რდის სწავ­ლას ვა­ფი­ნან­სებთ. ეს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თია იმ პრო­ექ­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გი­ო­ნებ­ში მსგავ­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მუ­შა­ობს, რის მი­ხედ­ვი­თაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი მთლი­ა­ნად დარ­ჩე­ბა ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. ხოლო რაც მთა­ვა­რია, ამ თან­ხის 40-50% და­ი­ხარ­ჯე­ბა ენერ­გოპ­რო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის არე­ალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი სოფ­ლე­ბი­სა და თე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. შე­დე­გად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში იქ­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი ენერ­გოპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი. ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გაგ­რძე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ე.წ. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ფონ­დე­ბის შექ­მნა, სა­დაც, გა­და­სა­ხა­დის გარ­და, ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბაც მოხ­დე­ბა იმ მიზ­ნით, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ ეს თან­ხე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით მარ­თონ.

რა­ტომ არის ბიზ­ნე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ენერ­გო­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი და მათი გან­ვი­თა­რე­ბა?

ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის სამი ძი­რი­თა­დი სვე­ტი­დან (pillars), რო­მელ­საც მთლი­ა­ნი სტრა­ტე­გია ეფუძ­ნე­ბა, ერთ-ერ­თია უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი წვდო­მა ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტულ ფას­ში. ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ტი­პის ბიზ­ნე­სის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, ჰქონ­დეს უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი წვდო­მა ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე და ფა­სე­ბის ფორ­მი­რე­ბაც თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბით ხდე­ბო­დეს და არა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბით, როცა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან არას­წო­რი სიგ­ნა­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე ფა­სის გა­ორ­მა­გე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­წინ­და­რია, ხოლო ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის ტოლ­ფა­სია. მსოფ­ლიო ბან­კის კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში. ამის მიღ­წე­ვა კი ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს, თუ სა­კუ­თა­რი გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ენერ­გე­ტი­კას არ გან­ვა­ვი­თა­რებთ?! სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ სიმ­დიდ­რე­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჰიდ­რო­ე­ნერ­გო­რე­სურ­სებს უჭი­რავს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დათ­ვლი­ლია 26 060 მდი­ნა­რე, მდი­ნა­რე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან ენერ­გე­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა 300-მდე მდი­ნა­რე, რო­მელ­თა წლი­უ­რი ჯა­მუ­რი პო­ტენ­ცი­უ­რი სიმ­ძლავ­რე 15 ათა­სი მე­გა­ვა­ტის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია, ხოლო სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ენერ­გია 50 მლრდ კი­ლო­ვატ–სა­ა­თია. ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნე­ტი­ზა­ცია რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, უკე­თე­სი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის, შემ­დეგ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­სის­ტე­მის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ტო­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, მომ­დევ­ნო ათი წლის საპ­როგ­ნო­ზო ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბა 2030 წლის­თვის გა­იზ­რდე­ბა 13 მლრდ კვტ-სთ– დან 24 მლრდ კვტ-სთ–მდე. თუ ამ პე­რი­ოდ­ში შევ­ძლებთ, სრუ­ლად ავით­ვი­სოთ ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­კუ­თა­რი გე­ნე­რა­ცია 50 მლრდ კვტ-სთ–მდე ავიყ­ვა­ნოთ, მას რომ გა­მო­ვაკ­ლოთ სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბა – 24 მი­ლი­არ­დი და დარ­ჩე­ნი­ლი 26 მლრდ კვტ-სთ ექ­სპორტზე გა­ვი­ტა­ნოთ, ხოლო გა­სა­ტა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0,05 აშშ დო­ლა­რი რომ ვი­ვა­რა­უ­დოთ 1 კვტ-სთ-ზე, ჯა­მუ­რად მი­ვი­ღებთ 3.5 მლრდ ლა­რის ექ­სპორ­ტი­რე­ბულ ენერ­გი­ას. ანუ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ნაც­ვლად ასე­უ­ლო­ბით მლნ ლა­რის გა­დი­ნე­ბი­სა სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში, შეძ­ლებს 3.5 მლრდ ლა­რის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­ზიდ­ვას. ვფიქ­რობ, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია. დღეს არ უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბის აშე­ნე­ბა-არა­შე­ნე­ბა­ზე. არა­შე­ნე­ბა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი რე­სურ­სის – ჰიდ­რო­რე­სურ­სის გო­ნივ­რუ­ლად ათ­ვი­სე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი და ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. დღეს ჩვენ უკეთ შე­ნე­ბა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღალ სტან­დარ­ტებ­სა და გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბა­ზე უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ და ამა­ში ვხარ­ჯავ­დეთ ჩვენს ენერ­გი­ა­სა და რე­სურ­სებს. კვლავ ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს სამი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კომ­პა­ნია აკონ­ტრო­ლებს: 1. მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი (მა­გა­ლი­თად, რომ არ მოხ­დეს სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში მუ­შა­ო­ბა, მდი­ნა­რე რომ არ და­ბინ­ძურ­დეს; მოხ­დეს სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბის სა­თა­ნა­დო მარ­თვა, ხის ჭრის მკაც­რი კონ­ტრო­ლი და დე­რე­ფან­ში ჭრამ­დე ფა­უ­ნის აღ­წე­რა და გა­და­სახ­ლე­ბა დე­რეფ­ნის გა­რეთ, ზი­ა­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით); 2. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, ანუ დე­ვე­ლო­პე­რის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რია და ახ­დენს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სტან­დარ­ტე­ბი­სა და გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რის მი­ხედ­ვი­თაც აწე­სებს კონ­ტროლს; 3. სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნი პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ზე ახ­დენს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კუ­თხით, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სტან­დარ­ტე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას და მათ­ზე დაყ­რდნო­ბით – ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. შე­გიძ­ლი­ათ და­მი­სა­ხე­ლოთ, რო­მე­ლი სხვა ტი­პის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ეკი­დე­ბი­ან თა­ვი­სი ქვეყ­ნის გა­რე­მოს დაც­ვას ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით?!

იმ გზას, რაც წინა სა­უ­კუ­ნე­ში გა­ი­ა­რა ევ­რო­პამ, ია­პო­ნი­ამ და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ჩვენ ახლა გავ­დი­ვართ, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და ვცდი­ლობთ, გა­რე­მო­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ. მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მცი­რე ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და გა­რე­მოს­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია, სა­ყო­ველ­თა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ენერ­გი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუფ­თა, გა­ნახ­ლე­ბა­დი და მწვა­ნე წყა­რო. ახლა კი, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ამ გა­მოც­დი­ლე­ბის ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მორ­გე­ბა და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

წყა­რო: bm.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია - გიორგი აბრამიშვილი

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია - გიორგი აბრამიშვილი

„ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია“, - ამ სათაურით ჟურნალ Forbes Georgia-ში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30–ე წლისთავზე ჩვენ ისევ მეზობელ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ვცდილობთ, რაც, ტრადიციულად, ბევრი ემოციისა და ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს. არც მეთოდები შეცვლილა ამ ხნის მანძილზე, არც მიზეზები – ჯერ კიდევ 80-იან წლებში, აქტიური პროპაგანდის ხელშეწყობით, ხალხში ჰესების მიმართ ნეგატიური განწყობა ჩაინერგა, რაც ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა ფობიით იყო გამყარებული. ვის აძლევდა ხელს მსგავსი პროპაგანდა? ფაქტია, რომ კიდევ ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გარშემო მეზობლებს, ჩრდილო კავკასიის ჩათვლით, საქართველოზე ენერგოდამოკიდებულს გახდიდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გავლენების გაზრდა კი არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აწყობდა. იმ პერიოდის საქართველოში ალტერნატიული თუ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიები არ არსებობდა და ჰიდროენერგეტიკა მწვანე ენერგიის ერთადერთი უალტერნატივო წყარო იყო. მიუხედავად ამისა, გარკვეული ძალების წაქეზებით, მაინც ჩნდებოდა მიზეზები, თუ რატომ არ უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკა და რატომ უნდა დავრჩენილიყავით მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ მონობაში.

პროცესი დღემდე გრძელდება და იმავე სცენარით, მაგრამ... როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნების ახირებებზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, სადაც არ მუშაობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები?! თუ ნამდვილი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ქვეყნის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ტურიზმისა და აგრარული სექტორის გაძლიერებაზე, განათლების სისტემის რეფორმირებაზე და ა.შ. ეს რეალურია და შესაძლებელი ერთადერთ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკის დარგს განვავითარებთ და ჩვენი ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს – წყალს – ეფექტიანად და გონივრულად გამოვიყენებთ.

ამ სტატიაში შევეცადე, სამი ძირითადი კითხვისთვის გამეცა პასუხი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის განვითარება სახელწიფოსთვის, ბიზნესისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ხოლო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე გარემოს დაცვის კუთხით, თუ რატომ აყენებენ მცირე ჰესები გარემოს მინიმალურ ზიანს, რომელიც შეიძლება სასტუმროს მშენებლობასაც კი შედარდეს, ამაზე უფრო ვრცლად შემდეგში ვისაუბრებთ.

რატომ არის სახელმწიფოსთვის ჰიდროენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანი?

დღეს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, მიაღწიოს რეალურ დამოუკიდებლობას, რაც ეკონომიკური დამოუკიდებლობიდან იწყება. ეკონომიკური დამოუკიდებლობა კი ყველაზე მყარი საფუძველია პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის, რაც, საბოლოოდ, კონფლიქტური რეგიონების მშვიდობიანი გზით ინტეგრაციამდე მიგვიყვანს. საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი სწორედ ტურიზმია, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში მატულობს. შარშან, ივლისის დასაწყისში, ენერგომოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებელს, 1920 მეგავატს მიაღწია. ტურიზმი გულისხმობს შემოსავლის წყაროების დეცენტრალიზაციასა და რეგიონების განვითარება-გაძლიერებას. ამას, გარდა სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, პირველ რიგში, სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა.

ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც არის მოსალოდნელი – 2019 წელს 10.9%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, 2030 წლისთვის კი ენერგომოხმარება თითქმის გაორმაგდება (13 მლრდ კვტ-სთ-დან 24 მლრდ-ს მიაღწევს). ეს ნიშნავს, რომ საკუთარი განახლებადი რესურსების გამოყენებისა და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე არათუ გაიზრდება, არამედ ამ რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი ტექნიკურადაც შეუძლებელი გახდება და ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მივა. საქართველოდან მოხდება ასეულობით მლნ ლარის გადინება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის სასარგებლოდ, იმის სანაცვლოდ, რომ მოხდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დაბანდება ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, რაც შედეგად მოიტანს ბევრ სიკეთეს როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტისთვის, თემისა თუ სოფლისთვის და, ცხადია, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც. სწორედ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნებაა ის ძირითადი სიგნალი ინვესტორისთვის, რაც დამატებითი ინვესტიციების განხორციელების სურვილს აჩენს და რომელიც ასე ძალიან აკლია ენერგოსექტორს.

რატომ არის რეგიონებში ენერგოპროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

რეგიონებში ძირითადი პრობლემა დასაქმებაა. რეგიონებში ჰესების მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების კატალიზატორი იქნება, როდესაც, უმეტესწილად მივიწყებულ სოფლებში, თემს ფინანსურად ძლიერი წევრი ემატება, რომელსაც არაერთი ადგილობრივი პრობლემის მოგვარება შეუძლია. მშენებლობის პერიოდში, ენერგოპროექტების განხორციელების არეალში (თემები და სოფლები) მრავალ სოციალურ პროექტს ეყრება საფუძველი. შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანო: სვანეთში ჩვენი მცირე, 16-მეგავატიანი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პარალელურად, ადგილობრივებთან შეთანხმებით, ბავშვებისათვის ღია საცურაო აუზს ვაშენებთ, კაპიტალურად ვაწყობთ წყალმომარაგების სისტემას, რეაბილიტაციას ვუტარებთ წყალდიდობისაგან დაზიანებულ ხიდებს, მთლიანად ვაახლებთ ელექტრომომარაგების შიდა სასოფლო სისტემას, რეაბილიტაციას ვუტარებთ შიდა სასოფლო და მთებში გამავალ გზებს, ვაწყობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურას, რომელიც შესაბამისი სერვისითაც იქნება უზრუნველყოფილი. რაც მთავარია, ყველა ამ პროექტის განხორციელებისა და ძირითადი მშენებლობის პროცესშიც 60-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე, საერთო ჯამში კი ჩვენი ქვეყნის 100-მდე მოქალაქეა დასაქმებული. აღნიშვნის ღირსია, რომ მათი საშუალო ხელფასი 1000 ლარს აღემატება.

არ უნდა დავივიწყოთ ირიბი დასაქმებულებიც, რომლებიც მთლიანი ჯგუფის კვებას უზრუნველყოფენ, დასაქმებულებს სასტუმრო მომსახურებას უწევენ, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები, საიდანაც მასალების შესყიდვა ხდება. ჩვენი კომპანია მომავალი თაობის განათლებაზეც ზრუნავს – ორი ახალგაზრდის სწავლას ვაფინანსებთ. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია იმ პროექტებს შორის, რომლებიც უკვე ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მსგავსი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენი ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რის მიხედვითაც ენერგეტიკული პროექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ხოლო რაც მთავარია, ამ თანხის 40-50% დაიხარჯება ენერგოპროექტის მშენებლობის არეალში მოხვედრილი სოფლებისა და თემების განვითარებისათვის. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება ხელშესახები ენერგოპროექტების განხორციელებით მიღებული მატერიალური სიკეთეები. ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია იყოს ე.წ. მუნიციპალური ფონდების შექმნა, სადაც, გადასახადის გარდა, ინვესტორების მიერ სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი თანხების აკუმულირებაც მოხდება იმ მიზნით, რომ მუნიციპალიტეტებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს თანხები საჭიროების მიხედვით მართონ.

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ენერგოგენერაციის პროექტები და მათი განვითარება?

ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის სამი ძირითადი სვეტიდან (pillars), რომელსაც მთლიანი სტრატეგია ეფუძნება, ერთ-ერთია უსაფრთხო და სტაბილური წვდომა ელექტროენერგიაზე მაქსიმალურად კონკურენტულ ფასში. ვინაიდან ყველა ტიპის ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჰქონდეს უსაფრთხო და სტაბილური წვდომა ელექტროენერგიაზე და ფასების ფორმირებაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ხდებოდეს და არა პოლიტიკური მოტივაციებით, როცა მეზობელი ქვეყნების მხრიდან არასწორი სიგნალების მიღების შემდეგ ენერგომატარებლებზე ფასის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საწინდარია, ხოლო ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, ჩვენი ეკონომიკა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი იქნება რეგიონში. ამის მიღწევა კი ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე შეუძლებელია.

როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, თუ საკუთარი განახლებადი რესურსების მეშვეობით ენერგეტიკას არ განვავითარებთ?! საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 060 მდინარე, მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ეკვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მლრდ კილოვატ–საათია. ამ ყველაფრის მონეტიზაცია რომ წარმოვიდგინოთ, უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, შემდეგ სურათს მივიღებთ: საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, მომდევნო ათი წლის საპროგნოზო ენერგომოხმარება 2030 წლისთვის გაიზრდება 13 მლრდ კვტ-სთ– დან 24 მლრდ კვტ-სთ–მდე. თუ ამ პერიოდში შევძლებთ, სრულად ავითვისოთ ჩვენი პოტენციალი და საკუთარი გენერაცია 50 მლრდ კვტ-სთ–მდე ავიყვანოთ, მას რომ გამოვაკლოთ საკუთარი მოხმარება – 24 მილიარდი და დარჩენილი 26 მლრდ კვტ-სთ ექსპორტზე გავიტანოთ, ხოლო გასატანი ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება 0,05 აშშ დოლარი რომ ვივარაუდოთ 1 კვტ-სთ-ზე, ჯამურად მივიღებთ 3.5 მლრდ ლარის ექსპორტირებულ ენერგიას. ანუ ჩვენი ქვეყანა, ნაცვლად ასეულობით მლნ ლარის გადინებისა სხვა ქვეყნების ეკონომიკაში, შეძლებს 3.5 მლრდ ლარის დამატებითი შემოსავლის მოზიდვას. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. დღეს არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე. არაშენება, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსის – ჰიდრორესურსის გონივრულად ათვისება გარდაუვალი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. კვლავ ჩვენი ერთ-ერთი პროექტის მაგალითს მოვიყვან, სადაც მშენებლობის პროცესს სამი გარემოსდაცვითი კომპანია აკონტროლებს: 1. მშენებელი კომპანიის ქვეკონტრაქტორი, რომელიც მშენებლობის პროცესში გარემოზე ზიანის მინიმალიზაციაზეა პასუხისმგებელი (მაგალითად, რომ არ მოხდეს სამშენებლო ტექნიკის მდინარის კალაპოტში მუშაობა, მდინარე რომ არ დაბინძურდეს; მოხდეს სახიფათო ნარჩენების სათანადო მართვა, ხის ჭრის მკაცრი კონტროლი და დერეფანში ჭრამდე ფაუნის აღწერა და გადასახლება დერეფნის გარეთ, ზიანის თავიდან აცილების მიზნით); 2. გარემოსდაცვითი კომპანია, რომელიც ჩვენი, ანუ დეველოპერის ქვეკონტრაქტორია და ახდენს ყველა შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და გეგმების შემუშავებას, რის მიხედვითაც აწესებს კონტროლს; 3. საერთაშორისო ინვესტორის მიერ დაქირავებული კომპანია, რომელიც მთლიანი პროექტის განვითარებასა და მშენებლობის პროცესზე ახდენს ზედამხედველობას გარემოსდაცვითი კუთხით, ასევე უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათზე დაყრდნობით – ზედამხედველობას. შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელი სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ეკიდებიან თავისი ქვეყნის გარემოს დაცვას ასეთი პასუხისმგებლობით?!

იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ, ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას და ვცდილობთ, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო. ახლა კი, ჩვენი ამოცანაა ამ გამოცდილების ქართული რეალობისთვის უმტკივნეულოდ მორგება და ქვეყნის უსაფრთხო ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა.

წყარო: bm.ge

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის