სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ხელოვანის უნიკალური ნაკეთობები კოჟრით: "დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს"
ქართველი ხელოვანის უნიკალური ნაკეთობები კოჟრით: "დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს"

სემ გერ­მა­ნი "გერ­მან კონ­სტრაქ­შენს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ბრენ­დის "ანნა ვუდს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მან პირ­ველ­მა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში კოჟ­რით სა­ი­უ­ვე­ლი­რო და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბის გა­კე­თე­ბა და სურს ის ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­შია. პრო­ფე­სი­ით მაკ­რო­ე­კო­ნო­მის­ტია, მუ­შა­ობ­და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­შიც, თუმ­ცა ახლა მისი ძი­რი­თა­დი საქ­მე კოჟ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბაა. სემ გერ­მა­ნი მისი ფსევ­დო­ნი­მია - სემი მისი სა­ხე­ლია, გერ­მა­ნი - მა­მის. კომ­პა­ნი­ას კი "გერ­მან კონ­სტრაქ­შე­ნი" და­არ­ქვა.

- გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი საქ­მე ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა და ავირ­ჩიე ისე­თი სფე­რო, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ვი­დან, ცოტა პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა იმი­ტომ, რომ მა­სა­ლას, რომ­ლი­თაც მე ვმუ­შა­ობ, ქარ­თუ­ლად პირ­და­პი­რი თარ­გმა­ნი არ აქვს, მაგ­რამ შე­მოგ­ვრჩა წი­ნაპ­რე­ბის­გან ორი და­სა­ხე­ლე­ბა: "ნუჟ­რი“ და "კოჟ­რი“. ხეზე ხან­და­ხან ერთ ად­გი­ლას გროვ­დე­ბა წყა­ლი, ხმე­ბა და ბუშ­ტი­ვით ხდე­ბა. კოჟ­რი სწო­რედ ხეზე ამო­ნა­ზარ­დია. ეს ემარ­თე­ბა ხე­ე­ბის გარ­კვე­ულ ჯი­შებს. ძი­რი­თა­დად მა­ინც ეგ­ზო­ტი­კურ ჯი­შებს. ჩვენ­თან კოჟ­რი ემარ­თე­ბა რცხი­ლას, წიწ­ვო­ვან მცე­ნა­რე­ებს, ბალს, კა­კალს და ძა­ლი­ან ცო­ტაა ასე­თი. მა­სა­ლა, რომ­ლი­თაც ამ ეპატ­ზე ვმუ­შა­ობთ არის ქარ­თუ­ლი და ის ძა­ლი­ან ძვე­ლია. ხეს რომ და­ე­მარ­თოს ის კოჟ­რი, რა­საც ჩვენ ვი­ყე­ნებთ, სჭირ­დე­ბა 400 წე­ლი­წა­დი. ჩვენ ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ბუ­ნე­ბას და მა­სა­ლას ვყი­დუ­ლიბთ იმ კომ­პა­ნი­ი­სა­გან, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლად ჭრის ხე­ებს კა­ხეთ­ში. კოჟ­რის მოჭ­რა ზოგს ჰგო­ნია, რომ ხეს ავ­ნებს, პი­რი­ქით, მისი მოჭ­რა ხეს ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

- რას ქმნით ძი­რი­თა­დად, რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი პრო­დუქ­ცია?

- პირ­ვე­ლად, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჩვენ კოჟრს მი­ვე­ცით ძა­ლი­ან ფარ­თო მი­მარ­თუ­ლე­ბა. გვაქვს ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა: დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბი. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში თა­ვი­სი ქვე­მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­ცაა. ერთ-ერთი ქვეყ­ნის ელ­ჩის­თვის და­ვამ­ზა­დეთ სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბი და ავი­ღეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ იმას არ გა­ვი­მე­ო­რებთ არა­სო­დეს. არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა.

- ნა­მუ­შევ­რებს მარ­ტო ქმნით თუ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- ჩვენ გვყავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ნელ-ნელა ვგეგ­მავ მათი რი­ცხვის გაზ­რდას. ძი­რი­თა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. ნა­მუ­შევ­რე­ბი კეთ­დე­ბა ელექტრო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს ელექტრო­ტექ­ნი­კაც გა­და­კე­თე­ბუ­ლია კოჟ­რის­თვის იმი­ტომ, რომ მისი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ვმუ­შა­ობთ ძი­რი­თა­დად ხე­ლით. ამას აქვს ორი პრაქ­ტი­კუ­ლი მი­ზე­ზი. ერთი ის, რომ კოჟ­რი ძი­რი­თა­დად უნდა იყოს ხელ­ნა­კე­თი, მე­ო­რე, რომ არც არ­სე­ბობს რა­ი­მე ტი­პის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც კოჟრს ბო­ლომ­დე გა­და­ა­მუ­შა­ვებს. ყვე­ლას, ვინც კოჟ­რით მუ­შა­ობს (მათი რი­ცხვი ძა­ლი­ან ცო­ტაა მსოფ­ლი­ო­ში), აქვს თა­ვი­სი გა­მო­გო­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. კოჟრთან ერ­თად ვა­კე­თებთ ჰიბ­რიდს, კოჟ­რი­სა და ეპოქ­სი­დის ფი­სის კომ­ბი­ნა­ცი­ით. ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ქვავ­დე­ბა და არის რო­გორც გამ­ჭირ­ვა­ლე, ასე­ვე სხვა ფე­რის, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტა­ზე. სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბა ახ­ლო­საა ადა­მი­ან­თან და ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვ­ნე­ბე­ლი უნდა იყოს, მათ შო­რის ალერ­გი­ის დრო­საც. სა­წარ­მო­ში ვხუმ­რობთ ხოლ­მე, ჩვე­ნი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნივ­თე­ბის ჭა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით უსაფრ­თხო და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლია. დე­კო­რა­ტი­ულ ნა­კე­თო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, იმა­ვეს ვერ ვი­ტყვით. სა­აღ­დგო­მოდ გა­ვა­კე­თეთ კვერ­ცხე­ბი, კოჟ­რით და ეპოქ­სი­დით. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რია და თა­ვად ეპოქ­სი­დიც ძვი­რი მა­სა­ლაა, გა­ვა­კე­თეთ შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის. რა­საც ვა­კე­თებთ, ძი­რი­თა­დად, უც­ნო­ბია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ზოგს ჰგო­ნია, რომ ეს არის უბ­რა­ლოდ დამ­წვა­რი ხე. დე­და­მი­წის მას­შტა­ბით ეს ბიზ­ნე­სი ეკუთ­ვნის ინ­გლი­სის დე­დოფ­ლის ოჯახს. ამის მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის მის­ცე­მენ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი კოჟ­რი ინ­გლი­სის ყო­ფილ კო­ლო­ნი­ებ­ში იზ­რდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ეს ნა­კე­თო­ბე­ბი პრეს­ტი­ჟის, გე­მოვ­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­თაა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ბუ­კინ­გე­ბის სა­სახ­ლე, კრემ­ლი, ვერ­სა­ლის სა­სახ­ლე, თეთ­რი სახ­ლის ერთი კა­ბი­ნე­ტი და ბევ­რი ისე­თი ნა­კე­თო­ბაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი ამ მა­სა­ლის­გან, რაც ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით.

- სად შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ძე­ნა?

- ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი იყი­დე­ბა ძი­რი­თა­დად ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში, სა­დაც არ­სე­ბობს სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზია. ასე­თია მა­ღა­ზია "ჯორ­ჯი­ა­ნი“. ეს "ბიბ­ლუ­სის“ მიერ და­არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­აა და მათ­თან და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არც თუ ისე დიდი ხა­ნია და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. მა­ღა­ზი­ას საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მა აქვს სულ სხვა­ნა­ი­რი, გა­და­სა­ხა­დი არ არის დიდი, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ინი­ცი­ა­ტი­ვა პარტნი­ო­რი­სა­გან მო­დის, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ცუდი ისაა, რომ ასე ყვე­ლა არ მუ­შა­ობს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ "ჯორ­ჯი­ა­ნის“ მსგავ­სი მა­ღა­ზია გა­ეხ­სნათ ძა­ლი­ან ბევ­რი და ემუ­შა­ვათ ესე­თი სტრა­ტე­გი­ით იმი­ტომ, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტრა­ტე­გია აქვთ არ­ჩე­უ­ლი. ყვე­ლა ის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­ე­ბას, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლი.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ მა­სა­ლა არის ძვი­რი და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ა­საც ექ­ნე­ბა შე­და­რე­ბით უფრო დიდი ფუ­ლა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ვის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი თქვე­ნი ნა­კე­თო­ბე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ქმნით თუ უცხო­ე­ლე­ბის­თვის?

- ბრენ­დის და­არ­სე­ბის იდეა არის ის, რომ რაც არის მო­და­ში და­სავ­ლეთ­ში, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და ით­ვლე­ბა პრეს­ტი­ჟის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბად, გად­მოგ­ვე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სებ­ში. ჩვე­უ­ლებ­რივ დი­ა­სახ­ლის­საც, რომ ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა იყი­დოს სა­ყუ­რე, სა­მა­ჯუ­რი და ასე შემ­დეგ. პრობ­ლე­მა ისაა, რომ რო­დე­საც ბრენ­დს სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია არ აქვს, ემა­ტე­ბა გა­და­სა­ხა­დი, თუმ­ცა გათ­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნის­თვის. არ ვა­კე­თებთ აქ­ცენტს, რომ ეს არის მხო­ლოდ მდიდ­რე­ბის­თვის. თა­ვის­თა­ვად, ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც არის გან­კუთ­ვნი­ლი იმი­ტომ, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა არის კოჟ­რი.

- ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყი­დუ­ლო­ბენ თქვენს ნა­კე­თო­ბებს, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბათ?

- პირ­ვე­ლა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­აა. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მა­სა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხოა, უჩ­ნდე­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა და რჩე­ბი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი.

- რა დრო სჭირ­დე­ბა ერთი ნა­მუ­შევ­რის შექ­მნას?

- ერთი გულ­სა­კი­დის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, კოჟ­რი მუ­შავ­დე­ბა იმ დო­ნე­ზე, რომ ჩა­ის­ხას ეპოქ­სი­დი. ეპოქ­სი­დი შრე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-დან 4 დღემ­დე. მას შემ­დეგ, რაც გაშ­რე­ბა, თა­ვად ნა­კე­თო­ბის დას­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ერთ სა­ა­თამ­დე.

- თქვენს თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარს, თუ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი დატ­ვირ­თვა ან იდეა, რა­საც გა­მო­ხა­ტავს?

- ჩვენ გა­ვა­კე­თეთ სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბი. თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ამ სამ­კუ­თხე­დებს აქვს რა­ღაც ნაკ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­კე­თო­ბა არის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ყო­ველ­თვის მას­ში რა­ღაც ნაკ­ლია. ამას, სი­ნამ­დვი­ლე­ში, აქვს სულ სხვა­ნა­ი­რი დატ­ვირ­თვა. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვმუ­შო­აბთ ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლით, ბუ­ნე­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი არ არ­სე­ბობს. ისე­ვე, რო­გორც არ არ­სე­ბოსბ იდე­ა­ლუ­რი ან სი­მეტ­რი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი იდე­ა­ლუ­რი ნა­კე­თო­ბა ძა­ლი­ან მალე გბეზ­რდე­ბა. ნა­კე­თო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­ში ბა­დებს გარ­კვე­ულ კი­თხვებს, ის არა­სო­დეს მოგ­ბეზ­რდე­ბა.

პირ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მა­ღა­ზია "ჯორ­ჯი­ა­ნი"

პირ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მა­ღა­ზია „ჯორ­ჯი­ან“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა „ბიბ­ლუს­მა“ გახ­სა. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის #55-ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზია თა­ვი­სი არ­სით უნი­კა­ლუ­რია და ტუ­რის­ტებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. „ჯორ­ჯი­ან“-ის გახ­სნა ხელს უწყობს არა მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გაც­ნო­ბას, არა­მედ ქარ­თუ­ლი მე­წე­რა­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

თბი­ლის­ში მარ­თლაც რომ გა­მორ­ჩე­ულ მა­ღა­ზი­ა­ში „ჯორ­ჯი­ან“ დაგ­ვხვდე­ბათ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი, უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბი, თაფ­ლი, ქარ­თუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი და სას­მე­ლი, წიგ­ნე­ბი და ა.შ. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მრჩევ­ლის Allwine.ge-ის 500-მდე სა­ხე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნოც თა­ვი­სი სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხით, სა­დაც სტუმ­რებს ღვი­ნის უფა­სოდ და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ეძ­ლე­ვათ. ეს არ არის ად­გი­ლი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ეს არის ად­გი­ლი სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს აქ სტუმ­რო­ბა და ქარ­თუ­ლი სი­ა­მა­ყის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

„ბიბ­ლუს­ში“ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­ღა­ზი­ით მათ ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაც სურთ. „ჯორ­ჯი­ან“ მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს მათ­თან და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მე­ტად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ქარ­თულ­მა ნა­წარ­მა ნელ-ნელა ფეხი და­იმ­კვიდ­როს უცხო­ურ ბა­ზარ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქართველი ხელოვანის უნიკალური ნაკეთობები კოჟრით: "დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს"

ქართველი ხელოვანის უნიკალური ნაკეთობები კოჟრით: "დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს"

სემ გერმანი "გერმან კონსტრაქშენს“ გენერალური დირექტორი და ბრენდის "ანნა ვუდს“ დამფუძნებელია. მან პირველმა დაიწყო საქართველოში კოჟრით საიუველირო და დეკორატიული ნივთების გაკეთება და სურს ის ისეთივე პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამერიკასა და ევროპაშია. პროფესიით მაკროეკონომისტია, მუშაობდა უსაფრთხოების სფეროშიც, თუმცა ახლა მისი ძირითადი საქმე კოჟრის სპეციალისტობაა. სემ გერმანი მისი ფსევდონიმია - სემი მისი სახელია, გერმანი - მამის. კომპანიას კი "გერმან კონსტრაქშენი" დაარქვა.

- გადავწყვიტე, ჩემი საქმე ჩამომეყალიბებინა და ავირჩიე ისეთი სფერო, რომელიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში. თავიდან, ცოტა პრობლემები შემექმნა იმიტომ, რომ მასალას, რომლითაც მე ვმუშაობ, ქართულად პირდაპირი თარგმანი არ აქვს, მაგრამ შემოგვრჩა წინაპრებისგან ორი დასახელება: "ნუჟრი“ და "კოჟრი“. ხეზე ხანდახან ერთ ადგილას გროვდება წყალი, ხმება და ბუშტივით ხდება. კოჟრი სწორედ ხეზე ამონაზარდია. ეს ემართება ხეების გარკვეულ ჯიშებს. ძირითადად მაინც ეგზოტიკურ ჯიშებს. ჩვენთან კოჟრი ემართება რცხილას, წიწვოვან მცენარეებს, ბალს, კაკალს და ძალიან ცოტაა ასეთი. მასალა, რომლითაც ამ ეპატზე ვმუშაობთ არის ქართული და ის ძალიან ძველია. ხეს რომ დაემართოს ის კოჟრი, რასაც ჩვენ ვიყენებთ, სჭირდება 400 წელიწადი. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ბუნებას და მასალას ვყიდულიბთ იმ კომპანიისაგან, რომელიც ლიცენზირებულად ჭრის ხეებს კახეთში. კოჟრის მოჭრა ზოგს ჰგონია, რომ ხეს ავნებს, პირიქით, მისი მოჭრა ხეს ზრდის საშუალებას აძლევს.

- რას ქმნით ძირითადად, რა არის თქვენი მთავარი პროდუქცია?

- პირველად, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჩვენ კოჟრს მივეცით ძალიან ფართო მიმართულება. გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: დეკორატიული ნაკეთობები და საიუველირო ნაკეთობები. ორივე მიმართულებაში თავისი ქვემიმართულებებიცაა. ერთ-ერთი ქვეყნის ელჩისთვის დავამზადეთ საიუველირო ნაკეთობები და ავიღეთ ვალდებულება, რომ იმას არ გავიმეორებთ არასოდეს. არის ინდივიდუალური და სერიული წარმოება.

- ნამუშევრებს მარტო ქმნით თუ პარტნიორებთან თანამშრომლობთ?

- ჩვენ გვყავს თანამშრომლები და ნელ-ნელა ვგეგმავ მათი რიცხვის გაზრდას. ძირითადად, ხელოვნების აკადემიის სტუდენტები არიან. ნამუშევრები კეთდება ელექტროტექნიკის გამოყენებით. ეს ელექტროტექნიკაც გადაკეთებულია კოჟრისთვის იმიტომ, რომ მისი დასამუშავებელი ტექნიკის შეძენა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ვმუშაობთ ძირითადად ხელით. ამას აქვს ორი პრაქტიკული მიზეზი. ერთი ის, რომ კოჟრი ძირითადად უნდა იყოს ხელნაკეთი, მეორე, რომ არც არსებობს რაიმე ტიპის მექანიზმი, რომელიც კოჟრს ბოლომდე გადაამუშავებს. ყველას, ვინც კოჟრით მუშაობს (მათი რიცხვი ძალიან ცოტაა მსოფლიოში), აქვს თავისი გამოგონილი საშუალებები მის დასამუშავებლად. კოჟრთან ერთად ვაკეთებთ ჰიბრიდს, კოჟრისა და ეპოქსიდის ფისის კომბინაციით. ეს არის ნივთიერება, რომელიც ქვავდება და არის როგორც გამჭირვალე, ასევე სხვა ფერის, დამოკიდებულია ხელოვანი ადამიანის გადაწყვეტაზე. საიუველირო ნაკეთობა ახლოსაა ადამიანთან და ის აბსოლუტურად უვნებელი უნდა იყოს, მათ შორის ალერგიის დროსაც. საწარმოში ვხუმრობთ ხოლმე, ჩვენი საიუველირო ნივთების ჭამაც კი შეიძლება იმიტომ, რომ ასი პროცენტით უსაფრთხო და ანტიალერგიულია. დეკორატიულ ნაკეთობებს რაც შეეხება, იმავეს ვერ ვიტყვით. სააღდგომოდ გავაკეთეთ კვერცხები, კოჟრით და ეპოქსიდით. იქედან გამომდინარე, რომ ამის თვითღირებულება საკმაოდ ძვირია და თავად ეპოქსიდიც ძვირი მასალაა, გავაკეთეთ შეზღუდული რაოდენობის. რასაც ვაკეთებთ, ძირითადად, უცნობია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ დამწვარი ხე. დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს. ამის მასიური წარმოების უფლებას არავის მისცემენ იმიტომ, რომ ყველაზე კარგი კოჟრი ინგლისის ყოფილ კოლონიებში იზრდება. რაც მთავარია, ეს ნაკეთობები პრესტიჟის, გემოვნების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამითაა მოპირკეთებული ბუკინგების სასახლე, კრემლი, ვერსალის სასახლე, თეთრი სახლის ერთი კაბინეტი და ბევრი ისეთი ნაკეთობაა დამზადებული ამ მასალისგან, რაც ისტორიაში შევიდა, თავისი მნიშვნელობით.

- სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?

- ჩვენი ნამუშევრები იყიდება ძირითადად ტურისტულ ზონებში, სადაც არსებობს სუვენირების მაღაზია. ასეთია მაღაზია "ჯორჯიანი“. ეს "ბიბლუსის“ მიერ დაარსებული მაღაზიაა და მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა არც თუ ისე დიდი ხანია და ძალიან კმაყოფილები ვართ. მაღაზიას საქმისადმი მიდგომა აქვს სულ სხვანაირი, გადასახადი არ არის დიდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინიციატივა პარტნიორისაგან მოდის, რაც ძალიან გვახარებს. ცუდი ისაა, რომ ასე ყველა არ მუშაობს. ვისურვებდი, რომ "ჯორჯიანის“ მსგავსი მაღაზია გაეხსნათ ძალიან ბევრი და ემუშავათ ესეთი სტრატეგიით იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვთ არჩეული. ყველა ის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას, ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ მასალა არის ძვირი და შესაბამისად, პროდუქციასაც ექნება შედარებით უფრო დიდი ფულადი ღირებულება. ვისთვისაა განკუთვნილი თქვენი ნაკეთობები, ქართველებისთვის ქმნით თუ უცხოელებისთვის?

- ბრენდის დაარსების იდეა არის ის, რომ რაც არის მოდაში დასავლეთში, შეერთებულ შტატებში და ითვლება პრესტიჟის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად, გადმოგვეტანა საქართველოშიც. გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შედარებით დაბალ ფასებში. ჩვეულებრივ დიასახლისსაც, რომ ჰქონდეს საშუალება იყიდოს საყურე, სამაჯური და ასე შემდეგ. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ბრენდს საკუთარი მაღაზია არ აქვს, ემატება გადასახადი, თუმცა გათვლილია საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენისთვის. არ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს არის მხოლოდ მდიდრებისთვის. თავისთავად, ტურისტებისთვისაც არის განკუთვნილი იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან, რა არის კოჟრი.

- ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ თქვენს ნაკეთობებს, რა შთაბეჭდილება რჩებათ?

- პირველადი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან დადებითი ემოციაა. იქედან გამომდინარე, რომ მასალა საქართველოსთვის უცხოა, უჩნდებათ ძალიან ბევრი კითხვა და რჩებიან სასიამოვნოდ გაოცებულები.

- რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?

- ერთი გულსაკიდის მაგალითზე გეტყვით, კოჟრი მუშავდება იმ დონეზე, რომ ჩაისხას ეპოქსიდი. ეპოქსიდი შრება, დაახლოებით, 2-დან 4 დღემდე. მას შემდეგ, რაც გაშრება, თავად ნაკეთობის დასრულებას სჭირდება ერთ საათამდე.

- თქვენს თითოეულ ნამუშევარს, თუ აქვს კონკრეტული დატვირთვა ან იდეა, რასაც გამოხატავს?

- ჩვენ გავაკეთეთ სამკუთხედის ფორმის საიუველირო ნაკეთობები. თუ კარგად დააკვირდება ადამიანი, ამ სამკუთხედებს აქვს რაღაც ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკეთობა არის ძალიან ლამაზი, ყოველთვის მასში რაღაც ნაკლია. ამას, სინამდვილეში, აქვს სულ სხვანაირი დატვირთვა. იქედან გამომდინარე, რომ ვმუშოაბთ ბუნებრივი მასალით, ბუნებაში იდეალური ფორმები არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებოსბ იდეალური ან სიმეტრიული ადამიანი. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ნებისმიერი იდეალური ნაკეთობა ძალიან მალე გბეზრდება. ნაკეთობა, რომელიც ადამიანში ბადებს გარკვეულ კითხვებს, ის არასოდეს მოგბეზრდება.

პირველი ტურისტული მაღაზია "ჯორჯიანი"

პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გახსა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.

თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.

„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი