სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ
5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

გო­ნე­ბა იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი მატ­რი­ცაა, რო­დე­საც მას­თან ექ­სპე­რი­მენ­ტებს იწყებ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ სი­ურპრი­ზე­ბი­თა და უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სავ­სე ჰა­კე­რო­ბის მსგავს ნი­უ­ან­სებს შე­ი­ცავს. მას­ში ქექ­ვა ერ­თგვა­რი ექ­სტრი­მია და რაც უფრო ღრმად ჩა­დი­ხარ, ახალ-ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სუ­ლის სიღ­რმე­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უფრო და უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

ეს ოლი­ვერ ემ­ბერ­ტო­ნის ტეს­ტია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვეც­ნო­ბი­ერ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აქ არ არის მცდა­რი და სწო­რი პა­სუ­ხე­ბი. არ იჩ­ქა­როთ და ყვე­ლა დე­ტა­ლი ბო­ლომ­დე კარ­გად გა­ი­აზ­რეთ. ნუ წა­ი­კი­თხავთ ყვე­ლა­ფერს მი­ყო­ლე­ბით, ჯერ ერთი პუნ­ქტი წა­ი­კი­თხეთ, პა­სუ­ხე­ბი ჩა­ი­ნიშ­ნეთ და მერე გა­და­დით შემ­დეგ პუნ­ქტზე.

მაშ ასე, ვი­ღებთ ფურ­ცელს და კა­ლამს და ვი­წყებთ:

და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ უზარ­მა­ზა­რი უდაბ­ნო და ამ უსას­რუ­ლოდ გა­და­ჭი­მულ ოქ­როს­ფერ ქვი­შა­ში კუბი. აღ­წე­რეთ ეს კუბი: რამ­ხე­ლაა, რა ნივ­თი­ე­რე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი და სად არის მო­თავ­სე­ბუ­ლი.

როცა ყვე­ლა­ფერს ჩა­ი­ნიშ­ნავთ, შემ­დეგ წარ­მო­იდ­გი­ნეთ კიბე. სად არის ის? უდაბ­ნო­ში? კუბ­თან ახ­ლოს? თუ შორს? რა მი­მარ­თე­ბა­შია კუბ­თან? რამ­ხე­ლაა? რა ფე­რი­საა? აღ­წე­რეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დე­ტა­ლი.

მერე უკვე ცხე­ნი უნდა ჩარ­თოთ პრო­ცეს­ში. აღ­წე­რეთ ის. სად არის, რას აკე­თებს. მოძ­რა­ობს თუ უბ­რა­ლოდ დგას? თუ მოძ­რა­ობს სა­ით­კენ მი­დის? რას გრძნობთ? რა ენერ­გია იღ­ვი­ძებს თქვენ­ში?

დგე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის ჯერი. რო­გო­რე­ბი არი­ან, რამ­დე­ნი, რო­გო­რი სუნი აქვთ, თუ სულ არ აქვთ სუნი... ჩას­ვით იმ სცე­ნა­ში, რო­მელ­შიც ხართ, ქვი­შას­თან, კუბ­თან, კი­ბეს­თან, ცხენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში…

და ბოლო ამო­ცა­ნაა აღ­წე­როთ შტორ­მი, რო­მე­ლიც უეც­რად უდაბ­ნო­ში და­ი­წყო. რო­გო­რია? რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ქრის? გცილ­დე­ბათ თუ მო­დის? შორს არის, თუ გი­ახ­ლოვ­დე­ბათ? თუ უკვე აქ არის? ვის აზი­ა­ნებს პირ­ველ რიგ­ში (კუბი, ცხე­ნი, კიბე, ყვა­ვი­ლე­ბი)? ვის ვერ ეხე­ბა? რას გრძნობთ? ნა­ხეთ პა­სუ­ხე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

გონება იდუმალებით მოცული მატრიცაა, როდესაც მასთან ექსპერიმენტებს იწყებ, აღმოაჩენ, რომ სიურპრიზებითა და უამრავი ახალი ინფორმაციით სავსე ჰაკერობის მსგავს ნიუანსებს შეიცავს. მასში ქექვა ერთგვარი ექსტრიმია და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, ახალ-ახალი აღმოჩენები საკუთარი სულის სიღრმეებში მოგზაურობას უფრო და უფრო საინტერესოს ხდის.

ეს ოლივერ ემბერტონის ტესტია, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ. გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის მცდარი და სწორი პასუხები. არ იჩქაროთ და ყველა დეტალი ბოლომდე კარგად გაიაზრეთ. ნუ წაიკითხავთ ყველაფერს მიყოლებით, ჯერ ერთი პუნქტი წაიკითხეთ, პასუხები ჩაინიშნეთ და მერე გადადით შემდეგ პუნქტზე.

მაშ ასე, ვიღებთ ფურცელს და კალამს და ვიწყებთ:

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ უზარმაზარი უდაბნო და ამ უსასრულოდ გადაჭიმულ ოქროსფერ ქვიშაში კუბი. აღწერეთ ეს კუბი: რამხელაა, რა ნივთიერებისგან გაკეთებული და სად არის მოთავსებული.

როცა ყველაფერს ჩაინიშნავთ, შემდეგ წარმოიდგინეთ კიბე. სად არის ის? უდაბნოში? კუბთან ახლოს? თუ შორს? რა მიმართებაშია კუბთან? რამხელაა? რა ფერისაა? აღწერეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.

მერე უკვე ცხენი უნდა ჩართოთ პროცესში. აღწერეთ ის. სად არის, რას აკეთებს. მოძრაობს თუ უბრალოდ დგას? თუ მოძრაობს საითკენ მიდის? რას გრძნობთ? რა ენერგია იღვიძებს თქვენში?

დგება ყვავილების ჯერი. როგორები არიან, რამდენი, როგორი სუნი აქვთ, თუ სულ არ აქვთ სუნი... ჩასვით იმ სცენაში, რომელშიც ხართ, ქვიშასთან, კუბთან, კიბესთან, ცხენთან მიმართებაში…

და ბოლო ამოცანაა აღწეროთ შტორმი, რომელიც უეცრად უდაბნოში დაიწყო. როგორია? რა მიმართულებით ქრის? გცილდებათ თუ მოდის? შორს არის, თუ გიახლოვდებათ? თუ უკვე აქ არის? ვის აზიანებს პირველ რიგში (კუბი, ცხენი, კიბე, ყვავილები)? ვის ვერ ეხება? რას გრძნობთ? ნახეთ პასუხები