სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წარვმართოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ - ფსიქოლოგის რჩევები
როგორ წარვმართოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ - ფსიქოლოგის რჩევები

ბოლო დროს გავ­რცელ­და კვლე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად წუ­წუ­ნე­ბენ, ემო­ცი­უ­რად თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სტრე­სის­გან და შე­დე­გად უფრო ნაკ­ლებ სტრესს გა­ნიც­დი­ან ან სა­ერ­თოდ არ გა­ნიც­დი­ან მას. სა­მა­გი­ე­როდ, ძალ­ზედ მძი­მე და ხშირ შემ­თხევ­ვა­ში, დამ­თრგუნ­ვე­ლიც კი არის მსმე­ნე­ლის­თვის ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა. ყო­ველ ჩვენ­განს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რით გვი­წევს ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ნე­გა­ტი­ურ ემო­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­დამ­დე­ბია და გვირ­ჩე­ვენ, რომ გავ­წყვი­ტოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან ცხოვ­რე­ბით. თუმ­ცა ეს რჩე­ვა არ გა­მოგ­ვად­გე­ბა იმ შემ­თვე­ვა­ში, რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი ან სუ­ლაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. რა­ტომ წუ­წუ­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რამ­დე­ნად სა­ზი­ა­ნოა ეს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია მსმე­ნელ­ზე და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი სხვი­სი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის­გან? გთა­ვა­ზობთ ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მო­წუ­წუ­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვი­ღოთ. AMBEBI.GE ფსი­ქო­ლოგ­სა და ფსი­ქი­ატრს და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ის გავ­ლე­ნის სიხ­ში­რე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ორ ფაქ­ტორ­ზე - რამ­დე­ნად ხში­რია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რამ­დე­ნად ღრმა არის ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. რაც უფრო ღრმაა და ხში­რია კონ­ტაქ­ტი, მით მე­ტია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ გავ­ლე­ნა იყოს. სა­ერ­თოდ, ემო­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა, როცა სა­უ­ბა­რია ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნა­ზე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ემო­ცი­ურ ინ­ტე­ლექ­ტზე, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და პი­როვ­ნულ მდგრა­დო­ბა­ზე. რაც უფრო მყა­რია ჩემი პო­ზი­ტი­უ­რო­ბა, რაც უფრო ღრმა სა­ფუძ­ვე­ლი და ფეს­ვე­ბი აქვს ჩემს პო­ზი­ტი­უ­რო­ბას, მით უფრო ძნე­ლად მო­ვექ­ცე­ვი სხვი­სი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კრი­ტი­კუ­ლო­ბა იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ბრმად მინ­დო­ბა და უკ­რი­ტი­კოდ მი­ღე­ბა ყვე­ლაფ­რის სა­ზი­ა­ნოა.

- რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ის გავ­ლე­ნის­გან?

- თუ ადა­მი­ა­ნი ნე­გა­ტი­ურ აზრს თუ გან­წყო­ბას გვი­ზი­ა­რებს, აქ ორი გზა გვაქვს: უბ­რა­ლოდ, უგულ­ვე­ბელ­ყოთ, ვი­პო­ვოთ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ფიქ­რა­ლი, აღ­ქმის ობი­ექ­ტი, გა­და­ვი­დეთ თუნ­დაც ოც­ნე­ბა­ში, ფიქ­რებ­ში და გა­და­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სხვა რა­მე­ზე. სწო­რედ ეს არის სა­უ­კე­თე­სო გზა, იგ­ნო­რი­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვე­ბა. ეს კი ხერ­ხდე­ბა სწო­რად მი­მარ­თუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით. სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი, ფა­ქი­ზი რამ არის. ამი­ტომ ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი, მზა რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. ზოგ­თან შე­გიძ­ლია სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, ზოგს პირ­და­პირ ვუ­თხრათ, რომ არ გვსურს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. გა­აჩ­ნია ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ჭი­როა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და გა­მო­სავ­ლის გა­მო­ნახ­ვა.

- რა­ტომ წუ­წუ­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად?

- მო­წუ­წუ­ნე­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი: ერთ შემ­ხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წუ­წუ­ნებს და ის ვერ ახერ­ხებს და­მო­უ­კი­დებ­ლად გამ­კლა­ვე­ბას ამას­თან. ბავ­შვო­ბა­ში რო­დე­საც წა­მო­ი­წუ­წუ­ნებ­და, მას ჰყავ­და მხარ­დამ­ჭე­რი მშობ­ლის, პე­და­გო­გის, თა­ნა­ტო­ლის სა­ხით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგი იტო­ვებს ამ ჩვე­ვას და დი­დო­ბა­შიც აგ­რძე­ლე­ბენ წუ­წუნს. ზოგი კი ამას აკე­თებს ცრურ­წმე­ნის გამო. მას მი­აჩ­ნია, რომ რაც უფრო მე­ტად იწუ­წუ­ნებს, თვა­ლი არ ეცე­მა, არ და­ი­თარ­სე­ბა, საქ­მე კარ­გად აე­წყო­ბა და მე­ტად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ავი თვა­ლის­გან. წუ­წუ­ნის მოს­მე­ნა ძი­რი­თა­დად ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია. თუმ­ცა არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი, გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზოგი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოც კია წუ­წუ­ნის მოს­მე­ნა. ადა­მი­ანს უხა­რია, კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან მას­ზე უა­რე­სა­დაც აქვს ვი­ღა­ცას საქ­მე. შე­საძ­ლოა გაბ­რა­ზე­ბუ­ლია მო­სა­უბ­რე­ზე და ახლა უხა­რია, აი ღმერ­თი სა­მათ­ლი­ა­ნია, ვერ აე­წყო საქ­მე კარ­გად, ჩემი ცოდ­ვით ვერ გა­ი­ხა­რა და ა.შ.

აქ არის კი­დევ ერთი ცრურ­წმე­ნა: რომ აი, თუ თავს მო­ვახ­ვევ ჩემს პრობ­ლე­მებს სხვას, მე გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი მათ­გან და იმა­ზე გა­და­ვა, ვინც მის­მენს. ამი­ტომ არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმე­ბი „მე ჯვა­რი მწე­რია“, „იქამც იყოს“ და ა.შ. ესეც, რა თქმა უნდა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია და ცრურ­წმე­ნაა.

- არ­სე­ბო­ბენ თუ არა ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი?

- ზოგი ენერ­გო­ვამ­პი­რებ­ში გუ­ლის­ხმობს სპე­ცი­ფი­ურ, ენერ­გი­ის ამო­წო­ვა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ზო­გიც კი ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ღლე­ლია. დამ­ღლე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც, თუ კი მე მას არ ვკი­თხუ­ლობ შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბით, ის დამ­ღლის, დამ­თრგუ­ნავს და ცუდი ფიქ­რე­ბიც გა­მიჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში წიგ­ნიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ენერ­გო­ვამ­პი­რი. მო­წუ­წუ­ნე ადა­მი­ა­ნიც შიძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ენერ­გო­ვამ­პი­რად. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მე­ზე სა­უბ­რობ­დეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ იმ­დენს სა­უბ­რობ­დეს და ისე­თი მა­ნე­რუ­ლო­ბით, თე­მი­დან თე­მა­ზე გა­დახ­ტეს, მერე კი­დევ გა­დახ­ტეს, ისევ პირ­ველს და­უბ­რუნ­დეს, ამ დროს მსმე­ნე­ლი ცდი­ლობს აზრი მი­ა­დევ­ნოს, იღ­ლე­ბა ამ დროს და ეც­ლე­ბა ენერ­გია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ წარვმართოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ წარვმართოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ - ფსიქოლოგის რჩევები

ბოლო დროს გავრცელდა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, ემოციურად თავისუფლდებიან სტრესისგან და შედეგად უფრო ნაკლებ სტრესს განიცდიან ან საერთოდ არ განიცდიან მას. სამაგიეროდ, ძალზედ მძიმე და ხშირ შემთხევვაში, დამთრგუნველიც კი არის მსმენელისთვის ასეთი ნეგატიური ინფორმაციის მიღება და გადამუშავება. ყოველ ჩვენგანს დღის განმავლობაში სხვადასხვა სიხშირით გვიწევს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდმივად ნეგატიურ ემოციას ავრცელებენ.

ფსიქოლოგების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ წარუმატებლობა გადამდებია და გვირჩევენ, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილოები არიან ცხოვრებით. თუმცა ეს რჩევა არ გამოგვადგება იმ შემთვევაში, როდესაც ასეთი ადამიანები ჩვენთვის ძალიან ახლობლები ან სულაც ოჯახის წევრები არიან. რატომ წუწუნებენ ადამიანები, რამდენად საზიანოა ეს უარყოფითი ემოცია მსმენელზე და როგორ დავიცვათ თავი სხვისი ნეგატიური გავლენისგან? გთავაზობთ ფსიქოლოგის რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება მოწუწუნე ადამიანებთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივიღოთ. AMBEBI.GE ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს დავით ანდღულაძეს ესაუბრა.

- ნეგატიური ემოციის გავლენის სიხშირე დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - რამდენად ხშირია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და რამდენად ღრმა არის ეს ურთიერთობა. რაც უფრო ღრმაა და ხშირია კონტაქტი, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ გავლენა იყოს. საერთოდ, ემოციური ზეგავლენა, როცა საუბარია ნეგატიურ ზეგავლენაზე, დამოკიდებულია ემოციურ ინტელექტზე, ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და პიროვნულ მდგრადობაზე. რაც უფრო მყარია ჩემი პოზიტიურობა, რაც უფრო ღრმა საფუძველი და ფესვები აქვს ჩემს პოზიტიურობას, მით უფრო ძნელად მოვექცევი სხვისი ზეგავლენის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულობა იყოს შენარჩუნებული ურთიერთობაში, ბრმად მინდობა და უკრიტიკოდ მიღება ყველაფრის საზიანოა.

- როგორ დავიცვათ თავი ნეგატიური ემოციის გავლენისგან?

- თუ ადამიანი ნეგატიურ აზრს თუ განწყობას გვიზიარებს, აქ ორი გზა გვაქვს: უბრალოდ, უგულვებელყოთ, ვიპოვოთ უფრო სასიამოვნო საფიქრალი, აღქმის ობიექტი, გადავიდეთ თუნდაც ოცნებაში, ფიქრებში და გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე. სწორედ ეს არის საუკეთესო გზა, იგნორირება, ყურადღების მიღმა დატოვება. ეს კი ხერხდება სწორად მიმართული ყურადღებით. საერთოდ, ურთიერთობა ძალიან სპეციფიური, ფაქიზი რამ არის. ამიტომ ერთიანი სტანდარტი, მზა რეცეპტი არ არსებობს. ზოგთან შეგიძლია საერთოდ შეწყვიტოთ ურთიერთობა, ზოგს პირდაპირ ვუთხრათ, რომ არ გვსურს ამ თემაზე საუბარი. გააჩნია ურთიერთობას, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და გამოსავლის გამონახვა.

- რატომ წუწუნებენ ადამიანები მუდმივად?

- მოწუწუნეობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ერთ შემხვევაში, შესაძლოა რეალურად მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანს, რომელიც წუწუნებს და ის ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გამკლავებას ამასთან. ბავშვობაში როდესაც წამოიწუწუნებდა, მას ჰყავდა მხარდამჭერი მშობლის, პედაგოგის, თანატოლის სახით. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ზოგი იტოვებს ამ ჩვევას და დიდობაშიც აგრძელებენ წუწუნს. ზოგი კი ამას აკეთებს ცრურწმენის გამო. მას მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტად იწუწუნებს, თვალი არ ეცემა, არ დაითარსება, საქმე კარგად აეწყობა და მეტად დაცული იქნება ავი თვალისგან. წუწუნის მოსმენა ძირითადად ძალიან დამთრგუნველია. თუმცა არსებობს იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ზოგი ადამიანისთვის სასიამოვნოც კია წუწუნის მოსმენა. ადამიანს უხარია, კმაყოფილია, რადგან მასზე უარესადაც აქვს ვიღაცას საქმე. შესაძლოა გაბრაზებულია მოსაუბრეზე და ახლა უხარია, აი ღმერთი სამათლიანია, ვერ აეწყო საქმე კარგად, ჩემი ცოდვით ვერ გაიხარა და ა.შ.

აქ არის კიდევ ერთი ცრურწმენა: რომ აი, თუ თავს მოვახვევ ჩემს პრობლემებს სხვას, მე გავთავისუფლდები მათგან და იმაზე გადავა, ვინც მისმენს. ამიტომ არსებობს ასეთი გამოთქმები „მე ჯვარი მწერია“, „იქამც იყოს“ და ა.შ. ესეც, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია და ცრურწმენაა.

- არსებობენ თუ არა ენერგოვამპირები?

- ზოგი ენერგოვამპირებში გულისხმობს სპეციფიურ, ენერგიის ამოწოვაში დახელოვნებულ ადამიანებს, ზოგიც კი ისეთ ადამიანებს, რომელთანაც ურთიერთობა დამღლელია. დამღლელი შეიძლება იყოს წიგნთან ურთიერთობაც, თუ კი მე მას არ ვკითხულობ შესაბამისი განწყობით, ის დამღლის, დამთრგუნავს და ცუდი ფიქრებიც გამიჩნდება. ამიტომ, ამ შემთხვევაში წიგნიც შეიძლება იყოს ენერგოვამპირი. მოწუწუნე ადამიანიც შიძლება მივიჩნიოთ ენერგოვამპირად. შეიძლება სულაც სასიამოვნო რამეზე საუბრობდეს ადამიანი, მაგრამ იმდენს საუბრობდეს და ისეთი მანერულობით, თემიდან თემაზე გადახტეს, მერე კიდევ გადახტეს, ისევ პირველს დაუბრუნდეს, ამ დროს მსმენელი ცდილობს აზრი მიადევნოს, იღლება ამ დროს და ეცლება ენერგია.

"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება

საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება