კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა და სამზარეულოს?
ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა  და სამზარეულოს?

ყვე­ლა, ვინც ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ­ში Tennozu Isle ჩა­დის, უნე­ბუ­რად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ იგებს. ეს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ და­წყე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც ტო­კი­ო­ში 10 მარ­ტი­დან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ Tennozu Isle-ს გზა კი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გა­მო­ფე­ნამ­დე მი­დის, ხოლო ვინც გზას მიჰ­ყვე­ბა, ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით და­წუ­რუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტამ­დე მივა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი მეტ­რო­სად­გუ­რი სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრთან Terrada Warehouse მი­სას­ვლელს წარ­მო­ად­გენს, სა­დაც გა­მო­ფე­ნა „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ 10 მარტს გა­იხ­სნა და 7 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

სად­გუ­რი კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს და ერ­თმა­ნეთ­თან სხვა კუნ­ძუ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნი­თაა შექ­მნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი დი­დია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ, 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის: ტო­კი­ოს კი­დევ ოთხ უმ­სხვი­ლეს მეტ­რო­სად­გურ­ში Shonjuku, Ropongi, Ebisu და Meiji Jingumae გან­თავ­და სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი წარ­წე­რით - „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინფრ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან.

საფ­რან­გე­თის, კერ­ძოდ კი ბორ­დოს შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­აა, რაც ღვი­ნის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩვე­ნი ღვი­ნი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ და­ი­წყო.

ტო­კი­ო­ში მინ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნა „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ დატ­ვირ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. 12 აპ­რილს ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ია­პო­ნუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით, ღვი­ნი და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ი­თა და კულ­ტუ­რით მო­ხიბ­ლუ­ლე­ბი დარ­ჩნენ.

სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ია­პო­ნი­ა­ში სა­არ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ვით გო­გი­ნა­იშ­ვილ­მა მი­ა­წო­და. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ია­პო­ნელ სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, მას ეს­წრე­ბოდ­ნენ შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air &Travel, Latera International, Europe Express და სხვა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი და ია­პო­ნუ­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი და­ი­გეგ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ორი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა ღრმა ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს იწყებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­დი­ნე­ბას, ისე ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ალ­ბათ, ამ პრო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ, გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ „ქარ­თულ ღვი­ნოს ია­პო­ნურ ბა­ზარ­ზე დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს“, არა­ვის გა­ა­ო­ცებს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ეს დიდ მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრა­ზა „ტო­კიო მა­რინ ჰილ­დინგსის“ სა­თაო ოფის­ში გა­მარ­თულ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ით­ქვა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ „ტო­კიო მა­რინ ჰილ­დინგსის“ პარტნი­ო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, ია­პო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ია­პო­ნურ ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ღვი­ნოს წარ­მა­ტე­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს.

სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი „ტო­კიო მა­რინ ჰოლ­დინგსის“ თავ­მჯდო­მა­რემ და კომ­პა­ნია „სო­ნის“ დი­რექ­ტორ­მა შუძო სუ­მიმ და ცნო­ბილ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვან­მა ჰი­ტო­ში ქუ­სა­ნომ გა­უ­ზი­ა­რეს.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბებ­ზე ცნო­ბილ­მა სო­მე­ლიე მა­ძუ­სა­სე გვე­სა­უბ­რა, ხო­ლო­ი­ა­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, და­ვით გო­გი­ნაშ­ვილ­მა სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რის, სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი­სა და­ქარ­თულ-ია­პო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია წა­რუდ­გი­ნა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კერ­ძე­ბის დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-თან პარტნი­ო­რო­ბით. ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა და სამზარეულოს?

ქართული ღვინო ტოკიოს მეტროში - როგორ ეცნობიან იაპონელები ქართულ კულტურასა  და სამზარეულოს?

ყველა, ვინც ტოკიოს მეტროსადგურში Tennozu Isle ჩადის, უნებურად ქართული ღვინის შესახებ იგებს. ეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებული სარეკლამო კამპანიის დამსახურებაა, რომელიც ტოკიოში 10 მარტიდან აქტიურად მიმდინარეობს.

ტოკიოს მეტროსადგურ Tennozu Isle-ს გზა კი ქართული ღვინის გამოფენამდე მიდის, ხოლო ვინც გზას მიჰყვება, ჩვენი უძველესი, ტრადიციული ტრადიციული წესით დაწურული საუკეთესო ღვინის ფართო ასორტიმენტამდე მივა. უფრო კონკრეტულად კი მეტროსადგური საგამოფენო ცენტრთან Terrada Warehouse მისასვლელს წარმოადგენს, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

სადგური კუნძულზე მდებარეობს და ერთმანეთთან სხვა კუნძულების დაკავშირების მიზნითაა შექმნილი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი დიდია და სავარაუდოდ, ქართული ღვინის შესახებ დღეში საშუალოდ, 50 ათასი ადამიანი მაინც იღებს ინფორმაციას.

ეს ყველაფერი არ არის: ტოკიოს კიდევ ოთხ უმსხვილეს მეტროსადგურში Shonjuku, Ropongi, Ebisu და Meiji Jingumae განთავდა სარეკლამო ბანერები, საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები წარწერით - „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფრმაციას აწვდიან.

საფრანგეთის, კერძოდ კი ბორდოს შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური კამპანიაა, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი ღვინისა და ქართული კულტურის შესახებ დაიწყო.

ტოკიოში მინდინარე გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხით წარმოჩენას ემსახურება. 12 აპრილს იაპონიის დედაქალაქში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნებით, ღვინი დაყენების უძველესი ტრადიციითა და კულტურით მოხიბლულები დარჩნენ.

სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაიშვილმა მიაწოდა. მან დეტალურად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულებების შესახებ და იაპონელ სტუმრებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, მას ესწრებოდნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air &Travel, Latera International, Europe Express და სხვა ცნობილი და წარმატებული ორგანიზაციების თანამშრომლები.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა. შესაბამისად, ორი უძველესი კულტურა ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს იწყებს, რომელიც საქართველოში როგორც ტურისტები შემოდინებას, ისე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ალბათ, ამ პროექტების შემდეგ, გამოფენაზე წარმოთქმული მოსაზრება, რომ „ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს“, არავის გააოცებს, თუმცა რეალურად, ეს დიდ მიღწევას წარმოადგენს. აღნიშნული ფრაზა „ტოკიო მარინ ჰილდინგსის“ სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე ითქვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ტოკიო მარინ ჰილდინგსის“ პარტნიორი წარმატებული კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს წარმატება უწინასწარმეტყველეს.

სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ თავმჯდომარემ და კომპანია „სონის“ დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.

ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიე მაძუსასე გვესაუბრა, ხოლოიაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა დაქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი