მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს
იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს

ტო­კი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნის „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ფარ­გლებ­ში, ია­პო­ნი­ა­ში ერ­თა­დერ­თმა ღვი­ნის მა­გის­ტრმა, კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცია ია­პო­ნე­ლი ღვი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გა­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და 120-მდე სტუ­მა­რი: ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი, ია­პო­ნი­ის სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი, სა­რეს­ტორ­ნო და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც კე­ნი­ჩი ოჰა­ში 3 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რა­სა და ქარ­თულ ღვი­ნოს აც­ნობ­და.

კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ სტუმ­რებს უამ­ბო, რომ ქვევ­რი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა 8000 წლის წინ და­ი­წყო და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ქარ­თუ­ლი მე­თო­დი უნი­კა­ლუ­რია მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ რო­პონ­გში პრო­ექტ „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოს“ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი გან­თავ­სდა

ღვი­ნის მა­გის­ტრმა ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რაც, მისი აზ­რით, ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ღვი­ნის პირ­ვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, რის გა­მოც პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის ახა­ლია და მინ­და კი­დევ უფრო მეტი გა­ვი­გოთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ, რად­გან ეს უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ცოდ­ნაა, რაც ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლია“, - აღ­ნიშ­ნა კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ.

კე­ნი­ჩი ოჰა­ში ერ­თა­დერ­თი ღვი­ნის მა­გის­ტრია ია­პო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრაქ­ტორ მარ­კე­ტინ­გულ კომ­პა­ნია „Red Bridge“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს კომ­პა­ნია ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ მარ­კე­ტინ­გულ და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას ია­პო­ნი­ა­ში 2017 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ შემ­დე­გი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო­ე­ბი: „შატო მუხ­რა­ნი“, „თბილ­ღვი­ნო“, „თე­ლე­და/ორგო“, „თე­ლი­ა­ნი ველი“, „სტო­რი“, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ვა­ზი­ა­ნი“, „ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი“, „დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია“, „თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი“, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა შუმი“ და „სე­სი­აშ­ვი­ლის მა­რა­ნი“.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-თან პარტნი­ო­რო­ბით. სა­გა­მო­ფე­ნო ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს

იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს

ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდა 120-მდე სტუმარი: ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის მანძილზე ქართული ღვინის კულტურასა და ქართულ ღვინოს აცნობდა.

კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა, ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში.

ტოკიოს მეტროსადგურ როპონგში პროექტ „საქართველო ღვინის სამშობლოს“ სარეკლამო ბანერები განთავსდა

ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას.

„საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს ხელმძღვანელობს. ეს კომპანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.

პრეზენტაციის მსვლელობის დროს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „თელედა/ორგო“, „თელიანი ველი“, „სტორი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა შუმი“ და „სესიაშვილის მარანი“.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ