მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე
ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე

ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბამ­დე, 2019 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე, მო­ეს­წრე­ბა თუ არა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის გა­და­ღებ­ვა ან დას­ტი­კე­რე­ბა, ამა­ზე ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „ალმა“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნია „ალ­მას“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კომ­პა­ნია „ალმა“ მხო­ლოდ ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

„ჩვენ ავ­ტო­მან­ქა­ნებს არ ვღე­ბავთ, არც ვას­ტი­კე­რებთ, მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა­ზე ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შემ­დეგ კი, ტაქ­სის მძღო­ლი თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სად გა­და­ღე­ბოს-და­ას­ტი­კე­როს და გაწ­მინ­დოს ავ­ტო­მან­ქა­ნა“, - გან­მარ­ტა ტრა­პა­ი­ძემ.

ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა. ამ დრო­ი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და ხუთ­კა­რი­ა­ნი უნდა იყოს; გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე ფლობ­დეს ლი­ცენ­ზი­ას. ამ დრო­ის­თვის ლი­ცენ­ზია თბი­ლის­ში 27 ათას მძღოლს აქვს აღე­ბუ­ლი.

კომ­პა­ნია „ალ­მას“ დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე თეთ­რი ფი­რის გა­დაკ­ვრა ერთი და იგი­ვე თან­ხით - 700 ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რის და­სა­ხე­ლე­ბას შე­ე­ხო, სხვა პი­რო­ბე­ბი კი უც­ვე­ლი რჩე­ბა.

„სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, თუ აქამ­დე გავ­ცემ­დით ღებ­ვი­სა და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩერს, ახლა გავ­ცემთ ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბის და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩერს. სხვა ყვე­ლა­ფე­რი - თან­ხა, პრო­ცე­დუ­რა, ვა­დე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. 1 მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვა ან დას­ტი­კე­რე­ბა ჩვე­ნი ვა­უ­ჩე­რით 700 ლარი ჯდე­ბა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბის 138 ვა­უ­ჩე­რია გა­ცე­მუ­ლი, სა­ი­და­ნაც გა­ნაღ­ლდე­ბუ­ლია 21 ვა­უ­ჩე­რი. ასე­ვე გა­ნაღ­დე­ბუ­ლია ქიმ­წმენ­დის 22 ვა­უ­ჩე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია „ალ­მას“ პი­რო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა იმ ტაქ­სის მძღო­ლებ­ზე, ვინც ლი­ცენ­ზია 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე აიღო. ასე­თი კი, მი­სი­ვე თქმით, 15 ათა­სი მძღო­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ვა­დას, ტრა­პა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვა­დაც უც­ვლე­ლია, თუმ­ცა, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი მა­საც შე­ე­ხოს.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვადა არის უც­ვლე­ლი - 2 წე­ლია. ვა­დის ცვლი­ლე­ბა­ზე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, მეც ვე­ლო­დე­ბი. რო­გორც ღებ­ვის ნა­წილ­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რად მოხ­დეს კი­დევ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­რი­ას­თან არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რია ტაქ­სის მძღო­ლებს სთა­ვა­ზობს ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვის ნაც­ვლად მან­ქა­ნებ­ზე თეთ­რი ფირი გა­და­აკ­რან. ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე თეთრ ფირს უფა­სოდ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „ალმა“ გა­და­უკ­რავს. თუმ­ცა, ფი­რის გა­დაკ­ვრის შემ­თხვე­ვა­შიც, ისე­ვე რო­გორც შე­ღებ­ვი­სას, მძღო­ლებს მან­ქა­ნებ­ზე კომ­პა­ნია „ალ­მას“ რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა მო­უ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე

ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებამდე, 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, მოესწრება თუ არა ლიცენზირებული ტაქსების გადაღებვა ან დასტიკერება, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ალმა“ მხოლოდ ღებვა-დასტიკერებისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ ავტომანქანებს არ ვღებავთ, არც ვასტიკერებთ, მხოლოდ ვაუჩერების გაცემაზე ვართ პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ტაქსის მძღოლი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად გადაღებოს-დაასტიკეროს და გაწმინდოს ავტომანქანა“, - განმარტა ტრაპაიძემ.

ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს; გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ამ დროისთვის ლიცენზია თბილისში 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.

კომპანია „ალმას“ დირექტორის, გიორგი ტრაპაიძის განცხადებით, ტაქსების თეთრად გადაღებვა და ავტომანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა ერთი და იგივე თანხით - 700 ლარით დაფინანსდება.

როგორც გიორგი ტრაპაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სატენდერო პირობებში ცვლილება მხოლოდ ვაუჩერის დასახელებას შეეხო, სხვა პირობები კი უცველი რჩება.

„სატენდერო პირობებში ერთადერთი ცვლილება შევიდა, თუ აქამდე გავცემდით ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს, ახლა გავცემთ ღებვა-დასტიკერების და ქიმწმენდის ვაუჩერს. სხვა ყველაფერი - თანხა, პროცედურა, ვადები უცვლელი რჩება. 1 მანქანის გადაღებვა ან დასტიკერება ჩვენი ვაუჩერით 700 ლარი ჯდება. დღეის მდგომარეობით, ღებვა-დასტიკერების 138 ვაუჩერია გაცემული, საიდანაც განაღლდებულია 21 ვაუჩერი. ასევე განაღდებულია ქიმწმენდის 22 ვაუჩერი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ალმას“ პირობები ვრცელდება იმ ტაქსის მძღოლებზე, ვინც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღო. ასეთი კი, მისივე თქმით, 15 ათასი მძღოლია.

რაც შეეხება რეკლამის განთავსების ვადას, ტრაპაიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ვადაც უცვლელია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები მასაც შეეხოს.

„ჯერჯერობით ეს ვადა არის უცვლელი - 2 წელია. ვადის ცვლილებაზე რაიმე ინფორმაცია არ მაქვს, მეც ველოდები. როგორც ღებვის ნაწილში მოხდა ცვლილება, შეიძლება ანალოგიურად მოხდეს კიდევ რაიმე ცვლილება, თუმცა, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაში მოლაპარაკებები მერიასთან არ გვაქვს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს სთავაზობს ავტომანქანის გადაღებვის ნაცვლად მანქანებზე თეთრი ფირი გადააკრან. ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრ ფირს უფასოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაუკრავს. თუმცა, ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ისევე როგორც შეღებვისას, მძღოლებს მანქანებზე კომპანია „ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ.

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა