მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე..." - სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე განცხადებას ავრცელებს
"დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე..." - სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სან­დრა რუ­ლოვ­სის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის ობი­ექ­ტუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად.

"დღეს 80 წელი შე­უს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­სა­ძირ­კვლეს და ეროვ­ნულ -გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დერს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წა­მე­ბულს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გმირს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გვაქვს სათ­ქმე­ლი ამ დღეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უხ­სნე­ლია მისი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე. ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ ვერ გაგ­ვი­ფან­ტავს ის­ტო­რი­ის გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის მიერ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი სიც­რუე. ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის ობი­ექ­ტუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად და ისე და­სა­ფა­სებ­ლად, რო­გორც მის სა­ქარ­თვე­ლოს ეკად­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ დიდი დრო გვი­ჭირ­დე­ბა ამის­თვის, ძა­ლი­ან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევ­ძლოთ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით დრო­უ­ლად. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა იმი­სათ­ვის, რომ აღარ გა­ვი­მე­ო­როთ ად­რინ­დე­ლი შეც­დო­მე­ბი . ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ასე გვიგ­რძე­ლებს ის­ტო­რი­ულ მი­ზან­თან მი­სას­ვლელ გზას. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მმარ­თვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ორი უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა: 1991 წლის 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ ორ ის­ტო­რი­ულ აქტს დიდი ბრძო­ლა და დიდი შრო­მა უძღო­და წინ, პირ­ველ რიგ­ში პრე­ზი­დენ­ტის. ჩვენც შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლით და შრო­მით უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ფა­სე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა და იმ ბრძო­ლის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნაა, რო­მელ­შიც - 1991 წლის 31 მარტს - ერ­თი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლომ ერ­თხმად აირ­ჩია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია რუ­ლოვ­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სან­დრა რუ­ლოვ­სის გან­ცხა­დე­ბას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე..." - სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე განცხადებას ავრცელებს

"დღემდე გაუხსნელია მისი მკვლელობის საქმე..." - სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს.

როგორც სანდრა რულოვსის განცხადებაშია აღნიშნული, ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად.

"დღეს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს და ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოსთვის წამებულს, საქართველოს ეროვნულ გმირს. სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს. საქართველოში გაუხსნელია მისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს ისტორიის გამყალბებლების მიერ ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად და ისე დასაფასებლად, როგორც მის საქართველოს ეკადრება. სამწუხაროა, რომ დიდი დრო გვიჭირდება ამისთვის, ძალიან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები . ეს დაგვეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც ასე გვიგრძელებს ისტორიულ მიზანთან მისასვლელ გზას. ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება ორი უდიდესი ისტორიული მოვლენა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ამ ორ ისტორიულ აქტს დიდი ბრძოლა და დიდი შრომა უძღოდა წინ, პირველ რიგში პრეზიდენტის. ჩვენც შეუპოვარი ბრძოლით და შრომით უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოლომდე ერთგულები ვართ საქართველოს ისტორიული არჩევანის. ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელშიც - 1991 წლის 31 მარტს - ერთიანმა საქართველომ ერთხმად აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - ნათქვამია რულოვსის განცხადებაში.

სანდრა რულოვსის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები