სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს და რას პასუხობენ მას მერიაში
"მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს და რას პასუხობენ მას მერიაში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და­ვით სო­კო­ლო­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ის თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს შეხ­ვედ­რას სთხოვ­და. სო­კო­ლოვს ქა­ლა­ქის პირ­ველ პირ­თან შეხ­ვედ­რა თა­ვი­სი ბი­ნის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­და. მი­სი­ვე თქმით, მერ­თან ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის დროს ეს სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა და კა­ლა­ძემ ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როსს შე­ახ­ვედ­რა, თუმ­ცა ამ შეხ­ვედ­რით სო­კო­ლო­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა.

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მერს, ბა­ტონ კახა კა­ლა­ძეს. ბა­ტო­ნო კახა, მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რით, თქვენ გულ­თან მი­ი­ტა­ნეთ ჩემი უზარ­მა­ზა­რი გა­სა­ჭი­რი, ის ჯო­ჯო­ხე­თი რო­მე­ლიც 20 წე­ლია მად­გას, თით­ქოს გა­და­წყდა კი­დეც პრობ­ლე­მა, მაგ­რამ თა­ვარ­თქი­ლა­ძეს­თან (ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ავტ) გუ­შინ­წინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა იყო და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბა, რაც მე მან მი­თხრა და რო­გორც გა­და­წყვი­ტა...

მინ­და ისევ შეგ­ხვდეთ და გა­დავ­წყვი­ტოთ ეს საქ­მე რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, რად­გან მე მოც­დის დროც არ მაქვს ამ ქვეყ­ნად..." - აცხა­დებ­და სო­კო­ლო­ვი მი­მარ­თვა­ში.

VIDEO: "ეს იყო და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბა" - და­ვით სო­კო­ლო­ვის მი­მარ­თვა კახა კა­ლა­ძეს

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას დღეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძე და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სო­კო­ლო­ვის ბი­ნის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, და­ვით სო­კო­ლოვს ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მისი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ბი­ნის სა­ნაც­ვლოდ, შეს­თა­ვა­ზეს სა­ბურ­თა­ლო­ზე, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში ორი ბინა, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და.

"ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2 ბინა, ჯამ­ში 112 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი შევ­თა­ვა­ზეთ. ეს შე­თა­ვა­ზე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხა­რა­უ­ლის მიერ შე­ფა­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მისი სა­მო­მავ­ლო ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა ჰა­ე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, შე­ფას­და კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 2 000 ლა­რად და ამის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ორი ბინა შევ­თა­ვა­ზეთ სა­ნაც­ვლოდ.

VIDEO: "ბა­ტონ და­ვით სო­კო­ლოვს შევ­თა­ვა­ზეთ ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე 2 ბინა" - რას პა­სუ­ხობს მე­რია ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვანს

სამ­წუ­ხა­როდ, მისი მხრი­დან უარი იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნა­წილ­ში შე­თა­ვა­ზე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მო­ი­ცავს, რა­საც დღეს მისი სა­კუთ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ცავს" - აღ­ნიშ­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას. მი­სი­ვე თქმით, რა­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი სო­კო­ლოვ­მა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, მის­თვის უც­ნო­ბია.

და­ვით სო­კო­ლო­ვი ვა­კე­ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში წლე­ბია ელო­დე­ბა ბი­ნის მი­ღე­ბას. ამის გამო, ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. მი­სი­ვე თქმით, ის გა­და­სა­ხადს იმ 1000 ლა­რი­დან იხ­დის, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან იღებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს და რას პასუხობენ მას მერიაში

"მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - რა თხოვნით მიმართა დავით სოკოლოვმა კახა კალაძეს და რას პასუხობენ მას მერიაში

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობილი ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვედრას სთხოვდა. სოკოლოვს ქალაქის პირველ პირთან შეხვედრა თავისი ბინის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სურდა. მისივე თქმით, მერთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და კალაძემ ის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს შეახვედრა, თუმცა ამ შეხვედრით სოკოლოვი უკმაყოფილო დარჩა.

"მინდა მივმართო ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს. ბატონო კახა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი პირველი შეხვედრით, თქვენ გულთან მიიტანეთ ჩემი უზარმაზარი გასაჭირი, ის ჯოჯოხეთი რომელიც 20 წელია მადგას, თითქოს გადაწყდა კიდეც პრობლემა, მაგრამ თავართქილაძესთან (ირაკლი თავართქილაძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ავტ) გუშინწინდელი შეხვედრა იყო დაცინვა და მასხრად აგდება, რაც მე მან მითხრა და როგორც გადაწყვიტა...

მინდა ისევ შეგხვდეთ და გადავწყვიტოთ ეს საქმე რაც შეიძლება მალე, რადგან მე მოცდის დროც არ მაქვს ამ ქვეყნად..." - აცხადებდა სოკოლოვი მიმართვაში.

VIDEO: "ეს იყო დაცინვა და მასხრად აგდება" - დავით სოკოლოვის მიმართვა კახა კალაძეს

აღნიშნულ განცხადებას დღეს გამოეხმაურა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე და ჟურნალისტებთან სოკოლოვის ბინის საკითხის გადაწყვეტაზე ისაუბრა. მისი თქმით, დავით სოკოლოვს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მისი დაუმთავრებელი ბინის სანაცვლოდ, შესთავაზეს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი ბინა, რაზეც მან უარი განაცხადა.

"ახალაშენებულ კორპუსში თეთრი კარკასის მდგომარეობით, 2 ბინა, ჯამში 112 კვადრატული მეტრი შევთავაზეთ. ეს შეთავაზება განხორციელდა სამხარაულის მიერ შეფასებული ღირებულებებიდან გამომდინარე. მისი სამომავლო ქონება, რომელიც ახლა ჰაერის მდგომარეობაშია, შეფასდა კვადრატული მეტრი 2 000 ლარად და ამის შესაბამისობაში, დასრულებული ორი ბინა შევთავაზეთ სანაცვლოდ.

VIDEO: "ბატონ დავით სოკოლოვს შევთავაზეთ ნუცუბიძის ქუჩაზე 2 ბინა" - რას პასუხობს მერია ყოფილ ტელეწამყვანს

სამწუხაროდ, მისი მხრიდან უარი იყო გაცხადებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა მონაცვლეობის ნაწილში შეთავაზება სამართლიანია და იმ ღირებულებას მოიცავს, რასაც დღეს მისი საკუთრების ღირებულება მოიცავს" - აღნიშნა თავართქილაძემ მედიასთან საუბრისას. მისივე თქმით, რატომ განაცხადა უარი სოკოლოვმა შეთავაზებაზე, მისთვის უცნობია.

დავით სოკოლოვი ვაკეში მდებარე მშენებარე კორპუსში წლებია ელოდება ბინის მიღებას. ამის გამო, ამჟამად ყოფილი ტელეწამყვანი მეუღლესთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისივე თქმით, ის გადასახადს იმ 1000 ლარიდან იხდის, რომელსაც ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

"პიკის პერიოდშიც კი არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის ნაკლებობის არქონის გამო..." - თენგიზ ცერცვაძე

მაშველები გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან (ფოტო)

"სკოლებში პირბადის არგამოყენება შესაძლოა, საშიში იყოს..." - რას ამბობს განათლების ექსპერტი უცხო ქვეყნების გამოცდილებაზე