პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ 2018 წლის 1 მა­ი­სი­დან ამოქ­მედ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მო­წე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში - შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, კაფე-ბა­რებ­ში, გარ­და დად­გე­ნი­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი­სა, აიკ­რძა­ლა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ყვე­ლა შე­სას­ვლელ­სა და სხვა თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის აკ­რძალ­ვა-შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის გან­თავ­სე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რა და ნი­შა­ნი თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხელს უწყობს კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას და ყვე­ლა წესს იცავს, არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, უხე­შად არ­ღვე­ვენ კა­ნონს და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს.

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ობი­ექ­ტზე კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქტს შე­ვეს­წა­რით, - თუკი კა­ფე­ში ჩვენს თვალ­წინ ვი­ღაც და­უ­დევ­რად ეწე­ვა? სა­ინ­ტე­რე­სოა, ასეთ დროს რას მო­ი­ცავს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის სქე­მა? რო­გო­რია დღე­ი­სათ­ვის სტა­ტის­ტი­კა - ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ­ღვევს კა­ნონს? რა მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­გო­რია მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ თე­მის მი­მართ, ამა­ზე არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი (და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი) ლელა სტუ­რუა გვე­სა­უბ­რე­ბა:

  • თუკი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას, კა­ნონ­დარ­ღვე­ვა თქვენს თავლწინ ხდე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა მი­მარ­თოთ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კა­ნონს არ­ღვევს და მო­უ­წო­დოთ, არ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი, სი­გა­რე­ტი ჩა­აქ­როს. თუ არ მოგ­ვის­მენს და გაგ­ვი­ძა­ლი­ან­დე­ბა, მა­შინ უნდა მი­მარ­თოთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მე­ნე­ჯერს.
  • თუკი მსგავ­სი ფაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ხდე­ბა, მძღოლს უნდა მოს­თხო­ვოთ, მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლოს, კა­ნო­ნი აღას­რუ­ლოს და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა აღ­კვე­თოს.
  • თუკი მე­ნე­ჯე­რი, მძღო­ლი არ და­გე­მორ­ჩი­ლათ, მა­შინ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, ვინც ამა თუ იმ სა­კი­თხზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია.

ამას­თან, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ი­ყე­ნოს 112-ის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ჩა­მოტვირ­თუ­ლი უნდა ჰქონ­დეს ტე­ლე­ფონ­ში. მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ამა თუ იმ კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ 112-ში უნდა გა­იგ­ზავ­ნოს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც და­ფიქ­სირ­დე­ბა, სად მოხ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია პატ­რულს გა­დე­ცე­მა და უკვე პატ­რო­ლი აღ­სრუ­ლებს კა­ნონს.

- პირი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, არის თუ არა მისი ანო­ნი­მუ­რო­ბა და­ცუ­ლი?

- თუ პირს უნდა, ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩეს, მისი ანო­ნი­მუ­რო­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს არ სურს ანო­ნი­მუ­რო­ბა და მისი სა­ხე­ლი და გვა­რი გაჟ­ღერ­დე­ბა.

- რო­გო­რია ამ ეტაპ­ზე სტა­ტის­ტი­კა?

- სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მუდ­მი­ვად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­ნი­ტო­რინგს და სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უყუ­რად­რე­ბოდ არ ვტო­ვებთ. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა 90%-ზე მაღ­ლაა. ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ჩვენ­თან, ცხელ ხაზ­ზე, ისე 112-შიც მი­დის, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბვერ­მა არც იცის, რომ 112-ით სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პი­რად ტე­ლე­ფონ­ზეც ვი­ღებ და უყუ­რად­რე­ბოდ არც ერთ ზარს არ ვტო­ვებთ - ვრე­კავთ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხელ­მძღვა­ნელს ვე­სა­უბ­რე­ბით, სა­ი­და­ნაც დარ­ღვე­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ვი­და. გარ­და ამი­სა, დარ­ღვე­ვებ­ზე გვა­ტყო­ბი­ნებს სხვა­დას­ხვა არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გში გვეხ­მა­რე­ბი­ან.

სამ­წუ­ხა­როა, რომ დღემ­დე შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. იქ გარ­კვე­უ­ლი სუ­ბორ­დი­ნა­ცია არ­სე­ბობს და ქვემ­დგო­მი ზემ­დგომ­თან თა­ვი­სი ძა­ლე­ბით გამ­კლა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს, ამას­თან, თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებს ვერ იცავს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ადა­მი­ა­ნე­ბის ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვით, სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბას ვცდი­ლობთ.

- რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში ამ კუ­თხით?

- რე­გი­ო­ნებ­ში თითო მო­ნი­ტო­რი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს ჰყავს. გარ­და ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც მკაც­რად მუ­შა­ო­ბენ... შარ­შან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო გას­ვლე­ბი გვქონ­და. თუმ­ცა წელს უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი გავ­ხდე­ბით და მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით, უკვე მოვ­თხოვთ. გა­მო­ვი­ძა­ხებთ პატ­რულს - უკი­დუ­რე­სი ზო­მებს მივ­მარ­თავთ და მო­ნი­ტო­რებ­საც ამას მო­ვუ­წო­დებთ.

- რო­გო­რია თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- რა­საც ვუ­ყუ­რებთ, და­დე­ბი­თია, იმი­ტომ, რომ ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში - რეს­ტორ­ნებ­ში, კა­ფე­ებ­ში და ა.შ. აღარ არის თამ­ბა­ქოს კვამ­ლი, შე­უძ­ლი­ათ შვი­ლე­ბის მიყ­ვა­ნა, მათ თმას, ტან­საც­მელს აღარ ას­დის თამ­ბა­ქოს სუნი. შე­ნო­ბი­დან გას­ვლა­ზე და გა­რეთ მო­წე­ვა­ზეც ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რია. სამ­წუ­ხა­რო მხო­ლოდ ის არის, რომ იგი­ვე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ზეც უკვე მო­გახ­სენთ, გა­რეთ არ გა­დი­ან და სა­კუ­თარ ოთა­ხებ­ში ეწე­ვი­ან. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას უმე­ტე­სად ამ კუ­თხით ვა­წყდე­ბით...

ყო­ველ წელს, წე­ლი­წად­ში ორ­ჯე­რაც, თამ­ბა­ქოს მსოფ­ლიო დღეს, სა­ქარ­თვე­ლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე და ასეთ დღე­ებ­ში, იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონს იცა­ვენ და გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იჩე­ნენ, ვა­ჯილ­დო­ებთ, რა­საც წელ­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, აიკრძალა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხელს უწყობს კანონის აღსრულებას და ყველა წესს იცავს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, უხეშად არღვევენ კანონს და სხვა ადამიანების უფლებებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ მოქალაქეები, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტზე კანონდარღვევის ფაქტს შევესწარით, - თუკი კაფეში ჩვენს თვალწინ ვიღაც დაუდევრად ეწევა? საინტერესოა, ასეთ დროს რას მოიცავს რეკომენდებული მოქმედების სქემა? როგორია დღეისათვის სტატისტიკა - ბევრი ადამიანი არღვევს კანონს? რა მდგომარეობაა რეგიონებში ამ მიმართულებით და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, ამაზე არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ლელა სტურუა გვესაუბრება:

  • თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, კანონდარღვევა თქვენს თავლწინ ხდება, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ იმ ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს და მოუწოდოთ, არ დაარღვიოს კანონი, სიგარეტი ჩააქროს. თუ არ მოგვისმენს და გაგვიძალიანდება, მაშინ უნდა მიმართოთ დაწესებულების მენეჯერს.
  • თუკი მსგავსი ფაქტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, მძღოლს უნდა მოსთხოვოთ, მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, კანონი აღასრულოს და მის ტერიტორიაზე კანონდარღვევა აღკვეთოს.
  • თუკი მენეჯერი, მძღოლი არ დაგემორჩილათ, მაშინ უნდა შეატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელია.

ამასთან, ყველას მოვუწოდებ, გამოიყენოს 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ტელეფონში. მობილური აპლიკაციის საშუალებით ამა თუ იმ კანონდარღვევის შესახებ 112-ში უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია, სადაც დაფიქსირდება, სად მოხდა კანონდარღვევა. შემდეგ ინფორმაცია პატრულს გადეცემა და უკვე პატროლი აღსრულებს კანონს.

- პირი, რომელიც კანონის დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას, არის თუ არა მისი ანონიმურობა დაცული?

- თუ პირს უნდა, ანონიმურად დარჩეს, მისი ანონიმურობა დაცული იქნება. ზოგ შემთხვევაში, ადამიანს არ სურს ანონიმურობა და მისი სახელი და გვარი გაჟღერდება.

- როგორია ამ ეტაპზე სტატისტიკა?

- საქართველოს მასშტაბით მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს და სხვადასხვა წყაროდან მოსულ ინფორმაციას უყურადრებოდ არ ვტოვებთ. კანონის აღსრულება 90%-ზე მაღლაა. ინფორმაცია როგორც ჩვენთან, ცხელ ხაზზე, ისე 112-შიც მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ ბვერმა არც იცის, რომ 112-ით საკუთარი უფლებების დაცვა შესაძლებელია.

დარღვევის შესახებ ინფორმაციას პირად ტელეფონზეც ვიღებ და უყურადრებოდ არც ერთ ზარს არ ვტოვებთ - ვრეკავთ იმ დაწესებულებაში, ხელმძღვანელს ვესაუბრებით, საიდანაც დარღვევაზე ინფორმაცია შემოვიდა. გარდა ამისა, დარღვევებზე გვატყობინებს სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც კანონის აღსრულების მონიტორინგში გვეხმარებიან.

სამწუხაროა, რომ დღემდე შემოდის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში დარღვევებთან დაკავშირებით. იქ გარკვეული სუბორდინაცია არსებობს და ქვემდგომი ზემდგომთან თავისი ძალებით გამკლავებას ვერ ახერხებს, ამასთან, თანამშრომელი საკუთარ უფლებებს ვერ იცავს. ამ შემთხვევაშიც, ადამიანების ანონიმურობის დაცვით, სიტუაციის დარეგულირებას ვცდილობთ.

- როგორი მდგომარეობაა რეგიონებში ამ კუთხით?

- რეგიონებში თითო მონიტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰყავს. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები რეგიონებშიც მკაცრად მუშაობენ... შარშან ამ მიმართულებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო გასვლები გვქონდა. თუმცა წელს უფრო აქტიურები გავხდებით და მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ შემოვიფარგლებით, უკვე მოვთხოვთ. გამოვიძახებთ პატრულს - უკიდურესი ზომებს მივმართავთ და მონიტორებსაც ამას მოვუწოდებთ.

- როგორია თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულება?

- რასაც ვუყურებთ, დადებითია, იმიტომ, რომ ყველას ძალიან მოსწონს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - რესტორნებში, კაფეებში და ა.შ. აღარ არის თამბაქოს კვამლი, შეუძლიათ შვილების მიყვანა, მათ თმას, ტანსაცმელს აღარ ასდის თამბაქოს სუნი. შენობიდან გასვლაზე და გარეთ მოწევაზეც ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება პოზიტიურია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგივე საჯარო მოხელეები, გარკვეულ შემთხვევაში, რაზეც უკვე მოგახსენთ, გარეთ არ გადიან და საკუთარ ოთახებში ეწევიან. დაუმორჩილებლობას უმეტესად ამ კუთხით ვაწყდებით...

ყოველ წელს, წელიწადში ორჯერაც, თამბაქოს მსოფლიო დღეს, საქართველო თამბაქოს გარეშე და ასეთ დღეებში, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონს იცავენ და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იჩენენ, ვაჯილდოებთ, რასაც წელსაც გავაგრძელებთ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს