პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ამერიკული ცხოვრება - "ყველაფერი პრაქტიკულად, ახლიდან დავიწყეთ"
"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ამერიკული ცხოვრება - "ყველაფერი პრაქტიკულად, ახლიდან დავიწყეთ"

თათა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­ყუ­რე­ბელ­მა ის ჯერ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი­დან გა­იც­ნო, შემ­დეგ კი მუ­სი­კა­ლურ არხზე "პირ­ვე­ლი სტე­რეო" წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ. ის პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და, მისი მე­უღ­ლეა ზურა არ­სოშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუნ­დის წევ­რი (შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი). და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ თა­თამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო და სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უარი თქვა და მთელ დროს ოჯახს უთ­მობ­და.

2012 წლის შემ­დეგ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, თა­თას და ზუ­რას თა­ვი­დან მო­უხ­დათ ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა, ამ­ჯე­რად - ამე­რი­კა­ში. თა­თამ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სა­კუ­თა­რი პიარ-სა­ა­გენ­ტო ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მელ­მაც სულ რა­ღაც ექვს თვე­ში მო­ა­ხერ­ხა და არა­ერთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. სწო­რედ თათა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით მო­ირ­გეს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის: ანუ­კი არე­ში­ძის და მაკა კვი­ცი­ა­ნის სა­მო­სი ქლოე კარ­და­ში­ან­მა და კენ­დალ ჯე­ნე­რიმ.

- 2003 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დით და "მის ინ­ტე­ლექ­ტის" ტი­ტუ­ლი მი­ი­ღეთ. მას შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მო­დე­ლო­ბა 15 წლი­სამ და­ვი­წყე. მქონ­და კონ­ტრაქ­ტი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "იმიჯ ცენ­ტრთან", სა­ი­და­ნაც მოვ­ხვდი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე. შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, "პირ­ველ სტე­რე­ო­ზე" მიმ­ყავ­და გა­და­ცე­მა.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ტე­ლე­ვი­ზია?

- ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა იყო სფე­რო, სა­დაც ვხე­დავ­დი ჩემს თავს და გა­ცი­ლე­ბით მი­ზი­დავ­და, ვიდ­რე პო­დი­უ­მი. "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვსწავ­ლობ­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- არ გე­ნატ­რე­ბათ ტე­ლე­ვი­ზია და პო­დი­უ­მი?

- ტე­ლე­ვი­ზია ნამ­დვი­ლად მე­ნატ­რე­ბა, პო­დი­უ­მი - ნაკ­ლე­ბად. სი­მარ­თლე გი­თხრა, ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი მე­დი­ას, კერ­ძოდ კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც უკავ­შირ­დე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ...

- 19 წლის გავ­თხოვ­დი ზურა არ­სოშ­ვილ­ზე. 21 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­რი­ა­მი შეგ­ვე­ძი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ზურა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და გა­დავ­წყვი­ტე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მთლი­ა­ნად ბავ­შვის­თვის, ოჯა­ხის­თვის და­მეთ­მო. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ოჯა­ხია. საკ­მა­ოდ მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბით ერ­თმა­ნეთს და ყვე­ლა სა­კი­თხის ერ­თად გა­და­წყვე­ტას ვცდი­ლობთ. ასე­ვე, გვყავს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რია და მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან შეგ­ვაყ­ვა­რა თავი.

- ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- 2013 წლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გად­მო­ვე­დით. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის გვინ­დო­და დრო­ე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვით უცხო ქვე­ყა­ნა­ში, გვე­ცა­და სწავ­ლის, საქ­მი­ა­ნო­ბის და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მიგ­ვე­ღო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა და აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა კვა­ლი­ფი­კა­ცია, მაგ­რამ ჩემი მე­უღ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ამას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით. 2012 წლის ბო­ლოს კი მივ­ხვდით, რომ ამის­თვის შე­სა­ფე­რი­სი დრო იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ამერიკული ცხოვრება - "ყველაფერი პრაქტიკულად, ახლიდან დავიწყეთ"

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ამერიკული ცხოვრება - "ყველაფერი პრაქტიკულად, ახლიდან დავიწყეთ"

თათა ქართველიშვილი რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. მაყურებელმა ის ჯერ სილამაზის კონკურსიდან გაიცნო, შემდეგ კი მუსიკალურ არხზე "პირველი სტერეო" წამყვანი და ჟურნალისტი გახლდათ. ის პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლეა ზურა არსოშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრი (შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი). დაოჯახების შემდეგ თათამ სატელევიზიო და სამოდელო საქმიანობაზე უარი თქვა და მთელ დროს ოჯახს უთმობდა.

2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, თათას და ზურას თავიდან მოუხდათ ცხოვრების დაწყება, ამჯერად - ამერიკაში. თათამ ლოს-ანჯელესში საკუთარი პიარ-სააგენტო ჩამოაყალიბა, რომელმაც სულ რაღაც ექვს თვეში მოახერხა და არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან თანამშრომლობს. სწორედ თათა ქართველიშვილის სააგენტოს მეშვეობით მოირგეს ქართველი დიზაინერების: ანუკი არეშიძის და მაკა კვიციანის სამოსი ქლოე კარდაშიანმა და კენდალ ჯენერიმ.

- 2003 წელს "მის საქართველოში" მონაწილეობდით და "მის ინტელექტის" ტიტული მიიღეთ. მას შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- მოდელობა 15 წლისამ დავიწყე. მქონდა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრთან", საიდანაც მოვხვდი სილამაზის კონკურსზე. შემდეგ მუშაობა დავიწყე ტელევიზიაში, "პირველ სტერეოზე" მიმყავდა გადაცემა.

- რატომ აირჩიეთ ტელევიზია?

- ტელეჟურნალისტიკა იყო სფერო, სადაც ვხედავდი ჩემს თავს და გაცილებით მიზიდავდა, ვიდრე პოდიუმი. "პირველ სტერეოში" მუშაობის პარალელურად, ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

- არ გენატრებათ ტელევიზია და პოდიუმი?

- ტელევიზია ნამდვილად მენატრება, პოდიუმი - ნაკლებად. სიმართლე გითხრა, ჩემი სამომავლო გეგმები მედიას, კერძოდ კი ტელევიზიასაც უკავშირდება.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...

- 19 წლის გავთხოვდი ზურა არსოშვილზე. 21 წლის ვიყავი, როცა მარიამი შეგვეძინა. იმ პერიოდში ზურა ძალიან დაკავებული იყო და გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი მთლიანად ბავშვისთვის, ოჯახისთვის დამეთმო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია. საკმაოდ მეგობრული ოჯახი გვაქვს, ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს და ყველა საკითხის ერთად გადაწყვეტას ვცდილობთ. ასევე, გვყავს ძაღლი, რომელიც ჩვენი ოჯახის ახალი წევრია და მოკლე დროში ყველას ძალიან შეგვაყვარა თავი.

- ემიგრაციაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- 2013 წლიდან საცხოვრებლად ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გადმოვედით. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა დროებით წავსულიყავით უცხო ქვეყანაში, გვეცადა სწავლის, საქმიანობის და ცხოვრების გაგრძელება, მიგვეღო მეტი გამოცდილება და აგვემაღლებინა კვალიფიკაცია, მაგრამ ჩემი მეუღლის საქმიანობის გამო ამას ვერ ვახერხებდით. 2012 წლის ბოლოს კი მივხვდით, რომ ამისთვის შესაფერისი დრო იყო...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"