მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე - ეს არის ჩვეულებრივი აგატა კრისტი, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო
მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე - ეს არის ჩვეულებრივი აგატა კრისტი, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო

შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცია ცი­ხე­ში, სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ უნდა იხ­ვე­წე­ბო­დეს, ცი­ხი­დან გა­მიშ­ვი­თო, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს გა­ნუ­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მიერ ცი­ხი­დან და­წე­რილ წე­რილ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას­ში არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი არ არის ნახ­სე­ნე­ბი.

„თუ ვინ­მე ამ­ბობს, რომ არ იცის, რა წე­რია დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის წე­რილ­ში, იტყუ­ე­ბი­ან. რო­დე­საც ერთ-ერ­თმა ეპის­კო­პოს­მა ეს წე­რი­ლი წაგ­ვი­კი­თხა, იქვე და­ი­ბა­და აზრი, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყოს. ერ­თია, რომ რა­ღა­ცას წერ - მა­ხა­რე­ბე­ლი ხომ არ არის, რომ რა­საც წერს, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ჯე­რო. ხომ უნდა და­ამ­ტკი­ცო, რა­საც წერ? არა­ფე­რი ისე­თი წე­რილ­ში არ წე­რია, შან­ტა­ჟია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი - თუ არ გა­მო­მიშ­ვე­ბენ, რა­ღა­ცე­ბი მაქვს და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე­ბო, გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რაც უნდა. კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი იქ არ არის, ზო­გა­დად ლა­პა­რა­კობს კო­რუფ­ცი­ა­ზე. არა­ნა­ი­რი ფაქ­ტე­ბი წე­რილ­ში არ ყო­ფი­ლა - ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აგა­ტა კრის­ტი. მარ­თლა რომ სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბი იყოს, აქამ­დე ხომ გა­მო­ი­ყე­ნებ­და? რო­მელ კომ­პრო­მატ­ზეა ლა­პა­რა­კი? შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცია ცი­ხე­ში, სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ უნდა იხ­ვე­წე­ბო­დეს, ცი­ხი­დან გა­მიშ­ვი­თო. ტყუ­ი­ლად რომ იყოს და­ჭე­რი­ლი და მო­წა­მე იყოს, რო­გორც მას ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პირი უწო­დებს - თუ მო­წა­მეა და აღმსა­რე­ბე­ლი, მაგ ჯვარს ტო­ვებს და გარ­ბის იქი­დან? თუ შენ­დო­ბას ითხოვს, მა­შინ ჩვენ გა­გე­ბით მო­ვე­კი­დე­ბით, მაგ­რამ თუ ასე მუ­ქა­რით ილა­პა­რა­კა - გა­მო­აქ­ვეყ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა.

მი­სი­ვე თქმით, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია.

„თუ შე­ი­წყა­ლებს, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა თქვას, რა­ტომ შე­ი­წყა­ლაო. ეს პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­აა. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნის, თუნ­დაც მამა გი­ორ­გის ცი­ხე­ში ყოფ­ნა უნ­დო­დეს“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ეს არის მეუფე????
1

ყველა ყველაფერი, მაგრამ.... ამ არსებას ისევ მეუფე ჰქვია?! ტფუი, სირცხვილო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე - ეს არის ჩვეულებრივი აგატა კრისტი, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე - ეს არის ჩვეულებრივი აგატა კრისტი, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო

შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში არანაირი კონკრეტული ფაქტები არ არის ნახსენები.

„თუ ვინმე ამბობს, რომ არ იცის, რა წერია დეკანოზ მამალაძის წერილში, იტყუებიან. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ეს წერილი წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს. ერთია, რომ რაღაცას წერ - მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაიჯერო. ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ? არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი - თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებო, გამოაქვეყნოს, რაც უნდა. კონკრეტული ფაქტები იქ არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა - ეს არის ჩვეულებრივი აგატა კრისტი. მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი და მოწამე იყოს, როგორც მას ზოგიერთი სასულიერო პირი უწოდებს - თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგ ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ თუ ასე მუქარით ილაპარაკა - გამოაქვეყნოს“, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„თუ შეიწყალებს, არავის აქვს უფლება თქვას, რატომ შეიწყალაო. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. არ ვარ ის ადამიანი, ვისაც რომელიმე ადამიანის, თუნდაც მამა გიორგის ციხეში ყოფნა უნდოდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბათუმელ ძაღლს, რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში დაეხმარა, სახლი დაუდგეს და ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტო)

ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიაზე - "დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს განკვეთას გულისხმობს - ეს არის პატრიარქის გულმოწყალების ნიმუში"

მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა