მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან
ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან

ცნო­ბი­ლია, რომ საბ­ჭო­თა ლი­დერს, იო­სებ სტა­ლინს 70-მდე აგა­რა­კი ჰქონ­და, თუმ­ცა, გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და აფხა­ზეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად გაგ­რას­თან, გან­თი­ა­დის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე აგა­რა­კი.

აფხა­ზურ მე­დი­ას არ აქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ყი­დუ­ლია თუ არა შე­ნო­ბა კერ­ძო პირ­ზე, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, შე­ნო­ბას ხან­და­ხან სტუმ­რო­ბენ აფხა­ზი ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი რუ­სებ­თან ერ­თად...

რუსი ბლო­გე­რი bobrikstas პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობს აფხა­ზეთს და რე­გი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებ­ზე უახ­ლეს ფო­ტო­მა­სა­ლას სა­კუ­თარ ბლოგ­ზე ათავ­სებს. ამ­ჯე­რად სტა­ლი­ნის აგა­რა­კი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და გზად, პან­სი­ო­ნა­ტი "მზი­უ­რიც" ნახა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა წლებ­ში 1200 დამ­სვე­ნე­ბელს სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო წლებ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი თუ ის­ვე­ნებს იქ... ეზო თით­ქოს მოვ­ლი­ლია, მაგ­რამ პალ­მებს რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის "პალ­მის ხო­ჭოს" კვა­ლი ეტყო­ბა.

"სტა­ლი­ნის აგა­რა­კამ­დე სა­მან­ქა­ნო გზაც არის, თუმ­ცა, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი, მი­წის­ქვე­შა შე­სას­ვლე­ლი­თა და შემ­დეგ, ლიფ­ტით სარ­გებ­ლობ­და" - წერს ბლო­გე­რი.

რო­გორც ფო­ტობ­ლო­გი­დან ირ­კვე­ვა, ასეა თუ ისეა, "ხა­ლოდ­ნა­ია რე­ჩკა" დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს და ტუ­რის­ტებს დღემ­დე იღებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აგა­რა­კის ნა­წი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ბა­შია, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი და­კე­ტეს კი­დეც.

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს დან­გრე­უ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც ერთ დროს საბ­ჭო­თა ბე­ლა­დი­სა და მისი სტუმ­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი ფუს­ფუ­სებ­დნენ. შე­ნო­ბა­ში ფან­ჯრებ­სა და შუ­შა­ბან­დებ­ში ბრო­ლია ჩას­მუ­ლი, რათა სი­ცი­ვე­ში სით­ბო შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ზა­ფხულ­ში კი - სიგ­რი­ლე...

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ მდგა­რი შავი რო­ი­ა­ლი სტა­ლინს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, თუმ­ცა, თა­ვად არ უკ­რავ­და - სტუმ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა არ­თობ­და.

აგა­რა­კის ერთ-ერთ ოთახ­ში, საბ­ჭო­თა ლი­დე­რის საყ­ვა­რელ ჭად­რა­კის მა­გი­და­ზე დღემ­დე დევს მისი ფოტო... მის სამ­კი­თხვე­ლო­ში ასე­ვე დღემ­დე დგას წიგ­ნე­ბის კა­რა­და, სა­დაც აღ­მო­სავ­ლელ ავ­ტო­რებ­საც კი შეხ­ვდე­ბით, თუმ­ცა, ქარ­თულს არა. ამას იმით ამარ­თლე­ბენ, რომ "საბ­ჭო­თა ბე­ლა­დი ქარ­თუ­ლად არ კი­თხუ­ლობ­და".

ცნო­ბის­თვის, სტა­ლი­ნის ფო­ტო­ი­ა­ნი სუ­ვე­ნი­რე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ქა­ლა­ქებ­შიც დღემ­დე იყი­დე­ბა და აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მყიდ­ვე­ლიც ჰყავს, რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი...

აგა­რაკ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ძი­ნე­ბე­ლია. სტა­ლი­ნი მუდ­მი­ვად იც­ვლი­და სა­ძი­ნე­ბელს, ხში­რად, ერთ ოთახ­ში შე­დი­ო­და, თუმ­ცა, მე­ო­რე დი­ლით სრუ­ლი­ად სხვა ოთა­ხი­დან გა­მო­დი­ო­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში სად ეძი­ნა, მხო­ლოდ დაც­ვის უფ­როს­მა იცო­და...

ბლო­გე­რის ფო­ტო­ებ­ზე ასევ ნა­ხავთ კი­ნო­დარ­ბაზს, სა­დაც საბ­ჭო­თა წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი “პირ­ველ შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ო­და”. ცნო­ბი­ლია, რომ ბე­ლადს უყ­ვარ­და ბავ­შვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ფილ­მის ყუ­რე­ბა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კი­ნო­სუ­რა­თი მას შემ­დეგ გა­დი­ო­და გა­ქი­რა­ვე­ბა­ზე, რაც ბავ­შვებს მო­ე­წო­ნე­ბო­დათ.

კი­ნო­დარ­ბა­ზის ბო­ლო­ში დღემ­დე დგას აგა­რა­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­ძი - 1905 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ბი­ლი­არ­დის მა­გი­და, რო­მე­ლიც მარ­მა­რი­ლოს სამი ფი­ლის­გან შედ­გე­ბა და 3 ტო­ნას იწო­ნის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დღემ­დე ხუმ­რო­ბენ, იმა­ზე, რომ საბ­ჭო­თა წლებ­ში ტუ­რის­ტმა დას­ვა შე­კი­თხვა: "თუ რო­გორ შე­ი­ტა­ნეს იქ ასე­თი მძი­მე მა­გი­და", რა­ზეც გიდ­მა უპა­სუ­ხა - "თუ სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და, ის მარ­ტოც კი შე­ი­ტან­და მა­გი­დას მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე".

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ბი­ლი­არ­დის ოთახს აქვს ბუ­ხა­რი, რო­მელ­თა­ნაც სტა­ლი­ნი ჯდე­ბო­და, რად­გან თა­ვად ბი­ლი­არ­დის თა­მა­ში არ უყ­ვარ­და - ის სა­ვარ­ძლი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და მო­თა­მა­შე­ებს და კე­დელ­ზე და­კი­დულ და­ფა­ზე ცარ­ცით წერ­და ან­გა­რიშს... კი­დევ ერთი - ოთა­ხის ბო­ლო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­პირ­ფა­რე­შო, შუ­ში­ა­ნი კა­რით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ შეს­ვლის დრო­საც არ აცი­ლებ­და თვალს ბი­ლი­არ­დის მა­გი­დის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლებს...

ფო­ტო­ე­ბი ბლო­გი­დან: bobrikstas.livejournal.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან

ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან

ცნობილია, რომ საბჭოთა ლიდერს, იოსებ სტალინს 70-მდე აგარაკი ჰქონდა, თუმცა, გამორჩეულად უყვარდა აფხაზეთში, კონკრეტულად გაგრასთან, განთიადის მახლობლად მდებარე აგარაკი.

აფხაზურ მედიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, გაყიდულია თუ არა შენობა კერძო პირზე, თუმცა, არსებული ცნობებით, შენობას ხანდახან სტუმრობენ აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსნები რუსებთან ერთად...

რუსი ბლოგერი bobrikstas პერიოდულად სტუმრობს აფხაზეთს და რეგიონის მნიშვნელოვან ობიექტებზე უახლეს ფოტომასალას საკუთარ ბლოგზე ათავსებს. ამჯერად სტალინის აგარაკი დაათვალიერა და გზად, პანსიონატი "მზიურიც" ნახა, რომელიც საბჭოთა წლებში 1200 დამსვენებელს სამჯერადი კვებით ემსახურებოდა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ ისვენებს იქ... ეზო თითქოს მოვლილია, მაგრამ პალმებს რეგიონში გავრცელებული დაავადების "პალმის ხოჭოს" კვალი ეტყობა.

"სტალინის აგარაკამდე სამანქანო გზაც არის, თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, დამთვალიერებელთა ნაწილი, მიწისქვეშა შესასვლელითა და შემდეგ, ლიფტით სარგებლობდა" - წერს ბლოგერი.

როგორც ფოტობლოგიდან ირკვევა, ასეა თუ ისეა, "ხალოდნაია რეჩკა" დამთვალიერებელს და ტურისტებს დღემდე იღებს. ადგილობრივების თქმით, აგარაკის ნაწილი უმძიმეს მდგომარებაშია, რის გამოც რამდენიმე ოთახი დაკეტეს კიდეც.

ფოტოებზე ჩანს დანგრეული და გაპარტახებული სამზარეულო, სადაც ერთ დროს საბჭოთა ბელადისა და მისი სტუმრებისთვის პროფესიონალი მზარეულები ფუსფუსებდნენ. შენობაში ფანჯრებსა და შუშაბანდებში ბროლია ჩასმული, რათა სიცივეში სითბო შეენარჩუნებინა, ზაფხულში კი - სიგრილე...

გადმოცემის თანახმად, აქ მდგარი შავი როიალი სტალინს ძალიან უყვარდა, თუმცა, თავად არ უკრავდა - სტუმრებსა და ოჯახის წევრებს მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ართობდა.

აგარაკის ერთ-ერთ ოთახში, საბჭოთა ლიდერის საყვარელ ჭადრაკის მაგიდაზე დღემდე დევს მისი ფოტო... მის სამკითხველოში ასევე დღემდე დგას წიგნების კარადა, სადაც აღმოსავლელ ავტორებსაც კი შეხვდებით, თუმცა, ქართულს არა. ამას იმით ამართლებენ, რომ "საბჭოთა ბელადი ქართულად არ კითხულობდა".

ცნობისთვის, სტალინის ფოტოიანი სუვენირები ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებშიც დღემდე იყიდება და აფხაზების ერთი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მყიდველიც ჰყავს, როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები...

აგარაკზე რამდენიმე საძინებელია. სტალინი მუდმივად იცვლიდა საძინებელს, ხშირად, ერთ ოთახში შედიოდა, თუმცა, მეორე დილით სრულიად სხვა ოთახიდან გამოდიოდა და სინამდვილეში სად ეძინა, მხოლოდ დაცვის უფროსმა იცოდა...

ბლოგერის ფოტოებზე ასევ ნახავთ კინოდარბაზს, სადაც საბჭოთა წლებში გადაღებული ფილმები “პირველ შემოწმებას გადიოდა”. ცნობილია, რომ ბელადს უყვარდა ბავშვების გარემოცვაში ფილმის ყურება. იყო შემთხვევები, როდესაც კინოსურათი მას შემდეგ გადიოდა გაქირავებაზე, რაც ბავშვებს მოეწონებოდათ.

კინოდარბაზის ბოლოში დღემდე დგას აგარაკის ერთ-ერთი მთავარი განძი - 1905 წლით დათარიღებული ბილიარდის მაგიდა, რომელიც მარმარილოს სამი ფილისგან შედგება და 3 ტონას იწონის. ადგილობრივები დღემდე ხუმრობენ, იმაზე, რომ საბჭოთა წლებში ტურისტმა დასვა შეკითხვა: "თუ როგორ შეიტანეს იქ ასეთი მძიმე მაგიდა", რაზეც გიდმა უპასუხა - "თუ სტალინის ბრძანება იქნებოდა, ის მარტოც კი შეიტანდა მაგიდას მითითებულ ადგილზე".

ფოტოებზე ჩანს, რომ ბილიარდის ოთახს აქვს ბუხარი, რომელთანაც სტალინი ჯდებოდა, რადგან თავად ბილიარდის თამაში არ უყვარდა - ის სავარძლიდან აკვირდებოდა მოთამაშეებს და კედელზე დაკიდულ დაფაზე ცარცით წერდა ანგარიშს... კიდევ ერთი - ოთახის ბოლოში განთავსებულია საპირფარეშო, შუშიანი კარით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესვლის დროსაც არ აცილებდა თვალს ბილიარდის მაგიდის გარშემო შეკრებილებს...

ფოტოები ბლოგიდან: bobrikstas.livejournal.com

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა