კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა
ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, კნო­ლე­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე იტა­ლი­ურ ეზო­ში ორი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა და ბიჭი CO-ს დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ერთ-ერთი 21 წლის ანი ჯა­ფა­რი­ძეა.

"და მა­ინც, რა არის სი­ცო­ცხლე? არც არა­ფე­რი! დღეს ხარ, ოც­ნე­ბობ, გეგ­მავ... ჰოპ და აღარ ხარ!.. ანი..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი გიგა ბე­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე".

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი დათო ლიკ­ლი­კა­ძე:

"ეს იმე­რუ­ლი ბა­ნა­კი "სუ­ლო­რია", რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წელი ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი და მა­გა­რი ბავ­შვი "გა­მო­მიზ­რდია". ანი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო...ლა­მა­ზი იყო...ძა­ლი­ან ლა­მა­ზი...ვა­ი­მე რა სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ვი­გე დღეს ჩემო გოგო... ასე პა­ტა­რა, ასე ლა­მა­ზი...რა­ტომ?, რა­ტომ? ..." - წერს ლიკ­ლი­კა­ძე.

"ყა­ზტრანსგაზ - თბი­ლი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ა­ში გვი­ან ღა­მით შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ად­გილ­ზე მი­სულ "ყა­ზტრანსგა­ზის" თა­ნამ­შრომ­ლებს არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­მათ­ბო­ბე­ლი დახ­ვდათ.

"კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­მოწ­მდა. ბი­ნა­ში ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი („ნი­კა­ლას“ ტი­პის) გა­მათ­ბო­ბე­ლი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ეზო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ასე­ვე სამი ღია წვის კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი. სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდა" - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც თბილისში,  CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში ორი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 21 წლის ანი ჯაფარიძეა.

"და მაინც, რა არის სიცოცხლე? არც არაფერი! დღეს ხარ, ოცნებობ, გეგმავ... ჰოპ და აღარ ხარ!.. ანი..." - წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი გიგა ბენია "ფეისბუქზე".

გარდაცვლილი გოგონას შესახებ პოსტს აქვეყნებს ასევე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე:

"ეს იმერული ბანაკი "სულორია", რომელსაც მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი. უამრავი ნიჭიერი და მაგარი ბავშვი "გამომიზრდია". ანი განსაკუთრებული იყო...ლამაზი იყო...ძალიან ლამაზი...ვაიმე რა საშინელება გავიგე დღეს ჩემო გოგო... ასე პატარა, ასე ლამაზი...რატომ?, რატომ? ..." - წერს ლიკლიკაძე.

"ყაზტრანსგაზ - თბილისის" ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ კომპანიაში გვიან ღამით შევიდა შეტყობინება. ადგილზე მისულ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დახვდათ.

"კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო