პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე
რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე

ცოტა ხან­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გა­მარ­ჯვე­ბულ კონ­კურ­სანტს გა­მო­ავ­ლენს, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე უნდა წა­ვი­დეს და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლოს.

მა­ნამ­დე კი AMBEBI.GE-ს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი - კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი ნა­თია თო­დუა და კომ­პო­ზი­ტო­რი და­ვით ევ­გე­ნი­ძე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რე­ბენ:

ნა­თია თო­დუა:

- ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ჩემ­თვის ემო­ცი­უ­რი იყო არა რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რის­თვის, არა­მედ რო­გორც ყო­ფი­ლი კონ­კურ­სან­ტის­თვის. სულ რა­ღაც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ, ჩემი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის­თვის სწო­რედ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­დამ­წყვე­ტი. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ხუ­თი­ვე კონ­კურ­სან­ტი, თა­ვი­ან­თი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით და შე­საძ­ლებ­ლო­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო ისე, რომ არც ვამ­ბობ­დი, ვინ იყო ღირ­სი, შემ­დეგ ტურ­ში გა­და­სუ­ლი­ყო და ვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი. თუმ­ცა გი­ორ­გი ფრუ­ი­ძეს ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რით რომ შან­სი მი­ე­ცა, კონ­კურ­სი არ და­ტო­ვა, ეს უმაგ­რე­სი რამ არის.

უნდა ვთქვა, რომ 16 წლის კონ­კურ­სან­ტია, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, რო­მელ­საც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ვუ­რე­კავ­დი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით თით­ქოს უკა­ნა პლან­ზე იყო, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო. მად­ლო­ბა პრო­ექტს, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა ასე­თი ადა­მი­ა­ნი და ასე­თი მომ­ღე­რა­ლი. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, თი­თო­ე­ულს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

და­ვით ევ­გე­ნი­ძე:

- ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი არის ნი­ჭი­ე­რი ისე, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ღმერ­თის­გან სა­ჩუქ­რად ერგო. ამ კონ­კურ­სზე მომ­წონს, რომ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ისიც, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მარ­ჯვე­ბულს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ექ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, რომ იმ კონ­კურ­სზე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უნდა წა­ვი­დეს.

ის სხვა რამ არის, რო­მელ­საც ამ პრო­ექ­ტის კონ­კურ­სან­ტე­ბიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რი­ან. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, ვე­რა­ვის გა­მო­ვარ­ჩევ.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა კონ­კურსს თვალს ვა­დევ­ნებ, არა­ერთ მე­გაპ­რო­ექ­ტში ჟი­უ­რის წევ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვყო­ფილ­ვარ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი კონ­ტენ­ტის მქო­ნე მე­გაპ­რო­ე­ტე­ბი გაჩ­ნდე­ბა... "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც" ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უნდა წა­ვი­ღოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე

რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე

ცოტა ხანში "საქართველოს ვარსკვლავი" გამარჯვებულ კონკურსანტს გამოავლენს, რომელიც "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა წავიდეს და ქართული სიმღერა შეასრულოს.

მანამდე კი AMBEBI.GE-ს ცნობილი მუსიკოსები - კონკურსის ჟიურის წევრი ნათია თოდუა და კომპოზიტორი დავით ევგენიძე საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ:

ნათია თოდუა:

- ნახევარფინალი ჩემთვის ემოციური იყო არა როგორც ჟიურის წევრისთვის, არამედ როგორც ყოფილი კონკურსანტისთვის. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, ჩემი მომავალი ცხოვრებისა და კარიერისთვის სწორედ ნახევარფინალი აღმოჩნდა გადამწყვეტი. ძალიან ვღელავდი.

"საქართველოს ვარსკვლავის" ხუთივე კონკურსანტი, თავიანთი შესრულების მანერით და შესაძლებლობით ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო ისე, რომ არც ვამბობდი, ვინ იყო ღირსი, შემდეგ ტურში გადასულიყო და ვის დაეტოვებინა პროექტი. თუმცა გიორგი ფრუიძეს ფინალში მოხვედრით რომ შანსი მიეცა, კონკურსი არ დატოვა, ეს უმაგრესი რამ არის.

უნდა ვთქვა, რომ 16 წლის კონკურსანტია, ყველაზე უმცროსი, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და ვურეკავდი. ამ პერიოდის მანძილზე დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით თითქოს უკანა პლანზე იყო, მაგრამ შეუძლებელი შეძლო. მადლობა პროექტს, რომ აღმოაჩინა ასეთი ადამიანი და ასეთი მომღერალი. თუმცა ვიმეორებ, თითოეულს ვგულშემატკივრობ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს.

დავით ევგენიძე:

- ყველა კონკურსანტი არის ნიჭიერი ისე, როგორც ყველა ქართველი, რომელსაც ეს მუსიკალური ნიჭი ღმერთისგან საჩუქრად ერგო. ამ კონკურსზე მომწონს, რომ პროექტის მონაწილეებს ქართული სიმღერა აქვთ შესასრულებელი და ისიც, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვებულს "ევროვიზიაზე" ქართული სიმღერა ექნება შესასრულებელი, რომ იმ კონკურსზე ქართული სიმღერა უნდა წავიდეს.

ის სხვა რამ არის, რომელსაც ამ პროექტის კონკურსანტებიც შესანიშნავად მღერიან. თითოეულს თავისი პერსონალური ხასიათი აქვს, ვერავის გამოვარჩევ.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონკურსს თვალს ვადევნებ, არაერთ მეგაპროექტში ჟიურის წევრი, მუსიკალური ხელმძღვანელი ვყოფილვარ. კარგი იქნება, თუ მთლიანად ქართული კონტენტის მქონე მეგაპროეტები გაჩნდება... "ევროვიზიაზეც" ქართული სიმღერა უნდა წავიღოთ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"