მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?
დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?

ენ­გურ­ჰეს­ში წყლის დონე იმ­დე­ნად კრი­ტი­კულ ზღვარ­ზეა, შე­საძ­ლოა, ელექტრო­სად­გურ­მა 2019 წლის მარ­ტში მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტოს - ამის შე­სა­ხებ აფხაზ ჟურ­ნა­ლის­ტებს ენ­გურ­ჰე­სის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან მე­ბო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"ახლა წყალ­სა­ცა­ვის დონე მი­ნი­მა­ლუ­რად და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა, უკვე სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ნიშ­ნულ­ზე - 440 მეტრზე ქვე­მოთ ვართ. ავა­რი­უ­ლი მა­რა­გი 18 მეტ­რის ფარ­გლებ­შია, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი კვ სთ-ია შე­მო­დი­ნე­ბუ­ლი წყლის მა­რა­გის გა­რე­შე. ეს მა­შინ რო­დე­საც, აფხა­ზე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 7,8 მი­ლი­ონ კი­ლო­ვატ­სა­ათს მო­იხ­მარს დღე-ღა­მე­ში, წყლის დონე ენ­გურ­ჰეს­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 1 მეტ­რით მცირ­დე­ბა და თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა 2019 წლის მარ­ტში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის შე­ჩერ­დე­ბა..." - აცხა­დებს მე­ბო­ნია, რომ­ლის თქმი­თაც, აფხა­ზე­თი იმ­დე­ნი­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს, რამ­დენ­საც თბი­ლი­სის მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა.

"აფხა­ზე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი არის ზამ­თა­რი, რა დრო­საც ის მთლი­ა­ნად დე­ნის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­და­დის, გან­სხვა­ვე­ბით ენ­გურს აქეთ სა­ქარ­თვე­ლოს­გან, სა­დაც გა­სათ­ბო­ბად და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა..." - აცხა­დებს მე­ბო­ნია.

უფრო ადრე, იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში გა­ლის რა­ი­ონ­ში ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ენერ­გე­ტი­კო­სე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში აფხა­ზეთ­ში შექ­მნი­ლი ენერ­გო­დე­ფი­ცი­ტი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მე­ლიც რე­გი­ონს თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში ელო­და... შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ენ­გურ­ჰე­სის ტექ­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა გია ხუ­ბუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ან­გურ­ჰე­სის შე­ჩე­რე­ბა 2020 წლამ­დე არ იგეგ­მე­ბო­და... რო­გორც ჩანს, ვი­თა­რე­ბა მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა.

apsnylife.ru-ის ცნო­ბით, წყალ­სა­ცავ­ში წლის დო­ნის ვარ­დნას ენერ­გე­ტი­კო­სე­ბი უნა­ლე­ქო ზამ­თარს და აფხა­ზეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის მკვეთრ ზრდას უკავ­ში­რე­ბენ. საქ­მე ის არის, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ბალ ძაბ­ვას, რის გა­მოც, ხში­რად ფუჭ­დე­ბა ტექ­ნი­კა.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზუ­რი მხა­რე ენ­გუ­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვი­სა და ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე იღებს. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სად­გუ­რის ოპე­რი­რე­ბის, კა­პი­ტა­ლუ­რი და სა­ჭი­რო შე­კე­თე­ბის ფი­ნან­სებს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი ანა­ზღა­უ­რებს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ბევ­რი მი­ზე­ზის გამო აღ­მოჩ­ნდნენ - კერ­ძოდ, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა, რო­მელ­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ვი­თომ "РАО ЕЭС" ამა­რა­გებს და ამის თან­ხას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფა­რავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ იფა­რე­ბა.

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "Черноморэнерго"-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ას­ლან ბა­სა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა იმე­დი აქვთ, რომ ამ შე­თხვე­ვა­ში მათ დე­ნით "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი" რუ­სე­თი და­ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია და შე­საძ­ლოა, უა­რიც მი­ღონ. ბა­სა­რი­ას კო­მენ­ტარს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მათი თქმით, მი­უ­ღე­ბე­ლია გრა­ფი­კის და­ნიშ­ვნა, მა­შინ, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას გა­სათ­ბო­ბად და სა­არ­სე­ბოდ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გო­სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია.

"მე­ტიც, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფა­სის გამო რუ­სე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან შე­მო­დი­ან ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში ხსნი­ან მცი­რე სა­წარ­მო­ებს, სხვა­დას­ხვა სა­ხის ობი­ექ­ტებს და შემ­დგომ პრო­დუქ­ცი­ას თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში ჰყი­დი­ან..." - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ანა კვი­ცი­ნია.

"არ­სე­ბობს სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სე­თი აფხა­ზე­თი­დან ახორ­ცი­ე­ლებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ექ­სპორ­ტს. პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა სულ ყვე­ლაფ­რის მი­მართ დავ­კარ­გეთ თუ რო­გორ? დავ­რჩე­ბით ერთ დღეს დე­ნის გა­რე­შე და შემ­დეგ გა­მოქ­ვა­ბუ­ლამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ერთი ნა­ბი­ჯიც აღარ იქ­ნე­ბა..." - მი­აჩ­ნია ლეონ ბე­ნი­ას.

"2017 წელს გვქონ­და გრა­ფი­კით, მაგ­რამ არ გვეშ­ვე­ლა და რო­გორც თქვეს, ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, სრუ­ლად გა­და­ე­ხა­და სა­ფა­სუ­რი... ან რამე გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პოვ­ნოთ, ან ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო აღარ ვართ" - წერს ირაკ­ლი "სუ­ხუმსკი".

2019 წლის იან­ვარ­ში „ენ­გურ­ჰე­სი­სა“ და „ვარ­დნილ­ჰე­სის“ მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 95.9% აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ­მა რე­გი­ონ­მა მო­იხ­მა­რა. ამის შე­სა­ხებ ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ოპე­რა­ტო­რის (ესკო) 2019 წლის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბა­ლან­სშია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?

დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?

ენგურჰესში წყლის დონე იმდენად კრიტიკულ ზღვარზეა, შესაძლოა, ელექტროსადგურმა 2019 წლის მარტში მუშაობა შეწყვიტოს - ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა.

"ახლა წყალსაცავის დონე მინიმალურად დაბალ ნიშნულზეა, უკვე საექსპლუატაციო ნიშნულზე - 440 მეტრზე ქვემოთ ვართ. ავარიული მარაგი 18 მეტრის ფარგლებშია, ანუ დაახლოებით, 100 მილიონი კვ სთ-ია შემოდინებული წყლის მარაგის გარეშე. ეს მაშინ როდესაც, აფხაზეთი დაახლოებით 7,8 მილიონ კილოვატსაათს მოიხმარს დღე-ღამეში, წყლის დონე ენგურჰესში ყოველდღიურად 1 მეტრით მცირდება და თუ ასე გაგრძელდება 2019 წლის მარტში ჰიდროელექტროსადგურის შეჩერდება..." - აცხადებს მებონია, რომლის თქმითაც, აფხაზეთი იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისის მილიონიანი მოსახლეობა.

"აფხაზეთისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი არის ზამთარი, რა დროსაც ის მთლიანად დენის მოხმარებაზე გადადის, განსხვავებით ენგურს აქეთ საქართველოსგან, სადაც გასათბობად და სხვა საჭიროებისთვის, სხვა საშუალებებიც გამოიყენება..." - აცხადებს მებონია.

უფრო ადრე, იანვრის შუა რიცხვებში გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა, სადაც ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი განიხილეს, რომელიც რეგიონს თებერვალსა და მარტში ელოდა... შეხვედრის შემდეგ, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განაცხადა, რომ ანგურჰესის შეჩერება 2020 წლამდე არ იგეგმებოდა... როგორც ჩანს, ვითარება მალევე შეიცვალა.

apsnylife.ru-ის ცნობით, წყალსაცავში წლის დონის ვარდნას ენერგეტიკოსები უნალექო ზამთარს და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. საქმე ის არის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მუდმივად აკრიტიკებს ელექტროენერგიის დაბალ ძაბვას, რის გამოც, ხშირად ფუჭდება ტექნიკა.

ცნობისთვის, აფხაზური მხარე ენგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყველანაირი შეზღუდვისა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იღებს. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადგურის ოპერირების, კაპიტალური და საჭირო შეკეთების ფინანსებს ქართველი მომხმარებლები და საქართველოს ბიუჯეტი ანაზღაურებს.

აფხაზური მედიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ასეთი რეალობის წინაშე ბევრი მიზეზის გამო აღმოჩნდნენ - კერძოდ, აფხაზეთში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელსაც ელექტროენერგიით ვითომ "РАО ЕЭС" ამარაგებს და ამის თანხას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარავს, სინამდვილეში ქართული მხარის მიერ იფარება.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომპანია "Черноморэнерго"-ს გენერალური დირექტორის ასლან ბასარიას განცხადებით, ელექტროენერგიის დეფიციტის საშიშროება არსებობს, თუმცა იმედი აქვთ, რომ ამ შეთხვევაში მათ დენით "სტრატეგიული პარტნიორი" რუსეთი დაეხმარება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და შესაძლოა, უარიც მიღონ. ბასარიას კომენტარს ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, მიუღებელია გრაფიკის დანიშვნა, მაშინ, როდესაც მოსახლეობას გასათბობად და საარსებოდ ალტერნატიული ენერგოსაშუალება არ გააჩნია.

"მეტიც, ელექტროენერგიაზე ძალიან დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და თურქეთიდან შემოდიან ბიზნეს კომპანიები, რომლებიც აფხაზეთში ხსნიან მცირე საწარმოებს, სხვადასხვა სახის ობიექტებს და შემდგომ პროდუქციას თავიანთ ქვეყნებში ჰყიდიან..." - წერს სოციალური ქსელში ანა კვიცინია.

"არსებობს სხვა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც რუსეთი აფხაზეთიდან ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს. პროტესტის გრძნობა სულ ყველაფრის მიმართ დავკარგეთ თუ როგორ? დავრჩებით ერთ დღეს დენის გარეშე და შემდეგ გამოქვაბულამდე დარჩენილი ერთი ნაბიჯიც აღარ იქნება..." - მიაჩნია ლეონ ბენიას.

"2017 წელს გვქონდა გრაფიკით, მაგრამ არ გვეშველა და როგორც თქვეს, ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, სრულად გადაეხადა საფასური... ან რამე გამოსავალი ვიპოვნოთ, ან ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო აღარ ვართ" - წერს ირაკლი "სუხუმსკი".

2019 წლის იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა მოიხმარა. ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) 2019 წლის ელექტროენერგიის ბალანსშია აღნიშნული.

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი

"სოხუმში ყველაფრის დეფიციტია... რუსული პროდუქცია ადრეც ძვირი იყო, მაგრამ ახლა, რადგან ქართული მხარე ჩაკეტილია, ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს" -  გაიხსნება თუ არა ე.წ. ენგურის საზღვარი

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის შეჭრისთვის ემზადება