სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა
როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა

20 წელ­ზე მე­ტია, მისი სფე­რო პო­ლი­ტი­კუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. წლე­ბია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­არ­ში მუ­შა­ობს. ეკა ჟვა­ნი­ას გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი, მო­სა­ყო­ლი ბევ­რი აქვს, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფერს ვერ ამ­ბობს, თუმ­ცა იმედს იტო­ვებს, რომ ოდეს­მე ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვე­ბა, ან და­წერს...

"შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი­დან ვიცე-პრე­მი­ერ­თან მუ­შა­ო­ბით და­ვი­წყე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც ვმუ­შა­ობ­დი არა­სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ებ­თან. 2012 წელს კი ისე მოხ­და, რომ ამ მთავ­რო­ბას­თან, ვიცე-პრე­მი­ერ კახი კა­ლა­ძეს­თან მო­მი­წია სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა. ვხუმ­რობ­დი, ამით და­ვი­წყე და ამით ვამ­თავ­რებ-მეთ­ქი“ - გვე­უბ­ნე­ბა პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სებს პო­ლი­ტი­კურ ზრდას ვერ ატყობს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბოლო 25 წე­ლია, მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბით, ამ სფე­რო­ში ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი ტრი­ა­ლე­ბენ.

"ადრე სხვა რე­ა­ლო­ბა იყო ბნელ, ავ­ტო­მა­ტე­ბი­ან, მხედ­რი­ო­ნის თბი­ლის­ში სხვა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ, ახლა სხვა რე­ა­ლო­ბაა... სად იყო მა­შინ ამ­დე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია? ამ­დე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი? მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი ზრდა მა­ინც არ არის. ეს იმის ბრა­ლია, რომ ხალ­ხის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დაკ­ვე­თა არ არის. ზო­გა­დად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ არც არის ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რად­გან ამის არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ აქვს,“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი პრობ­ლე­მი­სა, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან უყ­ვარს.

- რა მუ­შა­ობს მა­სებ­ში?

- ნე­გა­ტი­ვი, "შავი პი­ა­რი", ანუ ან­ტი­პი­ა­რი. რო­გორც ჩანს, მო­სახ­ლე­ო­ბა ისე და­ით­რგუ­ნა, რომ ჰგო­ნია, ან­ტი­პი­ა­რით მი­აღ­წევს სა­წა­დელს. ასე რომ, ახლა სხვი­სი ლან­ძღვაა "მო­და­ში". ამას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვებ­რძვი. ხომ არის პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, სა­ი­და­ნაც გას­ვლა არ გინ­და, მაგ­რამ გე­უბ­ნე­ბით - ახლა ეს არის მო­და­ში.

ჩემი პრო­ფე­სია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაა ცუდი, რომ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც მუ­შა­ობ, ძი­რი­თა­დად ნე­გა­ტივ­ში „მი­გაქვს“ პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია, ცუდი უნდა და­ა­ნა­ხო, რომ შეც­დო­მა ლა­პა­რაკ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მის გა­პი­ა­რე­ბა­ში გა­მო­ას­წო­რე­ბი­ნო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა შე­ფუ­თო, რომ მა­სებ­ში პო­ზი­ტი­უ­რად "წა­ი­ღოს".

- ან­ტი­პი­არ­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მარ­ტი­ვად მი­დი­ან...

- რა­საც ვუ­ყუ­რებ, კი, ძი­რი­თა­დად ასეა.

- თქვენ ქა­ლა­ქის მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თა­ნაც მუ­შა­ობთ. ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს, რომ ის პი­არს აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით პირ­და­პირ ჩარ­თვებს იყე­ნებ­და. ეს თქვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გი იყო?

- ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლავ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო, თან, იმ გუნ­დის წარ­მო­მა­დე­ნე­ლი იყო, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, ამას­თან, ვიცე-პრე­მი­ე­რი. რო­დე­საც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი გახ­და, და­ხუ­რუ­ლი სექ­ტო­რი ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო, გამჭვირ­ვა­ლე გა­ხა­და და ამით მი­ე­ცა შან­სი, რო­გორც მი­ნის­ტრი, პო­ლი­ტი­კო­სი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­პი­ა­რე­ბუ­ლი­ყო და მა­შინ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახა­ლი ფორ­მა მოგ­ვე­ძებ­ნა, იმ „ლა­ი­ვე­ბამ­დე“ რაც თქვენ ახ­სე­ნეთ, და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ვი­დე­ო­დი­ა­ლო­გე­ბი...

ასე რომ, ამ სფე­რო­ში ახალ­ბე­და ვარ­სკვლა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი, ჩემ­თვის "გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა" აღ­მოჩ­ნდა პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით. იმ ვი­დე­ო­დი­ა­ლო­გე­ბით ხალ­ხი კმა­ყო­ფი­ლი იყო, გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ, შე­მო­დი­ო­და კი­თხვე­ბი, რა­საც პა­სუ­ხობ­და. პირ­ვე­ლად რომ და­ვი­წყეთ, სამი სა­ა­თი წერ­და ხოლ­მე და მერე ისე და­იხ­ვე­წა, 15-20 წუთ­ში აგ­ვა­რებ­და.

- მას­ზე ხში­რად იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მე­ტყვე­ლე­ბა დახ­ვე­წა, სა­უბ­რის სტი­ლი და მა­ნე­რა სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა... ესეც თქვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გია?

- კა­ხის ფან­ტას­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს, ძა­ლი­ან სწრა­ფად, ერთი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით იმახ­სოვ­რებ­და, თუნ­დაც ენერ­გე­ტი­კა­ში რთუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ციფ­რებს... როცა გა­ვი­ცა­ნი, 2012 წელს, ამას მა­შინ­ვე მივ­ხვდი. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა რომ გა­და­წყვი­ტა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო და რომ გა­ვი­ცა­ნი, უკვე ნა­მუ­შე­ვა­რი ჰქონ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მოსს, კახი ამ­ბობს, რომ სა­მოსს თვი­თონ არ­ჩევს და მეც ვფიქ­რობ, მისი მე­უღ­ლე ამ საქ­მე­ში ნაკ­ლე­ბად ერე­ვა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნაც­რის­ფე­რი ჩი­ნოვ­ნი­კუ­რი მა­სი­დან რომ გა­მო­ირ­ჩე­ვა მისი სტი­ლი, უკვე კარ­გია. ჩემ­თვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რჩე­ვა რომ ეკი­თხა, ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

- მისი ჩაც­მის სტი­ლი კი მოგ­წონთ, მაგ­რამ ეტი­კე­ტიც ხომ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვას?

- მეტ-ნაკ­ლე­ბად იცავს და ის ეტი­კე­ტიც პი­რო­ბი­თია. 90-ია­ნებ­ში ყვე­ლა­ნი შავი სა­მო­სით დავ­დი­ო­დით და ეს ტენ­დენ­ცია დღე­საც ცო­ცხა­ლია. კარ­გს შვრე­ბა ფე­რა­დი ტან­საც­მლით რომ იმო­სე­ბა, ნაც­რის­ფერ ჩი­ნოვ­ნი­კურ სტილს ასე უპი­რის­პირ­დე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია, ამი­თიც ხომ აკე­თებს იმის დეკ­ლა­რი­რე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნი სტე­რე­ო­ტი­პულ ჩარ­ჩო­ში არ უნდა დარ­ჩეს.

- უმე­ტე­სად რჩე­ვის­თვის, სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ რა სა­კი­თხში მოგ­მარ­თავთ?

- რო­დე­საც ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი, როცა რა­ღა­ცას უნდა გა­მო­ეხ­მა­უ­როს. ასეთ დროს ერ­თად ვა­მუ­შა­ვებთ თე­მას, რა არის მას­ში მო­სა­წო­ნი, რა - არა. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, თემა და­ვა­მუ­შა­ვე­ბი­ნო. ყვე­ლა­ფე­რი კონ­სენ­სუ­სის შე­დე­გად ხდე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რად ვე­რა­ფერს ათ­ქმე­ვი­ნებ, თა­ვი­სი სტი­ლი­დან ვერ ამო­აგ­დებ, თან, ხე­ლოვ­ნუ­რიც იქ­ნე­ბა და ხალ­ხი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა.

- მის ბოლო ხმა­უ­რი­ა­ნი ფრა­ზას - "მთაწ­მინ­და­ზე გა­მო­სა­ქა­ნე­ბელ ად­გილს ვა­ფარ­თო­ებთ..." არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მო­ი­წო­ნეთ?

- ზო­გა­დად, აკა­დე­მი­უ­რი იმი­ჯის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ ამის თქმით არა­ფე­რი და­შავ­და, პრინ­ციპ­ში, იგი­ვე ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით მე­ტყვე­ლე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი". კა­ხის ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ­თვის გა­სა­გე­ბი ენით ეპა­სუ­ხა. სხვა­ნა­ი­რად მაგ დროს ად­რე­სა­ტამ­დე ინ­ფორ­მა­ცია ვერ მივა.

- თქვე­ნი პა­სუ­ხით კა­ლა­ძის კი­დევ ერთი კო­მენ­ტა­რი გა­მახ­სენ­და, რო­დე­საც ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას მი­მარ­თა - "თქვენს ენა­ზე უნდა გე­ლა­პა­რა­კო­თო". რო­გორც ჩანს, ეს თქვენ­გან კარ­გად შე­უს­წავ­ლია...

- ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს და ამა­ზე უკვე პოს­ტფაქ­ტუმ ვიმ­სჯე­ლეთ. რო­გორც ჩანს, ეს ადრე მაქვს მის­თვის ნათ­ქვა­მი... რო­დე­საც გა­მო­დის ყო­ფი­ლი მერი და ძა­ლი­ან ცუდ სი­ტყვებს ლა­პა­რა­კობს, უცენ­ზუ­რო­საც, კონ­კრე­ტუ­ლად მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არის...

იცით, ცუდი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში კი­დევ რა არის? და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი თა­ვის ელექ­ტო­რატ­ში ქუ­ლებს ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბით იწე­რენ. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი დღის წეს­რი­გია შექ­მნი­ლი. გინ­და-არ გინ­და, ამ ყვე­ლა­ფერს ხან­და­ხან ფეხი უნდა აუ­წყო.

- ბევ­რმა თქვა, რომ "გა­მო­ქა­ნე­ბა" და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და...

- საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ მას, ვიცი, რო­დის არის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. ეს სპონ­ტა­ნუ­რად თქვა. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა! მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო მისი რე­აქ­ცია რე­პე­რე­ბის „ბირ­ჟა მა­ფი­ას“ საქ­მე­ზე. მა­ნამ­დე იყო მსჯე­ლო­ბა, და­ე­ჭი­რა თუ არა მხა­რი. ძა­ლი­ან უყ­ვარს ახალ­გაზ­რდებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მი­აჩ­ნია, რომ მათ მხარ­და­ჭე­რა ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბათ, ეს სა­კუ­თარ თავ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გა­დაც გა­მო­ვი­და.

იმე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ოდეს­მე ის­წავ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ნორ­მა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მაგ­რამ ამის­თვის, რო­გორც ვთქვი, ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. ამი­ტო­მაც, უწევს მერს ჯერ­ჯე­რო­ბით "გა­მო­ე­ქა­ნეს" მსგავ­სი ფრა­ზე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბა. დღის წეს­რი­გი­დან რო­დე­საც ეს ნე­გა­ტი­ვი და ან­ტი­პი­ა­რი გა­და­ვა, პრო­ფე­სი­ულ შვე­ბას მა­შინ ვიგ­რძნობ. არა­და, ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რა­ში პო­ზი­ტი­უ­რი პი­ა­რი­თაც მი­აღ­წიო პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას და არა ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვით. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხს არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კუ­რი სე­ი­რის გარ­და...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

კახის უზრდელმა სიტყვებმა დამიკარგა მის მიმართ კარგი განწყობა. ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკოო ბრძანებს მისი პიარი, ეს არ არის სწორი. მისი ბრალი ყოფილა მერის გაუზრდელება.ამის გამო მერმა ბევრი მომხრე დაკარგა

-
0

ეს ქალი პიარია თუ თაყვანისმცემელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა

როგორ აღმოჩნდა კახა კალაძე "გემრიელი ლუკმა" პიარ-სპეციალისტებისთვის და ჰქონდა თუ არა დამუშავებული "გამოქანების" ფრაზა

20 წელზე მეტია, მისი სფერო პოლიტიკური კომუნიკაციაა. წლებია თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების პიარში მუშაობს. ეკა ჟვანიას გასახსენებელი, მოსაყოლი ბევრი აქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერს ვერ ამბობს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ოდესმე ყველაფერს მოჰყვება, ან დაწერს...

"შევარდნაძის პერიოდიდან ვიცე-პრემიერთან მუშაობით დავიწყე, ინდივიდუალურადაც ვმუშაობდი არასახელმწიფო მოღვაწეებთან. 2012 წელს კი ისე მოხდა, რომ ამ მთავრობასთან, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან მომიწია სამსახურის დაწყება. ვხუმრობდი, ამით დავიწყე და ამით ვამთავრებ-მეთქი“ - გვეუბნება პიარის სპეციალისტი, რომელიც პოლიტიკოსებს პოლიტიკურ ზრდას ვერ ატყობს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო 25 წელია, მცირეოდენი ცვლილებით, ამ სფეროში ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ.

"ადრე სხვა რეალობა იყო ბნელ, ავტომატებიან, მხედრიონის თბილისში სხვა მოთხოვნები ჰქონდათ, ახლა სხვა რეალობაა... სად იყო მაშინ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია? ამდენი სამოქალაქო აქტივისტი? მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ზრდა მაინც არ არის. ეს იმის ბრალია, რომ ხალხის, საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის. ზოგადად კი საზოგადოება ჯერ არც არის ფორმირებული, რადგან ამის არანაირი მოთხოვნები არ აქვს,“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელსაც მიუხედავად უამრავი პრობლემისა, საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს.

- რა მუშაობს მასებში?

- ნეგატივი, "შავი პიარი", ანუ ანტიპიარი. როგორც ჩანს, მოსახლეობა ისე დაითრგუნა, რომ ჰგონია, ანტიპიარით მიაღწევს საწადელს. ასე რომ, ახლა სხვისი ლანძღვაა "მოდაში". ამას მაქსიმალურად ვებრძვი. ხომ არის პროფესიული ჩარჩოები, საიდანაც გასვლა არ გინდა, მაგრამ გეუბნებით - ახლა ეს არის მოდაში.

ჩემი პროფესია იმ თვალსაზრისითაა ცუდი, რომ ადამიანთან, რომელთანაც მუშაობ, ძირითადად ნეგატივში „მიგაქვს“ პირადი კომუნიკაცია, ცუდი უნდა დაანახო, რომ შეცდომა ლაპარაკში, გადაწყვეტილებების პოპულარიზაციაში, არაპოპულარული თემის გაპიარებაში გამოასწორებინო. ეს ყველაფერი ისე უნდა შეფუთო, რომ მასებში პოზიტიურად "წაიღოს".

- ანტიპიარზე პოლიტიკოსები მარტივად მიდიან...

- რასაც ვუყურებ, კი, ძირითადად ასეა.

- თქვენ ქალაქის მერთან, კახა კალაძესთანაც მუშაობთ. ექსპერტები, საზოგადოება ხედავს, რომ ის პიარს აქტიურად მიმართავს. წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმად სოციალური ქსელით პირდაპირ ჩართვებს იყენებდა. ეს თქვენი კონსულტაციის შედეგი იყო?

- ცნობილმა ვარსკვლავმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო, თან, იმ გუნდის წარმომადენელი იყო, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ამასთან, ვიცე-პრემიერი. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი გახდა, დახურული სექტორი ენერგეტიკის სამინისტრო, გამჭვირვალე გახადა და ამით მიეცა შანსი, როგორც მინისტრი, პოლიტიკოსი თავის საქმიანობაში გაპიარებულიყო და მაშინ ერთად გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციის ახალი ფორმა მოგვეძებნა, იმ „ლაივებამდე“ რაც თქვენ ახსენეთ, დაიწყო მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგები...

ასე რომ, ამ სფეროში ახალბედა ვარსკვლავი ფეხბურთელი, ჩემთვის "გემრიელი ლუკმა" აღმოჩნდა პიარის თვალსაზრისით. იმ ვიდეოდიალოგებით ხალხი კმაყოფილი იყო, გარკვეულ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდათ, შემოდიოდა კითხვები, რასაც პასუხობდა. პირველად რომ დავიწყეთ, სამი საათი წერდა ხოლმე და მერე ისე დაიხვეწა, 15-20 წუთში აგვარებდა.

- მასზე ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მეტყველება დახვეწა, საუბრის სტილი და მანერა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რადიკალურად შეცვალა... ესეც თქვენი კონსულტაციის შედეგია?

- კახის ფანტასტიკური მეხსიერება აქვს, ძალიან სწრაფად, ერთი თვალის გადავლებით იმახსოვრებდა, თუნდაც ენერგეტიკაში რთულად დასამახსოვრებელ ციფრებს... როცა გავიცანი, 2012 წელს, ამას მაშინვე მივხვდი. პოლიტიკაში მოსვლა რომ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და რომ გავიცანი, უკვე ნამუშევარი ჰქონდა და ეს ყველაფერი გამოსწორებული დამხვდა.

რაც შეეხება სამოსს, კახი ამბობს, რომ სამოსს თვითონ არჩევს და მეც ვფიქრობ, მისი მეუღლე ამ საქმეში ნაკლებად ერევა. ყოველ შემთხვევაში, ნაცრისფერი ჩინოვნიკური მასიდან რომ გამოირჩევა მისი სტილი, უკვე კარგია. ჩემთვის ამ მიმართულებით რჩევა რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

- მისი ჩაცმის სტილი კი მოგწონთ, მაგრამ ეტიკეტიც ხომ არსებობს, რომელიც უნდა დაიცვას?

- მეტ-ნაკლებად იცავს და ის ეტიკეტიც პირობითია. 90-იანებში ყველანი შავი სამოსით დავდიოდით და ეს ტენდენცია დღესაც ცოცხალია. კარგს შვრება ფერადი ტანსაცმლით რომ იმოსება, ნაცრისფერ ჩინოვნიკურ სტილს ასე უპირისპირდება. თავისუფალი ადამიანია, ამითიც ხომ აკეთებს იმის დეკლარირებას, რომ ადამიანი სტერეოტიპულ ჩარჩოში არ უნდა დარჩეს.

- უმეტესად რჩევისთვის, საკონსულტაციოდ რა საკითხში მოგმართავთ?

- როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, როცა რაღაცას უნდა გამოეხმაუროს. ასეთ დროს ერთად ვამუშავებთ თემას, რა არის მასში მოსაწონი, რა - არა. ჩემი მოვალეობაა, თემა დავამუშავებინო. ყველაფერი კონსენსუსის შედეგად ხდება. ხელოვნურად ვერაფერს ათქმევინებ, თავისი სტილიდან ვერ ამოაგდებ, თან, ხელოვნურიც იქნება და ხალხი გაღიზიანდება.

- მის ბოლო ხმაურიანი ფრაზას - "მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ..." არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში. მოიწონეთ?

- ზოგადად, აკადემიური იმიჯის მომხრე ვარ, მაგრამ ამის თქმით არაფერი დაშავდა, პრინციპში, იგივე ტერმინოლოგიით მეტყველებენ "ნაციონალები". კახის ჰქონდა საშუალება, მათთვის გასაგები ენით ეპასუხა. სხვანაირად მაგ დროს ადრესატამდე ინფორმაცია ვერ მივა.

- თქვენი პასუხით კალაძის კიდევ ერთი კომენტარი გამახსენდა, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიას მიმართა - "თქვენს ენაზე უნდა გელაპარაკოთო". როგორც ჩანს, ეს თქვენგან კარგად შეუსწავლია...

- ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს და ამაზე უკვე პოსტფაქტუმ ვიმსჯელეთ. როგორც ჩანს, ეს ადრე მაქვს მისთვის ნათქვამი... როდესაც გამოდის ყოფილი მერი და ძალიან ცუდ სიტყვებს ლაპარაკობს, უცენზუროსაც, კონკრეტულად მასთან მიმართებაში, სხვა გამოსავალი აღარ არის...

იცით, ცუდი ქართულ პოლიტიკაში კიდევ რა არის? დაპირისპირებული მხარეები თავის ელექტორატში ქულებს ერთმანეთის გინებით იწერენ. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დღის წესრიგია შექმნილი. გინდა-არ გინდა, ამ ყველაფერს ხანდახან ფეხი უნდა აუწყო.

- ბევრმა თქვა, რომ "გამოქანება" დამუშავებული ჰქონდა...

- საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, ვიცი, როდის არის გაბრაზებული. ეს სპონტანურად თქვა. დამუშავებული არ ყოფილა! მინდა, გავიხსენო მისი რეაქცია რეპერების „ბირჟა მაფიას“ საქმეზე. მანამდე იყო მსჯელობა, დაეჭირა თუ არა მხარი. ძალიან უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მიაჩნია, რომ მათ მხარდაჭერა ყოველთვის სჭირდებათ, ეს საკუთარ თავში აქვს გატარებული და მიმაჩნია, რომ კარგადაც გამოვიდა.

იმედია პოლიტიკური ელიტა ოდესმე ისწავლის საზოგადოებასთან ნორმალურ კომუნიკაციას, მაგრამ ამისთვის, როგორც ვთქვი, ჯერ საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომაც, უწევს მერს ჯერჯერობით "გამოექანეს" მსგავსი ფრაზების მოშველიება. დღის წესრიგიდან როდესაც ეს ნეგატივი და ანტიპიარი გადავა, პროფესიულ შვებას მაშინ ვიგრძნობ. არადა, ნამდვილად შეიძლება კარიერაში პოზიტიური პიარითაც მიაღწიო პროფესიულ წარმატებას და არა ერთმანეთის ლანძღვით. მაგრამ სამწუხაროდ, ხალხს არაფერი აინტერესებს პოლიტიკური სეირის გარდა...

"ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, როცა აიყვანეს საზღვრის დამრღვევი რუსები თუ ოსები, მაგრამ სამინისტროდან დარეკეს და გააშვებინეს“ - რა მოხდა ხურვალეთში?

ისრაელსა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების მსურველებისთვისაც რეგისტრაცია წელს დაიწყება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი