პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!" - ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივიდან
"ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!" - ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივიდან

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­სა­მე ლაივ-კონ­ცერ­ტი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. კონ­კურ­სან­ტებ­მა ქარ­თუ­ლი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლეს - ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ვა­ლე­ბას თავი ად­ვი­ლად გა­არ­თვეს.

ლა­ი­ვის ლი­დე­რი ლიზა კა­ლან­და­ძე გახ­და. აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდნენ ნინი ცნო­ბი­ლა­ძე და იკა­კო ალექ­სი­ძე. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა იკა­კოს მო­უხ­და.

იკა­კო ალექ­სი­ძეს AMBEBI.GE შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ე­სა­უბ­რა:

- კონ­კურ­სის წე­სე­ბია ასე­თი, ვე­ლო­დი ამას, რაც მოხ­და, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ზოგს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, ზოგ­თან აქ მე­ტად და­ვახ­ლოვ­დი - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­მიყ­ვარ­და და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყო­ველ­თვის გა­ვაგ­რძე­ლებ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და რაც მთა­ვა­რია, და­ვეს­წრე­ბი ყო­ველ ლა­ივს.

- არა­და, ჟი­უ­რიმ კარ­გად შე­გა­ფა­სა, კარ­გი შეს­რუ­ლე­ბა გქონ­და...

- ასე თუ ბევ­რი ფიქ­რობს, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა...

ნა­თია თო­დუა, ჟი­უ­რის წევ­რი:

- მინ­და, გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ერთხელ მა­ინც ლი­ზას­თან და­რე­კა. მის­მა გა­მოს­ვლამ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სან­ტია, რომ შე­უძ­ლია ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“. რაც შე­ხე­ბა იკა­კოს, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ სპე­ცი­ფი­კუ­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ 17 წლის არის და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს.

ნი­ნის ცნო­ბი­ლა­ძის გა­მოს­ვლაც ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. არ იყო მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კარ­გად გა­არ­თვა თავი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ის ერთ-ერთი აუტ­სა­ი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა, არ ვიცი, რამ გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ, იმე­დი მაქვს, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში „ევ­რო­ვი­ზი­ის“ ფანკლუბს წარ­მო­ად­გენს, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, მხარს და­უ­ჭე­რენ. იმე­დი მაქვს, რომ შემ­დეგ ლაივ-კონ­ცერ­ტზე ნი­ნის აუტ­სა­ი­დე­რებ­ში აღარ ვი­ხი­ლავთ.

ზო­გა­დად კი, რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს, ყო­ველ ლა­ივ­ზე იმა­ტებს და იმა­ტებს. მად­ლო­ბა მუ­სი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სან­ტებს ამ ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ლიზა კა­ლან­და­ძე, მე­სა­მე ლა­ი­ვის ლი­დე­რი:

- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ დაბ­ნე­უ­ლი ვარ და ამ წუ­თას თავს ცუ­დად ვგრძნობ იმი­ტომ, რომ ამ პრო­ექ­ტში იკა­კო ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი იყო, ის მარ­ტო კარ­გი მუ­სი­კო­სი არ არის, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია, რო­გორც ადა­მი­ა­ნი - ძა­ლი­ან მიყ­ვარს...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­მოს­ვლას და იმას, რომ ლა­ი­ვის ლი­დე­რი ვარ, ვერ ვი­ჯე­რებ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მოვ­ცა­დე ეს გრძნო­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რია! მა­ყუ­რე­ბელს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩემი სჯე­რათ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. შე­ვას­რუ­ლე სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის ძვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ­დი. მგო­ნია, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და, რად­გან პრო­ცე­სით ვი­სი­ა­მოვ­ნე, ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელ­მაც. ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა, არ ვიცი, ვინ უნდა გა­ვარ­დეს მო­მა­ვალ ლა­ივ­ზე. ამი­ტომ მო­ლო­დი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!" - ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივიდან

"ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!" - ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივიდან

"საქართველოს ვარსკვლავის" მესამე ლაივ-კონცერტი წარმატებით შედგა. კონკურსანტებმა ქართული ჰიტები შეასრულეს - ჟიურის და მაყურებლის შეფასებებს თუ გავითვალისწინებთ, მონაწილეებმა დავალებას თავი ადვილად გაართვეს.

ლაივის ლიდერი ლიზა კალანდაძე გახდა. აუტსაიდერებში მოხვდნენ ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე. საბოლოოდ, პროექტის დატოვება იკაკოს მოუხდა.

იკაკო ალექსიძეს AMBEBI.GE შოუს დასრულების შემდეგ გაესაუბრა:

- კონკურსის წესებია ასეთი, ველოდი ამას, რაც მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი მეგობრები მაინც აგრძელებენ მონაწილეობას. ყველა ძალიან მიყვარს, ზოგს მანამდეც ვიცნობდი, ზოგთან აქ მეტად დავახლოვდი - თითოეული მათგანი შემიყვარდა და წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის გავაგრძელებ მათთან ურთიერთობას და რაც მთავარია, დავესწრები ყოველ ლაივს.

- არადა, ჟიურიმ კარგად შეგაფასა, კარგი შესრულება გქონდა...

- ასე თუ ბევრი ფიქრობს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა...

ნათია თოდუა, ჟიურის წევრი:

- მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ვინც ერთხელ მაინც ლიზასთან დარეკა. მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსანტია, რომ შეუძლია ღირსეულად წარადგინოს საქართველო „ევროვიზიაზე“. რაც შეხება იკაკოს, გულდასაწყვეტია, რომ სპეციფიკური, ინდივიდუალური და გამორჩეული კონკურსანტი პროექტს გამოეთიშა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს.

ნინის ცნობილაძის გამოსვლაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. არ იყო მარტივი სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გაართვა თავი. რაც შეეხება იმას, რომ ის ერთ-ერთი აუტსაიდერი აღმოჩნდა, არ ვიცი, რამ გამოიწვია, მაგრამ, იმედი მაქვს, გულშემატკივრები, ვინც საქართველოში „ევროვიზიის“ ფანკლუბს წარმოადგენს, გააქტიურდებიან, მხარს დაუჭერენ. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ლაივ-კონცერტზე ნინის აუტსაიდერებში აღარ ვიხილავთ.

ზოგადად კი, რაც შეეხება ხარისხს, ყოველ ლაივზე იმატებს და იმატებს. მადლობა მუსიკოსებს, რომლებიც კონკურსანტებს ამ ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ლიზა კალანდაძე, მესამე ლაივის ლიდერი:

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაბნეული ვარ და ამ წუთას თავს ცუდად ვგრძნობ იმიტომ, რომ ამ პროექტში იკაკო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ის მარტო კარგი მუსიკოსი არ არის, ძალიან კარგი მეგობარია, როგორც ადამიანი - ძალიან მიყვარს...

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას და იმას, რომ ლაივის ლიდერი ვარ, ვერ ვიჯერებ. ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია! მაყურებელს მინდა მადლობა გადავუხადო, ადამიანებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ და მგულშემატკივრობენ. შევასრულე სერგი გვარჯალაძის ძველი სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვუსმენდი. მგონია, რომ კარგი გამოვიდა, რადგან პროცესით ვისიამოვნე, ალბათ მაყურებელმაც. ძლიერი კონკურენციაა, არ ვიცი, ვინ უნდა გავარდეს მომავალ ლაივზე. ამიტომ მოლოდინებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"