სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია
ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია

ბრი­ტა­ნელ­მა მერი კრამპტონ­მა 29 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მოს­წონ­და, რაც ერ­თზე მეტი პარტნი­ო­რის ყო­ლას გუ­ლის­ხმობს.

ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთ მა­მა­კაც­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ზე - და­ნიშ­ნუ­ლი და კი­დევ ორ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

„საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მყავ­და მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბი, მო­ნო­გა­მი ვი­ყა­ვი. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ერ­თზე მეტი პარტნი­ო­რი მე­ყო­ლე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით - და­ვო­ჯახ­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მთელ ცხოვ­რე­ბას ქმარ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებ­დი,“ - ჰყვე­ბა კრამპტო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც უჩ­ნდე­ბო­და გრძნო­ბე­ბი, თუმ­ცა ამის გამო თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და და ფიქ­რობ­და, რომ ქმა­რი სა­თა­ნა­დოდ არ უყ­ვარ­და.

ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა, მე­რიმ სხვა ადა­მი­ა­ნი იპო­ვა. ერთ დღეს კი ბარ­ში გა­იც­ნო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ქალ­თან.

„მა­ნამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია შე­ხე­ბა პო­ლი­გა­მი­ას­თან, შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ახერ­ხებ­დნენ ისი­ნი ერ­თად ყოფ­ნას,“ - იხ­სე­ნებს მერი.

მის­თვის სა­ბედ­ნი­ე­როდ, პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით მე­რის პარტნი­ო­რიც და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად არ უფიქ­რი­ათ.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი კრამპტონ­მა საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს შეს­თა­ვა­ზა, ჰქო­ნო­დათ „ღია ურ­თი­ერ­თო­ბა“, რა­ზეც თან­ხმო­ბა მი­ი­ღო. ორი­ვე მათ­გან­მა, ერ­თმა­ნე­თის გარ­და, სხვა პარტნი­ო­რე­ბიც იპო­ვეს.

„მყავ­და მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თა­ნაც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ასე­თი­ვე მე­გო­ბა­რი ჰყავ­და ჩემს პარტნი­ორ­საც.

გა­ვი­აზ­რე, რომ ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მეძ­ლო, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი გრძნო­ბა აღ­მოჩ­ნდა,“ - ამ­ბობს მერი.

ამ­ჟა­მად მერი აღარ ცხოვ­რობს მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მელ­თა­ნაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რის ერ­თდრო­უ­ლად ყოლა სურ­და. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია 43 წლის ტიმ­ზე და ჰყავს საქმროც. კრემპტო­ნი ხვდე­ბა კი­დევ ორ მა­მა­კაცს - 63 წლის მა­იკლს და 73 წლის ჯე­იმსს.

მერი ქმარ­თან, ტიმ კრამპტონ­თან ერ­თად

„ჩემს ქმარ­თან, ტიმ­თან ერ­თად გა­რე­მოს დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ ხოლ­მე, მათ შო­რის - ელექტრო­ნულ მან­ქა­ნებ­ზე, ვე­გა­ნიზ­მზე...

საქმროს­თან, ჯონ­თან ერ­თად მიყ­ვარს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვართ ერ­თად,“ - ჰყვე­ბა კრამპტო­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მა­მა­კაც­თან სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­სა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე, რაც მო­ნო­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს ვერ­ცერ­თხელ შეძ­ლო.

მერი ქმარ­თან, ტიმ­თან და საქმროს­თან - ჯონ­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია

ქალს ჰყავს ქმარი, საქმრო, 2 შეყვარებული და ყველა მათგანი ბედნიერია

ბრიტანელმა მერი კრამპტონმა 29 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ პოლიგამიური ურთიერთობები მოსწონდა, რაც ერთზე მეტი პარტნიორის ყოლას გულისხმობს.

ის ოფიციალურად ერთ მამაკაცზეა დაქორწინებული, მეორეზე - დანიშნული და კიდევ ორზეა შეყვარებული.

„საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მყავდა მეგობარი ბიჭები, მონოგამი ვიყავი. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთზე მეტი პარტნიორი მეყოლებოდა. მოგვიანებით - დავოჯახდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელ ცხოვრებას ქმართან ერთად გავატარებდი,“ - ჰყვება კრამპტონი.

მისივე თქმით, სხვა ადამიანების მიმართაც უჩნდებოდა გრძნობები, თუმცა ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა და ფიქრობდა, რომ ქმარი სათანადოდ არ უყვარდა.

ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, მერიმ სხვა ადამიანი იპოვა. ერთ დღეს კი ბარში გაიცნო მამაკაცი, რომელსაც პოლიგამიური ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე ქალთან.

„მანამდე არასოდეს მქონია შეხება პოლიგამიასთან, შოკირებული ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა, როგორ ახერხებდნენ ისინი ერთად ყოფნას,“ - იხსენებს მერი.

მისთვის საბედნიეროდ, პოლიგამიური ურთიერთობით მერის პარტნიორიც დაინტერესდა, თუმცა სხვა ადამიანებთან თანაცხოვრებაზე თავდაპირველად არ უფიქრიათ.

რამდენიმე წლის შემდეგ კი კრამპტონმა საყვარელ მამაკაცს შესთავაზა, ჰქონოდათ „ღია ურთიერთობა“, რაზეც თანხმობა მიიღო. ორივე მათგანმა, ერთმანეთის გარდა, სხვა პარტნიორებიც იპოვეს.

„მყავდა მეგობარი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და ჩვენი მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა. ასეთივე მეგობარი ჰყავდა ჩემს პარტნიორსაც.

გავიაზრე, რომ ერთზე მეტი ადამიანის სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში შემეძლო, ჩემთვის ძალიან ბუნებრივი გრძნობა აღმოჩნდა,“ - ამბობს მერი.

ამჟამად მერი აღარ ცხოვრობს მამაკაცთან ერთად, რომელთანაც აღმოაჩინა, რომ რამდენიმე პარტნიორის ერთდროულად ყოლა სურდა. ის დაქორწინებულია 43 წლის ტიმზე და ჰყავს საქმროც. კრემპტონი ხვდება კიდევ ორ მამაკაცს - 63 წლის მაიკლს და 73 წლის ჯეიმსს.

მერი ქმართან, ტიმ კრამპტონთან ერთად

„ჩემს ქმართან, ტიმთან ერთად გარემოს დაცვით საკითხებზე ვსაუბრობ ხოლმე, მათ შორის - ელექტრონულ მანქანებზე, ვეგანიზმზე...

საქმროსთან, ჯონთან ერთად მიყვარს მხატვრული ფილმების ყურება და ეკლესიაში დავდივართ ერთად,“ - ჰყვება კრამპტონი.

მისივე თქმით, ყველა მამაკაცთან სრულიად გულწრფელად საუბრობს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებზე, რაც მონოგამიური ურთიერთობების დროს ვერცერთხელ შეძლო.

მერი ქმართან, ტიმთან და საქმროსთან - ჯონთან ერთად

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია