პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაზას ქართველობა წაართვეს" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" "ჩემი ცოლის დაქალების" ფინალური სერიის შემდეგ
"ზაზას ქართველობა წაართვეს" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" "ჩემი ცოლის დაქალების" ფინალური სერიის შემდეგ

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი დას­რულ­და. ბოლო სე­რი­ებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ი­ძა­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­აქ­ტი­ურ­და და სე­რი­ებს დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალ-ყურს. მათ, ვი­საც შე­წყვე­ტი­ლიც კი ჰქონ­დათ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა, გა­ნა­ახ­ლეს და "და­ქა­ლებს" სრუ­ლი­ად ახა­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც შე­უ­ერ­თდა - ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

მანა­გა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ზა­ზას ცო­ლის, ქე­თის ღა­ლა­ტის შემ­დგომ ბოლო სე­რი­ა­ში სი­ტუ­ა­ცია ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და - რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი ელო­და, ზა­ზამ ქეთი "არ მოკ­ლა" და პი­რი­ქით, მო­ძა­ლა­დე და გულ­გრი­ლი ქმა­რი ფი­ნა­ლურ სე­რი­ა­ში სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნად მო­ევ­ლი­ნა მა­ყუ­რე­ბელს.

სე­რი­ის სა­ფი­ნა­ლო სცე­ნას, ზა­ზას მე­სიჯს ქე­თი­სად­მი: "მე უფრო გიყ­ვარ­დი თუ ის?" - სე­რი­ა­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აზრი ორად იყო­ფა - ერ­თნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სცე­ნა­რის­ტმა ქეთი დევ­და­რი­ან­მა მო­ძა­ლა­დე ქმრის­გან გმი­რი კაცი შექ­მნა, მე­ო­რე­ნი კი ამას ღა­ლა­ტის გა­მარ­თლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და ზა­ზას საქ­ცი­ელს იწუ­ნე­ბენ. თუმ­ცა, კო­მენ­ტა­რებ­ში ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა როლი.

აი, რას წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი:

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ მოჰ­ყო­ლია ამ­დე­ნი რე­აქ­ცია და ოვა­ცია, რო­გორც ზა­ზას SMS-ს"

"ასე არ­ჩევ­ნე­ბის მე­რეც არ გაც­რუ­ე­ბია იმე­დე­ბი ქარ­თველ ერს"

"ხალ­ხმა ხან კუბო დად­გა, ხან ქელე­ხი ჩა­ა­ტა­რა, სუფ­რა გაშ­ლი­ლი ელო­დე­ბო­და ზოგი და ამან - "რო­მე­ლი უფრო გიყ­ვარ­დი­თო?"

"ჩემი აზ­რით, ზა­ზას ქარ­თვე­ლო­ბა წა­არ­თვეს"

"ამის­თვის დავ­ლიე ერთი ბოთ­ლი კორ­ვა­ლო­ლი? ვსო მი­წას ამო­ა­თხრე­ვი­ნებს ვინ­მეს­თქო ვი­ფიქ­რე და მე უფრო გიყ­ვარ­დი თუ ისო... ფუ"

"აი ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სი­დე­ბი­ლე, ზა­ზას­ნა­ი­რი კაცი ასეთ მა­გარ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ტი­პად რო­დის იქცა? აუზ­ზე არ უშ­ვებ­და ქე­თის და კა­ფე­ში და ბრახ, ღა­ლა­ტი აპა­ტია. ცოტა არა­რე­ა­ლუ­რია ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნის­გან, თორე მე­რა­ბის­გან არა­ვის გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბო­და"

"ზაზა, ტი­პი­უ­რი ბა­ქი­ბუ­ქა კა­ცის ტიპი, რო­მე­ლიც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნებ­დე­ბა, და აჩი­კო ტი­პი­უ­რი არა­კა­ცი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ქა­ლის ქმარ­მა უნდა მი­ჟე­ჟოს"

"ის აჩი­კო ვინ­მეს აცე­მი­ნეთ, თორე მე ვცემ"

"არ აღელ­დეთ ახლა და არ მი­წე­როთ ყო­ფი­ლებს"

"ეგე­ნი კი იქ­ნე­ბი­ან ბედ­ნი­ერ­ნი, მაგ­რამ მე რა ხე­ი­რი? გა­დავ­ბრუნ­დე­ბი სა­წოლ­ში და ხვა­ლი­დან მარ­ტო­ო­ბის ახა­ლი ორ­შა­ბა­თი და­ი­წყე­ბა"

"სცე­ნა­რისტს ვა­გი­ნებ­დი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, ეთი­კა რომ არ მიშ­ლი­დეს ხელს. ხალ­ხს აჩ­ვე­ვენ რომ ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც ღა­ლა­ტის!!! მთა­ვა­რი ხომ ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცი­სარ­ტყე­ლა ფე­რებ­ში და­ვი­ნა­ხოთ!!!

"ვინც წერთ - ვი­ცო­დი რომ ქალი რე­ჟი­სო­რი კაცს და­აჩ­მო­რებ­დაო და ზა­ზა­ზე იმე­დე­ბი გა­გიც­რუვ­დათ და გინ­დო­დათ იმ გო­გოს მოკ­ვლა, ჩემი რჩე­ვაა უბ­რა­ლოდ ნერ­ვე­ბი და­ი­წყნა­როთ, მეტი წიგ­ნი იკი­თხოთ და გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოთ. ძა­ლა­დო­ბით მე­გობ­რე­ბო ვე­რა­ფერს მი­აღ­წევთ გარ­და ბო­რო­ტე­ბის და­თეს­ვი­სა"

"ეს უკ­მა­ყო­ფი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბი რა სა­ში­ნე­ლე­ბაა?! სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას და თუ ზა­ზამ თა­ვის სი­ა­მა­ყეს გა­და­ა­ბი­ჯა სიყ­ვა­რუ­ლის გამო, ეს ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნის უმაღ­ლე­სი ფორ­მაა და არა პი­რი­ქით -"არა­კა­ცო­ბა", ზოგს რომ გგო­ნი­ათ!"

"აგო­ნი­ა­ში ხალ­ხი - რო­გორ არ მოკ­ლა ცე­მა­ში ქეთი ზა­ზამ! აი მაგ აზ­როვ­ნე­ბას გიკ­ლავთ ნელ-ნელა დევ­და­რი­ა­ნია და გი­ხა­რო­დენ"

"რა­ნა­ი­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი?! კო­მენ­ტა­რებ­ში რამ­დე­ნი რამე ჩანს... გული და­წყდა უმ­რავ­ლე­სო­ბას ზა­ზამ ქეთი რომ არ მოკ­ლა, უფრო ლო­გი­კუ­რი და კა­ცუ­რი იქ­ნე­ბო­და უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის!"

"ძა­ლი­ან კარ­გი და­სას­რუ­ლი იყო, ზა­ზას პერ­სო­ნა­ჟის­გან ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ტიპი რომ შე­იქ­მნა. პა­ტი­ე­ბა რომ შე­უძ­ლია ადა­მი­ანს ბევ­რს მე­ტყვე­ლებს მის პი­როვ­ნე­ბა­ზე. კარ­გი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა სცე­ნა­რის­ტმა"

"ყვე­ლა ვინც წერს რატო აპა­ტი­აო გა­საკ­ვი­რია. ცხოვ­რე­ბა­შიც ასეა - რომ მო­ეკ­ლა მერე ხო იტყო­დით სა­წყა­ლიო. ბრა­ვო ზა­ზას! აი ასე­თი უნდა იყოს კაცი რომ თა­ვის კონ­ტრო­ლი შეძ­ლო, ბრაზს მო­ე­რია და პირ­ველ რიგ­ში ისევ თა­ვის შვილ­ზე იფიქ­რა და არ და­ტო­ვა უპატ­რო­ნოდ"

"დროა გა­ი­აზ­რონ მა­მა­კა­ცებ­მა, რომ ღა­ლა­ტი ღა­ლა­ტია და ქა­ლის­თვი­საც ზუს­ტად ისე­თი­ვე მტკივ­ნე­უ­ლია, რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის! გულ­წრფე­ლო­ბა და სი­მარ­თლე კი ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­და­არ­ჩენს!"

"ვინც ელო­და, რომ ზაზა ქე­თის მოკ­ლავ­და, შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­უქ­მოთ კუ­ბო­ე­ბის შეკ­ვე­თე­ბი"

"სა­ქარ­თვე­ლოს ბედი რომ წყდე­ბო­დეს ამ­დე­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­და"

"ამ­დე­ნი ხალ­ხი კრწა­ნის­ზე რომ ყო­ლო­და ერეკ­ლეს, ახლა კი ვიქ­ნე­ბო­დით 7 მი­ლი­ო­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზაზას ქართველობა წაართვეს" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" "ჩემი ცოლის დაქალების" ფინალური სერიის შემდეგ

"ზაზას ქართველობა წაართვეს" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" "ჩემი ცოლის დაქალების" ფინალური სერიის შემდეგ

"ჩემი ცოლის დაქალების" მეთოთხმეტე სეზონი დასრულდა. ბოლო სერიებში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა, მაყურებელი გააქტიურდა და სერიებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს. მათ, ვისაც შეწყვეტილიც კი ჰქონდათ სერიალის ყურება, განაახლეს და "დაქალებს" სრულიად ახალი მაყურებელიც შეუერთდა - ადამიანები ერთი ჩვეულებრივი წყვილის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ.

მანაგაძეების ოჯახში ზაზას ცოლის, ქეთის ღალატის შემდგომ ბოლო სერიაში სიტუაცია ბევრისთვის მოულოდნელად განვითარდა - როგორც მაყურებლის დიდი ნაწილი ელოდა, ზაზამ ქეთი "არ მოკლა" და პირიქით, მოძალადე და გულგრილი ქმარი ფინალურ სერიაში სრულიად სხვა ადამიანად მოევლინა მაყურებელს.

სერიის საფინალო სცენას, ზაზას მესიჯს ქეთისადმი: "მე უფრო გიყვარდი თუ ის?" - სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე ათასობით კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების აზრი ორად იყოფა - ერთნი მიიჩნევენ, რომ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მოძალადე ქმრისგან გმირი კაცი შექმნა, მეორენი კი ამას ღალატის გამართლებად მიიჩნევენ და ზაზას საქციელს იწუნებენ. თუმცა, კომენტარებში ყველა თანხმდება იმაზე, რომ გიორგი ბოჭორიშვილმა შესანიშნავად შეასრულა როლი.

აი, რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები:

"საქართველოს გაერთიანებას არ მოჰყოლია ამდენი რეაქცია და ოვაცია, როგორც ზაზას SMS-ს"

"ასე არჩევნების მერეც არ გაცრუებია იმედები ქართველ ერს"

"ხალხმა ხან კუბო დადგა, ხან ქელეხი ჩაატარა, სუფრა გაშლილი ელოდებოდა ზოგი და ამან - "რომელი უფრო გიყვარდითო?"

"ჩემი აზრით, ზაზას ქართველობა წაართვეს"

"ამისთვის დავლიე ერთი ბოთლი კორვალოლი? ვსო მიწას ამოათხრევინებს ვინმესთქო ვიფიქრე და მე უფრო გიყვარდი თუ ისო... ფუ"

"აი ეს იყო ყველაზე დიდი სიდებილე, ზაზასნაირი კაცი ასეთ მაგარ ჩამოყალიბებულ ტიპად როდის იქცა? აუზზე არ უშვებდა ქეთის და კაფეში და ბრახ, ღალატი აპატია. ცოტა არარეალურია ასეთი ტიპის ადამიანისგან, თორე მერაბისგან არავის გაგვიკვირდებოდა"

"ზაზა, ტიპიური ბაქიბუქა კაცის ტიპი, რომელიც ასეთ სიტუაციაში ნებდება, და აჩიკო ტიპიური არაკაცი, რომელიც აუცილებლად რომელიმე ქალის ქმარმა უნდა მიჟეჟოს"

"ის აჩიკო ვინმეს აცემინეთ, თორე მე ვცემ"

"არ აღელდეთ ახლა და არ მიწეროთ ყოფილებს"

"ეგენი კი იქნებიან ბედნიერნი, მაგრამ მე რა ხეირი? გადავბრუნდები საწოლში და ხვალიდან მარტოობის ახალი ორშაბათი დაიწყება"

"სცენარისტს ვაგინებდი დიდი სიამოვნებით, ეთიკა რომ არ მიშლიდეს ხელს. ხალხს აჩვევენ რომ ყველაფრის პატიება შეიძლება, თუნდაც ღალატის!!! მთავარი ხომ ისაა, რომ ყველაფერი ცისარტყელა ფერებში დავინახოთ!!!

"ვინც წერთ - ვიცოდი რომ ქალი რეჟისორი კაცს დააჩმორებდაო და ზაზაზე იმედები გაგიცრუვდათ და გინდოდათ იმ გოგოს მოკვლა, ჩემი რჩევაა უბრალოდ ნერვები დაიწყნაროთ, მეტი წიგნი იკითხოთ და განათლება მიიღოთ. ძალადობით მეგობრებო ვერაფერს მიაღწევთ გარდა ბოროტების დათესვისა"

"ეს უკმაყოფილო კომენტარები რა საშინელებაა?! სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და თუ ზაზამ თავის სიამაყეს გადააბიჯა სიყვარულის გამო, ეს ადამიანურობის გამოვლენის უმაღლესი ფორმაა და არა პირიქით -"არაკაცობა", ზოგს რომ გგონიათ!"

"აგონიაში ხალხი - როგორ არ მოკლა ცემაში ქეთი ზაზამ! აი მაგ აზროვნებას გიკლავთ ნელ-ნელა დევდარიანია და გიხაროდენ"

"რანაირები ვართ ადამიანები?! კომენტარებში რამდენი რამე ჩანს... გული დაწყდა უმრავლესობას ზაზამ ქეთი რომ არ მოკლა, უფრო ლოგიკური და კაცური იქნებოდა უმრავლესობისთვის!"

"ძალიან კარგი დასასრული იყო, ზაზას პერსონაჟისგან ჯანსაღად მოაზროვნე ტიპი რომ შეიქმნა. პატიება რომ შეუძლია ადამიანს ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე. კარგი აქცენტი გააკეთა სცენარისტმა"

"ყველა ვინც წერს რატო აპატიაო გასაკვირია. ცხოვრებაშიც ასეა - რომ მოეკლა მერე ხო იტყოდით საწყალიო. ბრავო ზაზას! აი ასეთი უნდა იყოს კაცი რომ თავის კონტროლი შეძლო, ბრაზს მოერია და პირველ რიგში ისევ თავის შვილზე იფიქრა და არ დატოვა უპატრონოდ"

"დროა გაიაზრონ მამაკაცებმა, რომ ღალატი ღალატია და ქალისთვისაც ზუსტად ისეთივე მტკივნეულია, როგორც მამაკაცისთვის! გულწრფელობა და სიმართლე კი ნებისმიერ ურთიერთობას გადაარჩენს!"

"ვინც ელოდა, რომ ზაზა ქეთის მოკლავდა, შეგიძლიათ გააუქმოთ კუბოების შეკვეთები"

"საქართველოს ბედი რომ წყდებოდეს ამდენი გამოხმაურება არ ექნებოდა"

"ამდენი ხალხი კრწანისზე რომ ყოლოდა ერეკლეს, ახლა კი ვიქნებოდით 7 მილიონი"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"