პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"
ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებ­მა ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა და ანა დო­ლი­ძემ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს.

რო­გორც ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია პრო­ცე­დუ­რებ­ზე მსჯე­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნილ 10-კა­ცი­ან სი­ა­ში იყ­ვნენ, რად­გან მათ, ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის თქმით, პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვთ.

"დღეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე საბ­ჭომ თუ მუ­რუ­სი­ძემ მოგ­ვიყ­ვა­ნეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უშუ­ა­ლოდ იყო იმ 10-კა­ცი­ან სი­ა­ში, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი: ქა­და­გი­ძე, ცის­კა­ძე, ალა­ნია და სხვე­ბი. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე და­თან­ხმდნენ ამ სი­ა­ში ყოფ­ნას და ამ ფორ­მით შემ­დგომ უკვე პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნას, მსჯე­ლობ­დნენ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და პრო­ცე­დუ­რებ­ზე. ჩემ­თვის ცალ­სა­ხაა, რომ მათ აქვთ პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ ისევ მოხ­ვდნენ სი­ა­ში და შე­მუ­შავ­დეს ისე­თი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ ერთხელ იყ­ვნენ წარ­დგე­ნი­ლე­ბი და მათ სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­დეს კენ­ჭისყრა. ჩემ­თვის პი­რა­დად კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვიმ­სჯე­ლო პრო­ცე­დუ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­თან­ხმდნენ სი­ა­ში ყოფ­ნას და მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცეს­ში, რო­მელ­საც პრო­ცე­სი სა­ერ­თოდ არ ჰქვია. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ, ან შე­იქ­მნას ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, არ გაჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, ან ამ ჯგუფ­ში ჩემს ყოფ­ნას აზრი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, ანა დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ნამ მეტი გა­რან­ტია არ მი­ე­ცე­მა, რომ მის მო­საზ­რე­ბებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის აზრს ის ვერ ხე­დავს და პრო­ცესს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ელ­ფე­რის მი­ნი­ჭე­ბის მცდე­ლო­ბად" აფა­სებს. "დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არა­ვი­თა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის ჯგუფ­ში, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფ­ში ყოფ­ნას აზრი არ აქვს. რო­დე­საც შე­მუ­შავ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რა, სა­დაც ჩვე­ნი ხმა და­ცუ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ მზად ვიქ­ნე­ბი, ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. მა­ნამ­დე, ეს არის ჩვე­ნი დრო­ის ტყუ­ი­ლად კარ­გვა და ამ პრო­ცე­სის­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ელ­ფე­რის მი­ნი­ჭე­ბის მცდე­ლო­ბა. რაც არ უნდა ვქვათ, მა­ინც აი­სა­ხე­ბა ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის და მო­სა­მარ­თლე­თა ჯგუ­ფის მო­საზ­რე­ბე­ბი. ამი­ტომ, ამ ეტაპ­ზე, სა­ნამ მეტი გა­რან­ტი­ე­ბი არ მოგ­ვე­ცე­მა, ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ამ ჯგუფ­ში ყოფ­ნას აზრი არ აქვს. ამი­ტომ არ ვა­პი­რებ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ ეს პი­რო­ბე­ბი არ შე­იქ­მნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ პი­რო­ბე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, ის ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­თან ერ­თად ჯგუ­ფის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს და­უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სა­გან­გა­შოა.

"ერთი წე­ლია ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა უვა­დოდ და­ნიშ­ვნე­ბი გაგ­რძელ­დეს ისე, რო­გორც გრძელ­დე­ბა. იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლიც რომ გა­მო­ვი­დეს გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს, რომ ის და­ნიშ­ნოს მო­სა­მარ­თლედ უვა­დოდ. ეს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სა­გან­გა­შოა. რა თქმა უნდა, უვა­დოდ და­ნიშ­ვნე­ბი უნდა შე­ჩერ­დეს მა­ნამ, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მა საბ­ჭო­სი და უვა­დოდ და­ნიშ­ვნის პრო­ცე­დუ­რე­ბი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ გან­ვა­ახ­ლოთ უვა­დოდ და­ნიშ­ვნე­ბი იმის­თვის, რომ სუფ­თა და ახა­ლი ხალ­ხი შე­ვუშ­ვათ სა­სარ­თლო სის­ტე­მა­ში", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა და­ტო­ვა ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ". ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასეთ შეხ­ვედ­რებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დეთ არა კრებ­სით მუ­რუ­სი­ძეს, არა­მედ, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­საღ­წე­ვად".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" ამ წუ­თებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა­სა და კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. შეხ­ვედ­რას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მო­სა­მარ­თლე­თა ნა­წი­ლი ეს­წრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს - რა ხდება "რედისონში"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პროცედურებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად წარდგენილ 10-კაციან სიაში იყვნენ, რადგან მათ, ჯანეზაშვილის თქმით, პირადი დაინტერესება აქვთ.

"დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილები და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა. ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ადამიანებთან ერთად ვიმსჯელო პროცედურებზე, რომლებიც დათანხმდნენ სიაში ყოფნას და მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელსაც პროცესი საერთოდ არ ჰქვია. კატეგორიულად მოვითხოვ, ან შეიქმნას ფორმატი, რომელიც სამართლიანი იქნება, არ გაჩნდება კითხვები, ან ამ ჯგუფში ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

თავის მხრივ, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ სანამ მეტი გარანტია არ მიეცემა, რომ მის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ, ჯგუფში მუშაობის აზრს ის ვერ ხედავს და პროცესს "დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობად" აფასებს. "დღევანდელ პირობებში, როდესაც არავითარი საშუალება არ არის ჯგუფში, რომ გათვალისწინებული იყოს განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. როდესაც შემუშავდება პროცედურა, სადაც ჩვენი ხმა დაცული და გათვალისწინებული იქნება, მაშინ მზად ვიქნები, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. მანამდე, ეს არის ჩვენი დროის ტყუილად კარგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა. რაც არ უნდა ვქვათ, მაინც აისახება ისტებლიშმენტის, ირაკლი კობახიძის და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ მეტი გარანტიები არ მოგვეცემა, ჩვენი, საზოგადოების, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ვაპირებ ჯგუფში მუშაობას, სანამ ეს პირობები არ შეიქმნება", - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ პირობების შექმნის შემთხვევაში, ის ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს დაუბრუნდება.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა.

"ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასართლო სისტემაში", - განაცხადა დოლიძემ.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა ასევე "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად".

შეგახსენებთ, რომ "რედისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"