პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც მომიწიოს" - გაიცანით მეღვინე გოგონა, რომელმაც ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა
"შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც მომიწიოს" - გაიცანით მეღვინე გოგონა, რომელმაც ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ინ­ტე­რეს­დე­ბა მეღ­ვი­ნე­ო­ბით, აშე­ნებს ვე­ნახს, უვ­ლის და აყე­ნებს ღვი­ნოს. მი­რან­და ჩხე­ტი­ა­ნი ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტვი­ში­დან არის. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სო­ფელ­ში დარ­ჩა და წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლში დღემ­დე მარ­ტო ცხოვ­რობს, უვ­ლის ეზო-კარს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით დარ­გულ ცო­ლი­კო­ურ­სა და ასე­ვე ბა­ბუ­ის და­ნა­ტო­ვარ ვე­ნახს.

- სო­ფელ­ში სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა გა­კეთ­და და იქ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­ი­და­ნაც ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 500 ძირი ვაზი წა­მო­ვი­ღე. ვი­ფიქ­რე, ფული და­მე­ხარ­ჯე­ბა-მეთ­ქი და ჩემს მი­წა­ზე თვი­თონ გა­ვა­შე­ნე ვე­ნა­ხი. მერე 200 ძი­რიც მი­ვა­მა­ტე და ახლა 700 ძირი მსხმო­ი­ა­რე ვაზი მაქვს. სა­ნერ­გე "იუ­ე­სა­ი­დის" და­ფი­ნან­სე­ბით გა­კეთ­და. პრო­ფე­სო­რე­ბი, მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი, სო­მე­ლი­ე­ე­ბი ტრე­ნინ­გებს გვი­ტა­რებ­დნენ, ასე რომ, სას­წავ­ლო კურ­სი გავ­ლი­ლი მაქვს. ბა­ბუა რა­ი­ო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აგ­რო­ნო­მი მყავ­და და მისი ლი­ტე­რა­ტუ­რაც მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­საც ვეც­ნო­ბი.

- მოკ­ლედ, გა­და­წყვი­ტე მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ხელი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­გე­კი­და.

- დიახ, და ღვი­ნო ბოთ­ლებ­შიც ჩა­მო­ვას­ხი. გა­ზა­ფხულ­ზე ქვევ­რე­ბის გახ­სნა­საც ვგეგ­მავ და მათ და­მა­ტე­ბა­საც.

- სულ ცო­ლი­კო­უ­რი გაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი?

- ტვიშ­ში ამ ჯი­შის გა­სა­ხა­რებ­ლად კარ­გი პი­რო­ბე­ბია. ბა­ბუ­ა­ჩე­მის და­ნა­ტო­ვა­რი ძვე­ლი ვა­ზიც ცო­ლი­კო­უ­რია. ჩემი მე­ურ­ნე­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი არ შე­მაქვს, მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი სა­სუ­ქი. ასე მო­წე­უ­ლი მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ცოტა იყოს, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, ბი­ოპ­რო­დუქ­ტი მქონ­დეს. დავ­კრეფ, დავ­წუ­რავ და რო­გო­რიც დად­გე­ბა, დად­გე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტვი­შის ღვი­ნო­ე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად ნა­ხევ­რად ტკბი­ლია, ახლა რაც მაქვს, მშრა­ლი ღვი­ნოა. წლე­ულს ეს კლი­მა­ტის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ გა­მო­იწ­ვია - სწრა­ფად და­დუღ­და და მშრა­ლი დარ­ჩა. რომ ვწუ­რავ, ქვევრში ვა­ყე­ნებ, ევ­რო­პუ­ლი სტი­ლით, ჭა­ჭა­ზე არა, თუმ­ცა ახლა ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლოდ ნა­წი­ლი ჭა­ჭა­ზეც და­ვა­ყე­ნო და შე­ვა­და­რო - რო­მე­ლი აჯო­ბებს.

- ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი მარ­ტო აუ­დი­ხარ საქ­მეს, თუ სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა გაქვთ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი გეხ­მა­რე­ბი­ან?

- გას­ხვლა­ში არა­ვის ვრევ, მარ­ტო ვუმკლავ­დე­ბი. მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ებს რომ ვე­ძა­ხით, იმა­საც მე ვა­ტა­რებ. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც - მშობ­ლე­ბი და ძმა, მა­შინ მეხ­მა­რე­ბი­ან, როცა რა­ღაც მო­სას­წრე­ბია, მა­გა­ლი­თად, ვა­ზის გა­მო­ფურჩვნა, ყვა­ვი­ლი­დან ახა­ლი ამო­ნა­ყა­რე­ბის მო­ცი­ლე­ბა.

- სო­ფელ­ში მარ­ტო ცხოვ­რობ...

- კი, მარ­ტო ვცხოვ­რობ. მშობ­ლე­ბი და ძმა ქუ­თა­ის­ში არი­ან. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, აქ შე­მოვ­რჩი იმის გამო, რომ 90 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ბია მყავ­და და მომ­ვლე­ლი სჭირ­დე­ბო­და. სო­ფელ­შიც სწო­რედ ამ დროს გა­კეთ­და სა­ნერ­გე. ვაზი რომ დავრგე, ბე­ბია ერთი წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ქუ­თა­ის­ში გად­მო­დიო, მთხო­ვეს, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი და დავ­რჩი.

- იშ­ვი­ა­თია გო­გო­ნა-მეღ­ვი­ნე, მე­ვე­ნა­ხე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარს ამ­ბობს და უპი­რა­ტე­სო­ბას სოფ­ლად შრო­მას ანი­ჭებს.

- სო­ფე­ლი, სახ­ლი, სა­კარ­მი­და­მო და ვაზი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე დღით და ჩემი სახ­ლი და ვე­ნა­ხი ისე მო­მე­ნატ­რა... სა­მე­ზობ­ლო­ში უმე­ტე­სად მო­ხუ­ცე­ბი ცხოვ­რო­ბენ და შე­მოდ­გო­მით შე­იძ­ლე­ბა შე­შის და­ხერ­ხვა­მაც კი მო­მი­წი­ოს; სხვა საქ­მე­ებ­შიც, რო­გორც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი.

- ღვი­ნოს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ - რო­გო­რი უნდა იყოს, რომ მო­გე­წო­ნოს?

- ჩვენს ღვი­ნო­ში ის მხიბ­ლავს, რომ სხვა­დას­ხვა ხე­ხი­ლის, ციტ­რუ­სის არო­მა­ტია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს... ლე­ჩხუმ­ში ქვევ­რე­ბი ღია ცის ქვეშ არის. მათი გა­და­ხურ­ვა მინ­და და ქვევ­რე­ბის და­მა­ტე­ბა, რომ ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა გა­ვა­ფარ­თოო. მი­წის ნაკ­ვე­თებ­საც ვე­ძებ - თუ ვინ­მე გა­ყი­დის, სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვი­ძენ.

- სხვებს რა­მეს ხომ არ ურ­ჩევ­დი?

- ახალ­გაზ­რდო­ბა სო­ფელ­ში ცო­ტაა. სა­წყე­ნია, სო­ფელს რომ ტო­ვე­ბენ და ივი­წყე­ბენ საქ­მეს, რა­საც მათი წი­ნა­პა­რი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ვე­ნა­ხი, მიწა მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი სახ­სრებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რთუ­ლია და სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მაგ­რამ ჩემი მა­გა­ლი­თი ხომ მო­გი­ყე­ვით - რო­გორ შევ­ძე­ლი საქ­მის და­წყე­ბა?! ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რია, მა­მა­პა­პი­სე­ულ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­დეს. აქა­უ­რო­ბა არ უნდა მი­ვა­ტო­ვოთ. ჩემ­თვის ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ­ხე­ლა სტი­მუ­ლია, რომ შრო­მა დამ­ღლე­ლია თუ არა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს.

ძა­ლი­ან მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დაბ­რუნ­დეს სო­ფელ­ში და რაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თონ.¸იქ­ნებ ზოგ­ჯერ არც არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ სახ­ლის კარს რომ გახ­სნი და ცე­ცხლს და­ან­თებ, უკვე კარ­გია. ვი­სურ­ვებ­დი, სახ­ლის კარი არა­ვის და­ე­კე­ტოს და ეკალ­ბარ­დი არა­ვის ეზო-კარ­ში არ გამ­რავ­ლე­ბუ­ლი­ყოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც მომიწიოს" - გაიცანით მეღვინე გოგონა, რომელმაც ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა

"შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც მომიწიოს" - გაიცანით მეღვინე გოგონა, რომელმაც ქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება მეღვინეობით, აშენებს ვენახს, უვლის და აყენებს ღვინოს. მირანდა ჩხეტიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშიდან არის. სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში დარჩა და წინაპრების სახლში დღემდე მარტო ცხოვრობს, უვლის ეზო-კარს, საკუთარი ხელით დარგულ ცოლიკოურსა და ასევე ბაბუის დანატოვარ ვენახს.

- სოფელში სანერგე მეურნეობა გაკეთდა და იქ დავიწყე მუშაობა, საიდანაც ანაზღაურების სახით 500 ძირი ვაზი წამოვიღე. ვიფიქრე, ფული დამეხარჯება-მეთქი და ჩემს მიწაზე თვითონ გავაშენე ვენახი. მერე 200 ძირიც მივამატე და ახლა 700 ძირი მსხმოიარე ვაზი მაქვს. სანერგე "იუესაიდის" დაფინანსებით გაკეთდა. პროფესორები, მეღვინე-მევენახეები, სომელიეები ტრენინგებს გვიტარებდნენ, ასე რომ, სასწავლო კურსი გავლილი მაქვს. ბაბუა რაიონის დამსახურებული აგრონომი მყავდა და მისი ლიტერატურაც მაქვს შემორჩენილი, რომელსაც ვეცნობი.

- მოკლედ, გადაწყვიტე მეღვინე-მევენახეობისთვის ხელი სერიოზულად მოგეკიდა.

- დიახ, და ღვინო ბოთლებშიც ჩამოვასხი. გაზაფხულზე ქვევრების გახსნასაც ვგეგმავ და მათ დამატებასაც.

- სულ ცოლიკოური გაქვს გაშენებული?

- ტვიშში ამ ჯიშის გასახარებლად კარგი პირობებია. ბაბუაჩემის დანატოვარი ძველი ვაზიც ცოლიკოურია. ჩემი მეურნეობის ძირითადი მიმართულება ნატურალური და ბიომეურნეობის განვითარებაა. შხამქიმიკატები არ შემაქვს, მხოლოდ ნატურალური სასუქი. ასე მოწეული მოსავალი შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ მირჩევნია, ბიოპროდუქტი მქონდეს. დავკრეფ, დავწურავ და როგორიც დადგება, დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ტვიშის ღვინოები ბუნებრივად ნახევრად ტკბილია, ახლა რაც მაქვს, მშრალი ღვინოა. წლეულს ეს კლიმატის ცვალებადობამ გამოიწვია - სწრაფად დადუღდა და მშრალი დარჩა. რომ ვწურავ, ქვევრში ვაყენებ, ევროპული სტილით, ჭაჭაზე არა, თუმცა ახლა ვფიქრობ, სამომავლოდ ნაწილი ჭაჭაზეც დავაყენო და შევადარო - რომელი აჯობებს.

- ახალგაზრდა ქალბატონი მარტო აუდიხარ საქმეს, თუ საოჯახო მეურნეობა გაქვთ და ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- გასხვლაში არავის ვრევ, მარტო ვუმკლავდები. მწვანე ოპერაციებს რომ ვეძახით, იმასაც მე ვატარებ. ჩემი ოჯახის წევრებიც - მშობლები და ძმა, მაშინ მეხმარებიან, როცა რაღაც მოსასწრებია, მაგალითად, ვაზის გამოფურჩვნა, ყვავილიდან ახალი ამონაყარების მოცილება.

- სოფელში მარტო ცხოვრობ...

- კი, მარტო ვცხოვრობ. მშობლები და ძმა ქუთაისში არიან. სკოლა რომ დავამთავრე, აქ შემოვრჩი იმის გამო, რომ 90 წელს გადაცილებული ბებია მყავდა და მომვლელი სჭირდებოდა. სოფელშიც სწორედ ამ დროს გაკეთდა სანერგე. ვაზი რომ დავრგე, ბებია ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ქუთაისში გადმოდიო, მთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი და დავრჩი.

- იშვიათია გოგონა-მეღვინე, მევენახე, რომელიც ქალაქში ცხოვრებაზე უარს ამბობს და უპირატესობას სოფლად შრომას ანიჭებს.

- სოფელი, სახლი, საკარმიდამო და ვაზი ჩემთვის ყველაფერია. ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი რამდენიმე დღით და ჩემი სახლი და ვენახი ისე მომენატრა... სამეზობლოში უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ და შემოდგომით შეიძლება შეშის დახერხვამაც კი მომიწიოს; სხვა საქმეებშიც, როგორც შემიძლია, ვეხმარები.

- ღვინოს რომ მივუბრუნდეთ - როგორი უნდა იყოს, რომ მოგეწონოს?

- ჩვენს ღვინოში ის მხიბლავს, რომ სხვადასხვა ხეხილის, ციტრუსის არომატია და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს... ლეჩხუმში ქვევრები ღია ცის ქვეშ არის. მათი გადახურვა მინდა და ქვევრების დამატება, რომ ღვინის წარმოება გავაფართოო. მიწის ნაკვეთებსაც ვეძებ - თუ ვინმე გაყიდის, სიამოვნებით შევიძენ.

- სხვებს რამეს ხომ არ ურჩევდი?

- ახალგაზრდობა სოფელში ცოტაა. საწყენია, სოფელს რომ ტოვებენ და ივიწყებენ საქმეს, რასაც მათი წინაპარი ემსახურებოდა. ვენახი, მიწა მიტოვებულია. ვიცი, რომ ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, რთულია და საშუალება არ აქვთ, მაგრამ ჩემი მაგალითი ხომ მოგიყევით - როგორ შევძელი საქმის დაწყება?! ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, მამაპაპისეულ ადგილას ცხოვრება გაგრძელდეს. აქაურობა არ უნდა მივატოვოთ. ჩემთვის ეს დამოკიდებულება იმხელა სტიმულია, რომ შრომა დამღლელია თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი დაბრუნდეს სოფელში და რაც შეუძლიათ, გააკეთონ.¸იქნებ ზოგჯერ არც არაფერი გააკეთო, მაგრამ სახლის კარს რომ გახსნი და ცეცხლს დაანთებ, უკვე კარგია. ვისურვებდი, სახლის კარი არავის დაეკეტოს და ეკალბარდი არავის ეზო-კარში არ გამრავლებულიყოს.

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს