სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი კლინიკაში ორი მუხლით წაუყენეს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი კლინიკაში ორი მუხლით წაუყენეს

ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილს ბრა­ლი ორი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. ადუ­აშ­ვილს ბრა­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­ნუ­მარ­ტეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

ადუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარს, კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძეს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვეს, ბრალს ამ წუ­თებ­ში აც­ნო­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ იმ­სჯე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 იან­ვარს თბი­ლის­ში, გ.ა.-მ, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.კ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გ.ა. და­ა­კა­ვა. გ.ა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე არ თა­ნამ­შრომ­ლობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.

პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლი გ.ა.-ს მე­გო­ბა­რი კ.ჯ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­დე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი კლინიკაში ორი მუხლით წაუყენეს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი კლინიკაში ორი მუხლით წაუყენეს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ადუაშვილს ბრალი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს.

დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავეს, ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ