კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს
"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს

დიმა კო­ბე­შა­ვი­ძე მა­სობ­რი­ვად სხვა­დას­ხვა მე­გაპ­რო­ექ­ტით გა­იც­ნეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ამ­ჯე­რად "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს, ეს მისი მე­სა­მე პრო­ექ­ტია და მი­აჩ­ნია, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სწო­რედ ის წავა და ამ კონ­კურ­სში ამი­ტომ მი­ვი­და.

"ეს არის პრო­ექ­ტი, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" უნდა გა­ემ­გზავ­როს, ამან მი­მი­ზი­და, თო­რემ სხვა კონ­კურ­სებ­შიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა," - ამ­ბობს და დას­ძენს, რომ მუ­სი­კო­სის­თვის მთა­ვა­რია, სცე­ნა­ზე დგო­მის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ღერ­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არც ეძ­ლე­ვათ.

"მად­ლო­ბას ვუხ­დი ამ კონ­კურ­სებს არ­სე­ბო­ბის­თვის, რად­გან სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა მე აქ მი­ვი­ღე," - აღ­ნიშ­ნავს დიმა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც მუ­სი­კა ოჯა­ხი­დან და­ი­წყო, - "ჩემი მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცხა­დია, ოჯა­ხი­დან, მა­მის­გან მომ­ყვე­ბა. თა­ვი­დან სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, რომ და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­უ­ლად მუ­სი­კა­ში გად­მო­ვი­ნაც­ვლე, თუმ­ცა ამ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი 16 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა... ახლა ჩემი ბენ­დი მყავს და ვარ მხო­ლოდ მუ­სი­კით და­კა­ვე­ბუ­ლი, ვა­ტა­რებთ კონ­ცერ­ტებს, ვას­რუ­ლებთ ჩემს პი­რად სიმ­ღე­რებს, ვუკ­რავთ კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბე­ზე, მაგ­რამ უმე­ტე­სად გვინ­და, რომ ჩვე­ნი მუ­სი­კით ვი­ყოთ ცნო­ბი­ლე­ბი, თან, კარ­გია, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რის შე­თა­ვა­ზე­ბი­სა და წარ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს".

- მი­გაჩ­ნია, თუ არა, რომ კონ­კურ­სებ­მა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­გი­ღია, გა­გიხ­სნათ გზა იმის­კენ, რა­საც ახლა აკე­თებ?

- კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ კონ­კურ­სებ­მა მომ­ცა ძალა, ვო­კა­ლუ­რად გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, შემ­დგა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც ამ ახა­ლი კონ­კურ­სის­თვის.

- მამა, მუ­სი­კო­სი ზუ­რაბ კო­ბე­შა­ვი­ძე რო­გორ გა­ფა­სებს?

- მამა არას­დროს მა­ფა­სებს, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი უთ­ქვამს. დიახ, რომ კარ­გი გა­მოს­ვლა მქონ­და, - ეს მის­გან არას­დროს მო­მის­მე­ნია. მა­მა­ჩე­მი ჩემ მი­მართ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლია, ჰგო­ნია, რომ ქება წყენს და არ მა­ქებს. თუმ­ცა მისი ერთი სი­ტყვაც კი შე­ქე­ბას ნიშ­ნავს.

- არ გი­კი­თხავს, რა­ტომ არ გა­ქებს და იქ­ნებ ეს შენ­თვის სტი­მუ­ლი იყოს?

- მით­ქვამს, მაგ­რამ მას ეს არ აინ­ტერ­სებს. ამას­თან შე­გუ­ე­ბა პა­ტა­რა­ო­ბა­ში უფრო რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ახლა უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ.

- თა­ვად რო­გორ აფა­სებ მას რო­გორც მუ­სი­კოსს?

- ქარ­თულ მუ­სი­კა­ში იმ­დე­ნი გა­უ­კე­თე­ბია და იმ­დე­ნი წელი აქვს ქარ­თულ ესტრა­და­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ მარ­თლა სამ­წუ­ხა­როა, რომ არა­ვინ აფა­სებს, არა­ვინ უყუ­რებს თუნ­დაც იმას, რომ დღეს უკვე ბევ­რი შემ­დგა­რი მომ­ღე­რა­ლი სცე­ნა­ზე მისი და­ყე­ნე­ბუ­ლია. მწყინს, რომ მამა ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, კო­ბე­შა­ვი­ძე­ებ­ზე უფრო მეტი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით გა­ი­გონ და ამას შევ­ძლებ.

- ხა­სი­ა­თით მას არ გავ­ხარ?

- სა­ერ­თოდ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თე­ბით. თუმ­ცა მისი ფრა­ზა, რო­მელ­საც სულ ამ­ბობს, "ფარ­ხმა­ლი არას­დორს და­ყა­რო", მუდ­მი­ვად მახ­სოვს.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­კურ­სია მათ­გან, რაც ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რად­გა­ნაც ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, უც­ნო­ბე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. არ ფიქ­რობ, რომ თქვენ სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევთ დამ­წყე­ბებს?

- რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლი და რომ მცოდ­ნო­და, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წას­ვლაა მთა­ვა­რი, რა თქმა უნდა, მივ­ხვდე­ბო­დი, რომ იქ გა­მო­ვი­დოდ­ნენ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი...

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც სრუ­ლი­ად უც­ნობ­სა და დამ­წყებ­ში აღ­მოჩ­ნდეს ისე­თი მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გა­ა­ო­ცებს?

- კი და ამი­ტო­მაც არ და­უ­კე­ტავთ გზა არა­ვის­თვის, არც ახალ­ბე­დე­ბის­თვის და არც ცნო­ბი­ლე­ბის­თვის. თუმ­ცა პრო­ექტს ბევ­რი გა­მოც­დი­ლი უკვე გა­მო­ე­თი­შა. ასე რომ, მი­დის კონ­კუ­რენ­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- "ევ­რო­ვი­ზია" მი­ზა­ნია, მაგ­რამ მა­ნამ­დე გზა ხომ უნდა გა­ი­ა­რო. რო­გორ აპი­რებ ამ გზის გავ­ლას?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა უნდა იყოს სა­უ­კე­თე­სო! ესაა მთა­ვა­რი. დიახ, ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა უნდა იყოს ისე­თი, რო­გორც ბოლო და ვნა­ხოთ.

- წახ­ვალ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"?

- აუ­ცი­ლებ­ლად! და ჩემს კონ­კუ­რენ­ტებს ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და, ვუ­სურ­ვო.

- წო­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­გიკ­ლია... ე.ი. გა­რეგ­ნო­ბა­ზეც ზრუ­ნავ.

- 40 კილო და­ვი­კე­ლი. ეს იყო შიმ­ში­ლიც, დი­ე­ტაც და ყვე­ლა­ფე­რი 6 თვე­ში მოხ­და. დაკ­ლე­ბას კი­დევ ვა­პი­რებ, რად­გა­ნაც კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას ჩემს გეგ­მა­ში არ არის მსუ­ქა­ნი ვიყო, შე­სა­ბა­მი­სად დი­ე­ტა ალ­ბათ კი­დევ მო­მი­წევს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს

"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს

დიმა კობეშავიძე მასობრივად სხვადასხვა მეგაპროექტით გაიცნეს. როგორც გაირკვა, ამჯერად "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობს, ეს მისი მესამე პროექტია და მიაჩნია, რომ "ევროვიზიაზე" სწორედ ის წავა და ამ კონკურსში ამიტომ მივიდა.

"ეს არის პროექტი, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" უნდა გაემგზავროს, ამან მიმიზიდა, თორემ სხვა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა," - ამბობს და დასძენს, რომ მუსიკოსისთვის მთავარია, სცენაზე დგომის გამოცდილება ჰქონდეს, რაც საქართველოში მომღერლებიდან ძალიან ცოტას აქვს, რადგან ამის საშუალება არც ეძლევათ.

"მადლობას ვუხდი ამ კონკურსებს არსებობისთვის, რადგან სასცენო გამოცდილება მე აქ მივიღე," - აღნიშნავს დიმა, რომლის ცხოვრებაშიც მუსიკა ოჯახიდან დაიწყო, - "ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა ცხადია, ოჯახიდან, მამისგან მომყვება. თავიდან სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომ დავამთავრე, პროფესიულად მუსიკაში გადმოვინაცვლე, თუმცა ამ სფეროში პროფესიული ინტერესები 16 წლის ასაკში გამიჩნდა... ახლა ჩემი ბენდი მყავს და ვარ მხოლოდ მუსიკით დაკავებული, ვატარებთ კონცერტებს, ვასრულებთ ჩემს პირად სიმღერებს, ვუკრავთ კორპორატიულ წვეულებეზე, მაგრამ უმეტესად გვინდა, რომ ჩვენი მუსიკით ვიყოთ ცნობილები, თან, კარგია, რომ "ევროვიზიაზე" საკუთარი სიმღერის შეთავაზებისა და წარდგენის შესაძლებლობა არსებობს".

- მიგაჩნია, თუ არა, რომ კონკურსებმა, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია, გაგიხსნათ გზა იმისკენ, რასაც ახლა აკეთებ?

- კი, შეიძლება ითქვას, ამ კონკურსებმა მომცა ძალა, ვოკალურად გავძლიერებულიყავი, შემდგარი ვყოფილიყავი, თუნდაც ამ ახალი კონკურსისთვის.

- მამა, მუსიკოსი ზურაბ კობეშავიძე როგორ გაფასებს?

- მამა არასდროს მაფასებს, რადგან ცხოვრებაში არაფერი უთქვამს. დიახ, რომ კარგი გამოსვლა მქონდა, - ეს მისგან არასდროს მომისმენია. მამაჩემი ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, ჰგონია, რომ ქება წყენს და არ მაქებს. თუმცა მისი ერთი სიტყვაც კი შექებას ნიშნავს.

- არ გიკითხავს, რატომ არ გაქებს და იქნებ ეს შენთვის სტიმული იყოს?

- მითქვამს, მაგრამ მას ეს არ აინტერსებს. ამასთან შეგუება პატარაობაში უფრო რთული იყო, მაგრამ ახლა უკვე მიჩვეული ვარ.

- თავად როგორ აფასებ მას როგორც მუსიკოსს?

- ქართულ მუსიკაში იმდენი გაუკეთებია და იმდენი წელი აქვს ქართულ ესტრადაზე გატარებული, რომ მართლა სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს, არავინ უყურებს თუნდაც იმას, რომ დღეს უკვე ბევრი შემდგარი მომღერალი სცენაზე მისი დაყენებულია. მწყინს, რომ მამა ამ ქვეყანაში არ არის აღიარებული, მაგრამ ჩემზეა დამოკიდებული, კობეშავიძეებზე უფრო მეტი ჩემი საქმიანობით გაიგონ და ამას შევძლებ.

- ხასიათით მას არ გავხარ?

- საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით. თუმცა მისი ფრაზა, რომელსაც სულ ამბობს, "ფარხმალი არასდორს დაყარო", მუდმივად მახსოვს.

- "საქართველოს ვარსკვლავი" განსხვავებული კონკურსია მათგან, რაც ჩვენთან ჩატარებულა, რადგანაც ცნობილ მომღერლებთან ერთად, უცნობებიც მონაწილეობენ. არ ფიქრობ, რომ თქვენ სერიოზულ კონკურენციას გაუწევთ დამწყებებს?

- რომ ვყოფილიყავი დამწყები მომღერალი და რომ მცოდნოდა, "ევროვიზიაზე" წასვლაა მთავარი, რა თქმა უნდა, მივხვდებოდი, რომ იქ გამოვიდოდნენ ცნობილი მომღერლები...

- გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაც სრულიად უცნობსა და დამწყებში აღმოჩნდეს ისეთი მონაწილე, რომელიც მაყურებელს გააოცებს?

- კი და ამიტომაც არ დაუკეტავთ გზა არავისთვის, არც ახალბედებისთვის და არც ცნობილებისთვის. თუმცა პროექტს ბევრი გამოცდილი უკვე გამოეთიშა. ასე რომ, მიდის კონკურენცია და გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს.

- "ევროვიზია" მიზანია, მაგრამ მანამდე გზა ხომ უნდა გაიარო. როგორ აპირებ ამ გზის გავლას?

- პირველ რიგში, ჩემი ყოველი გამოსვლა უნდა იყოს საუკეთესო! ესაა მთავარი. დიახ, ყოველი გამოსვლა უნდა იყოს ისეთი, როგორც ბოლო და ვნახოთ.

- წახვალ "ევროვიზიაზე"?

- აუცილებლად! და ჩემს კონკურენტებს ყველას წარმატებები მინდა, ვუსურვო.

- წონაში სერიოზულად დაგიკლია... ე.ი. გარეგნობაზეც ზრუნავ.

- 40 კილო დავიკელი. ეს იყო შიმშილიც, დიეტაც და ყველაფერი 6 თვეში მოხდა. დაკლებას კიდევ ვაპირებ, რადგანაც კონკურსის მსვლელობისას ჩემს გეგმაში არ არის მსუქანი ვიყო, შესაბამისად დიეტა ალბათ კიდევ მომიწევს...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს