პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა
"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა

"სა­ზო­გა­დო­ებრვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში მე­გაპ­რო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" და­ი­წყო. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" უნდა გა­ემ­გზავ­როს. მო­ნა­წი­ლე­ებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი აფა­სებს. ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რია "გერ­მა­ნი­ის ხმის" გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­თია თო­დუა, რო­მე­ლიც ახლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია და გვი­ამ­ბობს კონ­კურ­სზე, სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე, რო­მელ­საც ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დის და ასე­ვე გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ და­უ­გეგ­მეს.

- მკლავ­და იმა­ზე ფიქ­რი, რომ კონ­კურ­სანტს რო­გორ ვუ­თხრა, - რა­ღაც არ მომ­წონს-მეთ­ქი, ეს იმის ფონ­ზე, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ასე­თი მა­გა­რი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი, რად­გა­ნაც კარ­გია, რომ ვი­ღა­ცის შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა გაქვს, შე­გიძ­ლია ვი­ღა­ცას რა­ღაც ურ­ჩიო, თუმ­ცა ხომ ვამ­ბობ, ცუდი გან­ცდაა, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ადა­მი­ანს შემ­დეგ ტურ­ში გა­დას­ვლა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი. ამ დროს სულ ის გგო­ნია, რომ სა­მო­მავ­ლოდ ხელი არ ჩა­იქ­ნი­ოს...

პირ­ვე­ლი ქას­თინ­გის დღეს და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თავს უფ­ლებს არ ვაძ­ლევ­დი, შე­ფა­სე­ბა პირ­ველს გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ჟი­უ­რის სხვა წევ­რებს ვე­ლო­დე­ბო­დი, ვაც­ლი­დი და ამა­სო­ბა­ში ახა­ლი ამ­პლუ­აც შე­ვიგ­რძე­ნი, მო­ვირ­გე და ცოტა დავ­მშვიდ­დი. მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავს, თუნ­დაც რჩე­ვის სა­ხით უთხრა კონ­კურ­სანტს რა­ღაც, რომ სა­მო­მავ­ლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ხარ­ვე­ზი დრო­უ­ლად გა­მო­ას­წო­როს. მოკ­ლედ, კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ ეტა­პამ­დე ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რით, იმით, რაც ჩავ­წე­რეთ. მომ­წონს ჟი­უ­რის წევ­რებ­თან მუ­შა­ო­ბა.

მათ­გან თა­ნად­გო­მა მეც ვიგ­რძე­ნი. სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, თავი უცხო ადა­მი­ა­ნად არ მეგ­რძნო. მათ­გან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა მაქვს და ამან გამ­ხსნა, თა­ვი­სუ­ფა­ლი გამ­ხა­და. ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, კონ­კურ­სან­ტებს ჩემი მხარ­და­ჭე­რაც ვაგ­რძნო­ბი­ნო, რჩე­ვე­ბი მივ­ცე და არ იყოს მხო­ლოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი. ამას­თან, ვცდი­ლობ, ვიყო პო­ზი­ტი­უ­რი, მათ­თან ახლო კონ­ტაქ­ტი მქონ­დეს, შე­ბო­ჭი­ლო­ბა მო­ვუხ­სნა.

- თა­ვა­დაც ხომ იყა­ვი კონ­კურ­სან­ტი არა­ერთ კონ­კურ­სში.

- კი, სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის "X ფაქ­ტორ­ში" არ მიგ­რძვნია ჟი­უ­რის­გან მსგავ­სი მხარ­და­ჭე­რა, რაც მა­კომ­პლექ­სებ­და. თუმ­ცა, ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბა იყო გერ­მა­ნულ "ვო­ის­ზე". ჟი­უ­რის წევ­რებს როცა რა­ი­მე მოს­წონ­დათ, სე­რი­ო­ზულ მხარ­და­ჭე­რას მა­შინ­ვე გა­მო­ხა­ტავ­დნენ. შე­ეძ­ლოთ ად­გო­მა და ად­გილ­ზე ცეკ­ვაც. ეს კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო. ამან უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცა. ამი­ტომ მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რო მო­ნა­წი­ლე­ებს და ამით კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა.

- ე.ი. კონ­კურ­სი მოგ­წონს...

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის მა­შინ­ვე გრძელ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა - მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ ხდე­ბო­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხო­ლოდ ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი სა­ჩუქრდე­ბო­და, ან ბი­ნით, მან­ქა­ნით, მაგ­რამ მუ­სი­კა­ლუ­რად სა­მო­მავ­ლოდ, არა­ნა­ი­რი ას­პა­რე­ზი არ ჰქონ­და - არც კონ­ცერ­ტე­ბი, ტურ­ნე­ე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბულს დიდი გზა ეხ­სნე­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ის" სცე­ნის­კენ, ასე რომ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია.

ძა­ლი­ან მინ­და, კარ­გად, გი­ჟუ­რად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მოჩ­დეს ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წელს ამ კონ­კურ­სზე, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­დეს.

- რა ხდე­ბა შენს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში?

- პრო­დი­უ­სე­რი და მე­ნე­ჯე­რი მყავს, რომ­ლე­ბიც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას გეგ­მა­ვენ. აქე­დან რომ ჩავ­დი­ვარ (ნა­თია "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გამო, ყო­ველ კვი­რა, 2 დღით ჩა­მო­დის. - ავტ.) მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ სტუ­დი­ა­ში.

კონ­ტრაქ­ტით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს, რაც გერ­მა­ნულ "ვო­ის­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ერთი წლის წინ და­ი­გეგ­მა. კონ­ცერ­ტე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს კი ყო­ველ­თვის სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბას ვუთ­მობ. კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, თუმ­ცა ამ­სტერ­დამ­ში, ბარ­სე­ლო­ნა­შიც ვი­ყა­ვი... სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს.

- თუმ­ცა ამ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ჩარ­თვა ამ შე­ზღუ­დულ დრო­ში მა­ინც მო­ა­ხერ­ხე, ხომ?

- ჩა­მოვ­დი­ვარ და ისევ უკან ვბრუნ­დე­ბი. მარ­თლა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ემო­ცი­ით ვბრუნ­დე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, რომ კონ­კურ­სან­ტებ­ზე ფიქ­რს იქაც გავ­ნაგ­რძობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დეთ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, რად­გა­ნაც აქვთ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, ამი­ტომ, მათ­თან კავ­შირს ინ­ტერ­ნე­ტით ვაგ­რძე­ლებ.

- გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბას შე­ე­გუე?

- ბერ­ლინ­ში, ხე­ლო­ვან­თა ვი­ლა­ში ვცხოვ­რობ. სხვა­დას­ხვა სფე­როს 7 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვართ, მხატ­ვრე­ბი, მო­ქან­და­კე­ე­ბი. იქ ცხოვ­რე­ბა სტი­პენ­დი­ის სა­ხით მი­ვი­ღე, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ... რო­გორც ვთქვი, ტურ­ნეს ვაგ­რძე­ლებ. ალ­ბო­მი რომ გა­მო­ვა, მერე იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი კონ­ცერ­ტე­ბი და­მე­მა­ტე­ბა. ცოტა ხნის წინ ჩემი დაც იყო ჩემ­თან სტუმ­რად და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვინ­დო­და, ეს დრო მუ­ზე­უ­მე­ბის­თვის გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ გერ­მა­ნი­ით.

- და ბო­ლოს, რა პროგ­ნო­ზი გაქვს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შე­სა­ხებ?

- ამ პრო­ექ­ტში მყავს რამ­დე­ნი­მე აღ­მო­ჩე­ნა, ასე­ვე არი­ან მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ახალ­ბე­და კონ­კურ­სან­ტე­ბიც არი­ან, თი­თო­ე­უ­ლი მე­ი­მე­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ით" არ დამ­თავ­რდე­ბა მათი კა­რი­ე­რა და ის შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გაგ­რძელ­დეს, მას­შტა­ბუ­რიც გახ­დეს მათი პრო­დუქ­ტი.

კო­ლე­გებს, გერ­მა­ნი­ი­დან ვი­საც ვიც­ნობ, თუ მათ პო­ტენ­ცი­ალს შე­ვა­და­რებთ და ამ ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მათი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვთ. ახლა სწო­რი გზის და პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ვო­კა­ლის პე­და­გო­გებს და პრო­დი­უ­სე­რებს არ შე­ეშ­ლე­ბათ.

მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და აღ­ვნიშ­ნო, რომ თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი დიდ წარ­მა­ტე­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეს. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ყვე­ლა ვერ წავა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა

"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა

"საზოგადოებრვი მაუწყებლის" ეთერში მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყო. გამარჯვებული კონკურსანტი "ევროვიზიაზე" უნდა გაემგზავროს. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. ჟიურის ერთ-ერთი წევრია "გერმანიის ხმის" გასული წლის გამარჯვებული ნათია თოდუა, რომელიც ახლა ჩვენი რესპონდენტია და გვიამბობს კონკურსზე, საკუთარ ემოციებზე, რომელსაც ჟიურის შემადგენლობაში განიცდის და ასევე გერმანიაში თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ დაუგეგმეს.

- მკლავდა იმაზე ფიქრი, რომ კონკურსანტს როგორ ვუთხრა, - რაღაც არ მომწონს-მეთქი, ეს იმის ფონზე, რომ სასიამოვნო იყო, ვყოფილიყავი ასეთი მაგარი კონკურსის ჟიურის წევრი, რადგანაც კარგია, რომ ვიღაცის შეფასების უფლება გაქვს, შეგიძლია ვიღაცას რაღაც ურჩიო, თუმცა ხომ ვამბობ, ცუდი განცდაა, რომ კონკრეტულად ადამიანს შემდეგ ტურში გადასვლაზე უარს ეუბნები. ამ დროს სულ ის გგონია, რომ სამომავლოდ ხელი არ ჩაიქნიოს...

პირველი ქასთინგის დღეს დაძაბული ვიყავი, თავს უფლებს არ ვაძლევდი, შეფასება პირველს გამეკეთებინა, ჟიურის სხვა წევრებს ველოდებოდი, ვაცლიდი და ამასობაში ახალი ამპლუაც შევიგრძენი, მოვირგე და ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი, რას ნიშნავს, თუნდაც რჩევის სახით უთხრა კონკურსანტს რაღაც, რომ სამომავლოდ გაითვალისწინოს და ხარვეზი დროულად გამოასწოროს. მოკლედ, კმაყოფილი ვარ ამ ეტაპამდე ჩვენი ნამუშევრით, იმით, რაც ჩავწერეთ. მომწონს ჟიურის წევრებთან მუშაობა.

მათგან თანადგომა მეც ვიგრძენი. საშუალება მომცეს, თავი უცხო ადამიანად არ მეგრძნო. მათგან კოლეგიალური მხარდაჭერა მაქვს და ამან გამხსნა, თავისუფალი გამხადა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, კონკურსანტებს ჩემი მხარდაჭერაც ვაგრძნობინო, რჩევები მივცე და არ იყოს მხოლოდ კატეგორიული უარი. ამასთან, ვცდილობ, ვიყო პოზიტიური, მათთან ახლო კონტაქტი მქონდეს, შებოჭილობა მოვუხსნა.

- თავადაც ხომ იყავი კონკურსანტი არაერთ კონკურსში.

- კი, საქართველოს და უკრაინის "X ფაქტორში" არ მიგრძვნია ჟიურისგან მსგავსი მხარდაჭერა, რაც მაკომპლექსებდა. თუმცა, ამ მხრივ განსხვავება იყო გერმანულ "ვოისზე". ჟიურის წევრებს როცა რაიმე მოსწონდათ, სერიოზულ მხარდაჭერას მაშინვე გამოხატავდნენ. შეეძლოთ ადგომა და ადგილზე ცეკვაც. ეს კარგი მაგალითი იყო. ამან უფრო თავისუფლება მომცა. ამიტომ მინდა, მაქსიმალურად დავეხმარო მონაწილეებს და ამით კომფორტი შევუქმნა.

- ე.ი. კონკურსი მოგწონს...

- მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დამთავრების შემდეგ, გამარჯვებულისთვის მაშინვე გრძელდება შემოქმედებითი გზა - მუსიკალური კარიერა, რაც საქართველოში მანამდე არ ხდებოდა. გამარჯვებული მხოლოდ ფულადი ჯილდოთი საჩუქრდებოდა, ან ბინით, მანქანით, მაგრამ მუსიკალურად სამომავლოდ, არანაირი ასპარეზი არ ჰქონდა - არც კონცერტები, ტურნეები. ამ შემთხვევაში გამარჯვებულს დიდი გზა ეხსნება "ევროვიზიის" სცენისკენ, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ამბავია.

ძალიან მინდა, კარგად, გიჟურად და ინდივიდუალურად გამოჩდეს ჩვენი წარმომადგენელი წელს ამ კონკურსზე, დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდეს.

- რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში?

- პროდიუსერი და მენეჯერი მყავს, რომლებიც ჩემს საქმიანობას გეგმავენ. აქედან რომ ჩავდივარ (ნათია "საქართველოს ვარსკვლავის" გამო, ყოველ კვირა, 2 დღით ჩამოდის. - ავტ.) მუშაობას ვაგრძელებ სტუდიაში.

კონტრაქტით გაფორმებული კონცერტები მაქვს, რაც გერმანულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ, ერთი წლის წინ დაიგეგმა. კონცერტებისგან თავისუფალ დროს კი ყოველთვის სტუდიაში მუშაობას ვუთმობ. კონცერტები მაქვს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ამსტერდამში, ბარსელონაშიც ვიყავი... საინტერესო ცხოვრება მაქვს.

- თუმცა ამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "საქართველოს ვარსკვლავში" ჩართვა ამ შეზღუდულ დროში მაინც მოახერხე, ხომ?

- ჩამოვდივარ და ისევ უკან ვბრუნდები. მართლა ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ იმხელა ემოციით ვბრუნდები გერმანიაში, რომ კონკურსანტებზე ფიქრს იქაც გავნაგრძობ, რომ ყველაფერი გამოუვიდეთ ისე, როგორც საჭიროა, რადგანაც აქვთ დიდი პოტენციალი, ამიტომ, მათთან კავშირს ინტერნეტით ვაგრძელებ.

- გერმანიაში ცხოვრებას შეეგუე?

- ბერლინში, ხელოვანთა ვილაში ვცხოვრობ. სხვადასხვა სფეროს 7 წარმომადგენელი ვართ, მხატვრები, მოქანდაკეები. იქ ცხოვრება სტიპენდიის სახით მივიღე, რითაც კმაყოფილი ვარ... როგორც ვთქვი, ტურნეს ვაგრძელებ. ალბომი რომ გამოვა, მერე იქიდან გამომდინარე, ახალი კონცერტები დამემატება. ცოტა ხნის წინ ჩემი დაც იყო ჩემთან სტუმრად და მაქსიმალურად გვინდოდა, ეს დრო მუზეუმებისთვის გამოგვეყენებინა. აღფრთოვანებულები ვართ გერმანიით.

- და ბოლოს, რა პროგნოზი გაქვს "საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ?

- ამ პროექტში მყავს რამდენიმე აღმოჩენა, ასევე არიან მაყურებლისთვის ცნობილი კონკურსანტები, ცნობილი მომღერლები, სხვადასხვა პროექტის გამარჯვებულები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ახალბედა კონკურსანტებიც არიან, თითოეული მეიმედება. მიხარია, რომ "ევროვიზიით" არ დამთავრდება მათი კარიერა და ის შეიძლება საინტერესოდ გაგრძელდეს, მასშტაბურიც გახდეს მათი პროდუქტი.

კოლეგებს, გერმანიიდან ვისაც ვიცნობ, თუ მათ პოტენციალს შევადარებთ და ამ ქართველი კონკურსანტების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. ახლა სწორი გზის და პროდუქტის შერჩევაა საჭირო, რაც "საქართველოს ვარსკვლავის" ვოკალის პედაგოგებს და პროდიუსერებს არ შეეშლებათ.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ თითოეული კონკურსანტი დიდ წარმატებამდე უნდა მივიდეს. "ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"