მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა
"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა

ნუცა თო­ფუ­რია "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ერთ-ერთი გო­გო­ნა კონ­კურ­სან­ტია, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­სულ ლაივ-კონ­ცერ­ტზე ის შო­უ­დან გაშ­ვე­ბის კან­დი­და­ტი იყო, თუმ­ცა "რუ­თა­ვი 2"-მა ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და ნუცა კონ­კურ­სში დარ­ჩა. ეს იყო პირ­ვე­ლი ვეტო, რაც "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" ამ სე­ზონ­ზე გა­მო­ი­ყე­ნეს.

რო­გორ გრძნობს თავს შო­უ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ნუცა თო­ფუ­რია და რა მო­ლო­დი­ნი აქვს შემ­დე­გი ლაივ-კონ­ცერ­ტის­თვის, ამა­ზე Ambebi.ge-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- სა­ო­ცა­რი იყო ეგ დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ასე და­ი­წყო: დი­ლას ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ვე­დი და შოუს სამ­ზა­დის­ში ჩა­ვერ­თე, ერთი წუ­თიც კი არ მქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი იმი­ტომ, რომ ლა­ი­ვის წინ მთე­ლი დღე კონ­ცერ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე, ბევ­რი საქ­მე გვაქვს. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ის, რომ გა­ცი­ე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი, მა­ღა­ლი სი­ცხე მქონ­და, ყელი ჩახ­ლე­ჩი­ლი მქონ­და, მტკი­ო­და, რა­მაც ნამ­ღერ­ზეც იმოქ­მე­და... მოკ­ლედ, ჩვე­ულ ფორ­მა­ში არ ვი­ყა­ვი. თან, იმ­დე­ნი წა­მა­ლი მი­ვი­ღე, მგო­ნი, იმა­ნაც თა­ვი­სე­ბუ­რად იმოქ­მე­და და რა­ღა­ცე­ბი ისე ვერ გა­ვა­კე­თე, რა­საც რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვა­კე­თებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, 7 იან­ვრის ლა­ი­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, თუმ­ცა არც კმა­ყო­ფი­ლი.

- ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის "თბი­ლი­სის მზეს" შეს­რუ­ლე­ბა მო­გიხ­და, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ან­სამ­ბლ "ფორ­ტეს" შეს­რუ­ლე­ბით იცის. მგო­ნი, პირ­ვე­ლად და პირ­ველ­მა იმ­ღე­რე მისი სოლო ვა­რი­ან­ტი. არ იყო რთუ­ლი?

- თა­ვი­დან სხვა სიმ­ღე­რა მქონ­და, მერე შევ­ცვა­ლეთ. რომ გა­ვი­გე, ეს უნდა მემ­ღე­რა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გა­ნაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და მეც მიყ­ვარს. სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, პირ­ვე­ლად სრულ­დე­ბო­და მისი სოლო ვა­რი­ან­ტი. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დე კარ­გად მემ­ღე­რა, ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა და რა­ღა­ცე­ბი სა­კუ­თარ თავ­შიც და სიმ­ღე­რა­შიც მე­პო­ვა.

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა...

- კი, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ 10-იანი რომ და­მი­წე­რა, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ეს იყო, მაგ­რამ მე ხომ კარ­გად ვიცი, რომ ისე­თი ნამ­ღე­რი არ იყო, რო­მელ­შიც უმაღ­ლეს 60 ქუ­ლას და­მი­წერ­დნენ? მი­ვი­ღე 55 და მა­რი­ნა ბე­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, გულ­წრფე­ლად კმა­ყო­ფი­ლი ვარ. თუმ­ცა წინა ტურ­ზე ჟი­უ­რის­გან 60 ქულა და­ვიმ­სა­ხუ­რე. აი, იქ კი ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი ნუცა თო­ფუ­რია. ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ - 55 ქულა არ არის ცუდი. გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ თქვა, ნუ­ცამ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ფერი იპო­ვაო. არც ეს იყო ცუდი.

- რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ შენ უნდა და­გე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი, რას ფიქ­რობ­დი იმ წუ­თებ­ში?

- იმ წუ­თებ­ში სრუ­ლი­ად უგ­რძნო­ბი გახ­ვდი. ემო­ცია არ მქონ­და. აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ერთხე­ლაც ვი­ყა­ვით მე და ვი­ო­ლე­ტა - მა­ში­ნაც სა­ერ­თოდ უგ­რძნო­ბი გახ­ლდით. რა თქმა უნდა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია, რო­დე­საც კულ­მი­ნა­ცი­აა და კონ­კურ­სან­ტის პრო­ექ­ტი­დან გაგ­დე­ბის სცე­ნაა. მოკ­ლედ, ვერც მო­ვე­დი აზ­რზე, რა მოხ­და.

- და რო­დე­საც და­ი­ნა­ხე ნიკა გვა­რა­მია სცე­ნა­ზე, რო­მელ­მაც ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა შენს გადსარ­ჩე­ნად, მა­შინ რა მოხ­და?

- ჯერ მე და გუგა რომ ვი­ყა­ვით აუტ­სა­ი­დე­რებ­ში, ეგ იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი. გუგა, რო­მელ­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, უნდა გა­ვარ­დნი­ლი­ყო, ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ჰო, მირ­ჩევ­ნია, მე გავ­ვარ­დე, ვიდ­რე სხვა­ზე ასე ვი­ნერ­ვი­უ­ლო... გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, გა­დარ­ჩაო, ისე გა­მი­ხარ­და, ვა­პი­რებ­დი ყვე­ლას­თვის მი­მე­მარ­თა და მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და... მერე უცებ და­ვი­ნა­ხე, სცე­ნის­კენ ნიკა გვა­რა­მია მორ­ბო­და, მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე, მაგ­რამ რომ გა­მო­ვი­და და და­ი­წყო, მა­ში­ნაც ვერ მივხდი, რა მოხ­და. რად­გა­ნაც ესეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ არის, როცა შენ­ზე ვე­ტოს იყე­ნებს "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და თან, პირ­ვე­ლი ვეტო იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ სე­ზონ­ზე.

- რა შე­იც­ვა­ლა ვე­ტოს შემ­დეგ, პრო­ექ­ტში რომ დარ­ჩი...

- ჩავ­დე­ქი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, ისევ გა­და­ღე­ბე­ბი, რე­პეტ­ცი­ე­ბი, მუ­შა­ო­ბა და მზა­დე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­თვის. ახლა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან (ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით) უნდა ვიმ­ღე­როთ. ეს ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. ვას­რუ­ლებთ მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე გრუ­ზინ­სკის ტექ­სტზე შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რებს. ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის "გზე­ბი გზე­ბი" შემ­ხვდა.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ნე­ტავ, ახ­ლა­ვე იყოს ლა­ი­ვი, რომ გა­ვი­დე და ვიმ­ღე­რო. ყვე­ლა ერ­თად შეგ­ვკრი­ბეს და ეს სიმ­ღე­რა რომ მი­თხრეს, სი­ხა­რუ­ლის­გან შევ­კივ­ლე. ამ ლა­ი­ვის დი­დად ველი, ერთი სული მაქვს, რო­დის შე­ვას­რუ­ლებ, მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. ამ პრო­ექ­ტით ჩემი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყი­რა­ზე დად­გა. "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" - ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლით" შე­იც­ვა­ლა. ეს პრო­ექ­ტი ჩა­ე­ნაც­ვლა ყვე­ლა­ფერს და ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლია".

ამ პრო­ე­ტქ­მა კი­დევ ყვე­ლა­ზე დიდი რაც მო­მი­ტა­ნა, ეს ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია, ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ვარ უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვინ მტო­ვებს, ყვე­ლა მი­ღი­მის. ხალ­ხის უდი­დეს სიყ­ვა­რულს ვგრძნობ და ამის­თვის ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა

"იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გავხდი" - როგორ იხსენებს ნუცა თოფურია ემოციურ წუთებს, როდესაც პროექტში ვეტომ დატოვა

ნუცა თოფურია "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი გოგონა კონკურსანტია, რომელიც პროექტში მონაწილეობს. გასულ ლაივ-კონცერტზე ის შოუდან გაშვების კანდიდატი იყო, თუმცა "რუთავი 2"-მა ვეტოს უფლება გამოიყენა და ნუცა კონკურსში დარჩა. ეს იყო პირველი ვეტო, რაც "მხოლოდ ქართულში" ამ სეზონზე გამოიყენეს.

როგორ გრძნობს თავს შოუში დარჩენილი ნუცა თოფურია და რა მოლოდინი აქვს შემდეგი ლაივ-კონცერტისთვის, ამაზე Ambebi.ge-ს თავად ესაუბრა:

- საოცარი იყო ეგ დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ასე დაიწყო: დილას ფილარმონიაში მივედი და შოუს სამზადისში ჩავერთე, ერთი წუთიც კი არ მქონდა თავისუფალი იმიტომ, რომ ლაივის წინ მთელი დღე კონცერტისთვის ვემზადებით ხოლმე, ბევრი საქმე გვაქვს. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ გაციებულიც ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა, ყელი ჩახლეჩილი მქონდა, მტკიოდა, რამაც ნამღერზეც იმოქმედა... მოკლედ, ჩვეულ ფორმაში არ ვიყავი. თან, იმდენი წამალი მივიღე, მგონი, იმანაც თავისებურად იმოქმედა და რაღაცები ისე ვერ გავაკეთე, რასაც რეპეტიციებზე ვაკეთებდი. საბოლოოდ, 7 იანვრის ლაივით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი.

- ლილიკო ნემსაძის ძალიან ცნობილი სიმღერის "თბილისის მზეს" შესრულება მოგიხდა, რომელიც მაყურებელმა ანსამბლ "ფორტეს" შესრულებით იცის. მგონი, პირველად და პირველმა იმღერე მისი სოლო ვარიანტი. არ იყო რთული?

- თავიდან სხვა სიმღერა მქონდა, მერე შევცვალეთ. რომ გავიგე, ეს უნდა მემღერა, ძალიან გამიხარდა, რადგანაც ყველასთვის ცნობილია და მეც მიყვარს. სწორად აღნიშნეთ, პირველად სრულდებოდა მისი სოლო ვარიანტი. ამიტომ შევეცადე კარგად მემღერა, ვცდილობდი ყველანაირად გამეთავისებინა და რაღაცები საკუთარ თავშიც და სიმღერაშიც მეპოვა.

- ჟიურის შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, ყველას მოეწონა...

- კი, მარინა ბერიძემ 10-იანი რომ დამიწერა, ყველაზე მაგარი ეს იყო, მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი, რომ ისეთი ნამღერი არ იყო, რომელშიც უმაღლეს 60 ქულას დამიწერდნენ? მივიღე 55 და მარინა ბერიძის შეფასებით, გულწრფელად კმაყოფილი ვარ. თუმცა წინა ტურზე ჟიურისგან 60 ქულა დავიმსახურე. აი, იქ კი ნამდვილად ვიყავი ნუცა თოფურია. ჟიურის შეფასებით კმაყოფილი ვარ - 55 ქულა არ არის ცუდი. გიორგი გაბუნიამ თქვა, ნუცამ პროექტის განმავლობაში ფერი იპოვაო. არც ეს იყო ცუდი.

- როდესაც გაირკვა, რომ შენ უნდა დაგეტოვებინა პროექტი, რას ფიქრობდი იმ წუთებში?

- იმ წუთებში სრულიად უგრძნობი გახვდი. ემოცია არ მქონდა. აუტსაიდერებში ერთხელაც ვიყავით მე და ვიოლეტა - მაშინაც საერთოდ უგრძნობი გახლდით. რა თქმა უნდა, ამაღელვებელი მომენტია, როდესაც კულმინაციაა და კონკურსანტის პროექტიდან გაგდების სცენაა. მოკლედ, ვერც მოვედი აზრზე, რა მოხდა.

- და როდესაც დაინახე ნიკა გვარამია სცენაზე, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა შენს გადსარჩენად, მაშინ რა მოხდა?

- ჯერ მე და გუგა რომ ვიყავით აუტსაიდერებში, ეგ იყო ყველაზე რთული გადასატანი. გუგა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, რომ წარმოვიდგინე, უნდა გავარდნილიყო, ვინერვიულე. ჰო, მირჩევნია, მე გავვარდე, ვიდრე სხვაზე ასე ვინერვიულო... გულწრფელად გეტყვით, რომ გამოაცხადეს, გადარჩაო, ისე გამიხარდა, ვაპირებდი ყველასთვის მიმემართა და მადლობა გადამეხადა... მერე უცებ დავინახე, სცენისკენ ნიკა გვარამია მორბოდა, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ რომ გამოვიდა და დაიწყო, მაშინაც ვერ მივხდი, რა მოხდა. რადგანაც ესეც განსაკუთრებული რამ არის, როცა შენზე ვეტოს იყენებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და თან, პირველი ვეტო იქნა გამოყენებული ამ სეზონზე.

- რა შეიცვალა ვეტოს შემდეგ, პროექტში რომ დარჩი...

- ჩავდექი ჩვეულ რეჟიმში, ისევ გადაღებები, რეპეტციები, მუშაობა და მზადება ნახევარფინალისთვის. ახლა სიმფონიურ ორკესტრთან (ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით) უნდა ვიმღეროთ. ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა. ვასრულებთ მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის ტექსტზე შესრულებულ სიმღერებს. ვაჟა აზარაშვილის "გზები გზები" შემხვდა.

- რა მოლოდინი გაქვს?

- ამ ყველაფრის შემდეგ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნეტავ, ახლავე იყოს ლაივი, რომ გავიდე და ვიმღერო. ყველა ერთად შეგვკრიბეს და ეს სიმღერა რომ მითხრეს, სიხარულისგან შევკივლე. ამ ლაივის დიდად ველი, ერთი სული მაქვს, როდის შევასრულებ, მართლა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ პროექტით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ყირაზე დადგა. "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" - ეს დამოკიდებულება "მხოლოდ ქართულით" შეიცვალა. ეს პროექტი ჩაენაცვლა ყველაფერს და ახლა ჩემს ცხოვრებაში "მხოლოდ ქართულია".

ამ პროეტქმა კიდევ ყველაზე დიდი რაც მომიტანა, ეს ხალხის სიყვარულია, ქუჩაში რომ მივდივარ უყურადღებოდ არავინ მტოვებს, ყველა მიღიმის. ხალხის უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის ყველას დიდი მადლობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ