გლდანში მკვლელობა მოხდა. ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, ის ნაქირავებ ბინაში მოკლეს. სავარაუდოდ, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანით მოკლა მეგობარი.
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მომხდარის დეტალებზე ამ კორპუსის მაცხოვრებლები არ საუბრობენ. ყველა ამბობს, რომ არც მოკლულს და არც მკვლელობაში ბრალდებულს არ იცნობდნენ.
"ორ მეგობარს ბინა ნაქირავები ჰქონდა ჩვენს კორპუსში, მე-12 სართულზე და როგორც გავიგე, ერთმა მოკლა მეორე...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: