კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ
The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ

მარსზე, შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი ვაზი გა­შენ­დეს. ამის შე­სა­ხებ Washington Post წერს. ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ექ­ტის „მე­ცხრე მი­ლე­ნი­უ­მი“ ნა­წი­ლია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნოს, რომ სწო­რედ ეს ქვე­ყა­ნაა ღვი­ნის სამ­შობ­ლო.

„თუ ოდეს­მე მარსზე სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვალთ, ამა­ში წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­მაც უნდა შე­ი­ტა­ნოს. ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ღვი­ნო აჩუ­ქეს, ახლა კი შეგ­ვიძ­ლია, იგი­ვე მარ­სის­თვი­საც გა­ვა­კე­თოთ,“ - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის სა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ნი­კო­ლოზ დო­ბორჯგი­ნი­ძე.

ვა­ზის ჯი­შის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მარსზე გა­ხა­რე­ბას შეძ­ლებს, 2016 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ელონ მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი კომ­პა­ნია SpaceX შეძ­ლებს, 2024 წელს ადა­მი­ა­ნე­ბი მარსზე გაგ­ზავ­ნოს.

სწო­რედ ეს გან­ცხა­დე­ბა გახ­და სტი­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მო­ე­ძებ­ნათ ვა­ზის ჯი­შე­ბი კოს­მო­სის­თვის, თუმ­ცა სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და სხვა ქვეყ­ნე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის - პერუ, სა­დაც შეძ­ლეს, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ მარ­სის გა­რე­მო­ში კარ­ტო­ფი­ლი მო­ეყ­ვა­ნათ. ამე­რი­კის ეროვ­ნულ კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს (NASA) უკვე აქვს მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ მარ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო სად­გურ­ზე და­ი­თე­სე­ბა. მუ­შა­ო­ბენ პო­მი­დო­რე­ბი­სა და წი­წა­კე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­შე­ბის შექ­მნა­ზეც. რო­გორც NASA-ს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი რალფ ფრი­ჩი ამ­ბობს, კოს­მო­სის­თვის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა უმე­ტე­სად კა­ლო­რი­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი და მე­ნი­უ­ში დღემ­დე არც ყუ­რძე­ნი და არც ღვი­ნო შე­დის.

"ჩვენ, უმე­ტე­სად, ეკი­პა­ჟის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათ­თვის კარ­გი გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე. ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ ამ მიზ­ნით ალ­კოჰოლ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ",“ - ამ­ბობს ფრი­ჩი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვაზს მარ­სის მსგავს ნი­ა­დაგ­ში დარ­გა­ვენ. პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დი წლის და­სა­წყის­ში აპი­რებს თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში შექ­მნას ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფერ­მა, სა­დაც ია­ტა­კი­დან ჭე­რამ­დე გან­თავ­სე­ბულ სათ­ბურ­ში ვა­ზის გარ­და მარ­წყვსაც მო­იყ­ვა­ნენ - ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბულ კენკრას, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც სხვა პლა­ნე­ტა­ზე რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი ფერ­მა, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ სივ­რცეს და მი­ნი­მა­ლურ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მეც­ნი­ე­რებს და­აკ­ვირ­დნენ, რო­მე­ლი ვაზი შეძ­ლებს მარ­სის ნი­ა­დაგ­ში არ­სე­ბო­ბას.

ასე­ვე, რო­გორც Washington Post წერს, თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (BTU) გეგ­მავს, ვიდ­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მარ­სის მსგავ­სი გა­რე­მოს სი­მუ­ლა­ცი­ას მო­ა­წყო­ბენ, რამ­დე­ნი­მე სა­ხის ნი­ა­და­გი გა­მოს­ცა­დონ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კი მცე­ნა­რის­თვის შექ­მნი­ან ზუს­ტად ისეთ პი­რო­ბებს, რო­გო­რიც მარსზეა - და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბით, ნახ­ში­რორ­ჟან­გის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით და ატ­მოს­ფე­როს მა­ღა­ლი წნე­ვით. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2022 წლი­სათ­ვის უკვე ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი ჯი­შის ვაზი გა­შენ­დე­ბა და რო­გო­რი ღვი­ნის და­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა მარსზე.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში ზო­გი­ერ­თე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას წი­თელ ღვი­ნოს ანი­ჭე­ბენ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მარსზე თეთ­რი ღვი­ნის ვა­ზის ჯი­შე­ბი უფრო გა­ი­ხა­რებს.

"თეთ­რი ღვი­ნის ვაზი უფრო მე­დე­გი და გამ­ძლეა ვირუ­სე­ბის მი­მართ. ჩემი აზ­რით, თეთ­რი ჯი­შის ვაზი რა­დი­ა­ცი­ის მა­ღალ დო­ნე­საც ად­ვი­ლად აი­ტანს, რა­დი­ა­ცია ყუ­რძნის მარ­ცვლის კან­ში ვერ შე­აღ­წევს", - ამ­ბობს ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მეღ­ვი­ნე­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დი­რექ­ტო­რი.

ერთ-ერთი ჯიში, რო­მე­ლიც მარსზე გა­საგ­ზავ­ნად გა­ნი­ხი­ლე­ბა, რქა­წი­თე­ლია. მისი ნა­ყო­ფის­გან მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის ღვი­ნო მზად­დე­ბა. Washington Post აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი სად­გუ­რის ავა­რი­ის დროს საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბი რა­დი­ა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და არ­ყის და­ლე­ვას ურ­ჩევ­დნენ. აშშ-ის პიტსბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის დას­კვნით, მათი საბ­ჭო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი სწორ რჩე­ვას იძ­ლე­ოდ­ნენ: ქარ­თუ­ლი თეთ­რი და წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი შე­ი­ცა­ვენ ნივ­თი­ე­რე­ბა რეს­ვე­რატ­როლს, ნა­ტუ­რა­ლურ ან­ტი­ოქ­სი­დანტს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის უჯრე­დე­ბი რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან და­იც­ვას.

2017 წლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის დროს ნა­პოვნ 8 ათა­სი წლის ქვევ­რებ­ში ღვი­ნის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ეს ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ მარსზე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ", - ამ­ბობს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი.

სა­ერ­თოდ კი, რაც არ უნდა მოხ­დეს და რო­გორც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი კოს­მოს­ში მუ­დამ იქ­ნე­ბა: 1977 წელს NASA-მ კოს­მოს­ში გა­უშ­ვა ორი თა­ნამ­გზავ­რი - კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბი"ვო­ი­ა­ჯერ-1" და ვო­ი­ა­ჯერ-2", რო­მელ­თა ბორტზე "ოქ­როს ფირ­ფი­ტე­ბია" - დე­და­მი­წის ცო­ცხა­ლი სამ­ყა­როს ხმე­ბი, სხვა­დას­ხვა ხალ­ხთა ენებ­ზე ჩა­წე­რი­ლი მი­სალ­მე­ბე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

ფირ­ფი­ტებ­ზე 27 მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, ვოლ­ფგანგ მო­ცარტსა და ჩაკ ბე­რის­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სა­გუნ­დო სიმ­ღე­რა "ჩაკ­რუ­ლოც" არის ჩა­წე­რი­ლი. თა­ვის დრო­ზე მოს­კო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ითხოვ­და, რომ NASA-ს რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ქარ­თუ­ლი ამ­ჯო­ბი­ნეს.

"ამი­ტო­მაც, ქარ­თვე­ლებ­მა კოს­მოს­ში პირ­ვე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ", - ამ­ბობს ტე­ლე­რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, "ჩაკ­რუ­ლოს" გუნ­დის ერთ-ერთი მომ­ღერ­ლის შვი­ლი. - "მეც­ნი­ე­რებს შთა­გო­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კი ღვი­ნოა. რო­გორც კი მარსზე ღვი­ნო გაჩ­ნდე­ბა, ყვე­ლა მოგ­ვბა­ძავს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ

The Washington Post - ქართველი მეცნიერები მარსისთვის შესაფერის ყურძნის ჯიშს არჩევენ

მარსზე, შესაძლოა, ქართული ვაზი გაშენდეს. ამის შესახებ Washington Post წერს. ინიციატივა პროექტის „მეცხრე მილენიუმი“ ნაწილია, რომელსაც საქართველოს კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს მსოფლიოს გააცნოს, რომ სწორედ ეს ქვეყანაა ღვინის სამშობლო.

„თუ ოდესმე მარსზე საცხოვრებლად გადავალთ, ამაში წვლილი საქართველომაც უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს ღვინო აჩუქეს, ახლა კი შეგვიძლია, იგივე მარსისთვისაც გავაკეთოთ,“ - ამბობს საქართველოს კოსმოსური კვლევის საგენტოს დამფუძნებელი და განათლების მინისტრის მრჩეველი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

ვაზის ჯიშის ძიება, რომელიც მარსზე გახარებას შეძლებს, 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მისი კომპანია SpaceX შეძლებს, 2024 წელს ადამიანები მარსზე გაგზავნოს.

სწორედ ეს განცხადება გახდა სტიმული საქართველოსთვის, მოეძებნათ ვაზის ჯიშები კოსმოსისთვის, თუმცა საკითხზე საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც მუშაობენ, მათ შორის - პერუ, სადაც შეძლეს, ხელოვნურად შექმნილ მარსის გარემოში კარტოფილი მოეყვანათ. ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს (NASA) უკვე აქვს მარცვლეული კულტურები, რომლებიც სამომავლოდ მარსის საერთაშორისო სადგურზე დაითესება. მუშაობენ პომიდორებისა და წიწაკების სპეციალური ჯიშების შექმნაზეც. როგორც NASA-ს კვების პროდუქტების წარმოების პროექტის მენეჯერი რალფ ფრიჩი ამბობს, კოსმოსისთვის კვების პროდუქტების წარმოება უმეტესად კალორიებზეა გათვლილი და მენიუში დღემდე არც ყურძენი და არც ღვინო შედის.

"ჩვენ, უმეტესად, ეკიპაჟის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე. ალბათ, სამომავლოდ ამ მიზნით ალკოჰოლსაც გამოვიყენებთ",“ - ამბობს ფრიჩი.

საქართველოში, ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტები ვაზს მარსის მსგავს ნიადაგში დარგავენ. პროექტზე მომუშავე გუნდი წლის დასაწყისში აპირებს თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში შექმნას ვერტიკალური ფერმა, სადაც იატაკიდან ჭერამდე განთავსებულ სათბურში ვაზის გარდა მარწყვსაც მოიყვანენ - ვიტამინებით გაჯერებულ კენკრას, რომლის გადატანაც სხვა პლანეტაზე რთული არ იქნება.

ვერტიკალური ფერმა, რომელიც ნაკლებ სივრცეს და მინიმალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, საშუალებას მისცემს მეცნიერებს დააკვირდნენ, რომელი ვაზი შეძლებს მარსის ნიადაგში არსებობას.

ასევე, როგორც Washington Post წერს, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) გეგმავს, ვიდრე ლაბორატორიაში მარსის მსგავსი გარემოს სიმულაციას მოაწყობენ, რამდენიმე სახის ნიადაგი გამოსცადონ. ლაბორატორიაში კი მცენარისთვის შექმნიან ზუსტად ისეთ პირობებს, როგორიც მარსზეა - დაბალი ტემპერატურებით, ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობით და ატმოსფეროს მაღალი წნევით. პროექტის მიხედვით, 2022 წლისათვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რომელი ქართული ჯიშის ვაზი გაშენდება და როგორი ღვინის დალევა შეიძლება მარსზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ზოგიერთები უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ, მაგრამ ქართველი მეცნიერების მტკიცებით, მარსზე თეთრი ღვინის ვაზის ჯიშები უფრო გაიხარებს.

"თეთრი ღვინის ვაზი უფრო მედეგი და გამძლეა ვირუსების მიმართ. ჩემი აზრით, თეთრი ჯიშის ვაზი რადიაციის მაღალ დონესაც ადვილად აიტანს, რადიაცია ყურძნის მარცვლის კანში ვერ შეაღწევს", - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს მეღვინეობის ლაბორატორიის დირექტორი.

ერთ-ერთი ჯიში, რომელიც მარსზე გასაგზავნად განიხილება, რქაწითელია. მისი ნაყოფისგან მაღალი მჟავიანობის ღვინო მზადდება. Washington Post აღნიშნავს, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის დროს საბჭოთა მეცნიერები რადიაციის საწინააღმდეგოდ მოსახლეობას ქართული ღვინისა და არყის დალევას ურჩევდნენ. აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მათი საბჭოელი კოლეგები სწორ რჩევას იძლეოდნენ: ქართული თეთრი და წითელი ღვინოები შეიცავენ ნივთიერება რესვერატროლს, ნატურალურ ანტიოქსიდანტს, რომელსაც შეუძლია ადამიანის უჯრედები რადიაციული დაზიანებისაგან დაიცვას.

2017 წლის გამოკვლევების თანახმად, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ 8 ათასი წლის ქვევრებში ღვინის კვალი აღმოაჩინეს.

"ეს ადასტურებს, რომ ჩვენ მარსზე ღვინის წარმოების უფლება დავიმსახურეთ", - ამბობს დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

საერთოდ კი, რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოს ნაწილი კოსმოსში მუდამ იქნება: 1977 წელს NASA-მ კოსმოსში გაუშვა ორი თანამგზავრი - კოსმოსური ხომალდები"ვოიაჯერ-1" და ვოიაჯერ-2", რომელთა ბორტზე "ოქროს ფირფიტებია" - დედამიწის ცოცხალი სამყაროს ხმები, სხვადასხვა ხალხთა ენებზე ჩაწერილი მისალმებები და მუსიკალური ნაწარმოებები.

ფირფიტებზე 27 მუსიკალურ ნაწარმოებიდან, ვოლფგანგ მოცარტსა და ჩაკ ბერისთან ერთად, ქართული საგუნდო სიმღერა "ჩაკრულოც" არის ჩაწერილი. თავის დროზე მოსკოვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ითხოვდა, რომ NASA-ს რუსული სიმღერა ჩაწერილიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართული ამჯობინეს.

"ამიტომაც, ქართველებმა კოსმოსში პირველობაზე ფიქრი დავიწყეთ", - ამბობს ტელერეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, "ჩაკრულოს" გუნდის ერთ-ერთი მომღერლის შვილი. - "მეცნიერებს შთაგონება სჭირდებათ, შთაგონების წყარო კი ღვინოა. როგორც კი მარსზე ღვინო გაჩნდება, ყველა მოგვბაძავს".