პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ რაღაც საშინელება ხდება..." - რამდენად საშიშია დიდ დიღომში სამედიცინო ნარჩენების წვა?
"მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ რაღაც საშინელება ხდება..." - რამდენად საშიშია დიდ დიღომში სამედიცინო ნარჩენების წვა?

"დიდ დი­ღომ­ში, თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩის ბო­ლოს, ახა­ლი დიდი დიღ­მის და­სახ­ლე­ბას­თან, ე.წ. ბენ­დუ­ქი­ძის ბი­ნე­ბის ზე­ვით, მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის საწ­ვა­ვი ღუ­მე­ლი. რო­გორც მისი ტექ­ნი­კუ­რი აღ­წე­რი­დან ვკი­თხუ­ლობთ, მხო­ლოდ სწო­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და კონ­ტრო­ლის დროს მცირ­დე­ბა რის­კი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა მცირ­დე­ბა და არა ქრე­ბა! მო­სახ­ლე­ო­ბამ კი არ ვი­ცით, რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა ღუ­მე­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, მით უმე­ტეს, სწრა­ფი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში და­სახ­ლე­ბა სულ უფრო მჭიდ­რო ხდე­ბა და ღუ­მე­ლიც არც ისე შორ­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­გან!

ვფიქ­რობთ, მა­შინ, როცა გაზ­რდი­ლია სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მა­შინ როცა სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი ებ­რძვი­ან, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ღუ­მე­ლი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტთან ახ­ლოს არ უნდა იყოს! მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს - რა­ტომ მი­ი­ღეს მისი გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ დი­ღომ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ამას­თან, ქა­რი­ა­ნია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კვამ­ლი ეფი­ნე­ბა მთელ და­სახ­ლე­ბას? რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მისი გა­ტა­ნა?!" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი დიღ­მის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან ახ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის წვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამით ზი­ა­ნი ეკო­ლო­გი­ას და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას ად­გე­ბა, ამი­ტომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­კითხს, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი ახორ­ცი­ე­ლებს. "ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შექ­მნის გა­რე­შე, კერ­ძოდ, ისე, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვამ საფრ­თხე არ შე­უქ­მნას წყალს, ჰა­ერს, ნი­ა­დაგს, ფლო­რას და ფა­უ­ნას" - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონ­ში.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის წვის შე­დე­გად, რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და აწარ­მო­ებს თუ არა კომ­პა­ნია კა­ნო­ნი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, კომ­პა­ნია „ეკო ჯგუფს", რო­მე­ლიც ნარ­ჩე­ნებს წვავს, საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბარ­თვა გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში მი­ე­ცა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნია საქ­მი­ა­ნო­ბას კა­ნო­ნი­ე­რად აწარ­მო­ებს და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ნიშ­ნე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"გა­რე­მოს დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რებ­მა ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუ­ძელ­ზე შპს „ეკო ჯგუ­ფის“ მიმ­დე­ბა­რედ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სახ­ლებ­თან ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­ზომ­ვის მიზ­ნით ექ­სპრეს გა­ზომ­ვე­ბი იმ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რო­დე­საც კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და. შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი ხა­რის­ხობ­რი­ვი ნორ­მე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა არ მომ­ხდა­რა", - გვი­თხრეს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

AMBEBI.GE "ეკო ჯგუფ­საც" და­უ­კავ­შირ­და კო­მენ­ტა­რის­თვის. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, კვარ­ტალ­ში ერთხელ ამოწ­მე­ბენ ნაფ­რქვე­ვებს და და­ნად­გარს, რომ გაფ­რქვე­ვა არ იყოს სა­ზი­ა­ნო.

"დღე­საც იყოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მო­სუ­ლე­ბი, შე­ა­მოწ­მეს და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შეგ­ვიძ­ლია ვაჩ­ვე­ნოთ სა­წარ­მო პრო­ცე­სი, რო­გორ მუ­შა­ობს ტექ­ნი­კა და რომ სი­სუფ­თა­ვე გვაქვს.

უკვე მე­ო­რედ თუ მე­სა­მე­ჯერ გვი­ჩივ­ლეს და მალე თბი­ლი­სის გა­რეთ გა­ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. აქ უკვე ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რია. მილი ჩანს და მო­სახ­ლე­ო­ბა რომ უყუ­რებს, ჰგო­ნი­ათ, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ჩვენ ვი­ყა­ვით აქ და მერე მო­სახ­ლე­ო­ბა გად­მო­ვი­და. კა­ნონ­შია გა­წე­რი­ლი ზუს­ტად რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ნად­გუ­როთ და რა არა, აქ ხდე­ბა ისე­თი წამ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ ქი­მი­უ­რია. ისე­თი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბას და რო­მე­ლიც დაწ­ვი­სას არ გა­მო­ყოფს მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას. აქ რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მივ­დგეთ და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­ვა­ნად­გუ­როთ, და­ვა­ზი­ა­ნებთ თვი­თონ აპა­რატს და რა თქმა უნდა, გა­რე­მოს", - გვი­თხრა იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

აბა სოლოლაკში, ვინ გაბედავს აშენებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ რაღაც საშინელება ხდება..." - რამდენად საშიშია დიდ დიღომში სამედიცინო ნარჩენების წვა?

"მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ რაღაც საშინელება ხდება..." - რამდენად საშიშია დიდ დიღომში სამედიცინო ნარჩენების წვა?

"დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ბოლოს, ახალი დიდი დიღმის დასახლებასთან, ე.წ. ბენდუქიძის ბინების ზევით, მუშაობს სამედიცინო ნარჩენების საწვავი ღუმელი. როგორც მისი ტექნიკური აღწერიდან ვკითხულობთ, მხოლოდ სწორი საქმიანობის და კონტროლის დროს მცირდება რისკი მოსახლეობისათვის, თუმცა მცირდება და არა ქრება! მოსახლეობამ კი არ ვიცით, რამდენად სწორად ხდება ღუმელის ექსპლუატაცია, მით უმეტეს, სწრაფი განაშენიანების პირობებში დასახლება სულ უფრო მჭიდრო ხდება და ღუმელიც არც ისე შორსაა დასახლებული პუნქტისგან!

ვფიქრობთ, მაშინ, როცა გაზრდილია სიმსივნური დაავადებები მოსახლეობაში, მაშინ როცა სიმსივნურ დაავადებებს ყველაზე ხშირად ბავშვები ებრძვიან, დამატებითი საფრთხის შემცველი ღუმელი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ უნდა იყოს! მივმართავთ შესაბამის უწყებებს - რატომ მიიღეს მისი განთავსების გადაწყვეტილება დიდ დიღომში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასახლებაში, რომელიც ამასთან, ქარიანია და სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კვამლი ეფინება მთელ დასახლებას? რატომ არ მოხერხდა დაუსახლებელ ადგილას მისი გატანა?!" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილის სახელით გავრცელდა.

ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სამედიცინო ნარჩენების წვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ამით ზიანი ეკოლოგიას და მათ ჯანმრთელობას ადგება, ამიტომ შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების განადგურების საკითხს, ნარჩენების მართვის კოდექსი ახორციელებს. "ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, კერძოდ, ისე, რომ ნარჩენების მართვამ საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას" - აღნიშნულია კანონში.

AMBEBI.GE დაინტერესდა, სამედიცინო ნარჩენების წვის შედეგად, რა საფრთხე ემუქრება მოსახლეობის ჯანმრთელობას და აწარმოებს თუ არა კომპანია კანონიერ საქმიანობას? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანია „ეკო ჯგუფს", რომელიც ნარჩენებს წვავს, საქმიანობის ნებართვა გასული წლის იანვარში მიეცა. უწყების განმარტებით, კომპანია საქმიანობას კანონიერად აწარმოებს და ჰაერის დაბინძურების ნიშნები არ შეინიშნება.

"გარემოს დაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტის ინსპექტორებმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძელზე შპს „ეკო ჯგუფის“ მიმდებარედ, მოქალაქეების სახლებთან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაზომვის მიზნით ექსპრეს გაზომვები იმ დროს განახორციელეს, როდესაც კომპანია სრული დატვირთვით მუშაობდა. შედეგად დადგენილი ხარისხობრივი ნორმების გადაჭარბება არ მომხდარა", - გვითხრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

AMBEBI.GE "ეკო ჯგუფსაც" დაუკავშირდა კომენტარისთვის. კომპანიის დირექტორის ლევან იოსელიანის თქმით, კვარტალში ერთხელ ამოწმებენ ნაფრქვევებს და დანადგარს, რომ გაფრქვევა არ იყოს საზიანო.

"დღესაც იყოს გარემოს დაცვის სამინისტროდან მოსულები, შეამოწმეს და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია ვაჩვენოთ საწარმო პროცესი, როგორ მუშაობს ტექნიკა და რომ სისუფთავე გვაქვს.

უკვე მეორედ თუ მესამეჯერ გვიჩივლეს და მალე თბილისის გარეთ გავაგრძელებთ საქმიანობას. აქ უკვე ადამიანური ფაქტორია. მილი ჩანს და მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ, რაღაც საშინელება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩვენ ვიყავით აქ და მერე მოსახლეობა გადმოვიდა. კანონშია გაწერილი ზუსტად რა შეგვიძლია გავანადგუროთ და რა არა, აქ ხდება ისეთი წამლების განადგურება, რომელიც ნაკლებ ქიმიურია. ისეთი ნარჩენების განადგურება შეგვიძლია, რომელიც ექვემდებარება განადგურებას და რომელიც დაწვისას არ გამოყოფს მომწამვლელ ნივთიერებას. აქ რომ არაკეთილსინდისიერად მივდგეთ და კანონით აკრძალული ნივთიერებები გავანადგუროთ, დავაზიანებთ თვითონ აპარატს და რა თქმა უნდა, გარემოს", - გვითხრა იოსელიანმა.

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"