მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაკეთდა და რას პირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას - მერმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა
რა გაკეთდა და რას პირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას - მერმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2019 წელს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 921 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა, რაც სპეც-ტრანსფე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ლი­არ­დზე მეტი გახ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერ­მა და­ა­სა­ხე­ლა იმ თან­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხით, ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­სა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­ხარ­ჯე­ბა.

„მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს, და ასე­ვე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ვანო მა­ჭა­ვა­რი­ანს იმ მხარ­და­ჭე­რის­თვი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ მიერ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა 921 მი­ლი­ო­ნი ლარი, თუმ­ცა ეს არ არის მხო­ლოდ ის, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, და­მა­ტე­ბი­თი სპეც-ტრანსფე­რე­ბით ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა მი­ლი­არ­დზე მეტი. აქე­დან 35% ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 327 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა ჯან­დაც­ვა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე 455 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა, ეკო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 88 მი­ლი­ო­ნი გვაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი და გამ­წვა­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 26 მი­ლი­ო­ნი ლარი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მე­რის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა 2019 წლის 1-ელი იან­ვრის­თვის უნდა დამ­ტკიც­დეს.

მი­სი­ვე თქმით, გენ­გეგ­მა ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ უკვე მი­ი­ღო და და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

„ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბი. მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ლა­მენტს, მის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, თი­თო­ე­ულ დე­პუ­ტატს და ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო საკ­რე­ბუ­ლოს. სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, ჩვენ მი­ვი­ღეთ ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­ვას­რუ­ლეთ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, ესეც საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო იყო. ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბობ­დეს მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ ეს მი­ი­ღო და გა­დაგ­ზავ­ნი­ლია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, რო­მე­ლიც 1-ლი იან­ვრის­თვის უნდა დამ­ტკიც­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მათ თავ­და­პირ­ვე­ლად, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

„რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რო­დე­საც თუნ­დაც, ბი­უ­ჯეტ­ზე ვსა­უბ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­თვა. სწო­რი მარ­თვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ისა­უბ­რო წარ­მა­ტე­ბა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი­სათ­ვის. რო­დე­საც მე­რი­ა­ში მო­ვე­დით და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ეს იყო ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და, თუმ­ცა ამ რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­ნი­სა­ზღვრა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, შე­იქ­მნა ეკო-სერ­ვის ჯგუ­ფე­ბი - ე.წ. თბი­ლი­სის მე­ბა­ღე, შე­იქ­მნა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია. ამ სამ­სა­ხუ­რის არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქა­ლაქ­ში წეს­რიგს იცა­ვენ, ვინც აკ­ვირ­დე­ბი­ან მშე­ნებ­ლო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რია მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლომ­დე 750 ერ­თე­ულ ახალ ავ­ტო­ბუსს შე­ი­ძენს, რი­თაც არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა და მათ რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ 200 ერ­თე­უ­ლით გა­იზ­რდე­ბა.

„2020 წლი­დან თბი­ლის­ში და­მა­ტე­ბით, 200 ახა­ლი სტან­დარ­ტის 18-მეტ­რი­ა­ნი ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვა და მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბის დე­რეფ­ნე­ბი შე­იქ­მნე­ბა“, - გან­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა და ქა­ლა­ქის სა­ცო­ბე­ბის­გან გან­ტვირ­თვაა.

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა, მოგ­ვა­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გვაქვს გა­დად­გმუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­მე­ლიც 2019 წლის ბო­ლოს­თვის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლდე­ბა. უკვე შე­ძე­ნი­ლია დი­ზელ­ზე მო­მუ­შა­ვე ევრო 6, MAN-ის ფირ­მის 10-მეტ­რი­ა­ნი 90 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში თე­ბერ­ვლი­დან შე­მო­ვა. ასე­ვე, დას­რულ­და 220 ერ­თე­უ­ლი დი­ზე­ლისძრა­ვი­ა­ნი რვა­მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის შეს­ყიდ­ვის სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მალე გა­მოვ­ლინ­დე­ბა. 2019 წელს ვამ­ზა­დებთ ტენ­დერს 240 ერ­თე­უ­ლი CNG და ელექტროძ­რავ­ზე მო­მუ­შა­ვე რვა და 10-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის შე­სა­ძე­ნად. რო­გორც დაგ­პირ­დით, 2019 წლის ბო­ლოს­თვის ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­სი სრუ­ლად იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში 750 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სის შე­ძე­ნა მოხ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ ძველ ავ­ტო­ბუ­სებს მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლებს და მათ რა­ო­დე­ნო­ბას 200 ერ­თე­უ­ლით გაზ­რდის.

2019 წელს თბი­ლისს ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბის დე­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა ექ­ნე­ბა, რო­მელ­საც ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია „სის­ტრა“ ამუ­შა­ვებს; ეწყო­ბა 11 ძი­რი­თა­დი სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ტე­ვა­დო­ბის კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით და­იტ­ვირ­თე­ბა; სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის 11-ვე დე­რე­ფან­ზე გა­მო­ი­ყო­ფა ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი, რაც კერ­ძო ტრან­სპორტთან შე­და­რე­ბით, მგზავ­რო­ბის დროს შე­ამ­ცი­რებს.

„უკვე გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბი - შარ­ტა­ვა-კოს­ტა­ვას მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ზო­ლე­ბია მო­წყო­ბი­ლი. მდი­ნა­რე მტკვრის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და ტუ­რის­ტუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა­ში თბი­ლი­სის მე­რი­ას აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (ADB) ეხ­მა­რე­ბა, რის­თვი­საც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მალე გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და მტკვა­რი შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ვი­ყე­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა თბი­ლი­სის „მეტ­რო­პო­ლი­ტენ­საც“ შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­გე­გეგ­მი­ლია, ჯამ­ში, 22 მეტ­რო­სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია; სექ­ტემ­ბერ­ში „მეტ­რო­პო­ლი­ტენს“ და­ე­მა­ტა ოთხი ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ხოლო თე­ბერ­ვალ­ში კი­დევ ოთხი შე­მად­გენ­ლო­ბა ემა­ტე­ბა; 2018-2021 წლებ­ში თბი­ლი­სის „მეტ­რო­პო­ლი­ტენს“ ჯამ­ში და­ე­მა­ტე­ბა 12 ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი შე­მად­გენ­ლო­ბა; მოც­დის რე­ჟი­მი შემ­ცირ­და; უკვე გა­ი­ზარ­და მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და თბი­ლი­სის მე­რია მი­წის­ზე­და მეტ­როს გან­ვი­თა­რე­ბას იწყებს; დე­და­ქა­ლაქს შვი­დი ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი და­ე­მა­ტე­ბა; და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­წის­ზე­და მეტ­როს ხაზი, მეტ­რო­სად­გურ „სამ­გო­რი­დან“ აე­რო­პორ­ტის ჩათ­ვლით, ლი­ლოს ბაზ­რო­ბამ­დე რვა ახალ სად­გურს და­ა­კავ­ში­რებს; ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სის მეტ­როს რუს­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა; შე­ირ­ჩე­ვა მეტ­როს ხა­ზით რუს­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მარ­შრუ­ტი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და თა­ნად­გო­მით, მეტ­რო­სად­გურ „სამ­გო­რი­დან“ ლი­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახა­ლი მი­წის­ზე­და მეტ­როს მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რად­გან მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწრა­ფი და იაფი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბით კი, ახალ მარ­შრუ­ტებ­ზე წვდო­მა 260 000 მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უჩ­ნდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სხვა სი­ახ­ლე­ებს, კომ­პა­ნია „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მდა და პარ­კი­რე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა; ამოქ­მედ­და თბი­ლი­სის პარ­კინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვის ცენ­ტრი; გა­მო­იც­ვა­ლა პარ­კინ­გის 9000 ნი­შა­ნი; და­ი­ხა­ზა და კე­თილ­მო­ე­წყო 8 000 კვ.მ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე წელს, ასე­ვე, ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა და­ი­წყო; ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაქ­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბის პრო­ცე­სი; ეკო­ლო­გი­უ­რი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და­წეს­და შე­ღა­ვა­თე­ბი - ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბარ­თვის მო­საკ­რე­ბე­ლი ნა­ხევ­რდე­ბა, ხოლო ელექტროტ­რან­სპორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ნე­ბარ­თვო მო­საკ­რებ­ლის­გან სრუ­ლად ათა­ვი­სუფ­ლებს.

„რო­დე­საც ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, თუ რა შე­ღა­ვა­თებს მი­ი­ღე­ბენ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან. რე­გის­ტრა­ცი­ა­გავ­ლი­ლი ტაქ­სე­ბის­თვის, უკვე გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი, უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი. ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლი ტაქ­სის მძღო­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან. ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე ასე­ვე, გა­მო­ი­ყო­ფა სა­რეკ­ლა­მო ად­გი­ლე­ბი. მძღო­ლებს უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ ტაქ­სის მა­ნა­თო­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, ქიმ­წმენ­დი­სა და ღებ­ვის ვა­უ­ჩე­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, დე­და­ქა­ლაქ­ში სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ.

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 251 მი­სა­მარ­თზე პარ­კე­ბი­სა და სკვე­რე­ბის მო­წყო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რის­თვი­საც დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 11 932 894 ლარი და­ი­ხარ­ჯა, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, მო­ე­წყო ოთხი დიდი პარ­კი. კერ­ძოდ, გო­ძი­აშ­ვი­ლის, გლ­დან­ში, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­სა და წურ­წუ­მი­ას ქუ­ჩებ­ზე მდე­ბა­რე პარ­კე­ბი. დიდი პარ­კე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­მა­ვალ წელ­საც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ეს, რა თქმა უნდა, საკ­მა­რი­სი არ არის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­მუ­შაო ბევ­რი გვაქვს. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც დღეს დე­და­ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი, პარ­კე­ბი და სკვე­რე­ბია. მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებთ კიკ­ვი­ძის, ასე­ვე, ვა­კი­სა და ვე­რის პარ­კე­ბის რა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ეს ის დიდი პარ­კე­ბია, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას აღი­ნიშ­ნა, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, 349 მი­სა­მარ­თზე სპორ­ტუ­ლი, სა­ბავ­შვო-გა­სარ­თო­ბი მო­ედ­ნე­ბი და ფიტ­ნეს ზო­ნე­ბი მო­ე­წყო, ამის­თვის კი, ბი­უ­ჯე­ტი­დან 7 345 293 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, აღე­ბუ­ლია 224 ავ­ტო­ფა­რე­ხი. მათ ად­გი­ლას კი, სკვე­რე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის აღე­ბა და­ვი­წყეთ. მო­სახ­ლე­ო­ბას სურს, მათ ად­გი­ლას სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი ან პა­ტა­რა სკვე­რი მო­ე­წყოს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ორი­ვეს გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ორი­ვე პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, ფარ­თე­ბი სიმ­ბო­ლურ ფა­სად - ერთ ლა­რად გა­და­ე­ცათ.

მე­რის თქმით, ამ დრო­ის­თვის, დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია 411 ოჯა­ხის გა­ნა­ცხა­დი და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

„ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს ისე­თი, რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ და სხვა­დას­ხვა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, მათ და­კა­ნო­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. ჩვე­ნი ერთ-ერთი და­პი­რე­ბა იყო, რომ ამ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებ­დით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დავ­დგით. პრო­ცე­სი რა თქმა უნდა, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი - ფარ­თე­ბი და­უ­კა­ნონ­დეს, ჩვე­ნი მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ნად­გო­მა ექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი წლის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე კახა კა­ლა­ძემ ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზეც ისა­უბ­რა. აღი­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა 2018 წელს ოპე­რა­ცია და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი 30 000 ადა­მი­ანს და­უ­ფი­ნან­სა; თბი­ლი­სის ათი­ვე რა­ი­ონ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით 169 257 ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ისარ­გებ­ლა, რის­თვი­საც 34 655 319 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

„სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ რჩე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა და ხელ­შე­წყო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა 27 მი­ლი­ო­ნი ლა­რით არის გაზ­რდი­ლი, რად­გან მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის­თვის გა­მარ­ტივ­და პრო­ცე­დუ­რა; გა­ფარ­თოვ­და „და­ა­ვა­დე­ბა­თა სკრი­ნინ­გის“ პროგ­რა­მა და და­ე­მა­ტა სამი ახა­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მა­მოგ­რა­ფი; გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში გა­იხ­სნა ეროვ­ნუ­ლი სკრი­ნინგ ცენ­ტრის მე­სა­მე ლო­კა­ცია; ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პროგ­რა­მას და­ე­მა­ტა ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რო­მელ­საც მე­რია 60 000 ლა­რით აფი­ნან­სებს; სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი აღი­ჭურ­ვა პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, რო­მე­ლიც ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­შუ­ა­ლოდ 10 წუთს ზო­გავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა გაკეთდა და რას პირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას - მერმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა

რა გაკეთდა და რას პირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას - მერმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, რაც სპეც-ტრანსფერების მეშვეობით მილიარდზე მეტი გახდება. ამის შესახებ კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, თბილისის მერმა დაასახელა იმ თანხების მოცულობა, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, და ასევე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანს იმ მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მათ მიერ არის გამოხატული. 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 921 მილიონი ლარი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დამატებითი სპეც-ტრანსფერებით ბიუჯეტი იქნება მილიარდზე მეტი. აქედან 35% ანუ დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით 88 მილიონი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით 26 მილიონი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს.

მისივე თქმით, გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.

„ჩვენ განვახორციელეთ სამართლებრივი რეფორმები. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, თითოეულ დეპუტატს და ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს. სამართლებრივი რეფორმების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ტაქსების რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია. დავასრულეთ გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, ესეც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და დედაქალაქის მთავრობამ ეს მიიღო და გადაგზავნილია თბილისის საკრებულოში, რომელიც 1-ლი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ მერიაში მუშაობის დაწყებისთანავე, მათ თავდაპირველად, ინსტიტუციური რეფორმები განახორციელეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროექტების განხორციელებაზე, როდესაც თუნდაც, ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მართვა. სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია ისაუბრო წარმატებაზე, შეუძლებელია, განახორციელო ის პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისათვის. როდესაც მერიაში მოვედით და დავიწყეთ მუშაობა პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო ინსტიტუციური რეფორმები, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ამ რეფორმების შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისა და სწორად დაგეგმარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განისაზღვრა გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები, შეიქმნა ეკო-სერვის ჯგუფები - ე.წ. თბილისის მებაღე, შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია. ამ სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქალაქში წესრიგს იცავენ, ვინც აკვირდებიან მშენებლობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია მომავალი წლის ბოლომდე 750 ერთეულ ახალ ავტობუსს შეიძენს, რითაც არსებული ავტოპარკი მთლიანად განახლდება და მათ რაოდენობა კიდევ 200 ერთეულით გაიზრდება.

„2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება“, - განცხადა კახა კალაძემ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება; სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს.

„უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები - შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თბილისის „მეტროპოლიტენსაც“ შეეხება. კერძოდ, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს; დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.

მიმდინარე წელს, ასევე, ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები - ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს.

„როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქში სუფთა და მოწესრიგებული ტაქსები იმოძრავებენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები. დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც განხორციელდება.

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვაკისა და ვერის პარკების რაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, ამ დროის განმავლობაში, 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

მერის თქმით, ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. პროცესი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი - ფართები დაუკანონდეს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი, ვისაც ჩვენი თანადგომა და ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც გავაგრძელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში, აღნიშნული მიმართულება 27 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რადგან მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; გლდანის რაიონში გაიხსნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მესამე ლოკაცია; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით, რომელიც ერთ გამოძახებაზე საშუალოდ 10 წუთს ზოგავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები